ავტორი:

რეალურად რა ხდება ბაკურიანში - ფოტოები "ფეისბუქიდან"

რეალურად რა ხდება ბაკურიანში - ფოტოები "ფეისბუქიდან"

სოციალურ ქსელში ვრცელდება ბაკურიანში გადაღებული ფოტო, სადაც საავტომობილო საცობი ჩანს.

„ფეისბუქის“ მომხმარებლების თქმით, გარდა იმისა, რომ ბაკურიანში მანქანით გააადგილება შეუძლებელი გახდა, თბილისის მსგავსად ჰაერი უკვე სამთო კურორტზეც დაბინძურდა.

შსს-ში კი ამბობენ, რომ ბაკურიანში მოძრაობა მხოლოდ ახალი წლის დღეებში იყო გადატვირთული, ახლა კი მოძრაობა თავისუფალია.

„ახალი წლის დღესასწაულების დროს დაბა ბაკურიანში ავტოტრანსპორტის დიდი ნაკადი მოძრაობდა, რასაც დაემთხვა უამინდობა. ძლიერი ქარის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში დიდველზე გამორთული იყო სათხილამურო საბაგირო. უამინდობამ და დამსვენებლების გაზრდილმა ნაკადმა შექმნა შეფერხებები ტრანსპორტის გადაადგილების მხრივ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები შეფერხებების დროს მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არეგულირებდნენ ბაკურიანში ავტოტრანსპორტის მოძრაობას.

ამ დროისთვის დაბა ბაკურიანში ყველა მიმართულებით გადაადგილება თავისუფალია.

როგორც "სკი პატრული," ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მთის კურორტზე სეზონის ბოლომდე უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ საქმიანობას და ბაკურიანის დამსვენებლების უსაფრთხოების დაცვას,“ - განუცხადეს AMBEBI.GE-ს შსს-ში.

ბაკურიანი დღეს

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს