პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ჩემს რძალს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც, მძიმე ქრონიკული დაავადება - მანანა იმედაძე
ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ჩემს რძალს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც, მძიმე ქრონიკული დაავადება - მანანა იმედაძე

კომ­პო­ზი­ტო­რი მა­ნა­ნა იმე­და­ძე, H1N1 ვირუ­სით 22 წლის ქა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა. კომ­პო­ზი­ტო­რი წერს, რომ მის რძალს, რო­მე­ლიც ღო­რის გრი­პის დი­აგ­ნო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა, სხვა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა არ ჰქო­ნია და გამ­ყრე­ლი­ძე ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

"და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის - ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის მიერ ვრცელ­დე­ბა ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჩემს სა­ლო­მეს ვირუს­თან ერ­თად ჰქონ­და რა­ღაც, მძი­მე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც თით­ქოს ვერ აცხა­დებს ჩვე­ნი, ანუ ოჯა­ხის თან­ხმო­ბის გა­რე­შე, რაც არის სრუ­ლი აბ­სურ­დი!!!!!!!!!! ძა­ლი­ან გთხოვთ, რომ თავი შე­ი­კა­ვოთ ასე­თი ცრუ გან­ცხა­დე­ბე­ბის­გან, რად­გან ოჯახს ისე­დაც გვე­ყო­ფა, რა სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­აც დაგ­ვა­ტყდა თავს!!!!", - წერს მა­ნა­ნა იმე­და­ძე.

22 წლის სა­ლო­მე ქე­მაშ­ვი­ლი გუ­შინ, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ერ­თკვი­რი­ა­ნი სიკ­ვდილ­თან ბრძო­ლის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა. დღეს, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ ახალ­გაზ­რდა ქალს, H1N1- თან ერ­თად, საკ­მა­ოდ მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა ჰქონ­და.

ვფლობთ 22 წლის ქალ­ბა­ტო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას - H1N1-თან ერ­თად იყო საკ­მა­ოდ მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ 22 წლის ქა­ლის გრი­პით გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ დე­ტა­ლებ­ზე ვერ ისა­უბ­რებს პა­ცი­ენ­ტის უფ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

"ვფლობთ ამ სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვის, 22 წლის ქალ­ბა­ტო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას. კი­დევ ერთხელ მინ­და მე­დი­ას მოგ­მარ­თოთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობს კა­ნო­ნი პა­ცი­ენ­ტის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ამ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, თუ ოჯა­ხის თან­ხმო­ბა არაა, მე პერ­სო­ნა­ლი­ებ­ზე სა­უ­ბა­რი არ შე­მიძ­ლია ღია ეთერ­ში. ვფლობ ინ­ფორ­მა­ცი­ას, სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვაა, მაგ­რამ იქ H1N1-თან ერ­თად იყო საკ­მა­ოდ მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ჩემს რძალს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც, მძიმე ქრონიკული დაავადება - მანანა იმედაძე

ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ჩემს რძალს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც, მძიმე ქრონიკული დაავადება - მანანა იმედაძე

კომპოზიტორი მანანა იმედაძე, H1N1 ვირუსით 22 წლის ქალის გარდაცვალების შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებას ეხმაურება. კომპოზიტორი წერს, რომ მის რძალს, რომელიც ღორის გრიპის დიაგნოზით გარდაიცვალა, სხვა ქრონიკული დაავადება არ ჰქონია და გამყრელიძე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

"დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის - ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ჩემს სალომეს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც, მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელსაც თითქოს ვერ აცხადებს ჩვენი, ანუ ოჯახის თანხმობის გარეშე, რაც არის სრული აბსურდი!!!!!!!!!! ძალიან გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ ასეთი ცრუ განცხადებებისგან, რადგან ოჯახს ისედაც გვეყოფა, რა საშინელი ტრაგედიაც დაგვატყდა თავს!!!!", - წერს მანანა იმედაძე.

22 წლის სალომე ქემაშვილი გუშინ, ინფექციურ საავადმყოფოში, ერთკვირიანი სიკვდილთან ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. დღეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ახალგაზრდა ქალს, H1N1- თან ერთად, საკმაოდ მძიმე დაავადება ჰქონდა.

ვფლობთ 22 წლის ქალბატონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას - H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ 22 წლის ქალის გრიპით გარდაცვალების ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს პაციენტის უფლებებიდან გამომდინარე.

"ვფლობთ ამ სამწუხარო შემთხვევის, 22 წლის ქალბატონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას. კიდევ ერთხელ მინდა მედიას მოგმართოთ, რომ ქვეყანაში არსებობს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ. ამ კანონის მიხედვით, თუ ოჯახის თანხმობა არაა, მე პერსონალიებზე საუბარი არ შემიძლია ღია ეთერში. ვფლობ ინფორმაციას, სამწუხარო შემთხვევაა, მაგრამ იქ H1N1-თან ერთად იყო საკმაოდ მძიმე დაავადება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ