მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის "საქართველოს ბანკის" ახალი გენერალური დირექტორი
ვინ არის "საქართველოს ბანკის" ახალი გენერალური დირექტორი

„სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ახალ გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტო­რად არ­ჩილ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე და­ი­ნიშ­ნა. „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­ჩილ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის ჯგუფს“ 28 იან­ვრი­დან უხელ­მძღვა­ნე­ლებს, ასე­ვე გახ­დე­ბა დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი.

„მო­ხა­რუ­ლი ვარ გაც­ნო­ბოთ, რომ „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ ჯგუფს სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გე­ბა არ­ჩილ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე. მან ძლი­ე­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რებ­ზე, რო­დე­საც წა­რად­გი­ნა სა­კუ­თა­რი ხედ­ვა და სტრა­ტე­გია. არ­ჩილს აქვს ძა­ლი­ან კარ­გი რე­პუ­ტა­ცია და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბან­კო სფე­რო­ში არა­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით. არ­ჩი­ლი არის ძლი­ე­რი ბიზ­ნეს ლი­დე­რი და მას შეს­წევს უნა­რი „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი“ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კორ­პო­რა­ცი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­და­იყ­ვა­ნოს“, - გა­ნა­ცხა­და „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, ნილ ჯა­ნინ­მა.

რო­გორც არ­ჩილ გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მის­თვის დიდი პა­ტი­ვია, იყოს სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

„სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი“ არის წამ­ყვა­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­ბან­კო სფე­რო­ში - ძლი­ე­რი ბრენ­დით, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბი­თა და მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მე­ნე­ჯმენ­ტით. სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სურ სექ­ტორს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, კი­დევ უფრო მეტი ციფ­რუ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე ფი­ნან­სუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­ნა­ვი­თა­როს და შეს­თა­ვა­ზოს მომ­ხმა­რე­ბელს. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ბან­კის მმარ­თველ და აღ­მას­რუ­ლე­ბელ გუნდთან ერ­თად მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნებთ და კი­დევ უფრო გა­ვაღ­რმა­ვებთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - გა­ნა­ცხა­და „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, არ­ჩილ გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ.

„არ­ჩილ გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს დღემ­დე არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პოს­ტი ეკა­ვა კერ­ძო სექ­ტორ­ში. მათ შო­რის იგი კომ­პა­ნია Georgia Global Utilities-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პოსტს და ამავდრო­უ­ლად, კომ­პა­ნია ჯორ­ჯი­ან „უო­თერ ენდ ფა­უ­ე­რის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და. სხვა­დას­ხვა დროს იგი ასე­ვე გახ­ლდათ „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე კორ­პო­რა­ტი­უ­ლი და სა­ინ­ვეს­ტი­ციო სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი ფი­ნან­სუ­რი დი­რექ­ტო­რი. არ­ჩილ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე იკა­ვებ­და პო­ზი­ცი­ებს მსოფ­ლი­ო­ში წამ­ყვან კომ­პა­ნი­ებ­ში, კერ­ძოდ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, რო­გო­რიც არის: Lehman Brothers Private Equity, Salford Equity Partners, EBRD, KPMG Barents, World Bank“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ვინ არის "საქართველოს ბანკის" ახალი გენერალური დირექტორი

ვინ არის "საქართველოს ბანკის" ახალი გენერალური დირექტორი

„საქართველოს ბანკის“ ახალ გენერალურ დირექტორად არჩილ გაჩეჩილაძე დაინიშნა. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, არჩილ გაჩეჩილაძე „საქართველოს ბანკის ჯგუფს“ 28 იანვრიდან უხელმძღვანელებს, ასევე გახდება დირექტორთა საბჭოს წევრი.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, „საქართველოს ბანკის“ ჯგუფს სათავეში ჩაუდგება არჩილ გაჩეჩილაძე. მან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებზე, როდესაც წარადგინა საკუთარი ხედვა და სტრატეგია. არჩილს აქვს ძალიან კარგი რეპუტაცია და დიდი გამოცდილება საქართველოს საბანკო სფეროში არაერთი მიმართულებით. არჩილი არის ძლიერი ბიზნეს ლიდერი და მას შესწევს უნარი „საქართველოს ბანკი“ მნიშვნელოვანი კორპორაციული ცვლილებების შემდეგ განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანოს“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნილ ჯანინმა.

როგორც არჩილ გაჩეჩილაძემ აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია, იყოს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

„საქართველოს ბანკი“ არის წამყვანი ორგანიზაცია საბანკო სფეროში - ძლიერი ბრენდით, პროფესიონალი კადრებითა და მაღალკვალიფიციური მენეჯმენტით. საქართველოს ფინანსურ სექტორს აქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტი ციფრული და თანამედროვე ფინანსური მომსახურება განავითაროს და შესთავაზოს მომხმარებელს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბანკის მმართველ და აღმასრულებელ გუნდთან ერთად მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოვიყენებთ და კიდევ უფრო გავაღრმავებთ ამ მიმართულებით საბანკო მომსახურებას საქართველოში“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

„არჩილ გაჩეჩილაძეს დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი პოსტი ეკავა კერძო სექტორში. მათ შორის იგი კომპანია Georgia Global Utilities-ის გენერალური დირექტორის პოსტს და ამავდროულად, კომპანია ჯორჯიან „უოთერ ენდ ფაუერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იგი ასევე გახლდათ „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებით, ასევე კომპანიის მთავარი ფინანსური დირექტორი. არჩილ გაჩეჩილაძე იკავებდა პოზიციებს მსოფლიოში წამყვან კომპანიებში, კერძოდ დიდ ბრიტანეთში, როგორიც არის: Lehman Brothers Private Equity, Salford Equity Partners, EBRD, KPMG Barents, World Bank“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო