პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფთიაქებში "ტამიფლუს" მარაგი დღეს შეივსება - რას აცხადებენ პირბადეების მარაგზე ჯანდაცვის სამინისტროში
აფთიაქებში "ტამიფლუს" მარაგი დღეს შეივსება - რას აცხადებენ პირბადეების მარაგზე ჯანდაცვის სამინისტროში

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ან­ტი­ვირუ­სულ პრე­პა­რატ „ტა­მიფ­ლუს“ მა­რა­გი აფ­თი­ა­ქებ­ში დღეს შე­ივ­სე­ბა.

ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფ­თი­ა­ქებს შეკ­ვე­თი­ლი ჰქონ­დათ 3 ათა­სი კო­ლო­ფი „ტა­მიფ­ლუ“ და მა­რა­გი დღეს შე­ივ­სე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მი­ნის­ტროს მა­რა­გე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, რო­გორც უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, სა­მი­ნის­ტრომ აფ­თი­ა­ქე­ბი 800 კო­ლო­ფი „ტა­მიფ­ლუ­თი“ მო­ა­მა­რა­გა.

გარ­და ამი­სა, უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 10 ათა­სი კო­ლო­ფი „ტა­მიფ­ლუ“ სა­მი­ნის­ტროს მა­რა­გებს უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში და­ე­მა­ტე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა პირ­ბა­დე­ებს, რისი დე­ფი­ცი­ტიც დიდ სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­ში იყო, სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ აფ­თი­ა­ქებს მა­რა­გე­ბი თა­ვად უნდა შე­ევ­სოთ. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მა­რა­გე­ბის შე­სავ­სე­ბად ამ ეტაპ­ზე ჯან­დაც­ვის უწყე­ბის დახ­მა­რე­ბა სა­ჭი­რო არ არის, თუმ­ცა, სა­მი­ნის­ტრო მზად არის სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აფ­თი­ა­ქებს და­ეხ­მა­როს.

ხვალ ქვე­ყა­ნა­ში "ტა­მიფ­ლუს" საკ­მა­ოდ დიდი პარ­ტია შე­მო­დის, რო­გორც კერ­ძო სექ­ტო­რის­თვის, ისე სა­ხელ­მწი­ფოს­თვის, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ან­ტი­ვირუ­სულ პრე­პა­რატ "ტა­მიფ­ლუს" დე­ფი­ციტ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­თხვის პა­სუ­ხად გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­ცხა­დე­ბით, პრე­პა­რა­ტი, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფო უფა­სოდ არი­გებს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრე­ბის მეშ­ვე­ო­ბით დე­ფი­ცი­ტში არაა, რაც შე­ე­ხე­ბა აფ­თი­ა­ქებს, გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იქაც არ უნდა იყოს დე­ფი­ცი­ტი.

"აფ­თი­ა­ქებ­შიც, სა­ხელ­მწი­ფომ თა­ვი­სი სტრა­ტე­გი­უ­ლი მა­რა­გე­ბი­დან გას­ცა აფ­თი­ა­ქებ­ზე პრე­პა­რა­ტი და იქაც არ უნდა იყოს დე­ფი­ცი­ტი. ხვალ ქვე­ყა­ნა­ში "ტა­მიფ­ლუს" საკ­მა­ოდ დიდი პარ­ტია შე­მო­დის, რო­გორც კერ­ძო სექ­ტო­რის­თვის, ისე სა­ხელ­მწი­ფოს­თვის და ვფიქ­რობ, რომ ეს პრობ­ლე­მა დღეს­დღე­ო­ბით არ არ­სე­ბობს", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფ­თი­ა­ქებ­ში ან­ტი­ვირუ­სულ პრე­პა­რატ „ტა­მიფ­ლუს“ და პირ­ბა­დე­ებს ვერ ყი­დუ­ლო­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

აფთიაქებში "ტამიფლუს" მარაგი დღეს შეივსება - რას აცხადებენ პირბადეების მარაგზე ჯანდაცვის სამინისტროში

აფთიაქებში "ტამიფლუს" მარაგი დღეს შეივსება - რას აცხადებენ პირბადეების მარაგზე ჯანდაცვის სამინისტროში

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ მარაგი აფთიაქებში დღეს შეივსება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, აფთიაქებს შეკვეთილი ჰქონდათ 3 ათასი კოლოფი „ტამიფლუ“ და მარაგი დღეს შეივსება. რაც შეეხება სამინისტროს მარაგების გამოყენებას, როგორც უწყებაში აცხადებენ, ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სამინისტრომ აფთიაქები 800 კოლოფი „ტამიფლუთი“ მოამარაგა.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, 10 ათასი კოლოფი „ტამიფლუ“ სამინისტროს მარაგებს უახლოეს დღეებში დაემატება.

რაც შეეხება პირბადეებს, რისი დეფიციტიც დიდ სააფთიაქო ქსელებში იყო, სამინისტროში აცხადებენ, რომ აფთიაქებს მარაგები თავად უნდა შეევსოთ. მათივე განმარტებით, მარაგების შესავსებად ამ ეტაპზე ჯანდაცვის უწყების დახმარება საჭირო არ არის, თუმცა, სამინისტრო მზად არის საჭიროების შემთხვევაში აფთიაქებს დაეხმაროს.

ხვალ ქვეყანაში "ტამიფლუს" საკმაოდ დიდი პარტია შემოდის, როგორც კერძო სექტორისთვის, ისე სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ანტივირუსულ პრეპარატ "ტამიფლუს" დეფიციტთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი განცხადებით, პრეპარატი, რომელსაც სახელმწიფო უფასოდ არიგებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მეშვეობით დეფიციტში არაა, რაც შეეხება აფთიაქებს, გამყრელიძის ინფორმაციით, იქაც არ უნდა იყოს დეფიციტი.

"აფთიაქებშიც, სახელმწიფომ თავისი სტრატეგიული მარაგებიდან გასცა აფთიაქებზე პრეპარატი და იქაც არ უნდა იყოს დეფიციტი. ხვალ ქვეყანაში "ტამიფლუს" საკმაოდ დიდი პარტია შემოდის, როგორც კერძო სექტორისთვის, ისე სახელმწიფოსთვის და ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა დღესდღეობით არ არსებობს", - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების ნაწილის ინფორმაციით, აფთიაქებში ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ და პირბადეებს ვერ ყიდულობენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ