Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსპერტი დავით ლომიძე - დაგროვებითი საპენსიო სისტემა უალტერნატივოა
ექსპერტი დავით ლომიძე - დაგროვებითი საპენსიო სისტემა უალტერნატივოა

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხებ­ში და­ვით ლო­მი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ დაგ­რო­ვე­ბით სა­პენ­სიო რე­ფორ­მას მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა, რად­გან დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სის­ტე­მა უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა.

ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში სა­პენ­სიო პო­ლი­ტი­კის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა მო­სახ­ლე­ო­ბის ღირ­სე­უ­ლი პენ­სი­ით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და სა­პენ­სიო ხარ­ჯე­ბის ფის­კა­ლუ­რი მდგრა­დო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბოლო 15 წელ­ში პენ­სი­ის ოდე­ნო­ბა 10-ჯერ გა­ი­ზარ­და, ე.წ. ღირ­სე­უ­ლი პენ­სია, რო­გორც ნო­მი­ნალ­ში (180 ლარი ანუ 68 აშშ დო­ლა­რამ­დე), ისე ჩა­ნაც­ვლე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი (პენ­სი­ი­სა და ხელ­ფა­სის თა­ნა­ფარ­დო­ბა) - 18,1%, ერთ-ერთი და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია რე­გი­ონ­შიც და მსოფ­ლი­ო­შიც.

სა­პენ­სიო ხარ­ჯე­ბის ფის­კა­ლურ მდგრა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­პენ­სიო ხარ­ჯე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბა. თუ, 2006 წელს ასა­კით პენ­სი­ო­ნერ­თა ხარ­ჯი შე­ად­გენ­და 268 მი­ლი­ონ ლარს, ანუ მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის 1.95%-ს, 2019 წელს აღ­ნიშ­ნუ­ლი ხარ­ჯი 1.9 მი­ლი­არდ ლარს გა­და­ა­ჭარ­ბებს, რაც პროგ­ნო­ზი­რე­ბუ­ლი მშპ-ის 4.29%-ს გა­უ­ტოლ­დე­ბა. სა­პენ­სიო ხარ­ჯე­ბის ზრდის ტენ­დენ­ცია აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა და მძი­მე ტვირ­თად და­აწ­ვე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს, მხო­ლოდ პენ­სი­ო­ნერ­თა რა­ო­დე­ნო­ბის (2018 წლის დე­კემ­ბერ­ში 745 ათა­სია და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იზ­რდე­ბა, რაც იგი­ვე ზრდის ტემ­პის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით 2030 წლი­სათ­ვის 950 ათასს ანუ მთლი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ერთ მე­ო­თხედს გა­და­ა­ჭარ­ბებს) ზრდი­თა და ინ­დექ­სა­ცი­ით, სა­პენ­სიო ხარ­ჯებ­მა შე­საძ­ლოა, მშპ-ს 10%-იან ზღვარს გა­და­ა­ჭარ­ბოს 2060 წლის­თვის, რაც სა­ბი­უ­ჯე­ტო ხარ­ჯის 33%-ს მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა.

დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სის­ტე­მის და­ნერგვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში უფრო მა­ღა­ლი პენ­სი­ის, ჩა­ნაც­ვლე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი­სა და ფის­კა­ლუ­რი მდგრა­დო­ბის მი­საღ­წე­ვად. სის­ტე­მა აგ­რეთ­ვე უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის პრინ­ცი­პის და­ნერგვას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა პი­როვ­ნე­ბის მიერ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლი­სა და ფონდში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი შე­ნა­ტა­ნე­ბის მი­ხედ­ვით. გრძელ­ვა­დი­ა­ნი სა­პენ­სიო და­ნა­ზო­გე­ბის და­ნერგვა, კა­პი­ტა­ლის ბაზ­რის გან­ვი­თა­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, ხელს შე­უ­წყობს ეკო­ნო­მი­კურ ზრდას. და­ნა­ზო­გე­ბის ზრდა, რაც ნიშ­ნავს ად­გი­ლობ­რივ ვა­ლუ­ტა­ში გრძელ­ვა­დი­ა­ნი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის შექ­მნას, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კურ პა­რა­მეტ­რებს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის და შე­მო­სავ­ლე­ბის დონე და­ბა­ლია და 90-იან წლებ­ში და­ნა­ზო­გე­ბის და­კარ­გვის ფაქ­ტი ჯერ კი­დევ ნათ­ლად ახ­სოვს მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს, წმინ­და ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი მიდ­გო­მა საკ­მა­რი­სი არ იქ­ნე­ბა და­საქ­მე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის სის­ტე­მა­ში გა­სა­წევ­რი­ა­ნებ­ლად. სის­ტე­მის მი­ზა­ნია წარ­მოქ­მნას ყო­ველ­წლი­უ­რი ამო­ნა­გე­ბი, რო­მე­ლიც ინფლა­ცი­ის დო­ნე­ზე მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა. რაც უფრო მა­ღალ რე­ა­ლურ მო­გე­ბას წარ­მოქ­მნის სის­ტე­მა მით უფრო მა­ღა­ლი ჩა­ნაც­ვლე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი მი­იღ­წე­ვა.

სა­კუ­თარ სა­პენ­სიო ან­გა­რიშ­ზე ხელ­ფა­სის ყო­ვე­ლი 100 ლა­რი­დან და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი გა­და­იხ­დის მხო­ლოდ 2 ლარს, რაც მის ან­გა­რიშ­ზე 6 ლა­რით აი­სა­ხე­ბა, რაც მუ­შა­ო­ბის ხან­გრძლი­ვო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­იზ­რდე­ბა სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნე­ბი­სა და ფონ­დის მო­გე­ბის მი­ხედ­ვით. დაგ­რო­ვე­ბი­თი სის­ტე­მის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იმავდრო­უ­ლად მი­ი­ღე­ბენ არ­სე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო პენ­სი­ას, რაც გაზ­რდის პენ­სი­ის ნო­მი­ნა­ლურ ოდე­ნო­ბას და გა­ა­ორ­მა­გებს ჩა­ნაც­ვლე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენტს.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

ექსპერტი დავით ლომიძე - დაგროვებითი საპენსიო სისტემა უალტერნატივოა

ექსპერტი დავით ლომიძე - დაგროვებითი საპენსიო სისტემა უალტერნატივოა

დამოუკიდებელი ექსპერტი სოციალურ საკითხებში დავით ლომიძე მიიჩნევს, რომ დაგროვებით საპენსიო რეფორმას მხარდაჭერა სჭირდება, რადგან დაგროვებითი საპენსიო სისტემა უალტერნატივოა.

ყველა ქვეყანაში საპენსიო პოლიტიკის მთავარი ამოცანაა მოსახლეობის ღირსეული პენსიით უზრუნველყოფა და საპენსიო ხარჯების ფისკალური მდგრადობა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 15 წელში პენსიის ოდენობა 10-ჯერ გაიზარდა, ე.წ. ღირსეული პენსია, როგორც ნომინალში (180 ლარი ანუ 68 აშშ დოლარამდე), ისე ჩანაცვლების კოეფიციენტი (პენსიისა და ხელფასის თანაფარდობა) - 18,1%, ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია რეგიონშიც და მსოფლიოშიც.

საპენსიო ხარჯების ფისკალურ მდგრადობასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საპენსიო ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდება. თუ, 2006 წელს ასაკით პენსიონერთა ხარჯი შეადგენდა 268 მილიონ ლარს, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის 1.95%-ს, 2019 წელს აღნიშნული ხარჯი 1.9 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 4.29%-ს გაუტოლდება. საპენსიო ხარჯების ზრდის ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება და მძიმე ტვირთად დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს, მხოლოდ პენსიონერთა რაოდენობის (2018 წლის დეკემბერში 745 ათასია და მნიშვნელოვნად იზრდება, რაც იგივე ზრდის ტემპის შენარჩუნებით 2030 წლისათვის 950 ათასს ანუ მთლიანი მოსახლეობის ერთ მეოთხედს გადააჭარბებს) ზრდითა და ინდექსაციით, საპენსიო ხარჯებმა შესაძლოა, მშპ-ს 10%-იან ზღვარს გადააჭარბოს 2060 წლისთვის, რაც საბიუჯეტო ხარჯის 33%-ს მიუახლოვდება.

დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა აუცილებელია გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მაღალი პენსიის, ჩანაცვლების კოეფიციენტისა და ფისკალური მდგრადობის მისაღწევად. სისტემა აგრეთვე უზრუნველყოფს სამართლიანობის პრინციპის დანერგვას, რომლის თანახმადაც დაგროვებითი პენსია ინდივიდუალურად განისაზღვრება პიროვნების მიერ წლების განმავლობაში მიღებული შემოსავლისა და ფონდში განხორციელებული შენატანების მიხედვით. გრძელვადიანი საპენსიო დანაზოგების დანერგვა, კაპიტალის ბაზრის განვითარების მეშვეობით, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას. დანაზოგების ზრდა, რაც ნიშნავს ადგილობრივ ვალუტაში გრძელვადიანი ფინანსური რესურსის შექმნას, გააუმჯობესებს მაკროეკონომიკურ პარამეტრებს.

საქართველოში, სადაც მოსახლეობის ფინანსური განათლების და შემოსავლების დონე დაბალია და 90-იან წლებში დანაზოგების დაკარგვის ფაქტი ჯერ კიდევ ნათლად ახსოვს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, წმინდა ნებაყოფლობითი მიდგომა საკმარისი არ იქნება დასაქმებული მოქალაქეების დიდი ნაწილის სისტემაში გასაწევრიანებლად. სისტემის მიზანია წარმოქმნას ყოველწლიური ამონაგები, რომელიც ინფლაციის დონეზე მაღალი იქნება. რაც უფრო მაღალ რეალურ მოგებას წარმოქმნის სისტემა მით უფრო მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტი მიიღწევა.

საკუთარ საპენსიო ანგარიშზე ხელფასის ყოველი 100 ლარიდან დაქირავებული გადაიხდის მხოლოდ 2 ლარს, რაც მის ანგარიშზე 6 ლარით აისახება, რაც მუშაობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით გაიზრდება საპენსიო შენატანებისა და ფონდის მოგების მიხედვით. დაგროვებითი სისტემის მონაწილეები იმავდროულად მიიღებენ არსებულ სახელმწიფო პენსიას, რაც გაზრდის პენსიის ნომინალურ ოდენობას და გააორმაგებს ჩანაცვლების კოეფიციენტს.

NS

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის