პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხაზარაძის ადვოკატი - სინამდვილეში 80 მილიონამდე "თიბისი ბანკის" ლიკვიდურობის გაზრდას მოხმარდა, რადგან ომის მერე ბანკი გადასარჩენი იყო
ხაზარაძის ადვოკატი - სინამდვილეში 80 მილიონამდე "თიბისი ბანკის" ლიკვიდურობის გაზრდას მოხმარდა, რადგან ომის მერე ბანკი გადასარჩენი იყო

სი­ნამ­დვი­ლე­ში არა მხო­ლოდ 17 მი­ლი­ო­ნი, არა­მედ 80 მი­ლი­ო­ნამ­დე მოხ­მარ­და "თი­ბი­სი ბან­კის" ლიკ­ვი­დუ­რო­ბის გაზ­რდას, რად­გან პრობ­ლე­მა იყო ბან­კის ლიკ­ვი­დუ­რო­ბის, ბან­კი ომის მერე გა­და­სარ­ჩე­ნი იყო, - ამის შე­სა­ხებ "თი­ბი­სი ბან­კის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის ად­ვო­კატ­მა, ზვი­ად კორ­ძა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" გა­ნა­ცხა­და.

კორ­ძა­ძის აზ­რით, "თი­ბი­სი ბანკთან" და­კავ­ში­რე­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას ხე­ლოვ­ნუ­რო­ბის ფონი გას­დევს.

"ჩემ­თვის ცოტა გა­უ­გე­ბა­რია ეს ორ­დღი­ა­ნი ის­ტე­რია, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია და ამას ხე­ლოვ­ნუ­რო­ბის ფონი გას­დევს, რად­გან არა­ვის ბრა­ლი წა­ყე­ნე­ბუ­ლი არ აქვს, არა­ვინ არა­ფერს ედა­ვე­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ამო­ი­ღო კონ­კრე­ტულ ტრან­ზაქ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ბუ­თე­ბი. ეს ტრან­ზაქ­ცია არის 11 წლის წი­ნან­დე­ლი, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ არა­ერ­თხელ იქნა შეს­წავ­ლი­ლი შე­მოწ­მე­ბის პე­რი­ოდ­ში, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არც ძვე­ლი, არც ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს არ ყო­ფი­ლა. აღ­ნიშ­ნულ ტრან­ზაქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რას კონ­კრე­უ­ლი კი­თხვე­ბი გა­უჩ­ნდა, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე და­ი­კი­თხა სა­სა­მარ­თლო­ში. ჩვენ სა­სა­მარ­თლო­ში და­კი­თხვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ავირ­ჩი­ეთ, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს ახა­ლი პრო­ცე­სის მი­ხედ­ვით და მი­ე­ცა ყვე­ლა სა­კი­თხზე კონ­კრე­ტუ­ლი გან­მარ­ტე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ამ­ბობს, რომ დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, არა­ვი­თა­რი სა­ფუძ­ვე­ლი სხვა ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბის არ არ­სე­ბობს. მთელ ამ ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი და გა­საკ­ვი­რი თვი­თონ და­სა­ხე­ლე­ბაა, რი­თიც მიმ­დი­ნა­რე­ობს საქ­მის წარ­მო­ე­ბა - ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბა, რაც თა­ვის­თა­ვად მყვი­რა­ლა მუხ­ლია, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ერ­თოდ აბ­სურ­დია, რად­გან საქ­მე ეხე­ბა თან­ხის სეს­ხე­ბას ერთი პი­რის მიერ მე­ო­რე პი­რის­გან. გა­მოჩ­ნდა ისე, რომ ეს თან­ხა აღე­ბუ­ლია და წა­ღე­ბუ­ლია სა­დღაც. სი­ნამ­დვი­ლე­ში თან­ხა, არა მხო­ლოდ ეს 17 მი­ლი­ო­ნი, არა­მედ 80 მი­ლო­ნამ­დე, რომ­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბაც მა­შინ მოხ­და, მოხ­მარ­და თვი­თონ "თი­ბი­სი ბან­კის" ლიკ­ვი­დუ­რო­ბის გაზ­რდას. პრობ­ლე­მა იყო ბან­კის ლიკ­ვი­დუ­რო­ბის, გა­და­სარ­ჩე­ნი იყო ომის მერე ბან­კი. მთე­ლი ეს თან­ხა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის მხრი­დან ისევ "თი­ბი­სი ბანკს" მოხ­მარ­და. არ­სად ეს თან­ხა, ერთი "კა­პი­კი" სხვა რა­მე­ში არ და­ხარ­ჯუ­ლა. ასე რომ, ეს არის ჭი­ქა­ში ქა­რიშ­ხა­ლი, რო­მე­ლიც წარ­მო­იშ­ვა ამ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში", - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ სა­სა­მარ­თლოს ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია დე­ტა­ლუ­რად მი­ა­წო­და.

"ყვე­ლა ეს გან­მარ­ტე­ბა დე­ტა­ლუ­რად აქვს სა­სა­მარ­თლოს მეშ­ვე­ო­ბით მი­ცე­მუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რას. კი­დევ თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, მო­ვახ­დენთ ამის გან­მარ­ტე­ბას. რა­ღაც რომ გა­თეთრდეს, ის შავი ხომ უნდა იყოს, სა­ხე­ზეა ბან­კში კონ­კრე­ტუ­ლი ტრან­ზაქ­ცია გამჭვირ­ვა­ლედ, რო­მე­ლიც ფი­გუ­რი­რებს ყვე­ლა გა­და­რი­ცხვა­ში, არა­ფე­რი და­მა­ლუ­ლი არ ყო­ფი­ლა. ეს არის მთე­ლი ის­ტო­რია, სხვა ინ­ფორ­მა­ცია ჩვენც არ გაგ­ვაჩ­ნია", - გა­ნა­ცხა­და კორ­ძა­ძემ.

VIDEO: რას ედა­ვე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რა "თი­ბი­სი ბანკს"? - საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე ხა­ზა­რა­ძის ად­ვო­კა­ტი ზვი­ად კორ­ძა­ძე სა­უბ­რობს

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ხაზარაძის ადვოკატი - სინამდვილეში 80 მილიონამდე "თიბისი ბანკის" ლიკვიდურობის გაზრდას მოხმარდა, რადგან ომის მერე ბანკი გადასარჩენი იყო

ხაზარაძის ადვოკატი - სინამდვილეში 80 მილიონამდე "თიბისი ბანკის" ლიკვიდურობის გაზრდას მოხმარდა, რადგან ომის მერე ბანკი გადასარჩენი იყო

სინამდვილეში არა მხოლოდ 17 მილიონი, არამედ 80 მილიონამდე მოხმარდა "თიბისი ბანკის" ლიკვიდურობის გაზრდას, რადგან პრობლემა იყო ბანკის ლიკვიდურობის, ბანკი ომის მერე გადასარჩენი იყო, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

კორძაძის აზრით, "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ხელოვნურობის ფონი გასდევს.

"ჩემთვის ცოტა გაუგებარია ეს ორდღიანი ისტერია, რომელიც შექმნილია და ამას ხელოვნურობის ფონი გასდევს, რადგან არავის ბრალი წაყენებული არ აქვს, არავინ არაფერს ედავება. პროკურატურამ ამოიღო კონკრეტულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით საბუთები. ეს ტრანზაქცია არის 11 წლის წინანდელი, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ არაერთხელ იქნა შესწავლილი შემოწმების პერიოდში, არანაირი პრობლემა არც ძველი, არც ახალი ხელისუფლების დროს არ ყოფილა. აღნიშნულ ტრანზაქციასთან დაკავშირებით, პროკურატურას კონკრეული კითხვები გაუჩნდა, მამუკა ხაზარაძე დაიკითხა სასამართლოში. ჩვენ სასამართლოში დაკითხვის შესაძლებლობა ავირჩიეთ, რომელიც არსებობს ახალი პროცესის მიხედვით და მიეცა ყველა საკითხზე კონკრეტული განმარტება.

პროკურატურა ამბობს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, არავითარი საფუძველი სხვა ბრალის წაყენების არ არსებობს. მთელ ამ ისტორიაში ყველაზე უცნაური და გასაკვირი თვითონ დასახელებაა, რითიც მიმდინარეობს საქმის წარმოება - ფულის გათეთრება და უკანონო შემოსავლების ლეგალიზება, რაც თავისთავად მყვირალა მუხლია, მაგრამ ამ შემთხვევაში საერთოდ აბსურდია, რადგან საქმე ეხება თანხის სესხებას ერთი პირის მიერ მეორე პირისგან. გამოჩნდა ისე, რომ ეს თანხა აღებულია და წაღებულია სადღაც. სინამდვილეში თანხა, არა მხოლოდ ეს 17 მილიონი, არამედ 80 მილონამდე, რომლის მობილიზებაც მაშინ მოხდა, მოხმარდა თვითონ "თიბისი ბანკის" ლიკვიდურობის გაზრდას. პრობლემა იყო ბანკის ლიკვიდურობის, გადასარჩენი იყო ომის მერე ბანკი. მთელი ეს თანხა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ისევ "თიბისი ბანკს" მოხმარდა. არსად ეს თანხა, ერთი "კაპიკი" სხვა რამეში არ დახარჯულა. ასე რომ, ეს არის ჭიქაში ქარიშხალი, რომელიც წარმოიშვა ამ ორი დღის განმავლობაში", - აცხადებს ადვოკატი.

მისივე განმარტებით, მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს ყველა საჭირო ინფორმაცია დეტალურად მიაწოდა.

"ყველა ეს განმარტება დეტალურად აქვს სასამართლოს მეშვეობით მიცემული პროკურატურას. კიდევ თუ საჭირო გახდება, მოვახდენთ ამის განმარტებას. რაღაც რომ გათეთრდეს, ის შავი ხომ უნდა იყოს, სახეზეა ბანკში კონკრეტული ტრანზაქცია გამჭვირვალედ, რომელიც ფიგურირებს ყველა გადარიცხვაში, არაფერი დამალული არ ყოფილა. ეს არის მთელი ისტორია, სხვა ინფორმაცია ჩვენც არ გაგვაჩნია", - განაცხადა კორძაძემ.

VIDEO: რას ედავება პროკურატურა "თიბისი ბანკს"? - საქმის დეტალებზე ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე საუბრობს

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ