მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ბინა ჩემი მშობლების საჩუქარია..." - სახლი, სადაც გია ბაღაშვილი მეუღლესთან და 4 შვილთან ერთად ცხოვრობს
"ეს ბინა ჩემი მშობლების საჩუქარია..." -  სახლი, სადაც გია ბაღაშვილი მეუღლესთან და 4 შვილთან ერთად ცხოვრობს

სახ­ლი, რო­მელ­შიც გია ბა­ღაშ­ვი­ლი მე­უღ­ლე თა­მუ­ნა ტა­ბა­ტა­ძეს­თან და ქა­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობს, სა­ქორ­წი­ნო სა­ჩუ­ქა­რია, თუმ­ცა ხე­ლო­ვან­თა ოჯა­ხი სა­ცხოვ­რებ­ლად აქ მე­ო­თხე ქა­ლიშ­ვი­ლის შე­ძე­ნის შემ­დეგ გად­მო­ვი­და. ალ­ბათ სუ­ლაც არაა გა­საკ­ვი­რი, რომ ინ­ტე­რი­ე­რის მო­წყო­ბი­სას 4 შვი­ლის მშობ­ლებ­მა უპირ­ვე­ლე­სად ბავ­შვე­ბის კომ­ფორ­ტის სა­კი­თხი გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს და ბი­ნაც ისე მო­ა­წყვეს, რომ პა­ტა­რებს სა­თა­მა­შოდ დიდი სივ­რცე და თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჰქო­ნო­დათ. ნა­ხა­ტე­ბით გად­მო­ცე­მუ­ლი სა­ოც­ნე­ბო ოთა­ხი შვი­ლებს რე­ა­ლო­ბად უქ­ცი­ეს და მხო­ლოდ სა­ბო­ლოო სა­ხის მი­ცე­მის შემ­დეგ აჩ­ვე­ნეს.

გია: - ეს ბინა ჩემი მშობ­ლე­ბის სა­ჩუ­ქა­რი გახ­ლავთ, ჩვე­ნი ოჯა­ხის შექ­მნას­თან და­კავ­ში­რებთ. მე და თა­მუ­ნა 2009 წელს დავ­ქორ­წინ­დით. იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ჯერ სახ­ლის დამ­თავ­რე­ბას ვე­ლო­დე­ბო­დით, შემ­დეგ სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბით ვი­ყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი. მალე ერთი წელი გახ­დე­ბა, რაც გად­მო­ვე­დით.

ბინა ჩემს მშობ­ლი­ურ უბან­ში, ვა­კე­შია, ირაკ­ლი აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე. ვა­კე­ში ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი, გაზ­რდი­ლი და ცხა­დია, აქა­უ­რო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს. ჩემი მშობ­ლე­ბიც ჩვენ­თან ახ­ლოს ცხოვ­რო­ბენ. პა­ტა­რებს გან­სა­კუთ­რე­ბით უხა­რი­ათ ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან სტუმ­რო­ბა. გარ­და ამი­სა, სკო­ლაც და ბა­ღიც ახ­ლოს არის სახ­ლთან და ძი­რი­თა­დად ფე­ხით დაგ­ვყავს ხოლ­მე. ჩვენ­თვის დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო ამ ბი­ნა­ში გად­მოს­ვლა. მით უფრო, რომ ეს პრო­ცე­სი ჩვე­ნი მე­ო­თხე გო­გო­ნას, ანას­ტა­სი­ას და­ბა­დე­ბას და­ემ­თხვა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, აქ ყვე­ლა­ფე­რი მომ­წონს. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ეს ბინა მთლი­ა­ნად ჩვე­ნი გე­მოვ­ნე­ბით არის გა­კე­თე­ბუ­ლი.

თა­მუ­ნა: - ერ­თა­დერ­თი დე­ტა­ლი, რის შეც­ვლა­საც სა­მო­მავ­ლოდ ვგეგ­მავთ, არის ვე­რან­დის მო­წყო­ბა.

- რე­მონ­ტი თქვენ თვი­თონ გა­ა­კე­თეთ თუ დი­ზა­ი­ნე­რი გყავ­დათ?

გია: - რე­მონ­ტის პრო­ცეს­ში მთე­ლი ოჯა­ხი ვი­ყა­ვით ჩარ­თუ­ლი.

თა­მუ­ნა: - ჩვენ­თვის მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა ინ­ტე­რი­ე­რის მო­წყო­ბა, რა­შიც გიას დედა და და დაგ­ვეხ­მარ­ნენ. ასე­ვე ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა ჩვე­ნი მე­გობ­რის, ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რის, ნიკა სე­ბის­კვე­რა­ძის რჩე­ვე­ბი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!
0

გიას უსურვებ ჯანმრთელობას და გამძლეობას. გია ცხოვრება წინ გაქვს ვინც თქვენს სიკეთეს ვერ დაინახავს ის თვითონ იქნება დასჯილი უფლისგან. თქვენ ქართველ ხალხს სჭირდებით და უნდა გაძლიერდეთ. არც ერთი წუთი მოდუნების, ცხოვრება ბრძოლააა და დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლაში გაიმარჯვებ ჩვენო საყვარელო გია.

ვახო
0

ძალიან მომწონს გია ბაღაშვილი,ზრდილი,განათლებული და სასიამოვნო პიროვნებაა.გაიხარეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

"ეს ბინა ჩემი მშობლების საჩუქარია..." - სახლი, სადაც გია ბაღაშვილი მეუღლესთან და 4 შვილთან ერთად ცხოვრობს

"ეს ბინა ჩემი მშობლების საჩუქარია..." -  სახლი, სადაც გია ბაღაშვილი მეუღლესთან და 4 შვილთან ერთად ცხოვრობს

სახლი, რომელშიც გია ბაღაშვილი მეუღლე თამუნა ტაბატაძესთან და ქალიშვილებთან ერთად ცხოვრობს, საქორწინო საჩუქარია, თუმცა ხელოვანთა ოჯახი საცხოვრებლად აქ მეოთხე ქალიშვილის შეძენის შემდეგ გადმოვიდა. ალბათ სულაც არაა გასაკვირი, რომ ინტერიერის მოწყობისას 4 შვილის მშობლებმა უპირველესად ბავშვების კომფორტის საკითხი გაითვალისწინეს და ბინაც ისე მოაწყვეს, რომ პატარებს სათამაშოდ დიდი სივრცე და თავისუფლება ჰქონოდათ. ნახატებით გადმოცემული საოცნებო ოთახი შვილებს რეალობად უქციეს და მხოლოდ საბოლოო სახის მიცემის შემდეგ აჩვენეს.

გია: - ეს ბინა ჩემი მშობლების საჩუქარი გახლავთ, ჩვენი ოჯახის შექმნასთან დაკავშირებთ. მე და თამუნა 2009 წელს დავქორწინდით. იქიდან მოყოლებული ჯერ სახლის დამთავრებას ველოდებოდით, შემდეგ სარემონტო სამუშაოებით ვიყავით დაკავებული. მალე ერთი წელი გახდება, რაც გადმოვედით.

ბინა ჩემს მშობლიურ უბანში, ვაკეშია, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე. ვაკეში ვარ დაბადებული, გაზრდილი და ცხადია, აქაურობა განსაკუთრებით მიყვარს. ჩემი მშობლებიც ჩვენთან ახლოს ცხოვრობენ. პატარებს განსაკუთრებით უხარიათ ბებია-ბაბუასთან სტუმრობა. გარდა ამისა, სკოლაც და ბაღიც ახლოს არის სახლთან და ძირითადად ფეხით დაგვყავს ხოლმე. ჩვენთვის დიდი სიხარული იყო ამ ბინაში გადმოსვლა. მით უფრო, რომ ეს პროცესი ჩვენი მეოთხე გოგონას, ანასტასიას დაბადებას დაემთხვა. სიმართლე გითხრათ, აქ ყველაფერი მომწონს. ალბათ იმიტომ, რომ ეს ბინა მთლიანად ჩვენი გემოვნებით არის გაკეთებული.

თამუნა: - ერთადერთი დეტალი, რის შეცვლასაც სამომავლოდ ვგეგმავთ, არის ვერანდის მოწყობა.

- რემონტი თქვენ თვითონ გააკეთეთ თუ დიზაინერი გყავდათ?

გია: - რემონტის პროცესში მთელი ოჯახი ვიყავით ჩართული.

თამუნა: - ჩვენთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა ინტერიერის მოწყობა, რაშიც გიას დედა და და დაგვეხმარნენ. ასევე ძალიან დაგვეხმარა ჩვენი მეგობრის, ცნობილი დიზაინერის, ნიკა სებისკვერაძის რჩევები...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები