სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება "თიბისი ბანკის" ირგვლივ?
რა ხდება "თიბისი ბანკის" ირგვლივ?

გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ „თი­ბი­სი ბანკთან“ და­კავ­ში­რე­ბით, უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ საქ­მის პო­ლი­ტი­კურ სარ­ჩულ­ზე, ოპო­ზი­ცია იმა­საც კი ამ­ბობს, რომ ამით "ივა­ნიშ­ვი­ლი ხა­ზა­რა­ძეს პერ­სო­ნა­ლუ­რად და­ე­მუქ­რა".


არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე ვერ­სია, რა­ტომ გა­აქ­ტი­ურ­და ეს სა­კი­თხი ახლა: ერთი ვერ­სი­ით, "თი­ბი­სის საქ­მე" "ოც­ნე­ბის" შიდა და­პი­რის­პი­რე­ბის გა­და­სა­ფა­რად წა­მო­წი­ეს წინა პლან­ზე, რო­მე­ლიც მო­სა­მარ­თლე­ე­ბის შერ­ჩე­ვის სა­კითხს მოჰ­ყვა. კი­დევ ერთი ვერ­სი­ით კი, ეს კამ­პა­ნია ანაკ­ლი­ის პორ­ტის სა­კითხს უკავ­შირ­დე­ბა.


ნა­ხეთ ვი­დეო: რა ხდე­ბა "თი­ბი­სი ბან­კის" გარ­შე­მო?


ინ­ფორ­მა­ცია მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის შე­საძ­ლო და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ, 8 იან­ვრის სა­ღა­მოს პირ­ველ­მა გა­ავ­რცე­ლა პორ­ტალ­მა "კვი­რამ", რო­მე­ლიც ზო­გი­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცი­ით ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­თან ასო­ცირ­დე­ბა. 9 იან­ვარს კი პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა გან­ცხა­დე­ბა სტა­ტი­ის იდენ­ტუ­რი ტექ­სტით, რა­მაც ექ­სპერ­ტებ­სა და მე­დი­ა­ში ეჭ­ვე­ბი გა­ა­ჩი­ნა.


თა­დუ­მა­ძის უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­ძი­ე­ბა გა­სუ­ლი წლის მა­ი­სი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს. "თი­ბი­სი ბან­კში“ აცხა­დე­ბენ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა სწავ­ლობს იმ ტრან­ზაქ­ცი­ე­ბის საქ­მეს, რომ­ლის გა­მოც ბან­კი წლე­ბის წინ 1 მი­ლი­ო­ნი ლა­რით და­ა­ჯა­რი­მეს, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ ჯა­რი­მის გა­დახ­და შე­ა­ჩე­რა.



  • რას ამ­ბობს "თი­ბი­სი"?

ბან­კის სა­ხე­ლით გან­ცხა­დე­ბა მის­მა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ გა­ავ­რცე­ლა. ის მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მცდა­რ და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლს უწო­დებს, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა ქვეყ­ნის წამ­ყვა­ნი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი­სა და მისი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვას.


"რაც შე­ე­ხე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­კე­თე­ბულ კო­მენ­ტარს დო­კუ­მენ­ტე­ბის ამო­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­კი­თხი ეხე­ბა 2008 წლის რი­გით, კა­ნო­ნი­ერ სა­ბან­კო ოპე­რა­ცი­ას, რო­მე­ლიც:


  • არა­ერ­თხელ იქნა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბის და ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ შე­სა­ბა­მის პე­რი­ო­დებ­ში შე­მოწ­მე­ბუ­ლი, რო­გორც მოქ­მე­დი, ისე წინა ხე­ლის­უფ­ლე­ბის დროს;
  • არა­ერ­თხელ იქნა სა­ერ­თა­შო­რი­სო აუ­დი­ტო­რე­ბის მიერ შე­მოწ­მე­ბუ­ლი და მათი სის­წო­რე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი;
  • ამას­თან, მო­ცე­მუ­ლი ტრან­ზაქ­ცია ხან­დაზ­მუ­ლია.

"თი­ბი­სი ბან­კი" ვერ შე­ე­გუ­ე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი დის­კრე­დი­ტა­ცი­ი­სა და რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვის მცდე­ლო­ბას, ვის­გა­ნაც არ უნდა მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს ის, და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნებს მის ხელთ არ­სე­ბულ ყვე­ლა ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რივ ბერ­კეტს თი­ბი­სი ბან­კის, მისი დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო აქ­ცი­ო­ნე­რე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად" - ნათ­ქვა­მია ხა­ზა­რა­ძის მიერ ბან­კის სა­ხე­ლით გავ­რცე­ლებლ გან­ცხა­დე­ბა­ში.



  • რას ამ­ბობს პრო­კუ­რა­ტუ­რა?

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხურ­მა 2018 წლის მა­ის­ში და­ი­წყო სს „თი­ბი­სი ბან­კის“, მისი კლი­ენ­ტი იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის, ასე­ვე აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ტო­რე­ბის ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შეს­წავ­ლა, რა დრო­საც გა­მო­იკ­ვე­თა, რომ კონ­კრე­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი შე­ი­ცავ­და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ანუ ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის ნიშ­ნებს. აღ­ნიშ­ნულ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მიზ­ნით, მა­სა­ლე­ბი გა­დაგ­ზავ­ნი­ლია რო­გორც ეროვ­ნულ ბან­კში, ასე­ვე გა­მოგ­ზავ­ნილ იქნა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.


"ამის სა­ფუძ­ველ­ზე 2018 წლის 2 აგ­ვის­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­ში და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თის კო­დექ­სის 194-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის გ ქვე­პუნ­ქტით. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლი იქნა, რომ 2008 წლის აპ­რილ-მა­ის­ში, კომ­პა­ნი­ებ­მა შპს „სამ­გო­რი M“-მა და „სამ­გო­რი თრე­იდ­მა“ „თი­ბი­სი ბან­კის­გან“ საბ­რუ­ნა­ვი სახ­სრე­ბის შევ­სე­ბის მიზ­ნობ­რი­ო­ბით აი­ღეს სეს­ხი და­ახ­ლო­ე­ბით 17 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით, რაც იმა­ვე დღეს სეს­ხის სა­ხით გა­ცე­მუ­ლი იქნა ფი­ზი­კურ პი­რებ­ზე - ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე­სა და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე­ზე.


სეს­ხის თან­ხის გა­დახ­დის გა­რე­შე, 2008 წლის ბო­ლოს, სეს­ხი გა­და­ტა­ნი­ლი იქნა გარე სა­ბა­ლან­სო ან­გა­რიშ­ზე ანუ ჩა­მო­ი­წე­რა, ხოლო შემ­დგომ­ში, 2012 წლის და­ახ­ლო­ე­ბით აგ­ვის­ტო­ში, ისე რომ, აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ არ მომ­ხდა­რა სეს­ხის თან­ხის გა­დახ­და, ჩა­ნაც­ვლე­ბუ­ლი იქნა ოფ­შორ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის მიერ. მთელ ამ პე­რი­ოდ­ში სა­გუ­ლის­ხმოა ის ფაქ­ტი, რომ არც „სამ­გო­რი M“-სა და არც „სამ­გო­რი თრე­ი­დის“ მიერ სეს­ხის სა­ხით აღე­ბუ­ლი თან­ხის გა­ღე­ბა არ მომ­ხდა­რა, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი ჩა­ნაც­ვლე­ბა მოხ­და ოფ­შორ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ით და დღემ­დე ეს თან­ხა ანა­ზღა­უ­რე­ბუ­ლი არ არის „თი­ბი­სი ბან­კის­თვის“, - გან­მარ­ტეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.



  • რო­გორ და­ემ­თხვა ერ­თმა­ნეთს kvira.ge-ს სტა­ტია და პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა?

ინ­ფორ­მა­ცია მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის შე­საძ­ლო და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ, 8 იან­ვრის სა­ღა­მოს პირ­ველ­მა გა­ავ­რცე­ლა პორ­ტალ­მა "კვი­რამ", რო­მე­ლიც ზო­გი­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცი­ით ძა­ლო­ვან უწყე­ბებ­თან ასო­ცირ­დე­ბა. ექ­სპერ­ტე­ბის და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ეჭვი, რომ სა­გენ­ტომ "ზე­მო­დან" დაკ­ვე­თით გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, კი­დევ უფრო გა­ამ­ყა­რა 9 იან­ვარს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა გან­ცხა­დე­ბამ, რო­მელ­საც სტა­ტი­ის იდენ­ტუ­რი ტექ­სტი ჰქონ­და.



პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა კი­თხვის ნიშ­ნებს უჩენს ექ­სპერ­ტებ­სა და პო­ლი­ტი­კო­სებს და თა­დუ­მა­ძის უწყე­ბის­გან მეტ გამ­ჭირ­ვა­ლო­ბას ითხო­ვენ.


პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ინ­ტე­რეს­დე­ბა, გა­მო­ცე­მას ტექ­სტი პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­უ­წე­რა თუ პი­რი­ქით - სა­ა­გენ­ტომ პრო­კუ­რა­ტუ­რას.


"სა­კი­თხის სენ­სი­ტი­უ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ამ თე­მას ბო­ლომ­დე არ ჩავ­ყვე­ბო­დი. ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო მი­მარ­თუ­ლე­ბაა. „თი­ბი­სი ბან­კის“ სეგ­მე­ტი არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ნი­მუმ უპა­სუ­ხის­მებ­ლო­ბა იყო ამა­ზე ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კი. თუ რა­მე­ზე საქ­მის ძი­ე­ბა მი­დის, ეს უნდა მი­დი­ო­დეს სა­მუ­შაო ვი­თა­რე­ბა­ში და არა სა­ჯა­რო სივ­რცე­ში. თუ ვინ დგას ამ სა­ა­გენ­ტოს უკან, ამ ჭო­რა­ო­ბა­ში არ შე­ვალ. უბ­რა­ლოდ, მაქვს ერ­თა­დერ­თი კი­თხვა - პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა რომ მო­ვის­მი­ნე ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რი გახ­და, "კვი­რას" სტა­ტია წა­ი­კი­თხა პრო­კუ­რა­ტუ­რამ თუ პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­უ­წე­რა გან­ცხა­დე­ბა ამ სა­ა­გე­ტოს? ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვო დამ­თხვე­ვე­ბი იყო...


რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა ფი­ნან­სურ სის­ტე­მას, მი­თუ­მე­ტეს, იმ­დე­ნად სე­რი­ო­ზულს, რო­გორც „თი­ბი­სი ბან­კია“ ყვე­ლა სი­ტყვა ასა­წონ-და­სა­წო­ნია. ძა­ლი­ან სენ­სი­ტი­უ­რი თე­მაა და არ ეხე­ბა მხო­ლოდ ბანკს. ის რაც მოხ­და, არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ვინც არ უნდა იყოს ამის ინი­ცი­ა­ტო­რი, მას ან არ ეს­მის რას ეთა­მა­შე­ბა, ან შეგ­ნე­ბუ­ლად მი­დის იმ რის­კზე, რომ მთლი­ა­ნად და­ან­გრი­ოს სა­ფი­ნან­სო სტა­ბი­ლუ­რო­ბა. ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო ტენ­დე­ცია ვნა­ხეთ" - უთხრა ხუ­ხაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-ს.


"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რის, გიგი უგუ­ლა­ვას თქმით, "მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს ივა­ნიშ­ვი­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რად და­ე­მუქ­რა და ბანკთან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას სწო­რედ ამას უკავ­ში­რებს.


"პრო­კუ­რა­ტუ­რა და­მა­ლო­ბა­ნას თა­მა­შობს და პრო­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გვამ­ცნობს ამ­ბებს. ფაქ­ტია, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს ივა­ნიშ­ვი­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რად და­ე­მუქ­რა. ამ­დე­ნად, კონ­ტექ­სტი ამ­ძი­მებს 2008 წლის საქ­მის მი­მართ სან­დო­ო­ბას. ფაქ­ტია, ამ გან­ცხა­დე­ბამ­დე მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე ცდი­ლობ­და ივა­ნიშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის არა­ფორ­მა­ლუ­რად და­ლა­გე­ბას. ეს არ გა­მო­ვი­და. ფაქ­ტია, რომ ბიზ­ნე­სი თა­ვი­სუფ­ლად არ/აღარ სუნ­თქავს. ფაქ­ტი არაა, მაგ­რამ მა­ინც ფაქ­ტია, რომ პო­ლი­ტი­კა­ში ნა­მა­ტი გვექ­ნე­ბა" - წერს გიგი უგუ­ლა­ვა "ფე­ის­ბუქ­ზე".



  • რო­გორ იმოქ­მე­დებს "თი­ბი­სის" საქ­მე ფი­ნან­სურ სექ­ტორ­ზე?

გია ხუ­ხაშ­ვი­ლის თქმით, გა­მო­ძი­ე­ბის ეს პრო­ცე­სი სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე მა­ლე­ვე აი­სა­ხე­ბა, თუმ­ცა პო­ლი­ტო­ლო­გის თქმით, პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს.


„რა თქმა უნდა იმოქ­მე­დებს, მაგ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბირ­ჟე­ბი ნაკ­ლე­ბად მა­ინ­ტე­რე­სებს, მე უფრო მა­ინ­ტე­რე­სებს ჩვენ­თან შიგ­ნით რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. მინ­და ყვე­ლა და­ვამ­შვი­დო - ეს არ არის ბან­კის პრობ­ლე­მა პა­ნი­კის არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. თუ ვინ­მეს პერ­სო­ნა­ლუ­რი პრობ­ლე­მა აქვს, ეს სა­მუ­შაო ვი­თა­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­ირ­კვეს. სა­ბან­კო სის­ტე­მას­თან ზო­გა­დად მაქვს პრე­ტენ­ზი­ე­ბი, მაგ­რამ „თი­ბი­სი ბან­კი“ არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კარ­გად აწყო­ბი­ლი სის­ტე­მა. ამ ტი­პის რყე­ვე­ბი ჯაჭ­ვუ­რად სხვა სეგ­მე­ტებ­ზეც გა­და­ვა, კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს“, - უთხრა AMBEBI.GE-ს ხუ­ხაშ­ვილ­მა.


„თი­ბი­სი ბანკთან“ და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბან­კო ასო­ცი­ა­ცი­აც. რო­გორც ასო­ცი­ა­ცი­ა­ში მი­იჩ­ნე­ვენ, მსგავ­სმა კამ­პა­ნი­ამ შე­საძ­ლოა და­ა­ზი­ა­ნოს რო­გორც კონ­კრე­ტუ­ლი ბან­კის რე­პუ­ტა­ცია, ასე­ვე, მთლი­ა­ნად სა­ბან­კო სის­ტე­მა, რაც ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე:


"ბოლო პე­რი­ოდ­ში "თი­ბი­სი ბან­კის" გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის არას­წორ­მა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ამ და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მაღ­ლი ინ­ტე­რე­სით სპე­კუ­ლი­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა და­ა­ზი­ა­ნოს, რო­გორც რე­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის სწო­რად აღ­ქმის პრო­ცე­სი ასე­ვე შექ­მნას არას­წო­რი მო­ლო­დი­ნე­ბი პრო­ცე­სის გან­ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.


სა­ბან­კო სექ­ტო­რი მუდ­მი­ვად იმ­ყო­ფე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო აუ­დი­ტო­რე­ბის, სა­რე­ი­ტინ­გო კომ­პა­ნი­ე­ბის და ინ­ვეს­ტო­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის და მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ, რაც მაქ­სი­მა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყოფს რო­გორც "თი­ბი­სი ბან­კის" ასე­ვე მთლი­ა­ნი სა­ბან­კო სექ­ტო­რის მა­ღალ სტა­ბი­ლუ­რო­ბას და მდგრა­დო­ბას" - ნათ­ქვა­მია სა­ბან­კო ასო­ცი­ა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.


„თი­ბი­სი ბან­კის“ გარ­შე­მო შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას აკ­ვირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ბიზ­ნე­სომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტიც:


"მიგ­ვაჩ­ნია, რომ პო­ლი­ტი­ზი­რე­ბულ­მა გან­ცხა­დე­ბებ­მა, და­უ­სა­ბუ­თე­ბელ­მა სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ე­ბის გაჟ­ღე­რე­ბამ მე­დი­ა­ში და უსა­ფუძ­ვლო აჟი­ო­ტაჟ­მა, შე­საძ­ლოა არას­წო­რი მო­ლო­დი­ნე­ბი შექ­მნას და ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდეს, რო­გორც ბან­კის­თვის, ასე­ვე სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რის­თვის. სა­ფი­ნან­სო სექ­ტორ­ში მო­ლო­დი­ნე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია და ამ პრო­ცესს ფრთხი­ლად უნდა მო­ვე­კი­დოთ. მთა­ვა­რია, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სი ხელს არ უშ­ლის ბან­კის გა­მარ­თულ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, რაც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია სა­კი­თხი ეხე­ბა კონ­კრე­ტულ ეპი­ზოდს ფი­ნან­სურ ტრან­ზაქ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ვფიქ­რობთ, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი მთლი­ა­ნად სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რის­თვის" - გა­ნა­ცხა­დეს ბიზ­ნე­სომ­ბუდსმე­ნის აპა­რატ­ში.


ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, „თი­ბი­სი ბანკთან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დენს თა­ვად ბან­კის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე:


"ეროვ­ნუ­ლი ბან­კი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ "თი­ბი­სი ბან­კი" ფი­ნან­სუ­რად ძლი­ე­რი და მდგრა­დი საკ­რე­დი­ტო ინ­სტი­ტუ­ტია და სრუ­ლად აკ­მა­ყო­ფი­ლებს ყვე­ლა ეკო­ნო­მი­კურ ნორ­მა­ტივ­სა და ლი­მიტს. მიმ­დი­ნა­რე სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სი, ასე­ვე, ბანკთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დენს თა­ვად ბან­კის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე“, - გა­ნა­ცხა­დეს სებ-ში.


00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

რა ხდება "თიბისი ბანკის" ირგვლივ?

რა ხდება "თიბისი ბანკის" ირგვლივ?

გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეებში აქტიურად საუბრობენ საქმის პოლიტიკურ სარჩულზე, ოპოზიცია იმასაც კი ამბობს, რომ ამით "ივანიშვილი ხაზარაძეს პერსონალურად დაემუქრა".


არსებობს რამდენიმე ვერსია, რატომ გააქტიურდა ეს საკითხი ახლა: ერთი ვერსიით, "თიბისის საქმე" "ოცნების" შიდა დაპირისპირების გადასაფარად წამოწიეს წინა პლანზე, რომელიც მოსამართლეების შერჩევის საკითხს მოჰყვა. კიდევ ერთი ვერსიით კი, ეს კამპანია ანაკლიის პორტის საკითხს უკავშირდება.


ნახეთ ვიდეო: რა ხდება "თიბისი ბანკის" გარშემო?


ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის შესაძლო დაკავების შესახებ, 8 იანვრის საღამოს პირველმა გაავრცელა პორტალმა "კვირამ", რომელიც ზოგიერთი ინფორმაციით ძალოვან უწყებებთან ასოცირდება. 9 იანვარს კი პროკურატურამ გამოაქვეყნა განცხადება სტატიის იდენტური ტექსტით, რამაც ექსპერტებსა და მედიაში ეჭვები გააჩინა.


თადუმაძის უწყებაში განმარტავენ, რომ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, პროკურატურაში გამოძიება გასული წლის მაისიდან მიმდინარეობს. "თიბისი ბანკში“ აცხადებენ, რომ პროკურატურა სწავლობს იმ ტრანზაქციების საქმეს, რომლის გამოც ბანკი წლების წინ 1 მილიონი ლარით დააჯარიმეს, თუმცა სასამართლომ ჯარიმის გადახდა შეაჩერა.



  • რას ამბობს "თიბისი"?

ბანკის სახელით განცხადება მისმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა. ის მედიით გავრცელებულ ინფორმაციას მცდარ და მიზანმიმართულად დამახინჯებულს უწოდებს, რომელიც ემსახურება ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისა და მისი დამფუძნებლების რეპუტაციის შელახვას.


"რაც შეეხება პროკურატურის მიერ გაკეთებულ კომენტარს დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით, საკითხი ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც:


  • არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი, ისე წინა ხელისუფლების დროს;
  • არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული;
  • ამასთან, მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია.

"თიბისი ბანკი" ვერ შეეგუება მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს თიბისი ბანკის, მისი დამფუძნებლებისა და საერთაშორისო აქციონერების კანონიერი ინტერესების დასაცავად" - ნათქვამია ხაზარაძის მიერ ბანკის სახელით გავრცელებლ განცხადებაში.



  • რას ამბობს პროკურატურა?

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო სს „თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ასევე აქციონერებისა და ადმინისტრატორების ფინანსური აქტივობების შესწავლა, რა დროსაც გამოიკვეთა, რომ კონკრეტული აქტივობები შეიცავდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ანუ ფულის გათეთრების ნიშნებს. აღნიშნულზე რეაგირების მიზნით, მასალები გადაგზავნილია როგორც ეროვნულ ბანკში, ასევე გამოგზავნილ იქნა საქართველოს პროკურატურაში.


"ამის საფუძველზე 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით. გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M“-მა და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით აიღეს სესხი დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე.


სესხის თანხის გადახდის გარეშე, 2008 წლის ბოლოს, სესხი გადატანილი იქნა გარე საბალანსო ანგარიშზე ანუ ჩამოიწერა, ხოლო შემდგომში, 2012 წლის დაახლოებით აგვისტოში, ისე რომ, აღნიშნული კომპანიების მიერ არ მომხდარა სესხის თანხის გადახდა, ჩანაცვლებული იქნა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მიერ. მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M“-სა და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მისი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“, - განმარტეს პროკურატურაში.



  • როგორ დაემთხვა ერთმანეთს kvira.ge-ს სტატია და პროკურატურის განცხადება?

ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის შესაძლო დაკავების შესახებ, 8 იანვრის საღამოს პირველმა გაავრცელა პორტალმა "კვირამ", რომელიც ზოგიერთი ინფორმაციით ძალოვან უწყებებთან ასოცირდება. ექსპერტების და მედიის წარმომადგენლების ეჭვი, რომ საგენტომ "ზემოდან" დაკვეთით გაავრცელა ინფორმაცია, კიდევ უფრო გაამყარა 9 იანვარს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულმა განცხადებამ, რომელსაც სტატიის იდენტური ტექსტი ჰქონდა.



პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება კითხვის ნიშნებს უჩენს ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს და თადუმაძის უწყებისგან მეტ გამჭირვალობას ითხოვენ.


პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ინტერესდება, გამოცემას ტექსტი პროკურატურამ დაუწერა თუ პირიქით - სააგენტომ პროკურატურას.


"საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე ამ თემას ბოლომდე არ ჩავყვებოდი. ძალიან სახიფათო მიმართულებაა. „თიბისი ბანკის“ სეგმეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, აქედან გამომდინარე მინიმუმ უპასუხისმებლობა იყო ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი. თუ რამეზე საქმის ძიება მიდის, ეს უნდა მიდიოდეს სამუშაო ვითარებაში და არა საჯარო სივრცეში. თუ ვინ დგას ამ სააგენტოს უკან, ამ ჭორაობაში არ შევალ. უბრალოდ, მაქვს ერთადერთი კითხვა - პროკურატურის განცხადება რომ მოვისმინე ჩემთვის გაუგებარი გახდა, "კვირას" სტატია წაიკითხა პროკურატურამ თუ პროკურატურამ დაუწერა განცხადება ამ სააგეტოს? ძალიან საეჭვო დამთხვევები იყო...


როდესაც საქმე ეხება ფინანსურ სისტემას, მითუმეტეს, იმდენად სერიოზულს, როგორც „თიბისი ბანკია“ ყველა სიტყვა ასაწონ-დასაწონია. ძალიან სენსიტიური თემაა და არ ეხება მხოლოდ ბანკს. ის რაც მოხდა, არის წარმოუდგენელი უპასუხისმგებლობა. ვინც არ უნდა იყოს ამის ინიციატორი, მას ან არ ესმის რას ეთამაშება, ან შეგნებულად მიდის იმ რისკზე, რომ მთლიანად დაანგრიოს საფინანსო სტაბილურობა. ძალიან სახიფათო ტენდეცია ვნახეთ" - უთხრა ხუხაშვილმა AMBEBI.GE-ს.


"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, "მამუკა ხაზარაძეს ივანიშვილი პერსონალურად დაემუქრა და ბანკთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას სწორედ ამას უკავშირებს.


"პროკურატურა დამალობანას თამაშობს და პროსახელისუფლებო მედია საშუალებებით გვამცნობს ამბებს. ფაქტია, მამუკა ხაზარაძეს ივანიშვილი პერსონალურად დაემუქრა. ამდენად, კონტექსტი ამძიმებს 2008 წლის საქმის მიმართ სანდოობას. ფაქტია, ამ განცხადებამდე მამუკა ხაზარაძე ცდილობდა ივანიშვილთან ურთიერთობის არაფორმალურად დალაგებას. ეს არ გამოვიდა. ფაქტია, რომ ბიზნესი თავისუფლად არ/აღარ სუნთქავს. ფაქტი არაა, მაგრამ მაინც ფაქტია, რომ პოლიტიკაში ნამატი გვექნება" - წერს გიგი უგულავა "ფეისბუქზე".



  • როგორ იმოქმედებს "თიბისის" საქმე ფინანსურ სექტორზე?

გია ხუხაშვილის თქმით, გამოძიების ეს პროცესი საფონდო ბირჟაზე მალევე აისახება, თუმცა პოლიტოლოგის თქმით, პანიკის საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს.


„რა თქმა უნდა იმოქმედებს, მაგრამ საერთაშორისო ბირჟები ნაკლებად მაინტერესებს, მე უფრო მაინტერესებს ჩვენთან შიგნით რა შეიძლება მოხდეს. მინდა ყველა დავამშვიდო - ეს არ არის ბანკის პრობლემა პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს. თუ ვინმეს პერსონალური პრობლემა აქვს, ეს სამუშაო ვითარებაში შეიძლება გაირკვეს. საბანკო სისტემასთან ზოგადად მაქვს პრეტენზიები, მაგრამ „თიბისი ბანკი“ არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად აწყობილი სისტემა. ამ ტიპის რყევები ჯაჭვურად სხვა სეგმეტებზეც გადავა, კარგად უნდა გვესმოდეს“, - უთხრა AMBEBI.GE-ს ხუხაშვილმა.


„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა საქართველოს საბანკო ასოციაციაც. როგორც ასოციაციაში მიიჩნევენ, მსგავსმა კამპანიამ შესაძლოა დააზიანოს როგორც კონკრეტული ბანკის რეპუტაცია, ასევე, მთლიანად საბანკო სისტემა, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე:


"ბოლო პერიოდში "თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებული მოვლენების არასწორმა ინტერპრეტაციამ და საზოგადოების მაღლი ინტერესით სპეკულირებამ შეიძლება დააზიანოს, როგორც რეალური ინფორმაციის სწორად აღქმის პროცესი ასევე შექმნას არასწორი მოლოდინები პროცესის განვითარებასთან დაკავშირებით.


საბანკო სექტორი მუდმივად იმყოფება ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოების, საერთაშორისო აუდიტორების, სარეიტინგო კომპანიების და ინვესტორების მონიტორინგის და მეთვალყურეობის ქვეშ, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს როგორც "თიბისი ბანკის" ასევე მთლიანი საბანკო სექტორის მაღალ სტაბილურობას და მდგრადობას" - ნათქვამია საბანკო ასოციაციის განცხადებაში.


„თიბისი ბანკის“ გარშემო შექმნილ ვითარებას აკვირდება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატიც:


"მიგვაჩნია, რომ პოლიტიზირებულმა განცხადებებმა, დაუსაბუთებელმა სხვადასხვა ვერსიების გაჟღერებამ მედიაში და უსაფუძვლო აჟიოტაჟმა, შესაძლოა არასწორი მოლოდინები შექმნას და ზიანის მომტანი აღმოჩნდეს, როგორც ბანკისთვის, ასევე საფინანსო სექტორისთვის. საფინანსო სექტორში მოლოდინები მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამ პროცესს ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. მთავარია, რომ საგამოძიებო პროცესი ხელს არ უშლის ბანკის გამართულ ფუნქციონირებას, რაც ჩვენთვის ცნობილია საკითხი ეხება კონკრეტულ ეპიზოდს ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, აღნიშნული ვერ იქნება ზიანის მომტანი მთლიანად საფინანსო სექტორისთვის" - განაცხადეს ბიზნესომბუდსმენის აპარატში.


ეროვნული ბანკის ინფორმაციით კი, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული პირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გავლენას არ მოახდენს თავად ბანკის ფუნქციონირებაზე:


"ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "თიბისი ბანკი" ფინანსურად ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს ყველა ეკონომიკურ ნორმატივსა და ლიმიტს. მიმდინარე საგამოძიებო პროცესი, ასევე, ბანკთან დაკავშირებული პირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, გავლენას არ მოახდენს თავად ბანკის ფუნქციონირებაზე“, - განაცხადეს სებ-ში.


"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ