პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა - მამუკა ხაზარაძეს ბიძინა ივანიშვილი პერსონალურად დაემუქრა
გიგი უგულავა - მამუკა ხაზარაძეს ბიძინა ივანიშვილი პერსონალურად დაემუქრა

„ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, გიგი უგუ­ლა­ვა „თი­ბი­სი ბანკთან“ და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და მი­იჩ­ნევს, რომ „მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს ივა­ნიშ­ვი­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რად და­ე­მუქ­რა“.

რო­გორც გიგი უგუ­ლა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბამ­დე მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე ივა­ნიშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის არა­ფორ­მა­ლუ­რად და­ლა­გე­ბას ცდი­ლობ­და.

„ფაქ­ტია, პრო­კუ­რა­ტუ­რა და­მა­ლო­ბა­ნას თა­მა­შობს და პრო­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გვამ­ცნობს ამ­ბებს. ფაქ­ტია, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს ივა­ნიშ­ვი­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რად და­ე­მუქ­რა. ამ­დე­ნად, კონ­ტექ­სტი ამ­ძი­მებს 2008 წლის საქ­მის მი­მართ სან­დო­ო­ბას.

ფაქ­ტია, ამ გან­ცხა­დე­ბამ­დე მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე ცდი­ლობ­და ივა­ნიშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის არა­ფორ­მა­ლუ­რად და­ლა­გე­ბას. ფაქ­ტია ეს არ გა­მო­ვი­და. ფაქ­ტია რომ ბიზ­ნე­სი თა­ვი­სუფ­ლად არ/აღარ სუნ­თქავს. ფაქ­ტი არაა, მაგ­რამ მა­ინც ფაქ­ტია, რომ პო­ლი­ტი­კა­ში ნა­მა­ტი გვექ­ნე­ბა.

ფაქ­ტია, (მათ შო­რის წარ­სუ­ლი შეც­დო­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით) "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" ერ­თა­დერ­თი პარ­ტი­აა, ვი­საც არ­სე­ბი­თად ეს­მის რა არის ბიზ­ნე­სის და ეკო­ნო­მი­კის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ქვეყ­ნის­თვის. სხვა ყვე­ლა­ფე­რი ამ ეტაპ­ზე სპე­კუ­ლა­ცი­აა“, - აცხა­დებს გიგი უგუ­ლა­ვა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „თი­ბი­სი ბანკთან“ და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­მარ­ტა­ვენ, 2008 წლის აპ­რილ-მა­ის­ში, კომ­პა­ნი­ებ­მა შპს „სამ­გო­რი M-მა“ და „სამ­გო­რი თრე­იდ­მა“ „თი­ბი­სი ბან­კის­გან“ საბ­რუ­ნა­ვი სახ­სრე­ბის შევ­სე­ბის მიზ­ნობ­რი­ო­ბით აი­ღეს სეს­ხი და­ახ­ლო­ე­ბით 17 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით, რაც იმა­ვე დღეს სეს­ხის სა­ხით გა­ცე­მუ­ლი იქნა ფი­ზი­კურ პი­რებ­ზე - ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე­სა და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე­ზე.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთელ ამ პე­რი­ოდ­ში სა­გუ­ლის­ხმოა ის ფაქ­ტი, რომ არც „სამ­გო­რი M-სა“ და არც „სამ­გო­რი თრე­ი­დის“ მიერ სეს­ხის სა­ხით აღე­ბუ­ლი თან­ხის გა­ღე­ბა არ მომ­ხდა­რა, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით მათი ჩა­ნაც­ვლე­ბა მოხ­და ოფ­შორ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ით და დღემ­დე ეს თან­ხა ანა­ზღა­უ­რე­ბუ­ლი არ არის „თი­ბი­სი ბან­კის­თვის“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

გიგი უგულავა - მამუკა ხაზარაძეს ბიძინა ივანიშვილი პერსონალურად დაემუქრა

გიგი უგულავა - მამუკა ხაზარაძეს ბიძინა ივანიშვილი პერსონალურად დაემუქრა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ „მამუკა ხაზარაძეს ივანიშვილი პერსონალურად დაემუქრა“.

როგორც გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, პროკურატურის განცხადებამდე მამუკა ხაზარაძე ივანიშვილთან ურთიერთობის არაფორმალურად დალაგებას ცდილობდა.

„ფაქტია, პროკურატურა დამალობანას თამაშობს და პროსახელისუფლებო მედია საშუალებებით გვამცნობს ამბებს. ფაქტია, მამუკა ხაზარაძეს ივანიშვილი პერსონალურად დაემუქრა. ამდენად, კონტექსტი ამძიმებს 2008 წლის საქმის მიმართ სანდოობას.

ფაქტია, ამ განცხადებამდე მამუკა ხაზარაძე ცდილობდა ივანიშვილთან ურთიერთობის არაფორმალურად დალაგებას. ფაქტია ეს არ გამოვიდა. ფაქტია რომ ბიზნესი თავისუფლად არ/აღარ სუნთქავს. ფაქტი არაა, მაგრამ მაინც ფაქტია, რომ პოლიტიკაში ნამატი გვექნება.

ფაქტია, (მათ შორის წარსული შეცდომების გათვალისწინებით) "ევროპული საქართველო" ერთადერთი პარტიაა, ვისაც არსებითად ესმის რა არის ბიზნესის და ეკონომიკის თავისუფლება ქვეყნისთვის. სხვა ყველაფერი ამ ეტაპზე სპეკულაციაა“, - აცხადებს გიგი უგულავა.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს.

როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით აიღეს სესხი დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე.

პროკურატურის ინფორმაციით, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები