პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, გამკაცდრეს ხელების ჰიგიენა" -  განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს
"ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, გამკაცდრეს ხელების ჰიგიენა" -  განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო სკო­ლებს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით მი­მარ­თავს:

რე­კო­მენ­და­ცი­ებს შო­რი­საა სკო­ლის შე­ნო­ბებ­ში ჩა­ტარ­დეს სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის აღ­დგე­ნის შემ­დგომ სის­ტე­მა­ტუ­რად და­ლაგ­დეს სვე­ლი წე­სით საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი და დე­რეფ­ნე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი ხსნა­რე­ბით გა­იწ­მინ­დოს მერ­ხე­ბი და სკა­მე­ბი, სას­კო­ლო ინ­ვენ­ტა­რი.

„სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს­თვის უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და პე­და­გო­გე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბაა. სწო­რედ ამი­ტომ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გრი­პის ვირუ­სით ავა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ მი­ა­ნიშ­ნებს ეპი­დე­მი­ა­ზე, მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მიგ­ვაჩ­ნია, გრი­პის ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში 2018-2019 სას­წავ­ლო წლის ზამ­თრის არ­და­დე­გე­ბი გა­ხან­გრძლივ­დეს 18 იან­ვრის ჩათ­ვლით. ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში კვლავ და­ვაკ­ვირ­დე­ბით არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ვა­ტყო­ბი­ნებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­მა­ვალ ერ­თობ­ლივ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

გრი­პის ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს ეძ­ლე­ვათ რე­კო­მენ­და­ცია არ­და­დე­გე­ბის პე­რი­ო­დი და­მა­ტე­ბით გა­მო­ი­ყე­ნონ სკო­ლის შე­ნო­ბებ­ში სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის აღ­დგე­ნის შემ­დგომ სის­ტე­მა­ტუ­რად და­ლაგ­დეს სვე­ლი წე­სით საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი და დე­რეფ­ნე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი ხსნა­რე­ბით გა­იწ­მინ­დოს მერ­ხე­ბი და სკა­მე­ბი, სას­კო­ლო ინ­ვენ­ტა­რი. ასე­ვე, უზ­რუნ­ველ­ყონ სკო­ლის ექი­მე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი ჩარ­თუ­ლო­ბა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას და და­იც­ვან ყვე­ლა ის რე­კო­მენ­და­ცია, რაც და­ა­ვა­დე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ღო­ნის­ძი­ე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა და რო­მელ­საც ჯან­დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი გას­ცემს“, - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

სას­წავ­ლო-სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, გრი­პის­მაგ­ვა­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლევს ასე­ვე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი:

  • გრი­პის­მაგ­ვა­რი და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი არ უნდა და­იშ­ვან და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში;
  • სას­წავ­ლო და სა­აღ­მზრდე­ლო სივ­რცე­ებ­ში გა­აქ­ტი­ურ­დეს გა­ნი­ა­ვე­ბის რე­ჟი­მი ყო­ვე­ლი შეს­ვე­ნე­ბი­სას ან ნე­ბის­მი­ერ შემტხვე­ვა­ში, როცა სივ­რცე თა­ვი­სუ­ფა­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის­გან;
  • სის­ტე­მა­ტუ­რად გან­ხორ­ცი­ელ­დეს სვე­ლი წე­სით და­ლა­გე­ბა;
  • გამ­კაცრ­დეს ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბის დაც­ვის მო­ნი­ტო­რინ­გი და სა­ინ­ფორ­მა­ციო აქ­ტი­ვო­ბე­ბი.იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნი­სას გან­ვი­თარ­დე­ბა გრი­პის­მაგ­ვა­რი და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მი, სკო­ლის/სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის პერ­სო­ნა­ლის მიერ სას­წრა­ფოდ უნდა იქ­ნეს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი და­ა­ვა­დე­ბუ­ლის იზო­ლი­რე­ბა და­ნარ­ჩე­ნი კონ­ტი­გენ­ტის­გან და მისი გა­დაყ­ვა­ნა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მი­ხედ­ვით. სკო­ლებს ეძ­ლე­ვა რე­კო­მენ­და­ცია, თუ სკო­ლა­ში ავად­მყო­ფო­ბის გამო გაც­დე­ნის ინ­ტენ­სი­ვო­ბა გა­და­ა­ჭარ­ბებს 20%-ს, სკო­ლა ვალ­დე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრს წა­რუდ­გი­ნოს ინ­ფორ­მა­ცია აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ. ამას­თან, სკო­ლებს/სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს მო­ვუ­წო­დებთ ინ­ტენ­სი­უ­რად იმუ­შა­ონ მშობ­ლებ­თან და მის­ცენ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ გრი­პის სიმპტო­მე­ბის პირ­ვე­ლი­ვე ნიშ­ნე­ბის შემ­ჩნე­ვი­სას, და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი არ გა­უშ­ვან სკო­ლა­ში/ბაღ­ში, დრო­უ­ლად მი­მარ­თონ ექიმს - დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბი­სა და ადექ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით. ამით ხელს შე­უ­წყობთ, მი­ნი­მუ­მამ­დე იქ­ნეს დაყ­ვა­ნი­ლი გრი­პის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი.სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გრი­პის პრე­ვენ­ცი­ი­სა და კონ­ტრო­ლის მიზ­ნით რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია - გრი­პით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი მო­თავ­სდნენ ცალ­კე პა­ლა­ტა­ში ან კოჰორ­ტუ­ლად;შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად შე­ი­ზღუ­დოს პა­ცი­ენ­ტე­ბის პა­ლა­ტის გა­რეთ გა­და­ად­გი­ლე­ბა;- პა­ცი­ენ­ტებს პა­ლა­ტის გა­რეთ გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას ან ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სას სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ეკე­თოთ ნი­ღა­ბი;- სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა მკაც­რად და­იც­ვას ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნის წე­სე­ბი­სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა უშუ­ა­ლოდ პა­ლა­ტი­დან გა­მოს­ვლის წინ ხე­ლე­ბი უნდა და­ი­მუ­შა­ოს ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით;- სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ვალ­დე­ბუ­ლია ატა­როს ნი­ღა­ბი;- სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, პა­ლა­ტა­ში შეს­ვლის დროს გა­ი­კე­თოს ერთჯე­რა­დი ხელ­თათ­მა­ნე­ბი;- მკაც­რად იქ­ნეს და­ცუ­ლი დე­ზინ­ფექ­ცი­ი­სა და სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის წე­სე­ბი. რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას
  • გრი­პის სე­ზო­ნუ­რი გავ­რცე­ლე­ბის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით გაც­ნო­ბებთ, რომ 2018-2019 წლე­ბის სე­ზონ­ზე გრი­პის ვირუ­სის აქ­ტი­ვო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოვ­ლინ­და 45-ე კა­ლენ­და­რუ­ლი კვი­რი­დან. გრი­პის­მაგ­ვა­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ფარ­დო­ბი­თი მა­ტე­ბა და­ი­წყო 2018 წლის ბო­ლო­დან, თუმ­ცა გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ აღე­მა­ტე­ბა ეპი­დე­მი­ურ ზღურ­ბლს. ამას­თან, გრი­პის გავ­რცე­ლე­ბის მა­ტე­ბის ტენ­დენ­ცია აღი­ნიშ­ნე­ბა მთე­ლი ჩრდი­ლო ნა­ხე­ვარსფე­რო­სა და მ.შ. ევ­რო­პის რე­გი­ონ­ში.გრი­პის სე­ზო­ნუ­რი გავ­რცე­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ზე­გავ­ლე­ნის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მიგ­ვაჩ­ნია:
  • ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბულ­მა გა­მო­ი­ჩი­ნოს მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და გრი­პის­მაგ­ვა­რი და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბი­სას, ექიმ­თან მი­მარ­თვამ­დე, მო­ახ­დი­ნოს თვი­თი­ზო­ლა­ცია;
  • გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნონ ორ­სუ­ლებ­მა და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რებ­მა;
  • ნე­ბის­მი­ერ­მა და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­აქ­ტი­უ­როს ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნის პრო­ცე­დუ­რე­ბი: სტან­დრტუ­ლად ხე­ლის და­სუფ­თა­ვე­ბა გამ­დი­ნა­რე წყლი­თა და საპ­ნით რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბის, ტრან­სპორ­ტით სარ­გებ­ლო­ბის, ნე­ბის­მი­ე­რი ქმე­დე­ბის შემ­დეგ, რაც შე­საძ­ლოა უკავ­შირ­დე­ბო­დეს თვა­ლით უხი­ლავ და­ბინ­ძუ­რე­ბას;
  • კონ­ტა­ტუ­რი გზით გრი­პის ვირუ­სე­ბის შე­კა­ვე­ბის მიზ­ნით მი­ზან­შე­წო­ნი­ლია სპირ­ტის­შემ­ცვე­ლი ხე­ლის და­სა­მუ­შა­ვებ­ლე­ბით აღი­ჭურ­ვოს ისე­თი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც მო­სა­ლოდ­ნე­ლია ინ­ფი­ცი­რე­ბულ/და­ა­ვა­დე­ბულ პირ­თა კონ­ცენ­ტრა­ცია: აფ­თი­ა­ქე­ბი, პო­ლიკ­ლი­ნი­კე­ბი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი, სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბის ცენ­ტრე­ბი, სა­ტე­ლე­ფო­ნი კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბი­სა და სხვა მომ­სა­ხუ­რე­ბის ოფი­სე­ბი. ხე­ლის და­სა­მუ­შა­ვებ­ლე­ბი უნდა გან­ლაგ­დეს მო­ქა­ლა­ქე­თათ­ვის ხელ­მის­წვდომ და თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლას.
  • გრი­პის სიმპტო­მე­ბის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მი­მარ­თეთ ექიმს! იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ გა­მოვ­ლინ­დე­ბა ისე­თი სიმპტო­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა - სუნ­თქვის გარ­თუ­ლე­ბა, ქო­ში­ნი, ცხვირ-ტუ­ჩის მი­და­მოს ცი­ა­ნო­ზი, მო­ვარ­დის­ფრო სის­ხლი­ა­ნი ნახ­ვე­ლი, ლე­თარ­გია, ჩვილ ბავ­შვებ­ში - ძუ­ძუს წო­ვის შე­უძ­ლებ­ლო­ბა, გა­უ­წყლო­ვე­ბა, ყიფ­ლი­ბან­დის და­ძა­ბუ­ლო­ბა - სას­წრა­ფოდ მი­მარ­თეთ ექიმს! შე­საძ­ლოა თქვენ გე­სა­ჭი­რო­ე­ბო­დეთ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია და სპე­ცი­ფი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა!
  • გრი­პის­მაგ­ვა­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სიმპტო­მე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს სე­ზო­ნურ გრიპ­ზე ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი და­მა­ტე­ბი­თი დიგ­ნოს­ტი­რე­ბის­თვის, გრი­პის ვირუ­სის ტი­პე­ბის ან ქვე­ტი­პე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სათ­ვის და მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კის გან­სა­სა­ზღვრად არ ესა­ჭი­რო­ე­ბათ.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, გამკაცდრეს ხელების ჰიგიენა" -  განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

"ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, გამკაცდრეს ხელების ჰიგიენა" -  განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებს რეკომენდაციებით მიმართავს:

რეკომენდაციებს შორისაა სკოლის შენობებში ჩატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სკამები, სასკოლო ინვენტარი.

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის უმთავრესი პრიორიტეტი სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა. სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში კვლავ დავაკვირდებით არსებულ მდგომარეობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე შევატყობინებთ საზოგადოებას მომავალ ერთობლივ გადაწყვეტილებას.

გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებს ეძლევათ რეკომენდაცია არდადეგების პერიოდი დამატებით გამოიყენონ სკოლის შენობებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სკამები, სასკოლო ინვენტარი. ასევე, უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასაცილებლად ღონისძიებებს უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს“, - აცხადებენ სამინისტროში.

სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებს, გრიპისმაგვარი დაავადებების პრევენციის მიზნით, რეკომენდაციებს აძლევს ასევე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი:

  • გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები არ უნდა დაიშვან დაწესებულებებში;
  • სასწავლო და სააღმზრდელო სივრცეებში გააქტიურდეს განიავების რეჟიმი ყოველი შესვენებისას ან ნებისმიერ შემტხვევაში, როცა სივრცე თავისუფალია ადამიანებისგან;
  • სისტემატურად განხორციელდეს სველი წესით დალაგება;
  • გამკაცრდეს ხელების ჰიგიენის წესების დაცვის მონიტორინგი და საინფორმაციო აქტივობები.იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებაში ყოფნისას განვითარდება გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომი, სკოლის/სააღმზრდელო დაწესებულების პერსონალის მიერ სასწრაფოდ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი დაავადებულის იზოლირება დანარჩენი კონტიგენტისგან და მისი გადაყვანა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სკოლებს ეძლევა რეკომენდაცია, თუ სკოლაში ავადმყოფობის გამო გაცდენის ინტენსივობა გადააჭარბებს 20%-ს, სკოლა ვალდებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს წარუდგინოს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ. ამასთან, სკოლებს/სააღმზრდელო დაწესებულებებს მოვუწოდებთ ინტენსიურად იმუშაონ მშობლებთან და მისცენ რეკომენდაციები, რომ გრიპის სიმპტომების პირველივე ნიშნების შემჩნევისას, დაავადებული ბავშვი არ გაუშვან სკოლაში/ბაღში, დროულად მიმართონ ექიმს - დიაგნოსტირებისა და ადექვატური მკურნალობის მიღების მიზნით. ამით ხელს შეუწყობთ, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი გრიპის გავრცელების რისკი.სამედიცინო დაწესებულებაში გრიპის პრევენციისა და კონტროლის მიზნით რეკომენდებულია - გრიპით დაავადებული პაციენტები მოთავსდნენ ცალკე პალატაში ან კოჰორტულად;შეძლებისდაგვარად შეიზღუდოს პაციენტების პალატის გარეთ გადაადგილება;- პაციენტებს პალატის გარეთ გადაადგილებისას ან ტრანსპორტირებისას სავალდებულოა ეკეთოთ ნიღაბი;- სამედიცინო პერსონალმა მკაცრად დაიცვას ხელების ჰიგიენის წესებისამედიცინო პერსონალმა უშუალოდ პალატიდან გამოსვლის წინ ხელები უნდა დაიმუშაოს ანტისეპტიკური საშუალებებით;- სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ატაროს ნიღაბი;- სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, პალატაში შესვლის დროს გაიკეთოს ერთჯერადი ხელთათმანები;- მკაცრად იქნეს დაცული დეზინფექციისა და სტერილიზაციის ჩატარების წესები. რეკომენდაციები საზოგადოებას
  • გრიპის სეზონური გავრცელების გამო საზოგადოების ინფორმირების მიზნით გაცნობებთ, რომ 2018-2019 წლების სეზონზე გრიპის ვირუსის აქტივობა საქართველოში გამოვლინდა 45-ე კალენდარული კვირიდან. გრიპისმაგვარი დაავადებების ფარდობითი მატება დაიწყო 2018 წლის ბოლოდან, თუმცა გავრცელების მაჩვენებელი არ აღემატება ეპიდემიურ ზღურბლს. ამასთან, გრიპის გავრცელების მატების ტენდენცია აღინიშნება მთელი ჩრდილო ნახევარსფეროსა და მ.შ. ევროპის რეგიონში.გრიპის სეზონური გავრცელებით გამოწვეული საზოგადოებრივი ზეგავლენის შემცირების მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია:
  • ყველა დაავადებულმა გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებისას, ექიმთან მიმართვამდე, მოახდინოს თვითიზოლაცია;
  • განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა;
  • ნებისმიერმა დაწესებულებამ მაქსიმალურად გააქტიუროს ხელების ჰიგიენის პროცედურები: სტანდრტულად ხელის დასუფთავება გამდინარე წყლითა და საპნით რეკომენდებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, ტრანსპორტით სარგებლობის, ნებისმიერი ქმედების შემდეგ, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს თვალით უხილავ დაბინძურებას;
  • კონტატური გზით გრიპის ვირუსების შეკავების მიზნით მიზანშეწონილია სპირტისშემცველი ხელის დასამუშავებლებით აღიჭურვოს ისეთი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სადაც მოსალოდნელია ინფიცირებულ/დაავადებულ პირთა კონცენტრაცია: აფთიაქები, პოლიკლინიკები, საავადმყოფოები, საბანკო მომსახურების ცენტრები, სატელეფონი კავშირგაბმულობისა და სხვა მომსახურების ოფისები. ხელის დასამუშავებლები უნდა განლაგდეს მოქალაქეთათვის ხელმისწვდომ და თვალსაჩინო ადგილას.
  • გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს! იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა - სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში - ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა - სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა!
  • გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომების მქონე პაციენტებს სეზონურ გრიპზე ლაბორატორიული კვლევები დამატებითი დიგნოსტირებისთვის, გრიპის ვირუსის ტიპების ან ქვეტიპების იდენტიფიცირებისათვის და მკურნალობის ტაქტიკის განსასაზღვრად არ ესაჭიროებათ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ