პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მკაცრი გაფრთხილება "ტამიფლუსთან" დაკავშირებით და რეკომენდაციები გრიპის ვირუსებზე
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მკაცრი გაფრთხილება "ტამიფლუსთან" დაკავშირებით და რეკომენდაციები გრიპის ვირუსებზე

მინ­და, ძა­ლი­ან მკაც­რად გა­ვაფრ­თხი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი, წამ­ლე­ბი არ არის კან­ფე­ტი, არ შე­იძ­ლე­ბა რო­გორც ტკბი­ლე­უ­ლი, ისე მი­ი­ღოთ თქვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, - ამის შე­სა­ხებ ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ან ივა­ნუ­შა აცხა­დებს.

რო­გორც მა­რი­ან ივა­ნუ­შამ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, გრი­პის ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტი - „ტა­მიფ­ლუ“, რო­მელ­საც ამ ეტაპ­ზე ბა­ზარ­ზე ანა­ლო­გი არ აქვს, მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­სას, გარ­თუ­ლე­ბი­სას უნდა მი­ვი­ღოთ.

„პა­ცი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას არ სჭირ­დე­ბა „ტა­მიფ­ლუ“. სწო­რედ ამი­ტომ, რად­გან ყვე­ლა ადა­მი­ანს არ სჭირ­დე­ბა „ტა­მიფ­ლუ“, ზოგ ქვე­ყა­ნა­ში ექი­მე­ბი არ ნიშ­ნა­ვენ მას. მაგ­რამ რა თქმა უნდა, თუ არის რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, გარ­თუ­ლე­ბა, პა­ცი­ენ­ტმა უნდა მი­ი­ღოს „ტა­მიფ­ლუ“. „ტა­მიფ­ლუ“ არის ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტი, ან­ტი­ბი­ო­ტი­კის მსგავ­სია, ოღონდ ის მუ­შა­ობს გრი­პის ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ, ამი­ტომ მინ­და ძა­ლი­ან მკაც­რად გა­ვაფრ­თხი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი, წამ­ლე­ბი არ არის კან­ფე­ტი, არ შე­იძ­ლე­ბა რო­გორც ტკბი­ლე­უ­ლი, ისე მი­ი­ღოს ადა­მი­ან­მა თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით. თუკი ჩვე­უ­ლებ­რივ რეს­პი­რა­ტო­რულ სიმპტო­მებს და­ი­ნა­ხავთ, ნუ გა­იქ­ცე­ვით აფ­თი­აქ­ში, ნუ შე­ი­ძენთ და მი­ი­ღებთ „ტა­მიფ­ლუს“. ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი პრე­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლი გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით უნდა მი­ვი­ღოთ. „ტა­მიფ­ლუს“ შემ­ცვლე­ლი არ არ­სე­ბობს. ის ამ­გვა­რი მოქ­მე­დე­ბის ერ­თა­დერ­თი პრე­პა­რა­ტია ბა­ზარ­ზე ამ ეტაპ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა მა­რი­ან ივა­ნუ­შამ.

მა­რი­ან ივა­ნუ­შა სე­ზო­ნურ გრი­პთან და­კავ­ში­რე­ბით მო­სახ­ლე­ო­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ებს აძ­ლევს

რო­გორც მა­რი­ან ივა­ნუ­შამ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, "სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ეტაპ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ზო­მი­ე­რი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პის ვირუ­სი და არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ხდე­ბა".

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი A ტი­პის ვირუსს პან­დე­მი­ის სახე არ აქვს.

"გრი­პი გან­სხვავ­დე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­ცი­ე­ბის­გან, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის შე­და­რე­ბით რთუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ­გვა­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე წა­ვი­დეს. გრი­პის გა­მომ­წვე­ვი ძი­რი­თა­დად გახ­ლავთ ვირუ­სი, ამი­ტომ ადა­მი­ა­ნებს არ სჭირ­დე­ბათ ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბა. თუ არ არის რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, ადა­მი­ანს შე­უძ­ლია მი­ი­ღოს თბი­ლი სი­თხე­ე­ბი და დარ­ჩეს სახ­ლში. თუ ტემ­პე­რა­ტუ­რა მა­ინც აი­წევს, მი­ი­ღოს აბე­ბი სი­ცხის და­სა­წე­ვად. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რის­კის ჯგუფს წარ­მო­ად­გე­ნენ: ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი 65 წელს ზე­ვით, ბავ­შვე­ბი და ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბი, ასე­ვე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი პი­რე­ბი, მათ სჭირ­დე­ბა სპე­ცი­ფი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა.

ჩვენ გან­ვას­ხვა­ვებთ ოთხ სხვა­დას­ხვა ვირუსს, რო­მე­ლიც იწ­ვევს ამ და­ა­ვა­დე­ბას - A,B, C,D ტი­პის ვირუ­სებს. ადა­მი­ა­ნის­თვის სა­ხი­ფა­თო გახ­ლავთ მხო­ლოდ A და B ტი­პის ვირუ­სე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა პან­დე­მი­ას, მას მხო­ლოდ A ტი­პის ვირუ­სე­ბი იწ­ვევს. სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია A ტი­პის ვირუ­სი, მაგ­რამ ჩვენ მას ამ ეტაპ­ზე ვე­ღარ ვუ­წო­დებთ პან­დე­მი­ურ ვირუსს. პან­დე­მი­უ­რი ის იყო 10 წლის წინ, როცა ის მსოფ­ლი­ო­ში გა­მოჩ­ნდა. დღე­ის­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ვირუ­სის ცირ­კუ­ლა­ცი­აა და გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ჩრდი­ლო ამე­რი­კა­ში, კა­ნა­და­ში, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­ში“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ან ივა­ნუ­შამ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ვირუ­სე­ბის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად ვაქ­ცი­ნა­ცია აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

„და­ახ­ლო­ე­ბით, გა­ზა­ფხულ­ზე, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია გას­ცემს რე­კო­მენ­და­ცი­ას, თუ რო­მე­ლი ვაქ­ცი­ნა იქ­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო აღ­ნიშ­ნუ­ლი გრი­პის წი­ნა­აღ­მდეგ კონ­კრე­ტუ­ლი ქვეყ­ნის­თვის. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი არის გვი­ა­ნი შე­მოდ­გო­მა - ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბე­რი. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა არის ძა­ლი­ან კარ­გი ხა­რის­ხის და სრუ­ლად ფა­რავს ყვე­ლა ვირუსს. ვაქ­ცი­ნა­ცია რამ­დე­ნად­მე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია, რად­გან ამოქ­მე­დე­ბის­თვის მას 2 კვი­რა მა­ინც სჭირ­დე­ბა, თუმ­ცა, არის სა­შუ­ა­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებ­მა ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­ი­ტა­რონ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ზო­მი­ე­რი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გრი­პის სე­ზო­ნია, რო­გო­რიც არის უკ­რა­ი­ნა­ში და რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნებ­ში. არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ხდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ივა­ნუ­შამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ველ­წი­ლი­უ­რად ევ­რო­პის რე­გი­ონ­ში 70 ათა­სი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა გრი­პის ვირუ­სით.

„ძა­ლი­ან ვწუხ­ვართ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის გარ­დაც­ვლილ­თა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა. ეს არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ჩვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა გრი­პის სე­ზონ­ზე. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ანა­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­შიც“, - აღ­ნიშ­ნა ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა.

00:00 / 00:00
ავტორი:

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მკაცრი გაფრთხილება "ტამიფლუსთან" დაკავშირებით და რეკომენდაციები გრიპის ვირუსებზე

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მკაცრი გაფრთხილება "ტამიფლუსთან" დაკავშირებით და რეკომენდაციები გრიპის ვირუსებზე

მინდა, ძალიან მკაცრად გავაფრთხილო ადამიანები, წამლები არ არის კანფეტი, არ შეიძლება როგორც ტკბილეული, ისე მიიღოთ თქვენი გადაწყვეტილებით, - ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიან ივანუშა აცხადებს.

როგორც მარიან ივანუშამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი - „ტამიფლუ“, რომელსაც ამ ეტაპზე ბაზარზე ანალოგი არ აქვს, მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევისას, გართულებისას უნდა მივიღოთ.

„პაციენტების უმრავლესობას არ სჭირდება „ტამიფლუ“. სწორედ ამიტომ, რადგან ყველა ადამიანს არ სჭირდება „ტამიფლუ“, ზოგ ქვეყანაში ექიმები არ ნიშნავენ მას. მაგრამ რა თქმა უნდა, თუ არის რაიმე განსაკუთრებული მდგომარეობა, გართულება, პაციენტმა უნდა მიიღოს „ტამიფლუ“. „ტამიფლუ“ არის ანტივირუსული პრეპარატი, ანტიბიოტიკის მსგავსია, ოღონდ ის მუშაობს გრიპის ვირუსის წინააღმდეგ, ამიტომ მინდა ძალიან მკაცრად გავაფრთხილო ადამიანები, წამლები არ არის კანფეტი, არ შეიძლება როგორც ტკბილეული, ისე მიიღოს ადამიანმა თავისი გადაწყვეტილებით. თუკი ჩვეულებრივ რესპირატორულ სიმპტომებს დაინახავთ, ნუ გაიქცევით აფთიაქში, ნუ შეიძენთ და მიიღებთ „ტამიფლუს“. ეს არის სერიოზული პრეპარატი, რომელიც კონკრეტული გართულების შემთხვევაში ექიმის დანიშნულებით უნდა მივიღოთ. „ტამიფლუს“ შემცვლელი არ არსებობს. ის ამგვარი მოქმედების ერთადერთი პრეპარატია ბაზარზე ამ ეტაპზე“, - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარიან ივანუშამ.

მარიან ივანუშა სეზონურ გრიპთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს

როგორც მარიან ივანუშამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "საქართველოში ამ ეტაპზე გავრცელებულია ზომიერი, ჩვეულებრივი გრიპის ვირუსი და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება".

მისივე ინფორმაციით, საქართველოში გავრცელებული A ტიპის ვირუსს პანდემიის სახე არ აქვს.

"გრიპი განსხვავდება ჩვეულებრივი გაციებისგან, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ის შედარებით რთული დაავადებაა, შეიძლება ყოველგვარი გართულებების გარეშე წავიდეს. გრიპის გამომწვევი ძირითადად გახლავთ ვირუსი, ამიტომ ადამიანებს არ სჭირდებათ ანტიბიოტიკების მიღება. თუ არ არის რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, ადამიანს შეუძლია მიიღოს თბილი სითხეები და დარჩეს სახლში. თუ ტემპერატურა მაინც აიწევს, მიიღოს აბები სიცხის დასაწევად. განსაკუთრებული რისკის ჯგუფს წარმოადგენენ: ხანდაზმული ადამიანები 65 წელს ზევით, ბავშვები და ორსული ქალები, ასევე ქრონიკული დაავადებების მატარებელი პირები, მათ სჭირდება სპეციფიური მკურნალობა.

ჩვენ განვასხვავებთ ოთხ სხვადასხვა ვირუსს, რომელიც იწვევს ამ დაავადებას - A,B, C,D ტიპის ვირუსებს. ადამიანისთვის სახიფათო გახლავთ მხოლოდ A და B ტიპის ვირუსები. რაც შეეხება პანდემიას, მას მხოლოდ A ტიპის ვირუსები იწვევს. საქართველოში გავრცელებულია A ტიპის ვირუსი, მაგრამ ჩვენ მას ამ ეტაპზე ვეღარ ვუწოდებთ პანდემიურ ვირუსს. პანდემიური ის იყო 10 წლის წინ, როცა ის მსოფლიოში გამოჩნდა. დღეისთვის ჩვეულებრივი ვირუსის ცირკულაციაა და გავრცელებულია ჩრდილო ამერიკაში, კანადაში, ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ აზიაში“, - განაცხადა მარიან ივანუშამ.

მისივე განცხადებით, ვირუსებისგან თავის დასაცავად ვაქცინაცია აუცილებელია.

„დაახლოებით, გაზაფხულზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს რეკომენდაციას, თუ რომელი ვაქცინა იქნება საუკეთესო აღნიშნული გრიპის წინააღმდეგ კონკრეტული ქვეყნისთვის. ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდი არის გვიანი შემოდგომა - ოქტომბერ-ნოემბერი. საქართველოში არსებული ვაქცინა არის ძალიან კარგი ხარისხის და სრულად ფარავს ყველა ვირუსს. ვაქცინაცია რამდენადმე დაგვიანებულია, რადგან ამოქმედებისთვის მას 2 კვირა მაინც სჭირდება, თუმცა, არის საშუალება ადამიანებმა ვაქცინაცია ჩაიტარონ. საქართველოში ზომიერი, ჩვეულებრივი გრიპის სეზონია, როგორიც არის უკრაინაში და რეგიონის სხვა ქვეყნებში. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება“, - განაცხადა ივანუშამ.

მისივე ინფორმაციით, ყოველწილიურად ევროპის რეგიონში 70 ათასი ადამიანი იღუპება გრიპის ვირუსით.

„ძალიან ვწუხვართ თითოეული ადამიანის გარდაცვალების გამო, მაგრამ საქართველოში არ არის გარდაცვლილთა გადაჭარბებული რაოდენობა. ეს არის მოსალოდნელი, ჩვეული რაოდენობა გრიპის სეზონზე. შეიძლება ითქვას, რომ ანალოგიური მდგომარეობაა მეზობელ ქვეყნებშიც“, - აღნიშნა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ