10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუფე ნიკოლოზი - უკრაინის ეკლესიაში ზოგიერთი თვითაღიარებული ეპისკოპოსია, ასეთები ლიტურგიაზე ჩვენთან ერთად როგორ იმსახურებს?
მეუფე ნიკოლოზი - უკრაინის ეკლესიაში ზოგიერთი თვითაღიარებული ეპისკოპოსია, ასეთები ლიტურგიაზე ჩვენთან ერთად როგორ იმსახურებს?

უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბის გა­მოთ­ქმა სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ი­სათ­ვის დღეს, უბ­რა­ლოდ, ნა­ად­რე­ვია. ამ სა­კი­თხზე თა­ვი­ან­თი მო­საზ­რე­ბა ჯერ იერ­არ­ქი­უ­ლად ჩვენ წინ მდგომ­მა სხვა ეკ­ლე­სი­ებ­მა უნდა და­ა­ფიქ­სი­რონ, – ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ახალ­ქა­ლა­ქის, კუ­მურ­დო­სა და კა­რის მიტ­რო­პო­ლიტ­მა ნი­კო­ლოზ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მიტ­რო­პო­ლი­ტის გან­ცხა­დე­ბით, კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეს­წავ­ლას მო­ი­თხოვს.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია ზო­გა­დად მხარს უჭერს უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფოს უფ­ლე­ბას, რომ ჰქონ­დეს ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი ეკ­ლე­სია, რად­გან ის­ტო­რი­უ­ლად ცნო­ბი­ლია, რომ ამ მი­წა­ზე მო­ცი­ქულ­მა იქა­და­გა. მე­ო­რე მხრივ, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, ვის მიერ და რა პი­რო­ბით უნდა იყოს ეს ავ­ტო­კე­ფა­ლია მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. კერ­ძოდ, ვინ უნდა იყოს უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ის მე­თა­უ­რი და სხვა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი. მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზი აცხა­დებს, რომ დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის კა­ნო­ნი­კუ­რო­ბის დად­გე­ნა, რომ­ლე­ბიც დღეს უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ა­ში მო­ი­აზ­რე­ბი­ან, რად­გან ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი ანა­თე­მას იყო გა­და­ცე­მუ­ლი, რა­საც ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია იზი­ა­რებ­და კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის ჩათ­ვლით. მი­სი­ვე თქმით, ზოგ მათ­განს მო­ცი­ქუ­ლებ­რი­ვი ხელ­დას­ხმა არ გა­აჩ­ნია, ანუ თვი­თა­ღი­ა­რე­ბუ­ლი ეპის­კო­პო­სია.

„ასე­თი მღვდელმთა­ვა­რი კი საღ­მრთო ლი­ტურ­გი­ა­ზე ჩვენ­თან ერ­თად რო­გორ იმ­სა­ხუ­რებს? ჩვენ არ შეგ­ვიძ­ლია ვცნოთ მსგავ­სი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი კა­ნო­ნი­კუ­რი ხელ­დას­ხმის გა­რე­შე“, – დას­ძი­ნა მიტ­რო­პო­ლიტ­მა. მი­სი­ვე თქმით, ასე­ვე, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ტო­მო­სამ­დე მოქ­მე­დი უკ­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის 200 კა­ნო­ნი­ე­რი ეპის­კო­პო­სის ბედი, რო­მელ­საც ტო­მო­სი კა­ნონ­გა­რე­შე აყე­ნებს.

მე­უ­ფე ნი­კო­ლო­ზის თქმით, წმინ­და სი­ნოდს ჯერ სა­ფუძ­ვლი­ა­ნად არ შე­უს­წავ­ლია უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ტო­მო­სი, ანუ, გან­ჩი­ნე­ბა ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ორი დღის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა. ამ­დე­ნად, მიტ­რო­პო­ლი­ტი მი­იჩ­ნევს, რომ კარ­გად უნდა შე­ის­წავ­ლონ ტო­მო­სის ორი­გი­ნა­ლი და არა ერთ-ერთი ნა­თარ­გმნი ვერ­სია და ამ სა­კი­თხში აჩ­ქა­რე­ბა სა­ჭი­რო არ არის. მიტ­რო­პო­ლიტ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ თა­ვად კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის სა­პატ­რი­არ­ქო სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში არ ჩქა­რობს ანა­ლო­გი­უ­რი ტო­მო­სის სა­ბო­ლოო სა­ხით ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და დღემ­დე არ აქვს მოგ­ვა­რე­ბუ­ლი მისი დიპ­ტი­ხის სა­კი­თხი. კერ­ძოდ, კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლის ეკ­ლე­სი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღი­ა­რე­ბი­სათ­ვის 1500 წელი დას­ჭირ­და.

„უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ამ რომ ცოტა მო­ი­ცა­დოს, ამა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და სა­ზი­ა­ნო არა­ფე­რი არ არის. ჩვენ ავ­ტო­კე­ფა­ლია 1917 წელს აღ­ვიდ­გი­ნეთ, რაც რუ­სე­თის ეკ­ლე­სი­ამ 1943 წელს აღი­ა­რა, ხოლო კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლის სა­პატ­რი­არ­ქომ – 1990 წელს. აღი­ა­რე­ბის პრო­ცე­სი ნელი და რთუ­ლი პრო­ცე­სია“, – გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა.

ამას­თან, მიტ­რო­პო­ლიტ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რია, რუ­სე­თის სახ­ლმწი­ფოს ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20% აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი და რო­გორც ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ქარ­თვე­ლი ქრი­ტი­ა­ნე­ბი, რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ნა­ი­რად უკ­რა­ი­ნას და­უ­ჭე­რენ მხარს.

„იმის თქმა, რომ კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის პატ­რი­არ­ქმა აღი­ა­რა უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, ზე­და­პი­რუ­ლი გან­ცხა­დე­ბაა, რად­გან აღი­ა­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი და გრძე­ლი პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც ბევ­რი პუნ­ქტის­გან შედ­გე­ბა და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სი­სავ­სემ იგი უნდა შე­ის­წავ­ლოს. ამი­ტომ დღეს ჩვენ მიერ უკ­რა­ი­ნის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის შე­სა­ხებ აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბა ძა­ლი­ან არა­კო­რექ­ტუ­ლი იქ­ნე­ბა სხვა ეკ­ლე­სი­ე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც დიპ­ტი­ხით ჩვენ წინ არი­ან. ასე­თე­ბია: ალექ­სან­დრი­ის სა­პატ­რი­არ­ქო, რო­მე­ლიც დიპ­ტი­ხით მე­ო­რე ად­გილ­ზეა, ან­ტი­ო­ქია, იე­რუ­სა­ლი­მის და სხვა ეკ­ლე­სი­ე­ბიც, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ დიპ­ტი­ხის კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლის სა­პატ­რი­არ­ქო­სე­ულ ვერ­სი­ას. სა­ნამ ამ სა­პატ­რი­არ­ქო­ე­ბის აზრი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ იქ­ნე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, მა­ნამ­დე ჩვენ ჩვენს პო­ზი­ცი­ას, რომც გვქონ­დეს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, ვერ და­ვა­ფიქ­სი­რებთ. ეს უტაქ­ტო­ბა და არა­კო­რექ­ტუ­ლო­ბა იქ­ნე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა ნი­კო­ლოზ­მა.

მე­უ­ფე კი­დევ ერთ შე­საძ­ლო საფრ­თხე­ზეც სა­უბ­რობს. კერ­ძოდ, კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის სა­პატ­რი­არ­ქომ რაც უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სის­თვის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხზე გა­ა­კე­თა, იმა­ვე პრინ­ცი­პით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, აფხა­ზეთ­ში იმოქ­მე­დოს.

„წმინ­და სი­ნოდ­ზე ჩვენ გან­ვი­ხი­ლეთ კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის სა­პატ­რი­არ­ქო­დან მი­ღე­ბუ­ლი წე­რი­ლი უკ­რა­ი­ნის ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღი­ა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ოფი­ცი­ა­ლურ წე­რილ­ში წე­რია ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო ფრა­ზა, რომ კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის სა­პატ­რი­არ­ქოს აქვს ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი ად­გი­ლობ­რი­ვი ეკ­ლე­სი­ის შიდა საქ­მე­ებ­ში ჩა­ე­რი­ოს. პი­რა­დად ჩემ­თვის, ეს მი­უ­ღე­ბე­ლია და ბევ­რი სირ­თუ­ლის გა­მომ­წვე­ვი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს მო­მა­ვალ­ში“, - დას­ძი­ნა მიტ­რო­პო­ლიტ­მა ნი­კო­ლოზ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, უკ­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის­თვის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ ტო­მოსს კონ­სტან­ტი­ნე­პო­ლის პატ­რი­არ­ქმა ხელი 5 იან­ვარს მო­ა­წე­რა. ტო­მო­სის მი­ნი­ჭე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქოს წმინ­და სი­ნოდ­მა 11 ოქ­ტომ­ბერს მი­ი­ღო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

მეუფე ნიკოლოზი - უკრაინის ეკლესიაში ზოგიერთი თვითაღიარებული ეპისკოპოსია, ასეთები ლიტურგიაზე ჩვენთან ერთად როგორ იმსახურებს?

მეუფე ნიკოლოზი - უკრაინის ეკლესიაში ზოგიერთი თვითაღიარებული ეპისკოპოსია, ასეთები ლიტურგიაზე ჩვენთან ერთად როგორ იმსახურებს?

უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრების გამოთქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის დღეს, უბრალოდ, ნაადრევია. ამ საკითხზე თავიანთი მოსაზრება ჯერ იერარქიულად ჩვენ წინ მდგომმა სხვა ეკლესიებმა უნდა დააფიქსირონ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განუცხადა.

მიტროპოლიტის განცხადებით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება შესწავლას მოითხოვს.

მისივე თქმით, საქართველოს ეკლესია ზოგადად მხარს უჭერს უკრაინის სახელმწიფოს უფლებას, რომ ჰქონდეს ავტოკეფალური ეკლესია, რადგან ისტორიულად ცნობილია, რომ ამ მიწაზე მოციქულმა იქადაგა. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია, ვის მიერ და რა პირობით უნდა იყოს ეს ავტოკეფალია მინიჭებული. კერძოდ, ვინ უნდა იყოს უკრაინის ეკლესიის მეთაური და სხვა სასულიერო პირები. მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ დღევანდელ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია იმ სასულიერო პირების კანონიკურობის დადგენა, რომლებიც დღეს უკრაინის ეკლესიაში მოიაზრებიან, რადგან ზოგიერთი მათგანი ანათემას იყო გადაცემული, რასაც ყველა მართლმადიდებელი ეკლესია იზიარებდა კონსტანტინოპოლის ჩათვლით. მისივე თქმით, ზოგ მათგანს მოციქულებრივი ხელდასხმა არ გააჩნია, ანუ თვითაღიარებული ეპისკოპოსია.

„ასეთი მღვდელმთავარი კი საღმრთო ლიტურგიაზე ჩვენთან ერთად როგორ იმსახურებს? ჩვენ არ შეგვიძლია ვცნოთ მსგავსი სასულიერო პირები კანონიკური ხელდასხმის გარეშე“, – დასძინა მიტროპოლიტმა. მისივე თქმით, ასევე, გასათვალისწინებელია ტომოსამდე მოქმედი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 200 კანონიერი ეპისკოპოსის ბედი, რომელსაც ტომოსი კანონგარეშე აყენებს.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, წმინდა სინოდს ჯერ საფუძვლიანად არ შეუსწავლია უკრაინის ეკლესიისთვის მინიჭებული ტომოსი, ანუ, განჩინება ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ, რომელიც ორი დღის წინ გამოქვეყნდა. ამდენად, მიტროპოლიტი მიიჩნევს, რომ კარგად უნდა შეისწავლონ ტომოსის ორიგინალი და არა ერთ-ერთი ნათარგმნი ვერსია და ამ საკითხში აჩქარება საჭირო არ არის. მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ თავად კონსტანტინოპოლის საპატრიარქო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებაში არ ჩქარობს ანალოგიური ტომოსის საბოლოო სახით ჩამოყალიბებას და დღემდე არ აქვს მოგვარებული მისი დიპტიხის საკითხი. კერძოდ, კონსტანტინეპოლის ეკლესიას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისათვის 1500 წელი დასჭირდა.

„უკრაინის ეკლესიამ რომ ცოტა მოიცადოს, ამაში განსაკუთრებული და საზიანო არაფერი არ არის. ჩვენ ავტოკეფალია 1917 წელს აღვიდგინეთ, რაც რუსეთის ეკლესიამ 1943 წელს აღიარა, ხოლო კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ – 1990 წელს. აღიარების პროცესი ნელი და რთული პროცესია“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, მიტროპოლიტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის სახელმწიფო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რუსეთის სახლმწიფოს ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული და როგორც ქვეყნის მოქალაქეები, ქართველი ქრიტიანები, რა თქმა უნდა, ყველანაირად უკრაინას დაუჭერენ მხარს.

„იმის თქმა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა აღიარა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა, ზედაპირული განცხადებაა, რადგან აღიარება ძალიან რთული და გრძელი პროცესია, რომელიც ბევრი პუნქტისგან შედგება და მართლმადიდებელი ეკლესიის სისავსემ იგი უნდა შეისწავლოს. ამიტომ დღეს ჩვენ მიერ უკრაინის ავტოკეფალიის შესახებ აზრის დაფიქსირება ძალიან არაკორექტული იქნება სხვა ეკლესიების მიმართ, რომლებიც დიპტიხით ჩვენ წინ არიან. ასეთებია: ალექსანდრიის საპატრიარქო, რომელიც დიპტიხით მეორე ადგილზეა, ანტიოქია, იერუსალიმის და სხვა ეკლესიებიც, თუ გავითვალისწინებთ დიპტიხის კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსეულ ვერსიას. სანამ ამ საპატრიარქოების აზრი ოფიციალურად არ იქნება გამოქვეყნებული, მანამდე ჩვენ ჩვენს პოზიციას, რომც გვქონდეს ჩამოყალიბებული, ვერ დავაფიქსირებთ. ეს უტაქტობა და არაკორექტულობა იქნება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

მეუფე კიდევ ერთ შესაძლო საფრთხეზეც საუბრობს. კერძოდ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ რაც უკრაინის ეკლესისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების საკითხზე გააკეთა, იმავე პრინციპით, არ არის გამორიცხული, აფხაზეთში იმოქმედოს.

„წმინდა სინოდზე ჩვენ განვიხილეთ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან მიღებული წერილი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით. ოფიციალურ წერილში წერია ძალიან სახიფათო ფრაზა, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს აქვს ექსკლუზიური უფლება, ნებისმიერი ადგილობრივი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩაერიოს. პირადად ჩემთვის, ეს მიუღებელია და ბევრი სირთულის გამომწვევი შეიძლება გახდეს მომავალში“, - დასძინა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ხელი 5 იანვარს მოაწერა. ტომოსის მინიჭების გადაწყვეტილება მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 11 ოქტომბერს მიიღო.

"მე ვერ გავერკვიე მათ რაში ადანაშაულებენ... ამ ადამიანებს ბოდიშს ვუხდი" - მეუფე მელქისედეკი ივერი მელაშვილზე და ნატალია ილიჩოვაზე

ფაბრიკის 116 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა - "აჭარა ტექსტილმა" მუშაობა შეაჩერა

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავძლიოთ ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს" - რაზე იქადაგა პატრიარქმა სვეტიცხოველში