პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სექსუალური ქართველი დიზაინერი, რომელიც მოსკოვში ქეთა თოფურიას იმიჯზე ზრუნავს
სექსუალური ქართველი დიზაინერი, რომელიც მოსკოვში ქეთა თოფურიას იმიჯზე ზრუნავს

რუ­სულ შოუ-ბიზ­ნეს­სა თუ სა­მო­დე­ლო სფე­რო­ში არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი მოღ­ვა­წე­ობს. ყვე­ლა­ზე მდი­დარ მომ­ღერ­ლებს შო­რის ქარ­თვე­ლე­ბიც არი­ან - გრი­გო­რი ლეპ­სი, ვა­ლე­რი მე­ლა­ძე, თა­მარ გვერდწი­თე­ლი... არა­ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბა მი­აღ­წი­ეს ქარ­თვე­ლებ­მა მო­დის ინ­დუსტრი­ა­შიც, თუმ­ცა მომ­ღერ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბევრ მათ­განს სა­ქარ­თვე­ლო­ში ნაკ­ლე­ბად იც­ნო­ბენ.

ერთ-ერთი დი­ზა­ი­ნე­რი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, ლიკა ალა­დაშ­ვი­ლია. მისი ბრენ­დი Lika4Lika საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლია, დი­ზა­ი­ნე­რი თა­ვად არის სა­კუ­თა­რი ბრენ­დის სახე. ლიკა ალა­დაშ­ვი­ლი ფან­ტას­ტი­კუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, მის­დევს სპორ­ტს და მარ­ტო ზრდის პა­ტა­რა შვილს.

სექ­სუ­ა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნე­რი მომ­ღე­რალ ქეთა თო­ფუ­რი­ას ახლო მე­გო­ბა­რია. მისი შექ­მნი­ლი სა­მო­სით ქე­თაც ხში­რად პო­ზი­რებს. ქეთა და ლიკა ამ­ჟა­მად ერ­თად ის­ვე­ნე­ბენ ინ­დო­ნე­ზი­ა­ში, კუნ­ძულ ბა­ლი­ზე.

ლიკა ალა­დაშ­ვი­ლი თბი­ლის­ში და­ი­ბა­და და სა­კუ­თა­რი ბრენ­დიც აქ და­ა­არ­სა. ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნერს თით­ქმის ყო­ველ­თვის Lika4Lika-ს შექ­მნი­ლი სა­მო­სი აც­ვია. ალა­დაშ­ვი­ლი მოს­კოვ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად 18 წლის ასაკ­ში გა­და­ვი­და.

რუ­სულ პორ­ტალ­თან peopletalk.ru დი­ზა­ი­ნე­რი ამ­ბობს, რომ ბავ­შვო­ბა­ში პო­ლი­ტი­კო­სო­ბა­სა და ფი­ლო­სო­ფო­სო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­დით და­ინ­ტე­რეს­და.

"გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ფე­რი მქონ­და, მა­გა­ლი­თად - "ბარ­ბის" მთე­ლი კო­ლექ­ცია, მე და ჩემი ბე­ბია კი მათ­თვის ტან­საც­მელს ვკე­რავ­დით. ალ­ბათ, სწო­რედ ამი­ტომ და­ვინ­ტე­რეს­დი მო­დით და გა­და­ვი­ფიქ­რე პო­ლი­ტი­კო­სო­ბა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით უკვე ჩემ­თვის ვკე­რავ­დი ჩან­თებს, სა­მოსს, პალ­ტო­ებს... მსი­ა­მოვ­ნებ­და 17 წლის ასაკ­ში იმი­სი და­ნახ­ვა, რომ ჩემს მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში, თბი­ლის­ში ხალ­ხი ჩემი შე­კე­რი­ლი სა­მო­სით და­დი­ო­და" - ამ­ბობს ლიკა.

ლიკა ხში­რად გა­მო­დის თბი­ლის­ში გა­მარ­თულ მო­დის კვი­რე­უ­ლებ­ზე.

დი­ზა­ი­ნე­რი ოც­ნე­ბობს, რომ მისი ბრენ­დის პრო­დუქ­ცია პა­რიზ­ში Galeries Lafayette-ში, ან ნიუ-იორკში Barney’s-შიც იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

სექსუალური ქართველი დიზაინერი, რომელიც მოსკოვში ქეთა თოფურიას იმიჯზე ზრუნავს

სექსუალური ქართველი დიზაინერი, რომელიც მოსკოვში ქეთა თოფურიას იმიჯზე ზრუნავს

რუსულ შოუ-ბიზნესსა თუ სამოდელო სფეროში არაერთი ქართველი მოღვაწეობს. ყველაზე მდიდარ მომღერლებს შორის ქართველებიც არიან - გრიგორი ლეპსი, ვალერი მელაძე, თამარ გვერდწითელი... არანაკლები წარმატება მიაღწიეს ქართველებმა მოდის ინდუსტრიაშიც, თუმცა მომღერლებისგან განსხვავებით, ბევრ მათგანს საქართველოში ნაკლებად იცნობენ.

ერთ-ერთი დიზაინერი, რომელიც რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ლიკა ალადაშვილია. მისი ბრენდი Lika4Lika საკმაოდ წარმატებულია, დიზაინერი თავად არის საკუთარი ბრენდის სახე. ლიკა ალადაშვილი ფანტასტიკურად გამოიყურება, მისდევს სპორტს და მარტო ზრდის პატარა შვილს.

სექსუალური დიზაინერი მომღერალ ქეთა თოფურიას ახლო მეგობარია. მისი შექმნილი სამოსით ქეთაც ხშირად პოზირებს. ქეთა და ლიკა ამჟამად ერთად ისვენებენ ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე.

ლიკა ალადაშვილი თბილისში დაიბადა და საკუთარი ბრენდიც აქ დააარსა. ახალგაზრდა დიზაინერს თითქმის ყოველთვის Lika4Lika-ს შექმნილი სამოსი აცვია. ალადაშვილი მოსკოვში საცხოვრებლად 18 წლის ასაკში გადავიდა.

რუსულ პორტალთან peopletalk.ru დიზაინერი ამბობს, რომ ბავშვობაში პოლიტიკოსობასა და ფილოსოფოსობაზე ოცნებობდა, თუმცა მოგვიანებით მოდით დაინტერესდა.

"განებივრებული ბავშვი ვიყავი, ყველაფერი მქონდა, მაგალითად - "ბარბის" მთელი კოლექცია, მე და ჩემი ბებია კი მათთვის ტანსაცმელს ვკერავდით. ალბათ, სწორედ ამიტომ დავინტერესდი მოდით და გადავიფიქრე პოლიტიკოსობა. მოგვიანებით უკვე ჩემთვის ვკერავდი ჩანთებს, სამოსს, პალტოებს... მსიამოვნებდა 17 წლის ასაკში იმისი დანახვა, რომ ჩემს მშობლიურ ქალაქში, თბილისში ხალხი ჩემი შეკერილი სამოსით დადიოდა" - ამბობს ლიკა.

ლიკა ხშირად გამოდის თბილისში გამართულ მოდის კვირეულებზე.

დიზაინერი ოცნებობს, რომ მისი ბრენდის პროდუქცია პარიზში Galeries Lafayette-ში, ან ნიუ-იორკში Barney’s-შიც იყოს წარმოდგენილი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს