პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილი დაკვირვების რეჟიმშია..." - რატომ აგონებთ ექსპერტებს "ოცნებაში" მიმდინარე მოვლენები შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებს
"ივანიშვილი დაკვირვების რეჟიმშია..." - რატომ აგონებთ ექსპერტებს "ოცნებაში" მიმდინარე მოვლენები შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებს

"ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ე.წ. კო­ბა­ხი­ძის გუნდსა და ძველ სა­ხე­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა პიკს აღ­წევს. ექ­სპერ­ტე­ბი "ოც­ნე­ბის" დაშ­ლას გარ­და­უვ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ივა­ნიშ­ვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბით, "ოც­ნე­ბის" შიგ­ნით ვი­თა­რე­ბის და­ბა­ლან­სე­ბის მცდე­ლო­ბა ამაო აღ­მოჩ­ნდა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "ოც­ნე­ბა­ში" მო­რი­გი და­პი­რის­პი­რე­ბა ცოტა ხნის წინ უვა­დო მო­სა­მარ­თლე­თა სიით და­ი­წყო, რა­საც პარ­ტი­ის ნა­წი­ლის მხრი­დან პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. ეკა ბე­სე­ლია, გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე და ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი - გა­ი­ზი­ა­რე­ბენ თუ არა ეს დე­პუ­ტა­ტე­ბი თა­ვის დრო­ზე პარ­ტი­ი­დან გა­რი­ცხულ და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძის ბედს, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ირ­კვე­ვა. მაგ­რამ იმას, რომ პარ­ლა­მენ­ტში ახა­ლი ფრაქ­ცი­ის შექ­მნის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან, და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძე პრაქ­ტი­კუ­ლად არც უარ­ყოფს. უფრო მე­ტიც, სწო­რედ ამის გამო მან "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ფრაქ­ცია და­ტო­ვა და ახლა მისი კო­ლე­გე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ელო­დე­ბა.

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბი­თაც, არ­სე­ბობს თე­ო­რი­უ­ლი რის­კი, რომ ამ შემ­თხვე­ვა­შიც, და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძის მსგავ­სად, პარ­ტი­ი­დან ეკა ბე­სე­ლი­აც გა­ი­რი­ცხოს, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნ­დის რღვე­ვას.

„ნე­ბის­მი­ერ ფორ­მატ­ში მზად ვართ დის­კუ­სი­ის­თვის, რომ გა­და­იჭ­რას პრობ­ლე­მე­ბი. მთა­ვა­რია, რომ გუნ­დუ­რო­ბის პრინ­ცი­პი იყოს და­ცუ­ლი. იყო რამ­დე­ნი­მე გან­ცხა­დე­ბა სხვა­დას­ხვა დე­პუ­ტა­ტის მხრი­დან, სა­დაც ტყუ­ი­ლი ით­ქვა, ანუ არას­წო­რად გა­მო­ი­ტა­ნეს ინ­ფორ­მა­ცია. წე­სე­ბის დარ­ღვე­ვაა, რო­დე­საც გუნ­დის წევ­რს გა­რეთ აკ­რი­ტი­კებ. შარ­შან ამ დროს ამა­ზე უფრო მეტი სირ­თუ­ლე­ე­ბი იყო, რაც მა­შინ პარ­ტი­ი­დან ერთი დე­პუ­ტა­ტის გა­რი­ცხვით დას­რულ­და.

თუმ­ცა, ეს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ ნიშ­ნავ­და გუნ­დის რღვე­ვას. გუნ­დი არის ერ­თი­ა­ნი, იყო სა­უ­ბა­რი შიდა გუნ­დებ­ზე, რაც არის, სამ­წუ­ხა­როდ, კი­დევ ერთი ტყუ­ი­ლი, რო­მე­ლიც გა­დის გა­რეთ და ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას. რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობს ერთი გუნ­დი, რო­მელ­საც ჰყავს თა­ვი­სი ლი­დე­რი. ეს არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გუნ­დი და არა­ვის ვურ­ჩევ ამ გუნ­დის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლას" - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ და დას­ძი­ნა, რომ ბე­სე­ლია "გუნ­დის რი­გით წევ­რად" რჩე­ბა.

ბე­სე­ლი­ას მსგავ­სად პარ­ტი­ა­ში რი­გით წევ­რად დარ­ჩა გე­დე­ვან ფო­ფხა­ძეც, რო­მე­ლიც იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტი­დან ბე­სე­ლი­ას წას­ვლის შემ­დეგ გა­იწ­ვი­ეს. უფრო მე­ტიც დღეს კაჭ­რეთ­ში გა­მარ­თულ უმ­რავ­ლე­სო­ბის შეხ­ვედ­რა­ზე, ბე­სე­ლია და ფო­ფხა­ძე არ მი­იწ­ვი­ეს.

"ეს არის ტექ­ნი­კუ­რი მხა­რე, რო­მელ­ზეც აქ­ცენ­ტი­რე­ბა სა­ჭი­როდ არ მი­მაჩ­ნია. რო­გორც კი მექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, ვიბ­რძო­ლებ უღირ­სი მო­სა­მარ­თლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სა­ი­დან. "ოც­ნე­ბას" სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა აქვს და რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რამ­დე­ნი ვიქ­ნე­ბით ან მე ვიქ­ნე­ბი თუ არა. მთა­ვა­რია, ვი­სა­უბ­როთ იმა­ზე თუ რა მოხ­დე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში" - გვი­თხრა გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ.

პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დაშ­ლას გარ­და­უვ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ. ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძის აზ­რით, გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ პარ­ტი­ის ერ­თი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გა­ჭირ­დე­ბა. მისი თქმით, „ოც­ნე­ბა­ში“ გავ­ლე­ნე­ბის ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, ასე რომ ეს და­პი­რის­პი­რე­ბა თან­და­თან გამ­წვავ­დე­ბა.

"ის, რომ პარ­ტი­ა­ში სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფე­ბი იკ­ვე­თე­ბა, ახა­ლი არ არის. ივა­ნიშ­ვილ­მა ეს ჯერ კი­დევ მა­შინ თქვა, როცა პო­ლი­ტი­კა­ში დაბ­რუნ­და და მისი დაბ­რუ­ნე­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზიც სწო­რედ ეს იყო. რო­გორც ჩანს, ამ თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე მან პარ­ტი­ის ერ­თი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხა. ყვე­ლა­ფე­რი მი­მარ­თუ­ლია 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო სი­ა­ზე და რა­საც ვუ­ყუ­რებთ, არის „ოც­ნე­ბის“ წევ­რე­ბის ბრძო­ლა სა­პარ­ლა­მენ­ტო სი­ის­თვის.

დღე­ვან­დე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა დარ­ჩე­ბა სიის მიღ­მა. ამი­ტომ სა­მო­მავ­ლოდ ეს და­პი­რის­პი­რე­ბა კი­დევ უფრო გამ­წვავ­დე­ბა. ახლა ჩანს კო­ბა­ხი­ძის გუნ­დი და ბე­სე­ლი­ას გარ­შე­მო შე­მოკ­რე­ბი­ლი „ძვე­ლი გვარ­დია“, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ სხვა ჯგუ­ფე­ბიც არ არის“, - უთხრა AMBEBI.GE-ს ლა­გა­ზი­ძემ.

პო­ლი­ტო­ლო­გის თქმით, ივა­ნიშ­ვილს თუ მარ­თვის სა­და­ვე­ე­ბი გა­ექ­ცა, მა­შინ კო­ბა­ხი­ძის გუნ­დი გაძ­ლი­ერ­დე­ბა ისე, რო­გორც თა­ვის დრო­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტია, რო­მელ­საც შე­ვარ­დნა­ძემ ვე­ღა­რა­ფე­რი მო­უ­ხერ­ხა.

"რო­გორც გა­მოჩ­ნდა, მო­სა­მარ­თლე­თა ამ სიის მთა­ვა­რი ლო­ბის­ტი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეა. თუკი მო­სა­მარ­თლე­თა სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯგუფ­მა გა­ი­მარ­ჯვა, არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ კო­ბა­ხი­ძე მოჰ­ყვეს "ჩა­რე­ცხილ­თა სიას" და გა­და­ა­ყე­ნონ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბი­დან. მაგ­რამ თუ და­მარ­ცხდა ბე­სე­ლი­ას ჯგუ­ფი - „ძვე­ლი გვარ­დია“, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ვი­ხი­ლავთ კო­ბა­ხი­ძის ჯგუ­ფის უპ­რე­ცე­დენ­ტო გაძ­ლი­ე­რე­ბას, რად­გან პარ­ლა­მენ­ტში საკ­მა­ოდ მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ჯგუ­ფი ჰყავს. ასე რომ, ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი გუნ­დი, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ივა­ნიშ­ვილ­საც წა­უ­ყე­ნოს თა­ვის პი­რო­ბე­ბი. ამ ეტაპ­ზე ვფიქ­რობ ივა­ნიშ­ვი­ლი დაკ­ვირ­ვე­ბის რე­ჟიმ­შია.

ეს სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან ემ­სგავ­სე­ბა შე­ვარ­დნა­ძის მმარ­თვე­ლო­ბის ბოლო წლებს, რო­დე­საც შე­ვარ­დნა­ძემ ვე­რა­ფე­რი და­უ­პი­რის­პი­რა სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დის გაძ­ლი­ე­რე­ბას. მა­შინ „ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ სიბ­რტყე­ში, ჯგუ­ფი რო­მე­ლიც სა­ა­კა­ში­ლის პარ­ტი­ას და­ა­ბა­ლან­სებ­და ფი­ზი­კუ­რად აღარ აღ­მოჩ­ნდა. პრინ­ცი­პუ­ლი გან­სხვა­ვე­ბა ის არის, რომ სა­ა­კა­ში­ლი მა­შინ ძა­ლი­ან რე­ი­ტინ­გუ­ლი იყო, კო­ბა­ხი­ძე კი უარ­ყო­ფი­თი იმი­ჯით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ასე რომ, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ჩვენ ვუ­ყუ­რებ­დეთ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შიგ­ნით ახა­ლი ძა­ლის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცესს, რო­მელ­საც ვე­ღა­რა­ვინ შე­უშ­ლის ხელს თუ ივა­ნიშ­ვილ­მა გა­უშ­ვა მარ­თვის სა­და­ვე­ე­ბი ხე­ლი­დან“, - გვი­თხრა ლა­გა­ზი­ძემ.

პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი სამ შე­საძ­ლო სცე­ნარს გა­ნი­ხი­ლავს. მისი თქმით, პარ­ტი­ის დაშ­ლა ივა­ნიშ­ვილ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ამას ახლა ნაკ­ლე­ბად ვა­რა­უ­დობს.

"და­იშ­ლე­ბა თუ არა პარ­ტია, და­მო­კი­დე­ბუ­ლია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე. პო­ლი­ტი­კურ ელი­ტას „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი და რე­სურ­სი არ აქვს, რომ რა­დი­კა­ლუ­რი ნა­ბი­ჯი გა­დად­გას. ორი­ვე მხა­რე ახლა უბ­რა­ლოდ აპი­ლი­რებს, რე­ა­ლუ­რად კი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე არი­ან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი. ის საკ­მა­ოდ რთუ­ლი დი­ლე­მის წი­ნა­შე დგას, არ არის ად­ვი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გარ­კვე­უ­ლი პა­უ­ზა სჭირ­დე­ბა იმის­თვის, რომ ზუს­ტად გა­ერ­კვეს და ამის მერე იმოქ­მე­დოს. ფაქ­ტობ­რი­ვად, სამი ვა­რი­ან­ტია: კო­ბა­ხი­ძე წავა, ან ბე­სე­ლია წავა, ან გა­აგ­რძე­ლე­ბენ ურ­თი­ერ­თსი­ძულ­ვი­ლის პი­რო­ბებ­ში თა­ნა­ცხოვ­რე­ბას.

ზო­გა­დად, ძა­ლი­ან მი­ჭირს ამ ბოლო პე­რი­ოდ­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ქმე­დე­ბე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბა და პროგ­ნო­ზი­რე­ბა. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მისი ქმე­დე­ბე­ბი ლო­გი­კას მოკ­ლე­ბუ­ლია. საკ­მა­ოდ მძი­მე არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დგას: ან და­ან­გრი­ოს თა­ვის მიერ აშე­ნე­ბუ­ლი სის­ტე­მა და ვა­ლე­ბი გა­ის­ტუმ­როს „ძვე­ლი გვარ­დი­ის“ მი­მართ, ან "ძვე­ლი გვარ­დია" უნდა გა­და­აგ­დოს. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხის წი­ნა­შე დად­გე­ბა. ამი­ტომ მე მა­ინც ვვა­რა­უ­დობ, რა­ღაც შუ­ა­ლე­დურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იპო­ვის, რომ დრო მო­ი­გოს და ეს კრი­ზი­სი რა­მე­ნა­ი­რად ჩა­ახ­შოს. მაგ­რამ ეს სის­ტე­მურ პრობ­ლე­მას ვერ გა­და­წყვეტს, მხო­ლოდ დრო­ე­ბი­თი იქ­ნე­ბა" - გა­ნუ­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა AMBEBI.GE-ს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ივანიშვილი დაკვირვების რეჟიმშია..." - რატომ აგონებთ ექსპერტებს "ოცნებაში" მიმდინარე მოვლენები შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებს

"ივანიშვილი დაკვირვების რეჟიმშია..." - რატომ აგონებთ ექსპერტებს "ოცნებაში" მიმდინარე მოვლენები შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებს

"ქართულ ოცნებაში" ე.წ. კობახიძის გუნდსა და ძველ სახეებს შორის დაპირისპირება პიკს აღწევს. ექსპერტები "ოცნების" დაშლას გარდაუვლად მიიჩნევენ. როგორც აღმოჩნდა, ივანიშვილის დაბრუნებით, "ოცნების" შიგნით ვითარების დაბალანსების მცდელობა ამაო აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ "ოცნებაში" მორიგი დაპირისპირება ცოტა ხნის წინ უვადო მოსამართლეთა სიით დაიწყო, რასაც პარტიის ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი - გაიზიარებენ თუ არა ეს დეპუტატები თავის დროზე პარტიიდან გარიცხულ დავით ჭიჭინაძის ბედს, უახლოეს მომავალში გაირკვევა. მაგრამ იმას, რომ პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნისთვის ემზადებიან, დავით ჭიჭინაძე პრაქტიკულად არც უარყოფს. უფრო მეტიც, სწორედ ამის გამო მან "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქცია დატოვა და ახლა მისი კოლეგების გადაწყვეტილებას ელოდება.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებითაც, არსებობს თეორიული რისკი, რომ ამ შემთხვევაშიც, დავით ჭიჭინაძის მსგავსად, პარტიიდან ეკა ბესელიაც გაირიცხოს, თუმცა ეს არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ გუნდის რღვევას.

„ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ დისკუსიისთვის, რომ გადაიჭრას პრობლემები. მთავარია, რომ გუნდურობის პრინციპი იყოს დაცული. იყო რამდენიმე განცხადება სხვადასხვა დეპუტატის მხრიდან, სადაც ტყუილი ითქვა, ანუ არასწორად გამოიტანეს ინფორმაცია. წესების დარღვევაა, როდესაც გუნდის წევრს გარეთ აკრიტიკებ. შარშან ამ დროს ამაზე უფრო მეტი სირთულეები იყო, რაც მაშინ პარტიიდან ერთი დეპუტატის გარიცხვით დასრულდა.

თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავდა გუნდის რღვევას. გუნდი არის ერთიანი, იყო საუბარი შიდა გუნდებზე, რაც არის, სამწუხაროდ, კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც გადის გარეთ და ასეთი ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. რეალურად არსებობს ერთი გუნდი, რომელსაც ჰყავს თავისი ლიდერი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი და არავის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას" - განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ბესელია "გუნდის რიგით წევრად" რჩება.

ბესელიას მსგავსად პარტიაში რიგით წევრად დარჩა გედევან ფოფხაძეც, რომელიც იურიდიული კომიტეტიდან ბესელიას წასვლის შემდეგ გაიწვიეს. უფრო მეტიც დღეს კაჭრეთში გამართულ უმრავლესობის შეხვედრაზე, ბესელია და ფოფხაძე არ მიიწვიეს.

"ეს არის ტექნიკური მხარე, რომელზეც აქცენტირება საჭიროდ არ მიმაჩნია. როგორც კი მექნება საშუალება, ვიბრძოლებ უღირსი მოსამართლეების წინააღმდეგ, რა მნიშვნელობა აქვს საიდან. "ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს და რა მნიშვნელობა აქვს რამდენი ვიქნებით ან მე ვიქნები თუ არა. მთავარია, ვისაუბროთ იმაზე თუ რა მოხდება სასამართლოში" - გვითხრა გედევან ფოფხაძემ.

პოლიტოლოგები „ქართული ოცნების“ დაშლას გარდაუვლად მიიჩნევენ. ხათუნა ლაგაზიძის აზრით, გაკეთებული განცხადებების შემდეგ პარტიის ერთიანობის შენარჩუნება გაჭირდება. მისი თქმით, „ოცნებაში“ გავლენების ბრძოლა მიმდინარეობს 2020 წლის არჩევნებისთვის, ასე რომ ეს დაპირისპირება თანდათან გამწვავდება.

"ის, რომ პარტიაში სხვადასხვა ჯგუფები იკვეთება, ახალი არ არის. ივანიშვილმა ეს ჯერ კიდევ მაშინ თქვა, როცა პოლიტიკაში დაბრუნდა და მისი დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო. როგორც ჩანს, ამ თვეების მანძილზე მან პარტიის ერთიანობის აღდგენა ვერ მოახერხა. ყველაფერი მიმართულია 2020 წლის საპარლამენტო სიაზე და რასაც ვუყურებთ, არის „ოცნების“ წევრების ბრძოლა საპარლამენტო სიისთვის.

დღევანდელი დეპუტატების უმრავლესობა დარჩება სიის მიღმა. ამიტომ სამომავლოდ ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება. ახლა ჩანს კობახიძის გუნდი და ბესელიას გარშემო შემოკრებილი „ძველი გვარდია“, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ჯგუფებიც არ არის“, - უთხრა AMBEBI.GE-ს ლაგაზიძემ.

პოლიტოლოგის თქმით, ივანიშვილს თუ მართვის სადავეები გაექცა, მაშინ კობახიძის გუნდი გაძლიერდება ისე, როგორც თავის დროზე სააკაშვილის პარტია, რომელსაც შევარდნაძემ ვეღარაფერი მოუხერხა.

"როგორც გამოჩნდა, მოსამართლეთა ამ სიის მთავარი ლობისტი ირაკლი კობახიძეა. თუკი მოსამართლეთა საწინააღმდეგო ჯგუფმა გაიმარჯვა, არ გამოვრიცხავ, რომ კობახიძე მოჰყვეს "ჩარეცხილთა სიას" და გადააყენონ პარლამენტის თავმჯდომარეობიდან. მაგრამ თუ დამარცხდა ბესელიას ჯგუფი - „ძველი გვარდია“, ასეთ შემთხვევაში ვიხილავთ კობახიძის ჯგუფის უპრეცედენტო გაძლიერებას, რადგან პარლამენტში საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი ჰყავს. ასე რომ, ეს იქნება ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელმაც შეიძლება ივანიშვილსაც წაუყენოს თავის პირობები. ამ ეტაპზე ვფიქრობ ივანიშვილი დაკვირვების რეჟიმშია.

ეს სიტუაცია ძალიან ემსგავსება შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებს, როდესაც შევარდნაძემ ვერაფერი დაუპირისპირა სააკაშვილის გუნდის გაძლიერებას. მაშინ „ქართულ პოლიტიკურ სიბრტყეში, ჯგუფი რომელიც სააკაშილის პარტიას დააბალანსებდა ფიზიკურად აღარ აღმოჩნდა. პრინციპული განსხვავება ის არის, რომ სააკაშილი მაშინ ძალიან რეიტინგული იყო, კობახიძე კი უარყოფითი იმიჯით გამოირჩევა. ასე რომ, არ არის გამორიცხული ჩვენ ვუყურებდეთ „ქართული ოცნების“ შიგნით ახალი ძალის ფორმირების პროცესს, რომელსაც ვეღარავინ შეუშლის ხელს თუ ივანიშვილმა გაუშვა მართვის სადავეები ხელიდან“, - გვითხრა ლაგაზიძემ.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სამ შესაძლო სცენარს განიხილავს. მისი თქმით, პარტიის დაშლა ივანიშვილზეა დამოკიდებული და ამას ახლა ნაკლებად ვარაუდობს.

"დაიშლება თუ არა პარტია, დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილის პოზიციაზე. პოლიტიკურ ელიტას „ქართული ოცნების“ არანაირი სურვილი და რესურსი არ აქვს, რომ რადიკალური ნაბიჯი გადადგას. ორივე მხარე ახლა უბრალოდ აპილირებს, რეალურად კი, ბიძინა ივანიშვილზე არიან დამოკიდებულები. ის საკმაოდ რთული დილემის წინაშე დგას, არ არის ადვილი გადაწყვეტილება, გარკვეული პაუზა სჭირდება იმისთვის, რომ ზუსტად გაერკვეს და ამის მერე იმოქმედოს. ფაქტობრივად, სამი ვარიანტია: კობახიძე წავა, ან ბესელია წავა, ან გააგრძელებენ ურთიერთსიძულვილის პირობებში თანაცხოვრებას.

ზოგადად, ძალიან მიჭირს ამ ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილის ქმედებების კომენტირება და პროგნოზირება. ხშირ შემთხვევაში მისი ქმედებები ლოგიკას მოკლებულია. საკმაოდ მძიმე არჩევანის წინაშე დგას: ან დაანგრიოს თავის მიერ აშენებული სისტემა და ვალები გაისტუმროს „ძველი გვარდიის“ მიმართ, ან "ძველი გვარდია" უნდა გადააგდოს. ორივე შემთხვევაში სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება. ამიტომ მე მაინც ვვარაუდობ, რაღაც შუალედურ გადაწყვეტილებას იპოვის, რომ დრო მოიგოს და ეს კრიზისი რამენაირად ჩაახშოს. მაგრამ ეს სისტემურ პრობლემას ვერ გადაწყვეტს, მხოლოდ დროებითი იქნება" - განუცხადა ხუხაშვილმა AMBEBI.GE-ს

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები