კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადარჩენის შანსი მცირე იყო, ექიმების დახმარებით გამოვძვერი..." - გაიცანით "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის 16 წლის აღმოჩენა
"გადარჩენის შანსი მცირე იყო, ექიმების დახმარებით გამოვძვერი..." - გაიცანით "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის 16 წლის აღმოჩენა

"გუ­შინ გა­ვე­დი ქუ­ჩა­ში და ადა­მი­ა­ნე­ბის­გან დიდი სით­ბო, სიყ­ვა­რუ­ლი ვიგ­რძე­ნი!" - გვე­უბ­ნე­ბა 16 წლის მა­რი­ამ ჟორ­და­ნია, რო­მე­ლიც კმა­ყო­ფი­ლია ოჯა­ხით, სა­დაც და­ი­ბა­და და ცხოვ­რობს, მე­გობ­რე­ბით და სკო­ლით, სა­დაც სწავ­ლობს. მა­რი­ამს უყ­ვარს სიმ­ღე­რა და სა­მო­მავ­ლო­დაც აპი­რებს ამ სფე­როს გაჰ­ყვეს. ის მა­ყუ­რე­ბელ­მა ჯერ კი­დევ 13 წლი­სა "X ფაქ­ტო­რის" სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იც­ნო, თუმ­ცა ამ­ჟა­მად მუ­სი­კა­ლურ პრო­ექტ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" კონ­კურ­სან­ტია, რომ­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" გა­ემ­გზავ­რე­ბა.

პრო­ექ­ტში მის­მა გა­მო­ჩე­ნამ ჟი­უ­რის წევ­რებ­სა და წამ­ყვა­ნებ­ში სა­სი­ა­მოვ­ნო გან­წყო­ბა შე­ი­ტა­ნა, რო­დე­საც ნი­ჭი­ე­რი, ფე­რა­დი და ხა­ლი­სი­ა­ნი გო­გო­ნა იხი­ლეს თა­ვი­სი ცო­ტა­თი დრა­მა­ტუ­ლი ის­ტო­რი­ით. თუმ­ცა, მან შეძ­ლო სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა და დღეს უკვე და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად მზა­დაა იბ­რძო­ლოს. კი­დევ ერთი დე­ტა­ლი - მა­რი­ა­მი ძა­ლი­ან ჰგავს 2018 წლის "ევ­რო­ვი­ზი­ის" გა­მარ­ჯვე­ბულ მომ­ღე­რალს, ის­რა­ე­ლელ Netta-ს.

- ვსწავ­ლობ 52-ე სკო­ლა­ში, მე­თერ­თმე­ტეკ­ლა­სე­ლი ვარ, ძა­ლი­ან მა­გა­რი კლა­სი მყავს. მას­წავ­ლებ­ლე­ბიც გვერ­დში მიდ­გა­ნან, მაგ მხრივ ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა და ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, გრი­მის კე­თე­ბა და ბო­დი­არ­ტი ვის­წავ­ლე. ვი­ზა­ჟის ინ­სტი­ტუ­ტში (ქრის­ტი­ნა რე­ჯი­ნის სას­წავ­ლე­ბე­ლი) პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღე. უამ­რა­ვი რამ მას­წავ­ლეს, მომ­ცეს სერ­ტი­ფი­კა­ტი და გავ­ხდი სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გრი­მი­ო­რი.

თუმ­ცა, მინ­და, რო­გორც მომ­ღე­რალს ისე მიც­ნობ­დნენ და არა გრი­მი­ორს და ბო­დი­არ­ტისტს. უბ­რა­ლოდ, ეს არის ის საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მელ­შიც ვმშვიდ­დე­ბი და რა­ღაც­ნა­ი­რად ჩემი ჰო­ბია. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, ბავ­შვო­ბი­დან­ვე რისი კე­თე­ბაც მინ­და, ეს არის სიმ­ღე­რა. ამი­ტომ, მზად ვარ, მუ­სი­კის­თვის უკა­ნას­კნე­ლი ენერ­გი­აც კი გავ­ცე. ეს ჩემი უდი­დე­სი ოც­ნე­ბაა. ბერკლის სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად ვემ­ზა­დე­ბი, რაც 2 წე­ლი­წად­ში მო­მი­წევს. ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზეც შე­ვე­დი და ნელ-ნელა ვიხ­ვე­წე­ბი. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, მო­ვემ­ზა­დო ამ ყვე­ლაფ­რის­თვის. არ ვარ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც იტყვის, იუ­რის­ტი-მომ­ღე­რა­ლი, ან ექი­მი-მომ­ღე­რა­ლი ვარ-მეთ­ქი. თუ ამ სფე­რო­ში ვიქ­ნე­ბი, ბო­ლომ­დე უნდა ვიყო!" - გვე­უბ­ნე­ბა გო­გო­ნა, რო­მელ­შიც სიმ­ღე­რის ნიჭი პირ­ვე­ლად ბე­ბი­ამ აღ­მო­ა­ჩი­ნა.

"10 წლი­სა სტუ­დია "სა­ხე­ში" შე­მიყ­ვა­ნეს. ეს დათო ფორჩხი­ძი­სა და დათო ხუ­ჯა­ძის სტუ­დი­აა, სა­დაც ჩემი ვო­კა­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ხა­თუ­ნა ლეჟა­ვაა. 6 წე­ლია, ხა­თუ­ნას­თან დავ­დი­ვარ, რო­მე­ლიც ჩემი დე­დო­ბი­ლი­ვით არის. ვო­კალს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ვსწავ­ლობ.

"X ფაქ­ტორ­მა" ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა - უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. პირ­ვე­ლად გა­მო­ვე­დი მას­შტა­ბურ სცე­ნა­ზე, რა­მაც ყვე­ლა­ნა­ი­რი კომ­პლექ­სი და და­ძა­ბუ­ლო­ბა მო­მიხ­სნა. დღეს უკვე სა­დაც უნდა და­მა­ყე­ნონ, ყველ­გან ვიმ­ღე­რებ, არა­ნა­ი­რი კომ­პლექ­სი არ მაქვს... თან, ხალ­ხს რომ ვახ­სო­ვარ, მსი­ა­მოვ­ნებს, მად­ლი­ე­რი ვარ იმ პე­რი­ო­დის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 4 სკა­მის ტუ­რი­დან წა­მო­ვე­დი. მი­მაჩ­ნია, რომ მა­ინც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წა­მო­ვე­დი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ იქი­დან გა­მოც­დი­ლე­ბა და ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი წა­მო­ვი­ღე," - ამ­ბობს 16 წლის კონ­კურ­სან­ტი.

- რამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ შენი ჯან­მრთე­ლო­ბა რის­კის ქვეშ იდგა?

- რა­ღაც ეტაპ­ზე ხმა­ზე პრობ­ლე­მა და­მე­წყო, ჩემი ვო­კა­ლის პე­და­გოგ­მა ექიმ­თან მის­ვლა მირ­ჩია, აღ­მოჩ­ნდა, რომ სა­ო­პე­რა­ციო მქონ­და გლან­დე­ბი. ოპე­რა­ცი­ის დროს ინ­ფექ­ცია შე­იჭ­რა და ჰერ­პე­სუ­ლი ჩუ­ტყვა­ვი­ლა და­მე­მარ­თა, რო­მე­ლიც მთელ ორ­გა­ნიზმსა და კან­ზე გავ­რცელ­და და 6 თვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­ვა­ტა­რე. და­ა­ვა­დე­ბა თა­ვის ტვინ­ში ადი­ო­და და ნეკ­რო­ზი ვი­თარ­დე­ბო­და, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ექი­მე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­მოვ­ძვე­რი. ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­სი იყო, გა­დარ­ჩე­ნის შან­სი და­ბა­ლი იყო.

- და ბო­დი­არ­ტით და­ინ­ტე­რე­სე­ბა ამას მოჰ­ყვა? სა­ინ­ტე­რე­სოა, იქამ­დე თუ ხა­ტავ­დი?

- კი, ავად­მყო­ფო­ბამ გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა მა­ნამ­დე არ მი­ხა­ტია. რო­გორც ყვე­ლა ბავ­შვი, მეც ისე ვხა­ტავ­დი. უბ­რა­ლოდ, ავად რომ ვი­ყა­ვი, გა­მო­ნა­ყა­რის და­ფარ­ვის მიზ­ნით, მა­კი­ა­ჟის კე­თე­ბა და­ვი­წყე. ინ­ტერ­ნე­ტით ვი­დე­ო­ებ­საც ვუ­ყუ­რებ­დი და როცა ამან უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი ფორ­მა მი­ი­ღო, ჯერ გრი­მით და შემ­დეგ უკვე ბო­დი­არ­ტით და­ვი­წყე, შთა­გო­ნე­ბა ასე მო­მი­ვი­და. ოღონდ, არა­ნა­ი­რი სა­ღე­ბა­ვი, ფან­ქა­რი არ მქონ­და და ხატ­ვა კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და­ვი­წყე. ნა­მუ­შევ­რე­ბი რე­ა­ლის­ტუ­რი გა­მო­დი­ო­და. დღემ­დე მსი­ა­მოვ­ნებს კოს­მე­ტი­კით ხატ­ვა. რაც შე­ე­ხე­ბა გრიმს და ბო­დი­არტს, ამას უფრო სე­რი­ო­ზულ დო­ნე­ზე ვა­კე­თებ.

- მა­რი­ამ, დიდ სით­ბოს ას­ხი­ვებ...

- ყო­ველ­თვის ასე არ იყო, უფრო პა­ტა­რას კომ­პლექ­სე­ბი მა­წუ­ხებ­და, შე­ბო­ჭი­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ როცა მივ­ხვდი, რომ ჩემი ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სამ­ყა­როს მი­მართ არა­ფერს იწ­ვევ­და, მერე უკვე სა­კუ­თარ თავ­ში ძი­ე­ბა და­ვი­წყე და მივ­ხვდი - რო­გორც შენ გეყ­ვა­რე­ბა სა­კუ­თა­რი თავი, ასე ეყ­ვა­რე­ბი ყვე­ლას და ეს პო­ზი­ცი­აა, რომ დღეს მა­ბედ­ნი­ე­რებს. უპირ­ვე­ლე­სად ყვე­ლა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, გული, სული გვაქვს და შემ­დეგ არის ჩვე­ნი სხე­უ­ლი, რო­მე­ლიც ჩვენ­ზე არა­ფერს ლა­პა­რა­კობს, რად­გა­ნაც ის არ არის ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი. მე მიყ­ვარს სა­კუ­თა­რი თავი, რო­გო­რიც ვარ და მგო­ნია, რომ სხვაც ასე­თად მი­ღებს.

- პრო­ექ­ტში რა­ტომ მოხ­ვე­დი, რას გინ­და მი­აღ­წიო?

- ამ პრო­ექ­ტის პერ­სპექ­ტი­ვა "ევ­რო­ვი­ზი­აა", რაც ჩემი ოც­ნე­ბაა და მაქ­სი­მუმს გა­ვა­კე­თებ ამის­თვის. თან, ამ კონ­კურ­სში იმის­თვის მო­ვე­დი, ხალ­ხს თავი შე­ვახ­სე­ნო. მიყ­ვარს და მომ­წონს ქუ­ჩა­ში რომ მცნო­ბენ, რო­დე­საც უცხო ადა­მი­ა­ნებს ვე­ხუ­ტე­ბი, ამა­ზე მა­გა­რი არა­ფე­რია და მით უმე­ტეს, რომ ასეთ კარგ პერ­სპექ­ტი­ვას ეს პრო­ექ­ტი იძ­ლე­ვა. მოკ­ლედ, მინ­და, ჩემი თავი ცოტა გა­მო­ვა­ფხიზ­ლო, არ მოვ­დუნ­დე.

სა­ნამ "ბერკლის" კო­ლე­ჯში ჩა­ვა­ბა­რებ, კარ­გია, თუ ერთ დიდ სას­ცე­ნო გა­მოც­დი­ლე­ბას კი­დევ მი­ვი­ღებ. ღმერ­თმა ქნას, ამ პრო­ექ­ტმა "ევ­რო­ვი­ზი­ამ­დე" მი­მიყ­ვა­ნოს - ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვიქ­ნე­ბი!"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"გადარჩენის შანსი მცირე იყო, ექიმების დახმარებით გამოვძვერი..." - გაიცანით "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის 16 წლის აღმოჩენა

"გადარჩენის შანსი მცირე იყო, ექიმების დახმარებით გამოვძვერი..." - გაიცანით "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურის 16 წლის აღმოჩენა

"გუშინ გავედი ქუჩაში და ადამიანებისგან დიდი სითბო, სიყვარული ვიგრძენი!" - გვეუბნება 16 წლის მარიამ ჟორდანია, რომელიც კმაყოფილია ოჯახით, სადაც დაიბადა და ცხოვრობს, მეგობრებით და სკოლით, სადაც სწავლობს. მარიამს უყვარს სიმღერა და სამომავლოდაც აპირებს ამ სფეროს გაჰყვეს. ის მაყურებელმა ჯერ კიდევ 13 წლისა "X ფაქტორის" საშუალებით გაიცნო, თუმცა ამჟამად მუსიკალურ პროექტ "საქართველოს ვარსკვლავის" კონკურსანტია, რომლის გამარჯვებულიც "ევროვიზიაზე" გაემგზავრება.

პროექტში მისმა გამოჩენამ ჟიურის წევრებსა და წამყვანებში სასიამოვნო განწყობა შეიტანა, როდესაც ნიჭიერი, ფერადი და ხალისიანი გოგონა იხილეს თავისი ცოტათი დრამატული ისტორიით. თუმცა, მან შეძლო სირთულეების დაძლევა და დღეს უკვე დასახული მიზნების მისაღწევად მზადაა იბრძოლოს. კიდევ ერთი დეტალი - მარიამი ძალიან ჰგავს 2018 წლის "ევროვიზიის" გამარჯვებულ მომღერალს, ისრაელელ Netta-ს.

- ვსწავლობ 52-ე სკოლაში, მეთერთმეტეკლასელი ვარ, ძალიან მაგარი კლასი მყავს. მასწავლებლებიც გვერდში მიდგანან, მაგ მხრივ ძალიან გამიმართლა და ეს ყველაფერი ძალიან მახარებს. სწავლის პარალელურად, გრიმის კეთება და ბოდიარტი ვისწავლე. ვიზაჟის ინსტიტუტში (ქრისტინა რეჯინის სასწავლებელი) პროფესიული განათლება მივიღე. უამრავი რამ მასწავლეს, მომცეს სერტიფიკატი და გავხდი სერტიფიცირებული გრიმიორი.

თუმცა, მინდა, როგორც მომღერალს ისე მიცნობდნენ და არა გრიმიორს და ბოდიარტისტს. უბრალოდ, ეს არის ის საქმიანობა, რომელშიც ვმშვიდდები და რაღაცნაირად ჩემი ჰობია. მთელი ცხოვრება, ბავშვობიდანვე რისი კეთებაც მინდა, ეს არის სიმღერა. ამიტომ, მზად ვარ, მუსიკისთვის უკანასკნელი ენერგიაც კი გავცე. ეს ჩემი უდიდესი ოცნებაა. ბერკლის სასწავლებელში ჩასაბარებლად ვემზადები, რაც 2 წელიწადში მომიწევს. ფორტეპიანოზეც შევედი და ნელ-ნელა ვიხვეწები. მაქსიმალურად ვცდილობ, მოვემზადო ამ ყველაფრისთვის. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც იტყვის, იურისტი-მომღერალი, ან ექიმი-მომღერალი ვარ-მეთქი. თუ ამ სფეროში ვიქნები, ბოლომდე უნდა ვიყო!" - გვეუბნება გოგონა, რომელშიც სიმღერის ნიჭი პირველად ბებიამ აღმოაჩინა.

"10 წლისა სტუდია "სახეში" შემიყვანეს. ეს დათო ფორჩხიძისა და დათო ხუჯაძის სტუდიაა, სადაც ჩემი ვოკალის მასწავლებელი ხათუნა ლეჟავაა. 6 წელია, ხათუნასთან დავდივარ, რომელიც ჩემი დედობილივით არის. ვოკალს პროფესიონალურად ვსწავლობ.

"X ფაქტორმა" ცხოვრება რადიკალურად შეცვალა - უდიდესი გამოცდილება მივიღე. პირველად გამოვედი მასშტაბურ სცენაზე, რამაც ყველანაირი კომპლექსი და დაძაბულობა მომიხსნა. დღეს უკვე სადაც უნდა დამაყენონ, ყველგან ვიმღერებ, არანაირი კომპლექსი არ მაქვს... თან, ხალხს რომ ვახსოვარ, მსიამოვნებს, მადლიერი ვარ იმ პერიოდის, მიუხედავად იმისა, რომ 4 სკამის ტურიდან წამოვედი. მიმაჩნია, რომ მაინც გამარჯვებული წამოვედი, მნიშვნელოვანია, რომ იქიდან გამოცდილება და ხალხის სიყვარული წამოვიღე," - ამბობს 16 წლის კონკურსანტი.

- რამ გამოიწვია ის, რომ შენი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ იდგა?

- რაღაც ეტაპზე ხმაზე პრობლემა დამეწყო, ჩემი ვოკალის პედაგოგმა ექიმთან მისვლა მირჩია, აღმოჩნდა, რომ საოპერაციო მქონდა გლანდები. ოპერაციის დროს ინფექცია შეიჭრა და ჰერპესული ჩუტყვავილა დამემართა, რომელიც მთელ ორგანიზმსა და კანზე გავრცელდა და 6 თვე საავადმყოფოებში გავატარე. დაავადება თავის ტვინში ადიოდა და ნეკროზი ვითარდებოდა, საბედნიეროდ, ამ სიტუაციიდან ექიმების დახმარებით გამოვძვერი. ძალიან რთული პროცესი იყო, გადარჩენის შანსი დაბალი იყო.

- და ბოდიარტით დაინტერესება ამას მოჰყვა? საინტერესოა, იქამდე თუ ხატავდი?

- კი, ავადმყოფობამ გამოიწვია, თუმცა მანამდე არ მიხატია. როგორც ყველა ბავშვი, მეც ისე ვხატავდი. უბრალოდ, ავად რომ ვიყავი, გამონაყარის დაფარვის მიზნით, მაკიაჟის კეთება დავიწყე. ინტერნეტით ვიდეოებსაც ვუყურებდი და როცა ამან უკვე სერიოზული ფორმა მიიღო, ჯერ გრიმით და შემდეგ უკვე ბოდიარტით დავიწყე, შთაგონება ასე მომივიდა. ოღონდ, არანაირი საღებავი, ფანქარი არ მქონდა და ხატვა კოსმეტიკური საშუალებებით დავიწყე. ნამუშევრები რეალისტური გამოდიოდა. დღემდე მსიამოვნებს კოსმეტიკით ხატვა. რაც შეეხება გრიმს და ბოდიარტს, ამას უფრო სერიოზულ დონეზე ვაკეთებ.

- მარიამ, დიდ სითბოს ასხივებ...

- ყოველთვის ასე არ იყო, უფრო პატარას კომპლექსები მაწუხებდა, შებოჭილი ბავშვი ვიყავი, მაგრამ როცა მივხვდი, რომ ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება სამყაროს მიმართ არაფერს იწვევდა, მერე უკვე საკუთარ თავში ძიება დავიწყე და მივხვდი - როგორც შენ გეყვარება საკუთარი თავი, ასე ეყვარები ყველას და ეს პოზიციაა, რომ დღეს მაბედნიერებს. უპირველესად ყველანი ადამიანები ვართ, გული, სული გვაქვს და შემდეგ არის ჩვენი სხეული, რომელიც ჩვენზე არაფერს ლაპარაკობს, რადგანაც ის არ არის ჩვენი არჩევანი. მე მიყვარს საკუთარი თავი, როგორიც ვარ და მგონია, რომ სხვაც ასეთად მიღებს.

- პროექტში რატომ მოხვედი, რას გინდა მიაღწიო?

- ამ პროექტის პერსპექტივა "ევროვიზიაა", რაც ჩემი ოცნებაა და მაქსიმუმს გავაკეთებ ამისთვის. თან, ამ კონკურსში იმისთვის მოვედი, ხალხს თავი შევახსენო. მიყვარს და მომწონს ქუჩაში რომ მცნობენ, როდესაც უცხო ადამიანებს ვეხუტები, ამაზე მაგარი არაფერია და მით უმეტეს, რომ ასეთ კარგ პერსპექტივას ეს პროექტი იძლევა. მოკლედ, მინდა, ჩემი თავი ცოტა გამოვაფხიზლო, არ მოვდუნდე.

სანამ "ბერკლის" კოლეჯში ჩავაბარებ, კარგია, თუ ერთ დიდ სასცენო გამოცდილებას კიდევ მივიღებ. ღმერთმა ქნას, ამ პროექტმა "ევროვიზიამდე" მიმიყვანოს - ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები!"

89 წლის მილიარდერს 44 წლის ცოლმა შვილი გაუჩინა

ანუკი არეშიძემ დაბადების დღე წყნეთის აგარაკზე ოჯახის და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა - ფოტოები წვეულებიდან

"ზურა რომ გაეშვათ, მე ჩემით წავიდოდი“ - როგორ აფასებს რამილია ალიევა "მასტერშეფში“ მონაწილეობას და აპირებს თუ არა კულინარიაში დარჩენას