პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურება დუტა სხირტლაძისა და მარინა ნაცვლიშვილის აგარაკი მცხეთაში - ფოტოები
როგორ გამოიყურება დუტა სხირტლაძისა და მარინა ნაცვლიშვილის აგარაკი მცხეთაში - ფოტოები

მსა­ხი­ო­ბი დუტა სხირტლა­ძე და მისი მე­უღ­ლე, დი­ზა­ი­ნერ-იუ­ვე­ლი­რი მა­რი­ნა ნაც­ვლიშ­ვი­ლი ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებს მცხე­თის აგა­რაკ­ზე ატა­რე­ბენ ხოლ­მე. ეს სახ­ლი ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნას მემ­კვიდ­რე­ო­ბით ბა­ბუ­ის­გან ერგო. შე­მოქ­მე­დი წყვი­ლის სახ­ლის ინ­ტე­რი­ე­რი, ექ­სტე­რი­ე­რი, ეზო ფე­რა­დო­ვა­ნი და მიმ­ზიდ­ვე­ლია, ცოტა იდუ­მა­ლიც. ბე­ბი­ის მიერ და­ნა­ტო­ვა­რი ავე­ჯი ქალ­ბა­ტონ­მა მა­რი­ნამ სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­ნა­ახ­ლა, შე­ღე­ბა და ახა­ლი სი­ცო­ცხლე აჩუ­ქა. ამ­ბობს, რომ თი­თო­ე­ულ ნივთს თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს და ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია მის­თვის, ამი­ტომ ყვე­ლა­ფერს სა­თუ­თად უფრთხილ­დე­ბა.

ქალ­ბა­ტონ­მა მა­რი­ნამ თა­ვად გვი­მას­პინ­ძლა აგა­რაკ­ზე და თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე, სა­ო­ცარ სამ­კა­უ­ლებ­ზე, მისი დი­ზა­ი­ნით შექ­მნილ ინ­ტე­რი­ერ­ზე გვე­სა­უბ­რა.

- სახ­ლი ჩემ­თვის ასო­ცირ­დე­ბა სიმ­ყუდ­რო­ვეს­თან, სიმ­შვი­დეს­თან, სით­ბოს­თან, დას­ვე­ნე­ბას­თან. სახ­ლში გა­რე­მო ისე უნდა იყოს მო­წყო­ბი­ლი, რომ თვალს და გულს სი­ა­მოვ­ნებ­დეს, კომ­ფორ­ტუ­ლად უნდა გრძნობ­დე ადა­მი­ა­ნი თავს.

- რო­გო­რია ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე თქვენ­თვის, როცა ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბი­სა და საქ­მის­გან დაღ­ლი­ლი მი­ი­ხუ­რავთ კარს და რჩე­ბით შინ მარ­ტო?

- ვფიქ­რობ, ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის და, რა თქმა უნდა, ჩემ­თვი­საც. აქ უკვე ყვე­ლა­ფე­რი ჩე­მია, ჩემი სამ­ყა­როა. ამ სამ­ყა­რო­ში ვგრძნობ თავს და­ცუ­ლად, მშვი­დად და კომ­ფორ­ტუ­ლად. ამ დროს ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­წყდე­ბა და მხო­ლოდ შენს ოჯახ­ზე ფიქ­რობ.

- მცხე­თის აგა­რა­კი ახა­ლი გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლია, თან სა­კუ­თა­რი ხე­ლით გაქვთ მო­წყო­ბი­ლი...

- მცხე­თის სახ­ლი ჩემი ბა­ბუ­ი­სა და ბე­ბი­ი­საა. ერ­თმა ბა­ბუ­ამ და­აპ­რო­ექ­ტა, რო­მე­ლიც არ­ქი­ტექ­ტო­რი გახ­ლდათ, და მე­ო­რე ბა­ბუ­ამ აა­შე­ნა. დიდი ხა­ნია, ეს სახ­ლი დგას. ბა­ბუ­ას ექ­ვსი ქა­ლიშ­ვი­ლი და ძა­ლი­ან ბევ­რი შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­და. ზა­ფხუ­ლო­ბით ყვე­ლა­ნი აქ ვიკ­რი­ბე­ბო­დით. და­ახ­ლო­ე­ბით შვი­დი წე­ლია, სახ­ლი ჩემს მფლო­ბე­ლო­ბა­ში გად­მო­ვი­და. გა­სა­რე­მონ­ტე­ბე­ლი იყო. ბევ­რი რამე შევ­ცვა­ლე და ჩემი გე­მოვ­ნე­ბით გა­ვა­კე­თე. სახ­ლში ბე­ბი­ა­ჩე­მის შე­ძე­ნი­ლი ძვე­ლი ავე­ჯიც დგას, მაგ­რამ გან­ვა­ახ­ლე, შევ­ღე­ბე, ახა­ლი ნივ­თე­ბიც შევ­მა­ტე. თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ხე­ლით გა­ვა­კე­თე.

- რო­გორც ვხე­დავ, დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებთ ფე­რებს...

- ფე­რე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ეს სახ­ლსაც ეტყო­ბა. თით­ქოს ცოტა მა­რო­კო­ულ სტილ­შია გა­კე­თე­ბუ­ლი. ადრე სხვა­ნა­ი­რად იყო. არ მიყ­ვარს ერ­თფე­როვ­ნე­ბა. ხში­რად ვცვლი ინ­ტე­რი­ერს, ფე­რებს, დე­ტა­ლებს, ნივ­თებს. ეს და­რა­ბე­ბიც წელს თა­ვი­დან შევ­ღე­ბე. შე­საძ­ლოა, მო­მა­ვალ წელ­საც შევ­ცვა­ლო. ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რის მომ­სა­ხუ­რე­ბით არა­სო­დეს მი­სარ­გებ­ლია. ყვე­ლა­ფე­რი ჩემი გე­მოვ­ნე­ბით არის გა­კე­თე­ბუ­ლი. მხო­ლოდ აივ­ნე­ბია სოფო გონ­გლი­აშ­ვი­ლის მო­ფიქ­რე­ბუ­ლი და მისი დი­ზა­ი­ნით შექ­მნი­ლი. ნა­ხეთ სრუ­ლად + ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

როგორ გამოიყურება დუტა სხირტლაძისა და მარინა ნაცვლიშვილის აგარაკი მცხეთაში - ფოტოები

როგორ გამოიყურება დუტა სხირტლაძისა და მარინა ნაცვლიშვილის აგარაკი მცხეთაში - ფოტოები

მსახიობი დუტა სხირტლაძე და მისი მეუღლე, დიზაინერ-იუველირი მარინა ნაცვლიშვილი ზაფხულის ცხელ დღეებს მცხეთის აგარაკზე ატარებენ ხოლმე. ეს სახლი ქალბატონ მარინას მემკვიდრეობით ბაბუისგან ერგო. შემოქმედი წყვილის სახლის ინტერიერი, ექსტერიერი, ეზო ფერადოვანი და მიმზიდველია, ცოტა იდუმალიც. ბებიის მიერ დანატოვარი ავეჯი ქალბატონმა მარინამ საკუთარი ხელით განაახლა, შეღება და ახალი სიცოცხლე აჩუქა. ამბობს, რომ თითოეულ ნივთს თავისი ისტორია აქვს და ძალიან ძვირფასია მისთვის, ამიტომ ყველაფერს სათუთად უფრთხილდება.

ქალბატონმა მარინამ თავად გვიმასპინძლა აგარაკზე და თავის საქმიანობაზე, საოცარ სამკაულებზე, მისი დიზაინით შექმნილ ინტერიერზე გვესაუბრა.

- სახლი ჩემთვის ასოცირდება სიმყუდროვესთან, სიმშვიდესთან, სითბოსთან, დასვენებასთან. სახლში გარემო ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ თვალს და გულს სიამოვნებდეს, კომფორტულად უნდა გრძნობდე ადამიანი თავს.

- როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე თქვენთვის, როცა ყოფითი პრობლემებისა და საქმისგან დაღლილი მიიხურავთ კარს და რჩებით შინ მარტო?

- ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის და, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც. აქ უკვე ყველაფერი ჩემია, ჩემი სამყაროა. ამ სამყაროში ვგრძნობ თავს დაცულად, მშვიდად და კომფორტულად. ამ დროს ყველაფერი გავიწყდება და მხოლოდ შენს ოჯახზე ფიქრობ.

- მცხეთის აგარაკი ახალი გარემონტებულია, თან საკუთარი ხელით გაქვთ მოწყობილი...

- მცხეთის სახლი ჩემი ბაბუისა და ბებიისაა. ერთმა ბაბუამ დააპროექტა, რომელიც არქიტექტორი გახლდათ, და მეორე ბაბუამ ააშენა. დიდი ხანია, ეს სახლი დგას. ბაბუას ექვსი ქალიშვილი და ძალიან ბევრი შვილიშვილი ჰყავდა. ზაფხულობით ყველანი აქ ვიკრიბებოდით. დაახლოებით შვიდი წელია, სახლი ჩემს მფლობელობაში გადმოვიდა. გასარემონტებელი იყო. ბევრი რამე შევცვალე და ჩემი გემოვნებით გავაკეთე. სახლში ბებიაჩემის შეძენილი ძველი ავეჯიც დგას, მაგრამ განვაახლე, შევღებე, ახალი ნივთებიც შევმატე. თითქმის ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთე.

- როგორც ვხედავ, დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ფერებს...

- ფერები მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში. ეს სახლსაც ეტყობა. თითქოს ცოტა მაროკოულ სტილშია გაკეთებული. ადრე სხვანაირად იყო. არ მიყვარს ერთფეროვნება. ხშირად ვცვლი ინტერიერს, ფერებს, დეტალებს, ნივთებს. ეს დარაბებიც წელს თავიდან შევღებე. შესაძლოა, მომავალ წელსაც შევცვალო. ინტერიერის დიზაინერის მომსახურებით არასოდეს მისარგებლია. ყველაფერი ჩემი გემოვნებით არის გაკეთებული. მხოლოდ აივნებია სოფო გონგლიაშვილის მოფიქრებული და მისი დიზაინით შექმნილი. ნახეთ სრულად + ფოტოები

"მის ნევადა 2021", ისტორიაში პირველად, ტრანსგენდერი ქალი გახდა - ვინ არის კატალუნა, რომელიც 21 კონკურსანტს შორის სილამაზის დედოფლად აღიარეს (ფოტოები)

"საავტორო უფლებათა ასოციაციის" ინოვაციური ონლაინპლატფორმა

"ერთ-ერთი შეტევა თეატრში დამემართა, სათანადო ადგილზე რომ არ ვმჯდარიყავი, გონებასაც დავკარგავდი..." - რას იხსენებს სოფიკო შევარდნაძე და რა კითხვით მიმართავს საზოგადოებას