Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ.ღორის გრიპით 10 ადამიანია გარდაცვლილი - როგორია ავადობის მაჩვენებელი და პრეპარატების მარაგი ქვეყანაში
ე.წ.ღორის გრიპით 10 ადამიანია გარდაცვლილი - როგორია ავადობის მაჩვენებელი და პრეპარატების მარაგი ქვეყანაში

ამ ეტაპ­ზე H1N1-ით გარ­დაც­ვა­ლე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი 10 შემ­თხვე­ვა გვაქვს, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მან ზო­გა­დად ვირუ­სულ ინ­ფექ­ცი­ებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ იან­ვრის პირ­ველ კვი­რა­ში ავა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 21 ერ­თე­უ­ლი­თაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი.

„იან­ვრის პირ­ველ კვი­რას გვაქვს ავა­დო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის შემ­ცი­რე­ბა - 21 ერ­თე­უ­ლით. დე­კემ­ბრის ბოლო კვი­რას იყო 277, ახლა არის - 256. ასე­ვე შემ­ცი­რე­ბუ­ლია მძი­მე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, 41% იყო ახლა კი 33%-ია, თუმ­ცა, ესეც მა­ღა­ლია. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რჩე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, შე­და­რე­ბით მძი­მე ავად­მყო­ფე­ბი გრი­პის სხვა­დას­ხვა გარ­თუ­ლე­ბე­ბით. ქვე­ყა­ნა­ში გა­ი­ცე­მა სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯზე ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტი "ტა­მიფ­ლუ", რო­მე­ლიც ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ყვე­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­დაც­ვის ცენ­ტრშია. ამ ცენ­ტრე­ბის მი­სა­მარ­თე­ბი ჩვენს ვებ-გვერ­დზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. ეს პრე­პა­რა­ტი უფა­სოდ გა­ი­ცე­მა შემ­დე­გი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნებ­ზე: ბავ­შვებ­ზე, ორ­სუ­ლებ­ზე, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებ­ზე, პენ­სი­ო­ნე­რებ­ზე, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ზე, გულ-სის­ხლძარ­ღვთა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ზე, დი­ა­ბე­ტის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ზე და ასე­ვე, ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ზე. „ტა­მიფ­ლუ" უფა­სოდ გა­და­ე­ცე­მათ ასე­ვე ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის და სა­სუნ­თქი გზე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს", - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მისი თქმით, პრე­პა­რა­ტის შე­ა­სა­ბა­მი­სი მა­რა­გი ქვე­ყა­ნა­ში არის.

„დღე­ი­დან თბი­ლის­ში 5 კლი­ნი­კუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა პა­ცი­ენ­ტებს 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. მათი მი­სა­მარ­თე­ბი სა­მი­ნის­ტროს ვებ-გვერ­დზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. ასე­ვე ბა­თუმ­ში სა­დღე­ღა­მი­სო მო­რი­გე­ო­ბა­ზეა გა­და­სუ­ლი რამ­დე­ნი­მე ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სკო­ლებ­სა და ბა­ღებ­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­ნახ­ლე­ბას, ამ კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­აკ­ვირ­დე­ბი­ან და შემ­დეგ მი­ი­ღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, გა­და­ი­დე­ბა თუ არა სწავ­ლის და­წყე­ბა.

"ქვეყ­ნის­თვის ეპი­დე­მი­უ­რი ზღვა­რი არის 450 000 - 500 000 მო­სახ­ლე­ზე. დღეს ჩვენ გვაქვს 254 000. ამ კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ვაკ­ვირ­დე­ბით რა მდგო­მა­რე­ო­ბა იქ­ნე­ბა და შემ­დგომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო ერ­თობ­ლივ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

00:00 / 00:00
ავტორი:

ე.წ.ღორის გრიპით 10 ადამიანია გარდაცვლილი - როგორია ავადობის მაჩვენებელი და პრეპარატების მარაგი ქვეყანაში

ე.წ.ღორის გრიპით 10 ადამიანია გარდაცვლილი - როგორია ავადობის მაჩვენებელი და პრეპარატების მარაგი ქვეყანაში

ამ ეტაპზე H1N1-ით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 10 შემთხვევა გვაქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან ზოგადად ვირუსულ ინფექციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იანვრის პირველ კვირაში ავადობის მაჩვენებელი 21 ერთეულითაა შემცირებული.

„იანვრის პირველ კვირას გვაქვს ავადობის მაჩვენებლის შემცირება - 21 ერთეულით. დეკემბრის ბოლო კვირას იყო 277, ახლა არის - 256. ასევე შემცირებულია მძიმე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, 41% იყო ახლა კი 33%-ია, თუმცა, ესეც მაღალია. საავადმყოფოში რჩებიან ის ადამიანები, შედარებით მძიმე ავადმყოფები გრიპის სხვადასხვა გართულებებით. ქვეყანაში გაიცემა სახელმწიფოს ხარჯზე ანტივირუსული პრეპარატი "ტამიფლუ", რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველა საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრშია. ამ ცენტრების მისამართები ჩვენს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ეს პრეპარატი უფასოდ გაიცემა შემდეგი კატეგორიის ადამიანებზე: ბავშვებზე, ორსულებზე, სოციალურად დაუცველებზე, პენსიონერებზე, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე, გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე, დიაბეტის მქონე პაციენტებზე და ასევე, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანებზე. „ტამიფლუ" უფასოდ გადაეცემათ ასევე ონკოლოგიური დაავადებების და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, პრეპარატის შეასაბამისი მარაგი ქვეყანაში არის.

„დღეიდან თბილისში 5 კლინიკური დაწესებულება პაციენტებს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება. მათი მისამართები სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ასევე ბათუმში სადღეღამისო მორიგეობაზეა გადასული რამდენიმე ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესის განახლებას, ამ კვირის განმავლობაში დააკვირდებიან და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გადაიდება თუ არა სწავლის დაწყება.

"ქვეყნისთვის ეპიდემიური ზღვარი არის 450 000 - 500 000 მოსახლეზე. დღეს ჩვენ გვაქვს 254 000. ამ კვირის განმავლობაში დავაკვირდებით რა მდგომარეობა იქნება და შემდგომ ჯანდაცვის სამინისტრო და განათლების სამინისტრო ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ