მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაგნიუმის როლი სტრესის მართვაში - ნევროლოგის რჩევები
მაგნიუმის როლი სტრესის მართვაში - ნევროლოგის რჩევები

სტრე­სი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის თან­მდე­ვია და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სა­სარ­გებ­ლოც, რად­გან ის ადა­მი­ა­ნის მო­ბი­ლი­ზე­ბას და ცვა­ლე­ბად გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბას უწყობს ხელს. მაგ­რამ თუ სტრე­სი ძლი­ე­რია და დიდ­ხანს გრძელ­დე­ბა, ადა­მი­ა­ნი ვერ ახერ­ხებს ადაპ­ტა­ცი­ას, რა­საც ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ და ფსი­ქი­კურ პრობ­ლე­მე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ. რო­გორც ჰანს სე­ლიე იტყო­და, „სტრე­სი ცხოვ­რე­ბაა და მის­გან სრუ­ლი­ად და­ზღვე­უ­ლი მხო­ლოდ ის არის, ვინც არა­ფერს აკე­თებს.“

სტრეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე სა­სა­უბ­როდ კლი­ნი­კუ­რი მე­დი­ცი­ნის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის ექიმ-ნევ­რო­ლოგს, მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­ურ დოქ­ტორს სოსო ბურ­დუ­ლა­ძეს მივ­მარ­თეთ:

რო­გო­რია სტრე­სის სიმპტო­მე­ბი?

სტრე­სი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად მჟღავ­ნდე­ბა: მეხ­სი­ე­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბით, ყუ­რა­დღე­ბი­სა და კონ­ცენ­ტრა­ცი­ის უნა­რის დაქ­ვე­ი­თე­ბით, გან­სჯის უნა­რის შე­სუს­ტე­ბით. ზოგი ამ დროს ყვე­ლა­ფერს ნე­გა­ტი­უ­რი კუ­თხით ხე­დავს, გა­მუდ­მე­ბით წუხს, ყო­ვე­ლი წვრილ­მა­ნი აღი­ზი­ა­ნებს, ზოგი მარ­ტო­ო­ბის­კენ მი­ილ­ტვის ან მარ­ტო­სუ­ლო­ბის გან­ცდა ეუფ­ლე­ბა. თავს იჩენს ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლე­ბი, უმა­დო­ბა, უძი­ლო­ბა ან პი­რი­ქით - ძი­ლი­ა­ნო­ბა, ოფ­ლი­ა­ნო­ბის მო­მა­ტე­ბა ან მკვეთ­რი შემ­ცი­რე­ბა, ფა­ღა­რა­თი, ალ­კოჰო­ლი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბა, ნევ­რო­ზუ­ლი ჩვე­ვე­ბი და სხვა.

რა შე­იძ­ლე­ბა იყოს სტრე­სის გა­მომ­წვე­ვი ფაქ­ტო­რე­ბი?

სტრე­სის გა­მომ­წვე­ვი ფაქ­ტო­რი ხში­რად ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს. მა­გა­ლი­თად, ხმა­უ­რი­ა­ნი, ხალ­ხმრა­ვა­ლი ბარი, რეს­ტო­რა­ნი პა­ტა­რა ბავ­შვის­თვის შე­საძ­ლოა სტრე­სის მი­ზე­ზად იქ­ცეს, რო­დე­საც ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ეს ჩვე­უ­ლი, ხში­რად სა­სურ­ვე­ლი გა­რე­მოა. ზოგს სტრე­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აგ­დებს სა­ცობ­ში მოხ­ვედ­რა, სამ­სა­ხურ­ში დაგ­ვი­ა­ნე­ბა, გა­მოც­და­ზე მო­უმ­ზა­დებ­ლად მის­ვლა, სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბა, აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე სი­ტყვით გა­მოს­ვლა…

რო­გო­რია გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი სტრე­სის შე­დე­გე­ბი?

თუ სტრე­სუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბის მოქ­მე­დე­ბა გა­ხან­გრძლივ­და, ხში­რად მწვავ­დე­ბა უკვე არ­სე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ვი­თარ­დე­ბა ახა­ლი. გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი დატ­ვირ­თვა, არა­საკ­მა­რი­სი ძილი, ავად­მყო­ფო­ბა, ალ­კოჰო­ლი­სა და თამ­ბა­ქოს ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბა, აქ­ვე­ი­თებს ორ­გა­ნიზ­მის გამ­ძლე­ო­ბას სტრე­სი­სად­მი. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ სტრე­სი შემ­თხვე­ვა­თა 80%-ში იწ­ვევს გულ-სის­ხლძარ­ღვთა, ნერ­ვულ, კუჭ-ნაწ­ლა­ვის, შარდ-სა­ს­ქე­სო, ენ­დოკ­რი­ნუ­ლი და სხვა ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მე­ბის და­ა­ვა­დე­ბას. სტრე­სუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბის ხან­გრძლი­ვი ზე­მოქ­მე­დე­ბა იწ­ვევს არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის მა­ტე­ბას, ტა­ქი­კარ­დი­ას, საკ­ვე­ბის მო­ნე­ლე­ბის დარ­ღვე­ვას, ლი­ბი­დოს დაქ­ვე­ი­თე­ბას, თმის ცვე­ნას, ხშირ ავად­მყო­ფო­ბას, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, მათ შო­რის, ალერ­გი­ის, ფსო­რი­ა­ზის, კუ­ჭის წყლუ­ლის გამ­წვე­ვე­ბას.

რო­გო­რია სტრე­სის დაძ­ლე­ვის სტრა­ტე­გია?

სტრე­სის დროს იხარ­ჯე­ბა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი და ვი­ტა­მი­ნე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით მცირ­დე­ბა სიმ­შვი­დი­სა და წო­ნას­წო­რო­ბის ელე­მენ­ტი - მაგ­ნი­უ­მი, რის გა­მოც სის­ხლში მა­ტუ­ლობს სტრე­სუ­ლი ჰორ­მო­ნე­ბის დონე. ცო­ტამ თუ იცის, რომ 10 წუ­თი­ა­ნი სტრე­სი წვავს მაგ­ნი­უ­მის მთელ სა­დღე­ღა­მი­სო ნორ­მას და ვი­თარ­დე­ბა მაგ­ნი­უ­მის დე­ფი­ცი­ტი, რაც ამ­ცი­რებს სტრე­სი­სად­მი გამ­ძლე­ო­ბას.

„ბი­ო­ლექტრა დი­რექ­ტი“ არის გერ­მა­ნუ­ლი ბრენ­დი, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს მაგ­ნი­უ­მის სა­დღე­ღა­მი­სო დო­ზას - 300 მი­ლიგ­რამს. „ბი­ო­ლექტრა“ მი­ი­ღე­ბა დღე­ში ერთხელ. პრე­პა­რა­ტის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი ფორ­თოხ­ლის ან ლი­მო­ნის არო­მა­ტით. არ შე­ი­ცავს შა­ქარს, ლაქ­ტო­ზას და გლუ­ტე­ინს. „ბი­ო­ლექტრა დი­რექ­ტის“ მიკ­როგ­რა­ნუ­ლე­ბი სწრა­ფად შე­ი­წო­ვე­ბა ნაწ­ლა­ვე­ბი­დან და მი­ღე­ბი­დან 20 წუთ­ში ორ­გა­ნიზ­მში ავ­სებს მაგ­ნი­უ­მის სა­დღე­ღა­მი­სო ნორ­მას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მაგნიუმის როლი სტრესის მართვაში - ნევროლოგის რჩევები

მაგნიუმის როლი სტრესის მართვაში - ნევროლოგის რჩევები

სტრესი ჩვენი ცხოვრების თანმდევია და შეიძლება ითქვას, სასარგებლოც, რადგან ის ადამიანის მობილიზებას და ცვალებად გარემოსთან შეგუებას უწყობს ხელს. მაგრამ თუ სტრესი ძლიერია და დიდხანს გრძელდება, ადამიანი ვერ ახერხებს ადაპტაციას, რასაც ფიზიოლოგიურ და ფსიქიკურ პრობლემებამდე მივყავართ. როგორც ჰანს სელიე იტყოდა, „სტრესი ცხოვრებაა და მისგან სრულიად დაზღვეული მხოლოდ ის არის, ვინც არაფერს აკეთებს.“

სტრესთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმ-ნევროლოგს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს სოსო ბურდულაძეს მივმართეთ:

როგორია სტრესის სიმპტომები?

სტრესი სხვადასხვანაირად მჟღავნდება: მეხსიერების გაუარესებით, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითებით, განსჯის უნარის შესუსტებით. ზოგი ამ დროს ყველაფერს ნეგატიური კუთხით ხედავს, გამუდმებით წუხს, ყოველი წვრილმანი აღიზიანებს, ზოგი მარტოობისკენ მიილტვის ან მარტოსულობის განცდა ეუფლება. თავს იჩენს ფიზიკური ტკივილები, უმადობა, უძილობა ან პირიქით - ძილიანობა, ოფლიანობის მომატება ან მკვეთრი შემცირება, ფაღარათი, ალკოჰოლისადმი მიდრეკილება, ნევროზული ჩვევები და სხვა.

რა შეიძლება იყოს სტრესის გამომწვევი ფაქტორები?

სტრესის გამომწვევი ფაქტორი ხშირად ინდივიდუალური შეიძლება იყოს. მაგალითად, ხმაურიანი, ხალხმრავალი ბარი, რესტორანი პატარა ბავშვისთვის შესაძლოა სტრესის მიზეზად იქცეს, როდესაც ზრდასრული ადამიანისთვის ეს ჩვეული, ხშირად სასურველი გარემოა. ზოგს სტრესულ მდგომარეობაში აგდებს საცობში მოხვედრა, სამსახურში დაგვიანება, გამოცდაზე მოუმზადებლად მისვლა, სამედიცინო პროცედურის ჩატარება, აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა…

როგორია გახანგრძლივებული სტრესის შედეგები?

თუ სტრესული ფაქტორების მოქმედება გახანგრძლივდა, ხშირად მწვავდება უკვე არსებული დაავადებები და ვითარდება ახალი. გაძლიერებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, არასაკმარისი ძილი, ავადმყოფობა, ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება, აქვეითებს ორგანიზმის გამძლეობას სტრესისადმი. დადასტურებულია, რომ სტრესი შემთხვევათა 80%-ში იწვევს გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ, კუჭ-ნაწლავის, შარდ-სასქესო, ენდოკრინული და სხვა ორგანოთა სისტემების დაავადებას. სტრესული ფაქტორების ხანგრძლივი ზემოქმედება იწვევს არტერიული წნევის მატებას, ტაქიკარდიას, საკვების მონელების დარღვევას, ლიბიდოს დაქვეითებას, თმის ცვენას, ხშირ ავადმყოფობას, ქრონიკული დაავადებების, მათ შორის, ალერგიის, ფსორიაზის, კუჭის წყლულის გამწვევებას.

როგორია სტრესის დაძლევის სტრატეგია?

სტრესის დროს იხარჯება დიდი რაოდენობით მიკროელემენტები და ვიტამინები. განსაკუთრებით მცირდება სიმშვიდისა და წონასწორობის ელემენტი - მაგნიუმი, რის გამოც სისხლში მატულობს სტრესული ჰორმონების დონე. ცოტამ თუ იცის, რომ 10 წუთიანი სტრესი წვავს მაგნიუმის მთელ სადღეღამისო ნორმას და ვითარდება მაგნიუმის დეფიციტი, რაც ამცირებს სტრესისადმი გამძლეობას.

„ბიოლექტრა დირექტი“ არის გერმანული ბრენდი, რომელიც შეიცავს მაგნიუმის სადღეღამისო დოზას - 300 მილიგრამს. „ბიოლექტრა“ მიიღება დღეში ერთხელ. პრეპარატის შეძენა შესაძლებელი ფორთოხლის ან ლიმონის არომატით. არ შეიცავს შაქარს, ლაქტოზას და გლუტეინს. „ბიოლექტრა დირექტის“ მიკროგრანულები სწრაფად შეიწოვება ნაწლავებიდან და მიღებიდან 20 წუთში ორგანიზმში ავსებს მაგნიუმის სადღეღამისო ნორმას.

Glovo-სა და RC კოლას უპრეცენდენტო დასაქმების პროგრამა დღეიდან დაიწყო - #გლოვერობისRC

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ინიციატივით გაიმართა ონლაინ პანელ-დისკუსია თემაზე: "COVID-19-ის პანდემიის შემდგომი ფსიქო-სოციალური გამოწვევები"

საიდან მოდის ფოტოწიგნების იდეა და რატომ არის მისი ბუმი ციფრულ ერაში?