პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაცულები არიან თუ არა მოქალაქეები საპენსიო დანაზოგის "აორთქლებისგან" - ყველაფერი, რაც დაგროვებით პენსიაზე უნდა ვიცოდეთ
დაცულები არიან თუ არა მოქალაქეები საპენსიო დანაზოგის "აორთქლებისგან" - ყველაფერი, რაც დაგროვებით პენსიაზე უნდა ვიცოდეთ

დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სის­ტე­მა 1-ლი იან­ვრი­დან ამოქ­მედ­და. სის­ტე­მა­ში ავ­ტო­მა­ტუ­რად ჩა­ერ­თო ყვე­ლა და­საქ­მე­ბუ­ლი, მათ გარ­და, ვი­საც კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბამ­დე შე­უს­რულ­და - 60 წელი მა­მა­კა­ცებს და 55 წელი - ქა­ლებს. დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სის­ტე­მი­დან გას­ვლა მხო­ლოდ მათ შე­უძ­ლი­ათ, ვი­საც კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბამ­დე, ანუ 2018 წლის 6 აგ­ვის­ტომ­დე 40 წელი შე­უს­რულ­და, რის­თვი­საც სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს უნდა მი­მარ­თონ. ისი­ნი ამის გა­კე­თე­ბას შეძ­ლე­ბენ ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­წევ­რე­ბი­დან მაქ­სი­მუმ 5 თვის ვა­და­ში, ოღონდ არა უად­რეს 3 თვი­სა. ანუ 2019 წლის აპ­რილ­სა და მარ­ტში.

40 წლამ­დე და­ქი­რა­ვე­ბით და­საქ­მე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­პენ­სიო სქე­მა­ში ჩარ­თვა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, ხოლო 40 წლის და მეტი ასა­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, ასე­ვე თვით­და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის­თვის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია.

სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნი ყო­ველ­თვი­უ­რად ხელ­ფა­სის 2%-ია. ამას­თან, დამ­საქ­მე­ბე­ლიც ვალ­დე­ბუ­ლია, და­საქ­მე­ბუ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­პენ­სიო ან­გა­რიშ­ზე გა­და­რი­ცხოს ხელ­ფა­სის 2% და სა­ხელ­მწი­ფოც იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, იმა­ვე ან­გა­რიშ­ზე ასე­ვე ხელ­ფა­სის 2% გა­და­რი­ცხოს - თუ და­საქ­მე­ბუ­ლის მიერ ხელ­ფა­სის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი წე­ლი­წად­ში 24.000 ლარს არ აღე­მა­ტე­ბა. თუ შე­მო­სა­ვა­ლი 24.000-დან 60.000 ლა­რამ­დეა, სა­ხელ­მწი­ფო 1%-ს ჩა­რი­ცხავს, ხოლო თუ და­საქ­მე­ბუ­ლის წლი­უ­რი და­სა­ბეგ­რი შე­მო­სა­ვა­ლი 60.000 ლარ­ზე მე­ტია, მა­შინ არა­ფე­რი ჩა­ი­რი­ცხე­ბა.

და­სა­ბეგ­რი ხელ­ფა­სი არ გუ­ლის­ხმობს მხო­ლოდ ხელ­ფა­სის სა­ხით გა­ცე­მულ თან­ხას, გა­დას.არი­ცხი თან­ხის გა­ან­გა­რი­შე­ბა ხდე­ბა ბო­ნუ­სე­ბის, ბე­ნე­ფი­ტე­ბი­სა და ყვე­ლა სხვა სარ­გებ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ანუ იგუ­ლის­ხმე­ბა ყვე­ლა ის სარ­გე­ბე­ლი, რო­მე­ლიც თა­ნამ­შრომ­ლის შე­მო­სავ­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი შე­კი­თხვა, რო­მე­ლიც მო­სახ­ლე­ო­ბას დაგ­რო­ვე­ბით სა­პენ­სიო სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით უჩ­ნდე­ბა, ის არის, თუ რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი მათი სა­პენ­სიო შე­ნა­ტა­ნე­ბი, ხომ არ და­ბანდდე­ბა აქ­ტი­ვე­ბი არა­კე­თილ­სა­ი­მე­დო ფი­ნან­სურ ინ­სტრუ­მენ­ტებ­ში და იქ­ნე­ბი­ან თუ არა სქე­მის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და­ზღვე­უ­ლი და­ნა­კარ­გის­გან? სა­პა­სუ­ხოდ სა­პენ­სიო ფონდში ამ­ბო­ბენ, რომ რის­კის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი ჩა­ი­დე­ბა დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლად, მხო­ლოდ კე­თილ­სა­ი­მე­დო ფი­ნან­სურ ინ­სტრუ­მენ­ტებ­ში. რამ­დე­ნად და­მა­ჯე­რე­ბე­ლია ეს პა­სუ­ხი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, რო­მე­ლიც დღემ­დე ითხოვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან და­კარ­გუ­ლი ანაბ­რე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას, თა­ვად გან­სა­ჯეთ, თუმ­ცა სა­გუ­ლის­ხმოა ის შე­ნიშ­ვნე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტებს სა­პენ­სიო რე­ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით აქვთ.

მა­გა­ლი­თად, ექ­სპერ­ტე­ბის­თვის არ არის ნა­თე­ლი, რა სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს ქვე­ყა­ნას სა­ვალ­დე­ბუ­ლო დაგ­რო­ვე­ბით სა­პენ­სიო სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლა და რა­ტომ არის ის უალ­ტერ­ნა­ტი­ვო. ექ­სპერ­ტე­ბი ასე­ვე გვახ­სე­ნე­ბენ, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­შიც კი სა­ვალ­დე­ბუ­ლო დაგ­რო­ვე­ბი­თი სა­პენ­სიო სის­ტე­მა არ­ცთუ წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და მოჰ­ყავთ უნ­გრე­თი­სა და პო­ლო­ნე­თის მა­გა­ლი­თი. 2008-2009 წლე­ბის გლო­ბა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის დროს პო­ლო­ნე­თის სა­პენ­სიო ფონ­დებ­ში არ­სე­ბუ­ლი თან­ხა ბი­უ­ჯე­ტის დე­ფი­ცი­ტის და­ფი­ნან­სე­ბის წყა­როდ გა­და­იქ­ცა. მთავ­რო­ბამ სა­ხა­ზი­ნო ობ­ლი­გა­ცი­ებ­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლის კონ­ფის­კა­ცია მო­ახ­დი­ნა. უფრო რა­დი­კა­ლუ­რად გან­ვი­თარ­და პრო­ცე­სე­ბი უნ­გრეთ­ში, სა­დაც მოხ­და სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­პენ­სიო ფონ­დე­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია.

ეკო­ნო­მის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, დამ­საქ­მებ­ლის და­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ 40-წლამ­დე ასა­კის და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის სა­პენ­სიო ფონდში შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის 2% სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით გა­და­ი­ხა­დოს, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­და­სა­ხა­დის ხა­სი­ათს ატა­რებს და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, აქ­ცი­ზის გარ­და, ნე­ბის­მი­ე­რი ახა­ლი გა­და­სა­ხა­დის შე­მო­ღე­ბა რე­ფე­რენ­დუ­მის გა­მარ­თვას მო­ი­თხოვს... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

დაცულები არიან თუ არა მოქალაქეები საპენსიო დანაზოგის "აორთქლებისგან" - ყველაფერი, რაც დაგროვებით პენსიაზე უნდა ვიცოდეთ

დაცულები არიან თუ არა მოქალაქეები საპენსიო დანაზოგის "აორთქლებისგან" - ყველაფერი, რაც დაგროვებით პენსიაზე უნდა ვიცოდეთ

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. სისტემაში ავტომატურად ჩაერთო ყველა დასაქმებული, მათ გარდა, ვისაც კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა - 60 წელი მამაკაცებს და 55 წელი - ქალებს. დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან გასვლა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც კანონის ამოქმედებამდე, ანუ 2018 წლის 6 აგვისტომდე 40 წელი შეუსრულდა, რისთვისაც საპენსიო სააგენტოს უნდა მიმართონ. ისინი ამის გაკეთებას შეძლებენ ავტომატურად გაწევრებიდან მაქსიმუმ 5 თვის ვადაში, ოღონდ არა უადრეს 3 თვისა. ანუ 2019 წლის აპრილსა და მარტში.

40 წლამდე დაქირავებით დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისთვის საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულოა, ხოლო 40 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის, ასევე თვითდასაქმებულებისთვის ნებაყოფლობითია.

საპენსიო შენატანი ყოველთვიურად ხელფასის 2%-ია. ამასთან, დამსაქმებელიც ვალდებულია, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს ხელფასის 2% და სახელმწიფოც იღებს ვალდებულებას, იმავე ანგარიშზე ასევე ხელფასის 2% გადარიცხოს - თუ დასაქმებულის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი წელიწადში 24.000 ლარს არ აღემატება. თუ შემოსავალი 24.000-დან 60.000 ლარამდეა, სახელმწიფო 1%-ს ჩარიცხავს, ხოლო თუ დასაქმებულის წლიური დასაბეგრი შემოსავალი 60.000 ლარზე მეტია, მაშინ არაფერი ჩაირიცხება.

დასაბეგრი ხელფასი არ გულისხმობს მხოლოდ ხელფასის სახით გაცემულ თანხას, გადას.არიცხი თანხის გაანგარიშება ხდება ბონუსების, ბენეფიტებისა და ყველა სხვა სარგებლის გათვალისწინებით. ანუ იგულისხმება ყველა ის სარგებელი, რომელიც თანამშრომლის შემოსავლად მიიჩნევა.

ერთ-ერთი ძირითადი შეკითხვა, რომელიც მოსახლეობას დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით უჩნდება, ის არის, თუ რამდენად იქნება დაცული მათი საპენსიო შენატანები, ხომ არ დაბანდდება აქტივები არაკეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში და იქნებიან თუ არა სქემის მონაწილეები დაზღვეული დანაკარგისგან? საპასუხოდ საპენსიო ფონდში ამბობენ, რომ რისკის შემცირების მიზნით, ინვესტიციები ჩაიდება დივერსიფიცირებულად, მხოლოდ კეთილსაიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში. რამდენად დამაჯერებელია ეს პასუხი მოსახლეობისთვის, რომელიც დღემდე ითხოვს ხელისუფლებისგან დაკარგული ანაბრების დაბრუნებას, თავად განსაჯეთ, თუმცა საგულისხმოა ის შენიშვნები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ეკონომიკის ექსპერტებს საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით აქვთ.

მაგალითად, ექსპერტებისთვის არ არის ნათელი, რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა და რატომ არის ის უალტერნატივო. ექსპერტები ასევე გვახსენებენ, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაშიც კი სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა არცთუ წარმატებული აღმოჩნდა და მოჰყავთ უნგრეთისა და პოლონეთის მაგალითი. 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის დროს პოლონეთის საპენსიო ფონდებში არსებული თანხა ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების წყაროდ გადაიქცა. მთავრობამ სახაზინო ობლიგაციებში ინვესტირებული ნაწილის კონფისკაცია მოახდინა. უფრო რადიკალურად განვითარდა პროცესები უნგრეთში, სადაც მოხდა სავალდებულო საპენსიო ფონდების ნაციონალიზაცია.

ეკონომისტების შეფასებით, დამსაქმებლის დავალდებულება, რომ 40-წლამდე ასაკის დასაქმებულების საპენსიო ფონდში შრომის ანაზღაურების 2% სავალდებულო წესით გადაიხადოს, ფაქტობრივად, გადასახადის ხასიათს ატარებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც, აქციზის გარდა, ნებისმიერი ახალი გადასახადის შემოღება რეფერენდუმის გამართვას მოითხოვს... წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ