მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ ქმარი დაშორდება, ცოლს სასამართლო მესიჯს გაუგზავნის - საუდის არაბეთში ახალი კანონი ამოქმედდა
თუ ქმარი დაშორდება, ცოლს სასამართლო მესიჯს გაუგზავნის - საუდის არაბეთში ახალი კანონი ამოქმედდა

თუ სა­უ­დე­ლი მა­მა­კა­ცი გა­და­წყვეტს, ცოლს და­შორ­დეს, ქალი ამის შე­სა­ხებ მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ი­გებს. CNN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქვეყ­ნის იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ მი­ი­ღო. მი­ზე­ზად კი იქცა უამ­რა­ვი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მა­მა­კა­ცე­ბი ცო­ლებს ისე შორ­დე­ბოდ­ნენ, რომ ქა­ლებ­მა ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ.

„ქა­ლე­ბი სა­უ­დის არა­ბეთ­ში სა­კუ­თა­რი ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას SMS-ით მი­ი­ღე­ბენ,“ - ნათ­ქვა­მია სა­მე­ფოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს „ტვი­ტერ­ზე“.

შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნა ქა­ლებ­თან სა­სა­მარ­თლო­ებ­მა გუ­შინ და­ი­წყეს. მე­სი­ჯის ტექ­სტში იქ­ნე­ბა, ასე­ვე, და­შო­რე­ბის ცნო­ბის ნო­მე­რი და სა­სა­მარ­თლოს მი­სა­მარ­თი, სა­დაც ქა­ლებს დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ.

გარ­და მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი­სა, ქა­ლე­ბი ოჯა­ხუ­რი სტა­ტუ­სის შე­მოწ­მე­ბას ვებ-გვერ­დზეც შეძ­ლე­ბენ.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნა­ბი­ჯი იმ სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც პრინცმა მუ­ჰა­მედ ბინ სალ­მან­მა „ხედ­ვა 2030“ (Vision 2030) სა­ხე­ლით წა­რად­გი­ნა. რე­ფორ­მე­ბი ქა­ლე­ბის­თვის ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

ბინ სალ­მა­ნი ოქ­ტომ­ბერ­ში, სა­უ­დე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, ჯა­მალ ხა­შო­გის სას­ტიკ მკვლე­ლო­ბამ­დე რე­ფორ­მა­ტო­რად მი­იჩ­ნე­ო­და. ჟურ­ნა­ლის­ტი სტამ­ბოლ­ში, სა­უ­დის არა­ბე­თის სა­კონ­სუ­ლო­ში მოკ­ლეს. სა­მე­ფოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სალ­მა­ნის კავ­შირს მკვლე­ლო­ბას­თან კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხა­ვენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

თუ ქმარი დაშორდება, ცოლს სასამართლო მესიჯს გაუგზავნის - საუდის არაბეთში ახალი კანონი ამოქმედდა

თუ ქმარი დაშორდება, ცოლს სასამართლო მესიჯს გაუგზავნის - საუდის არაბეთში ახალი კანონი ამოქმედდა

თუ საუდელი მამაკაცი გადაწყვეტს, ცოლს დაშორდეს, ქალი ამის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით გაიგებს. CNN-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ქვეყნის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო. მიზეზად კი იქცა უამრავი შემთხვევა, როდესაც მამაკაცები ცოლებს ისე შორდებოდნენ, რომ ქალებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

„ქალები საუდის არაბეთში საკუთარი ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას SMS-ით მიიღებენ,“ - ნათქვამია სამეფოს იუსტიციის სამინისტროს „ტვიტერზე“.

შეტყობინებების გაგზავნა ქალებთან სასამართლოებმა გუშინ დაიწყეს. მესიჯის ტექსტში იქნება, ასევე, დაშორების ცნობის ნომერი და სასამართლოს მისამართი, სადაც ქალებს დოკუმენტების მიღების საშუალება ექნებათ.

გარდა მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა, ქალები ოჯახური სტატუსის შემოწმებას ვებ-გვერდზეც შეძლებენ.

ხელისუფლების ნაბიჯი იმ სოციალური და ეკონომიკური რეფორმების ნაწილია, რომელიც პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა „ხედვა 2030“ (Vision 2030) სახელით წარადგინა. რეფორმები ქალებისთვის ავტომობილის მართვის უფლების მინიჭებასაც ითვალისწინებდა.

ბინ სალმანი ოქტომბერში, საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის სასტიკ მკვლელობამდე რეფორმატორად მიიჩნეოდა. ჟურნალისტი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. სამეფოს ხელისუფლებაში სალმანის კავშირს მკვლელობასთან კატეგორიულად გამორიცხავენ.

ჩინელ ჟურნალისტს, რომელიც უხანში კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა, ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გაკეთება გადაწყვიტა - "ის უსაფრთხოა და ეფექტური, რატომ უნდა ვთქვა უარი?!"

თურქეთში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა