მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კლინიკები, რომლებიც დღეიდან 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდნენ -  უახლესი მონაცემები ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევებზე
კლინიკები, რომლებიც დღეიდან 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდნენ -  უახლესი მონაცემები ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევებზე

8 იან­ვრი­დან პა­ცი­ენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ დღე-ღა­მის ნე­ბის­მი­ერ დროს გრი­პის სიმპტო­მე­ბის გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე კონ­სულ­ტა­ცია ოჯა­ხის ექიმ­თან გა­ი­ა­როს. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლე­ბიც დღე­ი­დან 24-სა­ა­თი­ან სა­მუ­შაო გრა­ფიკ­ზე გა­და­ვიდ­ნენ, შემ­დე­გია:

შპს "მედ­კა­პი­ტა­ლი-გლ­და­ნი" მის: ვე­კუ­ა­სქ. N 18.

შპს "მედ­კა­პი­ტა­ლი-სა­ბურ­თა­ლო" მის: გამ­რე­კე­ლისქ. N19.

შპს "სა­ო­ჯა­ხო მე­დი­ცი­ნის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო ცენ­ტრი" მის: წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლისქ. N 57.

შპს "მედსი: ("ვერე-21") მის: ქი­ა­ჩე­ლისქ. N 18.

შპს "მედ­კა­პი­ტა­ლი-სამ­გო­რი" მის: მოს­კო­ვის გამზ. კვ. 4, კორპ.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებს მო­უ­წო­დებს, გრი­პი­სა და რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე მი­მარ­თოს ოჯა­ხის ექიმს და მკურ­ნა­ლო­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყოს.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ამ დრო­ის­თვის, ქვე­ყა­ნა­ში ე.წ. ღო­რის გრი­პის 158 შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. მისი თქმით, შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ე.წ. პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის პრო­ტო­კო­ლის შე­სა­ხებ და თბი­ლის­ში, ჯან­დაც­ვის 5 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გა­და­ვი­და სა­გან­გე­ბო მუ­შა­ო­ბის რე­ჟიმ­ზე.

„ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ დი­აგ­ნოს­ტი­კას ამ ეტაპ­ზე მკურ­ნა­ლო­ბის და­წყე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ჩვე­ნი კვლე­ვე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 162 ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა ქვე­ყა­ნა­ში, სა­ი­და­ნაც 158 არის H1N1. და­ნარ­ჩე­ნი 4 შემ­თხვე­ვა არის H3N2. ასე­ვე გა­მოჩ­ნდა B ტი­პის ვირუ­სი, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­სუ­ლი კვი­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, ავა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 100 000 მო­სახ­ლე­ზე გვაქვს - 256. ერთი კვი­რით ად­რინ­დელ მო­ნა­ცემ­თან შე­და­რე­ბით შემ­ცი­რე­ბუ­ლია 21-ით. კვლავ რჩე­ბა მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მძი­მე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის გამო ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის. ამის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც შემ­ცი­რე­ბუ­ლია 41%-დან 33%-მდე, თუმ­ცა ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც მა­ღა­ლია. თბი­ლის­ში, ჯან­დაც­ვის 5 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გა­და­ვი­და სა­გან­გე­ბო მუ­შა­ო­ბის რე­ჟიმ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

კლინიკები, რომლებიც დღეიდან 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდნენ -  უახლესი მონაცემები ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევებზე

კლინიკები, რომლებიც დღეიდან 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდნენ -  უახლესი მონაცემები ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევებზე

8 იანვრიდან პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიაროს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, რომლებიც დღეიდან 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდნენ, შემდეგია:

შპს "მედკაპიტალი-გლდანი" მის: ვეკუასქ. N 18.

შპს "მედკაპიტალი-საბურთალო" მის: გამრეკელისქ. N19.

შპს "საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი" მის: წინამძღვრიშვილისქ. N 57.

შპს "მედსი: ("ვერე-21") მის: ქიაჩელისქ. N 18.

შპს "მედკაპიტალი-სამგორი" მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ.

ჯანდაცვის სამინისტრო ბენეფიციარებს მოუწოდებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოს ოჯახის ექიმს და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყოს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის, ქვეყანაში ე.წ. ღორის გრიპის 158 შემთხვევაა დაფიქსირებული. მისი თქმით, შექმნილი ვითარების ფონზე, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. პირველადი ჯანდაცვის პროტოკოლის შესახებ და თბილისში, ჯანდაცვის 5 დაწესებულება გადავიდა საგანგებო მუშაობის რეჟიმზე.

„ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას ამ ეტაპზე მკურნალობის დაწყებისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი კვლევებით, დაახლოებით 162 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა ქვეყანაში, საიდანაც 158 არის H1N1. დანარჩენი 4 შემთხვევა არის H3N2. ასევე გამოჩნდა B ტიპის ვირუსი, რომელიც შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. გასული კვირის მონაცემებით, ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე გვაქვს - 256. ერთი კვირით ადრინდელ მონაცემთან შედარებით შემცირებულია 21-ით. კვლავ რჩება მაღალი მაჩვენებელი მძიმე რესპირატორული ინფექციის გამო ჰოსპიტალიზაციის. ამის მაჩვენებელიც შემცირებულია 41%-დან 33%-მდე, თუმცა ეს მაჩვენებელიც მაღალია. თბილისში, ჯანდაცვის 5 დაწესებულება გადავიდა საგანგებო მუშაობის რეჟიმზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ