ავტორი:

"სესხი არასოდეს ამიღია - არ მიყვარს" - ვისთვის რას პროგნოზირებდნენ ასტრლოგები და რეალურად რა მოხდა 2018-ში?

"სესხი არასოდეს ამიღია - არ მიყვარს" - ვისთვის რას პროგნოზირებდნენ ასტრლოგები და რეალურად რა მოხდა 2018-ში?

დღესდღეობით, ასტროლოგია ძალიან პოპულარულია. ადამიანების გარკვეული კატეგორია წლის ასტროლოგიურ პროგნოზს გულდასმით ეცნობა, დღის განრიგსაც კი საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გეგმავს, თუმცა ბევრისთვის ეს საკითხი ღიმილის მომგვრელია - ასტროლოგიურ პროგნოზს სერიოზულად არ აღიქვამს... ცნობილი ადამიანების ცხოვრების მაგალითზე გაგაცნობთ, რამდენად სანდოა ასტროლოგიური პროგნოზი: რას უწინასწარმეტყველებდნენ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს 2018 წელს და რეალურად რა მოხდა?..

გვანცა დარასელია (ქალწული):

- ძალიან კარგი წელი მქონდა: კარგ ადამიანებთან ვურთიერთობდი, კარგ ადგილებზე ვიყავი და კარგი მოვლენებიც იყო. უპირველეს ყოვლისა, ეს წელი იმით გამოირჩეოდა, რომ საცხოვრებლად მცხეთაში გადმოვედით - 2018 წელმა ახალი სახლი შეგვძინა...

ნინო ძოწენიძე (კურო):

- სტაბილური წელი მქონდა - ისეთი, როგორიც დავიმსახურე. მიმაჩნია, რომ ასტროლოგიურ პროგნოზზე კი არა, თავად ადამიანზეა დამოკიდებული, თუ როგორი წელი ექნება.

- ასტროლოგიური პროგნოზით, ინვესტიციებისთვის კარგი წელი უნდა გქონოდათ...

- მსგავსი არაფერი მომხდარა, მაგრამ ინვესტირებას 2019 წელს ვაპირებ.

- სესხებისგან გათავისუფლდებითო, გიწინასწარმეტყველებდნენ...

- სესხი არასოდეს ამიღია - არ მიყვარს. ამ საკითხში ჩემი პრაგმატულობა ვლინდება - კურო მიწაზე მყარად დგას. ზედმეტი რამ, რაც ფანტაზიებში გამიყვანს, არ მომწონს. დღეს თუ საშუალება მაქვს, ვიყიდი, თუ - არა, ამის გამო ვერ გავრისკავ, რადგან ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის შეგრძნება განსაკუთრებულად ნაკლებია. ამიტომ ხანგრძლივ სესხზე ლაპარაკი ზედმეტია - არ მიყვარს, როცა დაძაბული ვარ.

- შესაძლოა, მეუღლე დააწინაურონო. ამის შესახებ რას გვეტყვით?

- მეუღლემ თავის კარიერაში ახალი ამბები დაიწყო: ფილმი გადაიღო, რომელშიც დიდი, შემდგარი მსახიობები და ძალიან კარგი ბავშვები მონაწილეობენ. ჩემს მეუღლეს არავინ აწინაურებს: საქმეში საკუთარი თავის რეალიზებას თავად ახდენს - ისევე, როგორც მე.

- წლის დასაწყისში ისეთი ცვლილებები თუ მოხდა, რომელმაც ურთიერთობებზე ზეგავლენა მოახდინა?

- არა. ძალიან კარგი სამეგობრო მყავს. საერთოდ, კონფლიქტური არ ვარ. ჩემთვის ვინც ღირებული და ფასეულია, ყველა გვერდით მყავს და ყოველთვის ასე იქნება. ადამიანების დაკარგვა არ მიყვარს, თუ, რა თქმა უნდა, თავს არ დამაკარგვინებენ.

სალომე ჭაჭუა (კირჩხიბი):

- მრავალფეროვანი წელი მქონდა, რადგან ბევრი ვიმოგზაურე. 2018 წელი ჩემთვის თვითმფრინავთან ასოცირდება. ბევრი ტურნირი მქონდა. საქმის მხრივ, ძალიან დატვირთული ვიყავი. 2018-მა ჩემს კარიერაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, რადგან უამრავი რამე ვისწავლე, ბევრი ახალი "ტრენერი" შევიძინე და ძალიან კარგად განვვითარდი - ყოველ შემთხვევაში, თავს ასე ვგრძნობ. ნაყოფიერი წელი მქონდა და ძალიან კმაყოფილი ვარ. ვცდილობ, ყოველი წელი, თვე, დღე მაქსიმალურად გამოვიყენო. წინ წავიდე და ა.შ.

- შენი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს აფრთხილებდნენ - რაც უფრო ნაკლებს მოელი, მით უფრო კარგი წელი გექნებაო...

- მეტს არასდროს ველი - იმას ვჯერდები, რაც დღეს არის. უბრალოდ, ერთ ადგილზე გაჩერება არ მიყვარს - შინაგანად ასეთი ვარ: მინდა, რაღაც ვისწავლო, ვიმუშაო... სულ ვფუსფუსებ. შესაბამისად, მერე კარგი რაღაცები მოდის და მოდის...

- ბიზნესშემოთავაზების ან მემკვიდრეობით დატოვებული ქონების სახით, მოულოდნელი შესაძლებლობების გამოჩენასაც გიწინასწარმეტყველებდნენ...

- ბიზნესი არ დამიწყია, თუმცა ოჯახში, მემკვიდრეობით დატოვებული რაც გვქონდა, იმით რაღაც საქმეს ვაკეთებთ.

- ბევრი მუშაობა მოგიწევთ, რის გამოც საყვარელ ადამიანებთან ნაკლებ დროს გაატარებთო...

- ვაიმე, სამწუხაროდ, დროის უკმარისობას მართლა განვიცდი. მეგობრები ჩემთან, სამსახურში ხშირად მოდიან, რომ იქ მაინც მნახონ.

ამიკო ჩოხარაძე (ღრიანკალი):

- 2018 წელი ჩემთვის ბევრი სიახლის მომტანი გახლდათ. ყველაზე მაგარი ის იყო, რომ წლის მიწურულს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გავიმარჯვე. ძალიან კმაყოფილი ვარ - ამ წელიწადმა კარგად ჩაიარა. მიმაჩნია, რომ ადამიანი თავად წყვეტს, მისი ცხოვრება როგორი უნდა იყოს: როგორ ნაბიჯსაც გადადგამს, მისი დღეც ისე განვითარდება...

"მასტერი", გიორგი პავლიაშვილი (თხის რქა):

- მართალია, წელს კლიპი არ გადამიღია, მაგრამ საკმაოდ ვიაქტიურე - 25-ზე მეტი სიმღერა გამოვუშვი... მუსიკალური ბენდი ავიყვანე. კონცერტების გამართვას მათთან ერთად ვაპირებ. პირად ცხოვრებას რაც შეეხება, რაღაცები ძალიან გავასერიოზულე, მერე კი რაღაცები ამერია... დავშორდით, რაც ჯერ ისევ კვალივით მაქვს დარჩენილი.

- წელს ასტროლოგები ფარული ნიჭის გამოვლენას გიწინასწარმეტყველებდნენ...

- წელს ბიზნესში პირველი ნაბიჯები გადავდგი... საბოლოო ჯამში, 2018-ის მადლობელი ვარ. წაიკითხეთ სრულად

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს