ავტორი:

გრიგოლ გეგელია პოლიტიკაში მიდის

გრიგოლ გეგელია პოლიტიკაში მიდის

პოლიტიკის ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას გეგმავს. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, ის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება. ამასთან, როგორც გრიგოლ გეგელიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე მემარცხენე დემოკრატიულ თავისუფალ პროგრესულ წრეებში მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმასთან დაკავშიებით, თუ საბოლოო კანდიდატად ვინ დასახელდება და გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მიიღებენ.

„ვადასტურებ, რომ მსგავსი განხილვა არსებობს მემარცხენე დემოკრატიულ თავისუფალ პროგესისტულ წრეებში. განხილვა არის იმის თაობაზე, ვინ იქნება კარგი და სწორი კანდიდატი, რა ტიპის აქცენტები გვექნება და როგორ ვაპირებთ შევუტიოთ ორპარტიულ ყოფას. რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, მათ შორის ჩემიც. ჩვენთვის მთავარია პრინციპები და არა სახეები.

პარტიებთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, ჩვენ ვართ არაპარტიულები. საქართველოში დამოუკიდებელი პოლიტიკის დროა. ვინც არ უნდა იყოს ჩვენი კანდიდატი, ჩვენ ვისაუბრებთ ყველაზე მწვავე პრობლემებზე, რომლებიც ქართველ ხალხს აქვს: სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, დემოკრატიის ნაკლებობა, გაუმჭვირვალე სისტემა, საჯარო სივრცის მიტაცება და უგულვებელყოფა“, - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

2018 წლის 28 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. ამის გამო მან მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის პოსტი დატოვა. შესაბამისად, გამოთავისუფლებულ საარჩევნო უბანზე ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატს მოსახლეობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე აირჩევს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები