სტამბოლში უკრაინისთვის ტომოსის მინიჭების ცერემონია დასრულდა. საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, მსოფლიო პატრიარქმა ავტოკეფალიის შესახებ დოკუმენტი უკრაინის ეკლესიის მეთაურს, ეპიფანეს გადასცა.
ისტორიული ცერემონია სტამბოლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაიმართა. ტომოსის გადაცემის შემდეგ ტაძარში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ და უკრაინის ეკლესიის მეთაურმა ეპიფანემ.
შეგახსენებთ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ხელი გუშინ მოაწერა. ტომოსის მინიჭების გადაწყვეტილება მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა 11 ოქტომბერს მიიღო.