პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას განიხილავდნენ ზურაბ ადეიშვილი და ერეკლე კოდუა ბუდაპეშტის ქართულ რესტორანში - ექსკლუზიური ფოტო ვახშმიდან
რას განიხილავდნენ ზურაბ ადეიშვილი და ერეკლე კოდუა ბუდაპეშტის ქართულ რესტორანში - ექსკლუზიური ფოტო ვახშმიდან

იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი და სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის (სოდ) ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ერეკ­ლე კო­დუა ბუ­და­პეშ­ტში მდე­ბა­რე ქარ­თულ რეს­ტო­რან­ში "ხა­ჭა­პუ­რი" ერ­თად ვახ­შმო­ბი­სას შე­ნიშ­ნეს. შეხ­ვე­დის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო AMBEBI.GE-ს სა­კუ­თარ­მა წყა­რომ ექ­სკლუ­ზი­უ­რად მი­ა­წო­და. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ადე­იშ­ვი­ლი და კო­დუა ინ­ტერ­პო­ლით იძებ­ნე­ბი­ან.

ჩვე­ნი წყა­როს ცნო­ბით, რეს­ტო­რან­ში მათ­თან ერ­თად კი­დევ ათამ­დე ქარ­თვე­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და - ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ბუ­და­პეშ­ტის ცენ­ტრში ფარ­თის და­ქი­რა­ვე­ბის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ, კო­დუ­ას გეგ­მებ­ში შე­დის.

"ერეკ­ლე კო­დუა თა­ვის უკ­რა­ი­ნელ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად იყო. მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად იყ­ვნენ სხვე­ბიც, თუ არ ჩავ­თვლით ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს, რო­მელ­საც ბავ­შვი ახ­ლდა... აქამ­დე მე­გო­ნა, რომ ისი­ნი ინ­ტერ­პო­ლით იძებ­ნე­ბოდ­ნენ და ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­დე­ბა, რო­დე­საც შუ­ა­გულ ევ­რო­პა­ში, უნ­გრე­თის დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე რეს­ტო­რან­ში ლა­ღად მსხდო­მე­ბი შევ­ნიშ­ნე. რო­გორც ჩანს, ისი­ნი იქა­უ­რო­ბას საკ­მა­ოდ ხში­რად სტუმ­რო­ბენ", - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს სა­კუ­თარ­მა წყა­რომ.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, კო­დუ­ას ად­ვო­კატ­მა ოთარ კა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი დაც­ვის ობი­ექ­ტზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა შე­წყდა. მი­სი­ვე თქმით, ინ­ტერ­პოლ­მა ძებ­ნის შე­წყვე­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ად­ვო­კა­ტე­ბის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო. იგი­ვე ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­სა და და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­ზეც, რაც მა­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნი­ა­თო­ბად ჩა­უთ­ვა­ლა.

ერეკ­ლე კო­დუ­ას ბრა­ლი ორ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით - ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლის ცე­მის და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბი­სა და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, თაღ­ლი­თო­ბის ჩა­დე­ნის ფაქ­ტებ­ზე აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი.

"ერეკ­ლე კო­დუა ინ­ტერ­პოლ­მა მოხ­სნა სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნი­დან. გე­ნე­რა­ლურ­მა სამ­დივ­ნომ შე­ის­წავ­ლა მი­წო­დე­ბუ­ლი მა­სა­ლა და მი­ი­ღო შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ერეკ­ლე კო­დუა იმ­ყო­ფე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ში, რო­მელ­მაც, თა­ვის მხრივ, იგი პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით დევ­ნი­ლად აღი­ა­რა", - გან­მარ­ტავ­და კა­ხი­ძე.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის ყო­ფილ მი­ნის­ტრ ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ასე­ვე ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით იძებ­ნე­ბო­და. 2015 წელს კი, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ინ­ტერ­პო­ლის ვებგ­ვერ­დზე ადე­იშ­ვი­ლის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი აღარ იძებ­ნე­ბა.

ადე­იშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრა­ლი, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­სა და პა­ტი­მარ­თა და­მამ­ცი­რე­ბე­ლი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში, და­უს­წრებ­ლად წა­უ­ყე­ნეს. მას ასე­ვე ბრა­ლად ედე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ი­სა და და­ნა­შა­ულ­თა პრო­ვო­კა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა.

მა­შინ მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ნა­ცხა­და, რომ ინ­ტერ­პო­ლის გე­ნე­რა­ლურ­მა სამ­დივ­ნომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქარ­თულ მხა­რეს­თან შე­უ­თან­ხმებ­ლად მი­ი­ღო და არც და­მა­ტე­ბი­თი არ­გუ­მენ­ტა­ცი­ი­სა თუ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის წარ­დგე­ნა მო­უ­თხო­ვია.

"ინ­ტერ­პო­ლის გე­ნე­რა­ლურ­მა სამ­დივ­ნომ ზ. ადე­იშ­ვი­ლის მი­მართ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნის გა­უქ­მე­ბის ძი­რი­თად სა­ფუძ­ვლად მი­უ­თი­თა ქარ­თუ­ლი მხა­რი­სათ­ვის უც­ნო­ბი ერთ-ერთი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ზ. ადე­იშ­ვი­ლის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი", - აცხა­დებ­დნენ უწყე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რამ 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დროს კობა და­ვი­თაშ­ვი­ლის ცე­მი­სა და მისი თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის საქ­მე­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა.

ამას­თან, მას წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი. მის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში 3 სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის წარ­მო­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს: ცი­ხე­ში პა­ტიმ­რის წა­მე­ბის საქ­მე, ქარ­თუ ბან­კის გა­კოტ­რე­ბის საქ­მე და 7 ნო­ემ­ბრი­სა და ტე­ლე­კომ­პა­ნია იმედ­ში უკა­ნო­ნო შეჭ­რის საქ­მე.

ავტორი:

რას განიხილავდნენ ზურაბ ადეიშვილი და ერეკლე კოდუა ბუდაპეშტის ქართულ რესტორანში - ექსკლუზიური ფოტო ვახშმიდან

რას განიხილავდნენ ზურაბ ადეიშვილი და ერეკლე კოდუა ბუდაპეშტის ქართულ რესტორანში - ექსკლუზიური ფოტო ვახშმიდან

იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა ბუდაპეშტში მდებარე ქართულ რესტორანში "ხაჭაპური" ერთად ვახშმობისას შენიშნეს. შეხვედის ამსახველი ფოტო AMBEBI.GE-ს საკუთარმა წყარომ ექსკლუზიურად მიაწოდა. შეგახსენებთ, რომ ადეიშვილი და კოდუა ინტერპოლით იძებნებიან.

ჩვენი წყაროს ცნობით, რესტორანში მათთან ერთად კიდევ ათამდე ქართველი იმყოფებოდა - ყოფილი მაღალჩინოსნები ბუდაპეშტის ცენტრში ფართის დაქირავების საკითხს განიხილავდნენ, რაც სავარაუდოდ, კოდუას გეგმებში შედის.

"ერეკლე კოდუა თავის უკრაინელ მეუღლესთან ერთად იყო. მეუღლეებთან ერთად იყვნენ სხვებიც, თუ არ ჩავთვლით ზურაბ ადეიშვილს, რომელსაც ბავშვი ახლდა... აქამდე მეგონა, რომ ისინი ინტერპოლით იძებნებოდნენ და ძალიან გამიკვირდება, როდესაც შუაგულ ევროპაში, უნგრეთის დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე რესტორანში ლაღად მსხდომები შევნიშნე. როგორც ჩანს, ისინი იქაურობას საკმაოდ ხშირად სტუმრობენ", - განუცხადა AMBEBI.GE-ს საკუთარმა წყარომ.

ცნობისთვის, რამდენიმე წლის წინ, კოდუას ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ობიექტზე საერთაშორისო ძებნა შეწყდა. მისივე თქმით, ინტერპოლმა ძებნის შეწყვეტის გადაწყვეტილება ადვოკატების მიმართვის საფუძველზე მიიღო. იგივე ინფორმაცია გავრცელდა ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილზეც, რაც მაშინ საზოგადოების ნაწილმა ხელისუფლებას უნიათობად ჩაუთვალა.

ერეკლე კოდუას ბრალი ორ საქმესთან დაკავშირებით - ვალერი გელაშვილის ცემის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობის ჩადენის ფაქტებზე აქვს წაყენებული.

"ერეკლე კოდუა ინტერპოლმა მოხსნა საერთაშორისო ძებნიდან. გენერალურმა სამდივნომ შეისწავლა მიწოდებული მასალა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ერეკლე კოდუა იმყოფება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, რომელმაც, თავის მხრივ, იგი პოლიტიკური ნიშნით დევნილად აღიარა", - განმარტავდა კახიძე.

მოგვიანებით, დაახლოებით იგივე ინფორმაცია გავრცელდა საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით, რომელიც ასევე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. 2015 წელს კი, ცნობილი გახდა, რომ ინტერპოლის ვებგვერდზე ადეიშვილის შესახებ მონაცემები აღარ იძებნება.

ადეიშვილს საქართველოში ბრალი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში, დაუსწრებლად წაუყენეს. მას ასევე ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და დანაშაულთა პროვოკაციის ორგანიზება.

მაშინ მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად მიიღო და არც დამატებითი არგუმენტაციისა თუ დოკუმენტაციის წარდგენა მოუთხოვია.

"ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზ. ადეიშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად მიუთითა ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ ზ. ადეიშვილისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი", - აცხადებდნენ უწყებაში.

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი ზურაბ ადეიშვილი პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

ამასთან, მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მის წინააღმდეგ საქართველოში 3 სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს: ციხეში პატიმრის წამების საქმე, ქართუ ბანკის გაკოტრების საქმე და 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია იმედში უკანონო შეჭრის საქმე.

გიორგი ვაშაძე: "ძალიან ვწუხვარ, რომ მიხეილ სააკაშვილს მთლიანად აერია თავგზა"

"ერთმანეთისთვის ე.წ. მეგობრული ცეცხლის გახსნით არ დავაზიანოთ საერთო ინტერესები" - სააკაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს

"უკრაინის გენპროკურორის ერთ-ერთი მრჩეველი ნასამართლევია და მსჯავრი მოხდილი არ აქვს. ეს ზურაბ ადეიშვილია" - სვიატოსლავ პისკუნი