სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტი "ტამიფლუ" ოთხ სააფთიაქო ქსელს გადაეცა
გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტი "ტამიფლუ" ოთხ სააფთიაქო ქსელს გადაეცა

გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­დი­კა­მენ­ტი „ტა­მიფ­ლუ“ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ოთხ სა­აფ­თი­ა­ქო ქსელს გა­დას­ცა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ უწყე­ბის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ და­ვით ტო­რუ­ამ გა­ნუ­ცხა­და, ჯამ­ში მათი რა­ო­დე­ნო­ბა 800 ერ­თე­ულ კო­ლოფს შე­ად­გენს. მი­სი­ვე თქმით, დღეს დი­ლი­დან, პრე­პა­რატს იმ რე­გი­ო­ნებ­ში ანა­წი­ლე­ბენ, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა, ისევ დე­ფი­ცი­ტი გაჩ­ნდეს.

სა­მი­ნის­ტრომ სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებს „ტა­მიფ­ლუ“ თა­ვი­სი მა­რა­გი­დან გა­დას­ცა, ხოლო მას შემ­დეგ, რაც გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბი შემ­ცირ­დე­ბა, კომ­პა­ნი­ებს უწყე­ბის­თვის პრე­პა­რა­ტის უკან დაბ­რუ­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ.

„ამას­თან, რო­გორც გუ­შინ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, ჩვენ მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრებ­ში გვაქვს მა­რა­გე­ბი, სა­ი­და­ნაც ის რისკ ჯგუ­ფებ­ზე (ბავ­შვებ­ზე, ორ­სუ­ლებ­ზე, პენ­სი­ო­ნე­რებ­ზე, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებ­ზე) უფა­სოდ გა­ი­ცე­მა. გარ­და ამი­სა, „ტა­მიფ­ლუს“ მა­რა­გი თით­ქმის ყვე­ლა სტა­ცი­ო­ნარ­შია, რომ­ლის ხარ­ჯებ­საც კლი­ნი­კა­ში მოხ­ვედ­რი­ლებს სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვა აუ­ნა­ზღა­უ­რებთ.

აფ­თი­ა­ქებს „ტა­მიფ­ლუ“ იმ მიზ­ნით გა­და­ე­ცათ, რომ ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, ვინც მე­დი­კა­მენ­ტი ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბით უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს დე­ფი­ცი­ტი არ შე­იქ­მნას. შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც კი სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლე­ბი მა­რა­გებს შე­ავ­სე­ბენ, ისი­ნი ამ მე­დი­კა­მენ­ტებს უკან დაგ­ვიბ­რუ­ნე­ბენ“, - აღ­ნიშ­ნა მან.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ა­ფარ­თო­ვა იმ პი­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, ვინც ან­ტი­ვირუ­სულ პრე­პა­რატ „ტა­მიფ­ლუს“ უფა­სოდ მი­ი­ღებს. მე­დი­კა­მენ­ტის უფა­სოდ მი­ღე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრებ­ში სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს, ბავ­შვებს, ორ­სუ­ლებ­სა და ასა­კით პენ­სი­ო­ნე­რებს შე­უძ­ლი­ათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები
ავტორი:

გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტი "ტამიფლუ" ოთხ სააფთიაქო ქსელს გადაეცა

გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტი "ტამიფლუ" ოთხ სააფთიაქო ქსელს გადაეცა

გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტი „ტამიფლუ“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ოთხ სააფთიაქო ქსელს გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყების საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ დავით ტორუამ განუცხადა, ჯამში მათი რაოდენობა 800 ერთეულ კოლოფს შეადგენს. მისივე თქმით, დღეს დილიდან, პრეპარატს იმ რეგიონებში ანაწილებენ, სადაც შეიძლება, ისევ დეფიციტი გაჩნდეს.

სამინისტრომ სააფთიაქო ქსელებს „ტამიფლუ“ თავისი მარაგიდან გადასცა, ხოლო მას შემდეგ, რაც გრიპის შემთხვევები შემცირდება, კომპანიებს უწყებისთვის პრეპარატის უკან დაბრუნების ვალდებულება ექნებათ.

„ამასთან, როგორც გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში გვაქვს მარაგები, საიდანაც ის რისკ ჯგუფებზე (ბავშვებზე, ორსულებზე, პენსიონერებზე, სოციალურად დაუცველებზე) უფასოდ გაიცემა. გარდა ამისა, „ტამიფლუს“ მარაგი თითქმის ყველა სტაციონარშია, რომლის ხარჯებსაც კლინიკაში მოხვედრილებს საყოველთაო ჯანდაცვა აუნაზღაურებთ.

აფთიაქებს „ტამიფლუ“ იმ მიზნით გადაეცათ, რომ ამბულატორიული პაციენტებისთვის, ვინც მედიკამენტი ექიმის დანიშნულებით უნდა გამოიყენოს დეფიციტი არ შეიქმნას. შესაბამისად, როგორც კი სააფთიაქო ქსელები მარაგებს შეავსებენ, ისინი ამ მედიკამენტებს უკან დაგვიბრუნებენ“, - აღნიშნა მან.

ჯანდაცვის სამინისტრომ გააფართოვა იმ პირების ჩამონათვალი, ვინც ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებს. მედიკამენტის უფასოდ მიღება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში სოციალურად დაუცველებს, ბავშვებს, ორსულებსა და ასაკით პენსიონერებს შეუძლიათ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი