ქართულ ინტერნეტსივრცეში ბოლო დროს ისტერიულად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ,რომ წყალბადის ზეჟანგი არის უნიკალური სამკურნალო საშუალება მრავალი დაავადების წინააღმდეგ, ვრცელდება ვიდეორგოლებიც, რომელთა ავტორები გვირჩევენ წყალბადის ზეჟანგის რეგულარულ მიღებას ინფექციების პროფილაქტიკისთვის, ალერგიის, სიმსუქნის და სიმსივნის სამკურნალოდაც კი.
რამდენად რეალურია აღნიშნული ინფორმაცია, ამ საკითხზე ექიმი თამარ მამაცაშვილი საუბრობს:
- ჩვენ დავინტერესდით, არსებობდა თუ არა ანალოგიური ინფორმაცია ამერიკის მოსახლეობაში, შევისწავლეთ არაერთი საინფორმაციო წყარო და აღმოჩნდა, რომ ამ პრობლემით ამერიკელი ექიმებიც არიან შეშფოთებულნი. იქაური მოსახლეობაც მოხიბლა ცნობამ იმის შესახებ, რომ წყალბადის ზეჟანგი უნივერსალური სამკურნალო საშუალება ყოფილა და იქაცმასობრივად დაიწყეს მისი მიღება. ექიმები გაოცებულები არიან, რომ 21-ე საუკუნეში ასეთ საკითხზე უხდებათ განგაშის ატეხვა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომ ადამიანები ადვილად ექცევიან საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული არასწორი მოწოდებების გავლენის ქვეშ. ამერიკელი ექიმები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ არ გამოიყენონ წყალბადის ზეჟანგი დასალევად, რადგან შეიძლება შედეგად
რეანიმაციაში ამოყონ თავი. უკვე აღინიშნა ადამიანთა მოწამვლის არაერთი შემთხვევა. იყო კუჭისა და საყლაპავის ლორწოვანის დამწვრობის შემთხვევები, განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა, როდესაც ადამიანები წყალბადის ზეჟანგის კონცენტრირებულ (35%-იან ან უფრო მეტი კონცენტრაციის) ხსნარს მოიხმარენ.
მისი ორგანიზმში მოხვედრისას კუჭში გამოთავისუფლდება დიდი რაოდენობით ჟანგბადი, რომელიც უკეთეს შემთხვევაში კუჭის ლორწოვანის გაღიზიანებას და ღებინებას იწვევს, უარეს შემთხვევაში კი უფრო სერიოზული დაზინებები შეიძლება გამოიწვიოს, არის რისკი, რომ ჟანგბადის ბუშტუკები კაპილარული ქსელით მოხვდება სისხლის მიმოქცევის წრეში, გადაინაცვლებს ტვინისკენ და გამოიწვევს კრუნჩხვას და ინსულტის მსგავს დაზიანებას. ასეთ შემთხვევაში წყალბადის ზეჟანგის მიღება შეიძლება ლეტალურადაც კი დასრულდეს.
მინესოტის მომწამლავ ნივთიერებათა კონტროლის სისტემის ტოქსიკოლოგი ენ არენსი აღნიშნავს, რომ არავითარი მეცნიერულად დადასტურებული მონაცემები წყალბადის ზეჟანგის იმ ეფექტების შესახებ, რის რეკლამირებასაც ეწევიან სხვდასხვა საიტები, არ არსებობს. მისი მიღება მხოლოდ პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.
წყალბადის ზეჟანგი არის ანტისეპტიკური საშუალება. კანის დაზიანებულ უბანთან, ან ლორწოვან გარსთან კონტაქტისას, გამონთავისუფლდება აქტიური ჟანგბადი, ამ დროს ხდება მექანიკური გასუფთავება და ორგანული ნივთიერებების ინაქტივაცია (პროტეინები, სისხლი, ჩირქი).ანტისეპტიკური მოქმედება არ არის მასტერილებელი, მისი გამოყენებისას ხდება მიკროორგანიზმების მხოლოდ დროებითი შემცირება.დიდი რაოდენობით ქაფის წარმოქმნა ხელს უწყობს თრომბის წარმოქმნას და წვრილი სისხლძარღვებიდან სისხლდენის შეჩერებას.
მიღების ჩვენებებია:ლორწოვანი გარსების ანთებითი დაავადებები, ჩირქოვანი ჭრილობები, ზედაპირული ჭრილობებიდან კაპილარული სისხლდენა, სისხლდენა ცხვირიდან. დეზინფექციისა და დეზოდორირებისათვის: სტომატიტი, ტონზილიტი, გინეკოლოგიური დაავადებები...წაიკითხეთ სრულად