თბილისის მერი კახა კალაძე ზამთრის დღეებს ოჯახთან ერთად შვეიცარიაში, ზამთრის კურორტ სანტ-მორიციზე ატარებს. კურორტე გადაღებულ ფოტოებს კახი და ანუკი "ინსტაგრამზე" აქვეყნებენ. "მამიკოს ბიჭი"- წერს ერთ-ერთი ფოტოს კომენტირებისას ანუკი არეშიძე, სადაც თბილისის მერი და მისი უმცროსი ვაჟი არიან გადაღებული.
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე ახალ წელს თბილისში შეხვდნენ. მათ 2019 წლის მოსვლა რესპუბლიკის მოედანზე აღნიშნეს, სადაც გალა კონცერტი გაიმართა.