Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„არაფერზე უკან არ ვიხევთ და მკაცრები ვართ“ - სტეფანე "საქართველოს ვარსკვლავში" მაგარ ტიპს ეძებს
„არაფერზე უკან არ ვიხევთ და მკაცრები ვართ“ - სტეფანე "საქართველოს ვარსკვლავში" მაგარ ტიპს ეძებს

სტე­ფა­ნეს კა­რი­ე­რა წარ­მა­ტე­ბუ­ლი მომ­ღერ­ლო­ბის და პრო­დი­უ­სე­რო­ბის გარ­და, მე­გაპ­რო­ექ­ტე­ბის ჟი­უ­რის წევ­რო­ბა­საც მო­ი­ცავს, თა­ნაც ისე, რომ ამ კუ­თხით უკვე ექ­სპერ­ტის სტა­ტუ­სიც აქვს. ახლა მე­ცხრე კონ­კურ­სის ჟი­უ­რის წევ­რი იქ­ნე­ბა და ამ­ბობს, რომ ძა­ლი­ან მკაც­რიც, რად­გან, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­მა", რო­მე­ლიც დღეს "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე" იწყე­ბა, "ევ­რო­ვი­ზი­ის­თვის" კონ­კურ­სან­ტი უნდა შე­არ­ჩი­ოს.

სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი თა­ვად ამ კონ­კურ­სი­დან 2009 წელს დის­კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა ახლა ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს იმის­თვის, რომ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" ღირ­სე­უ­ლი კონ­კურ­სან­ტი წა­ვი­დეს.

- რო­გორც მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტებ­ში კარ­გად გა­მოწ­ვრთნი­ლი მუ­სი­კო­სი, რას გვე­ტყვი, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" სხვა და­ნარ­ჩე­ნის­გან რითი იქ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი?

- სი­ახ­ლე უკვე არ არის, რომ ამ კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" მი­ემ­გზავ­რე­ბა და ეს არის ამ პრო­ექ­ტის ერ­თგვა­რი ხიბ­ლიც, რა­მაც "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" უპ­რე­ცე­დენ­ტო ნი­ჭი­ე­რე­ბის ზე­ი­მი გა­მო­იწ­ვია. 300-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი აუ­დი­ტო­რი­ის წი­ნა­შე გა­მოს­ვლა ყვე­ლას მო­უნ­და. პრო­ექ­ტში ვინც მო­ვი­და, ფიქ­რობს, რომ უნდა გა­ი­მარ­ჯვოს. სა­ო­ცა­რი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან, მათ შო­რის, კარ­გად ნაც­ნო­ბი სა­ხე­ე­ბიც, რა­მაც ეს კონ­კურ­სი ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­ხა­და.

მე­ო­რე ისაა, რომ ჩემი კო­ლე­გე­ბი, ჟი­უ­რის წევ­რე­ბი - ზაზა შენ­გე­ლია, ნა­თია თო­დუა, თიკო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით შე­უდ­გნენ საქ­მეს. ნა­თი­ას­გან თით­ქოს არ მო­ვე­ლო­დი ამ ტი­პის სიმ­კაც­რეს. ზაზა სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც თა­ვი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურსთან, თიკო უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლეა ამ ყვე­ლაფ­რის, - ევ­რო­პის მა­უ­წყე­ბელ­თა კავ­ში­რის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. ნა­თი­ა­საც მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ქვს გერ­მა­ნი­ის მხრი­დან ამ კონ­კურსთან. ასე რომ, ოთხი­ვეს სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზა­ნი იყო და არის "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" "მა­გა­რი ტიპი" წა­ვი­დეს.

ჟი­უ­რი არ არის რბი­ლი, რაც ქმნის თა­ვი­სე­ბუ­რად შოუს. თვი­თო­ნაც მიკ­ვირ­და, რომ არა­ფერ­ზე უკან არ ვი­ხევ­დით და ქას­თინგზე ასე­თი მკაც­რე­ბი ვი­ყა­ვით.

_ შენ ოფი­ცი­ა­ლუ­რად დის­კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ხარ "ევ­რო­ვი­ზი­ი­დან". მარ­თლა უც­ნა­უ­რია, რომ ასე­თი ადა­მი­ა­ნი, მო­ნა­წი­ლეს სწო­რედ ამ კონ­კურ­სის­თვის არ­ჩევ...

_ კი, ოფი­ცი­ა­ლუ­რად დის­კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვარ და ამის გამო, 2018 წელს ლონ­დო­ნი­დან მოწ­ვე­ვა მო­მი­ვი­და Channel 5-დან, ძა­ლი­ან რე­ი­ტინ­გულ არხზე ინ­ტერ­ვიუ მქონ­და, სა­დაც "ევ­რო­ვი­ზი­ას­თან" და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი ვი­ლა­პა­რა­კეთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქარ­თვე­ლებს უკვე ამ­ხე­ლა ის­ტო­რია გვაქვს, ამ­დე­ნი წე­ლია, იქ დავ­დი­ვართ, მე ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ავუხ­სე­ნი.

_ რო­გორც ჩანს, სწო­რედ შენ აღ­მოჩ­ნდი მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო...

_ კი, მხო­ლოდ მე მი­მიწ­ვი­ეს. დიდი, სე­რი­ო­ზუ­ლი ფილ­მი გა­ა­კე­თეს, - სა­ინ­ტე­რე­სო გარ­ჩე­ვა მო­ა­წყვეს, ჩემი აზრი მარ­თლაც რომ აინ­ტერ­სებ­დათ. ვფიქ­რობ, რომ ეს არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად გა­კე­თე­ბუ­ლი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კურ­სი, სა­დაც არა­ნა­ი­რი წი­ნას­წა­რი გათ­ვლა არ არ­სე­ბობს. ერთი დიდი ფორ­მუ­ლაა, თუ რას უნდა შე­ი­ცავ­დეს ეს ყვე­ლა­ფე­რი. სა­ქარ­თვე­ლოს არა­სო­დეს აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, კონ­კურ­სში ისე­ვე ჩა­ერ­თოს, რო­გორც მდი­და­რი ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ლი­ო­ნებს ხარ­ჯა­ვენ და ამის­თვის იბ­რძვი­ან. ვი­მე­ო­რებ, ჩვენ ამის რე­სურ­სი არ გვაქვს, თუმ­ცა ყო­ველ­თვის ორი­გი­ნა­ლუ­რი გა­მოს­ვლის მომ­ხრე ვარ, რაც ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად გა­მოგ­ვდის. ერ­თა­დერ­თი ნა­თე­ლი პრო­ექ­ტი ჰქონ­და Young Georgian Lolitas-ს. ამის დას­ტუ­რი ის იყო, რომ ბრი­ტა­ნეთ­მა 12 ქულა დაგ­ვი­წე­რა და დავ­მშვიდ­დი.

მოკ­ლედ, ახლა ამ კონ­კურ­სზეც ვე­ძებ ძა­ლი­ან მა­გარ უცხო პრო­ექტს, რომ­ლი­თაც ვი­ა­მა­ყებ!

_ დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას რომ მი­ვუბ­რუნ­დეთ და ეს პე­რი­ო­დი ჩვენს მკი­თხველს გა­ვახ­სე­ნოთ, რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნი იყო მა­შინ "ევ­რო­ვი­ზი­ის" სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტი Stephane & 3g-ს მი­მართ?

_ ეს იყო 2009 წელი, რო­დე­საც "ევ­რო­ვი­ზია" მოს­კოვ­ში ტარ­დე­ბო­და, სა­დაც მე და "3 გოგო" უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით სიმ­ღე­რით We Don't Wanna Put In, სა­დაც ში­ნა­არ­სობ­რი­ვად, გრა­მა­ტი­კუ­ლად ტექ­სტში არა­ნა­ი­რი შეც­დო­მა არ იყო. "ჩვენ არ გვინ­და უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბის ჩა­დე­ბა", - ეს იყო აზრი, თუმ­ცა ერთი მოს­მე­ნით თით­ქოს "ჩვენ არ გვინ­და პუ­ტი­ნი" - ეს ჟღერ­და. სიმ­ღე­რა ყვე­ლას ძა­ლი­ან მოს­წონ­და.

არ­სე­ბობს დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი, თუ რო­გორ გვი­ღე­ბენ ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში, მო­წი­ნა­ვე და რე­ი­ტინ­გუ­ლი არ­ხე­ბის­თვის, გა­და­ცე­მე­ბი წერ­დნენ ინ­ტერ­ვი­უ­ებს, მაგ­რამ ჩვენ მოგ­ვცეს დის­კვა­ლი­ფი­კა­ცია, რის გა­მოც, ადა­მი­ა­ნე­ბი ევ­რო­კავ­ში­რი­დან შოკ­ში იყ­ვნენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი არაფ­რის გამო მოხ­და. სიმ­ღე­რა­ში იმ ფრა­ზის გა­და­თა­მა­შე­ბა უბ­რა­ლოდ მარ­კე­ტინ­გუ­ლი ხრი­კი იყო, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან მაგ­რად იმუ­შა­ვა და ასე შე­ვე­დით ამ კონ­კურ­სის ის­ტო­რი­ა­ში.

_რომ წა­სუ­ლი­ყა­ვით რა საფრ­თხე­ე­ბი არ­სე­ბობ­და და თქვე­ნი დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით "ევ­რო­ვი­ზი­ამ"რის­გან და­ი­ზღვია თავი?

_ იყო დიდი შიში, რომ ვი­ღაც ჩვე­ნი ჯგუ­ფი­დან შე­იძ­ლე­ბო­და, მო­ეკ­ლათ. სე­რი­ო­ზუ­ლი სკან­და­ლი იყო. ფაქ­ტობ­რი­ვად, "ევ­რო­ვი­ზი­ამ" და­არ­ღვია წესი, ჩვენ არა­ფე­რი დაგ­ვირ­ღვე­ვია, მხო­ლოდ იმას ვამ­ტკი­ცებ­დით, რომ ში­ნა­არ­სობ­რი­ვად დარ­ღვე­ვა არ გვქონ­და. თუმ­ცა ამ ყვე­ლაფ­რის­გან მო­გე­ბუ­ლი დავ­რჩი, რად­გა­ნაც ჩემს კა­რი­ე­რა­ში დარ­ჩა დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი, რო­მე­ლიც ვახ­სე­ნე; მე ვი­ყა­ვი ყვე­ლა­ზე სა­ო­ცარ არ­ხებ­ზე, სა­ო­ცარ გა­და­ცე­მებ­ში. ერთხელ ლონ­დონ­ში მეტ­რო­დან ამოვ­დი­ო­დი და ხელ­ში მო­მა­ჩე­ჩეს ყო­ველ­დღი­უ­რი რე­ი­ტინ­გუ­ლი, უფა­სო გა­ზე­თი, რო­მე­ლიც ჩვენ­ზე წერ­და. ჩვენ­ზე წერ­და, მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ყვე­ლა გა­მო­ცე­მა... ეს დიდი წარ­მა­ტე­ბა იყო. ვი­მე­ო­რებ, არა­ფე­რი და­მი­კარ­გავს, იმ ყვე­ლაფ­რით ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რაც სხვა­თა შო­რის დღემ­დე არ ნელ­დე­ბა.

_ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" რა ელის მა­ყუ­რე­ბელს?

_ უპირ­ვე­ლე­სად, მინ­და ყვე­ლას ახა­ლი წელი მი­ვუ­ლო­ცო. სა­ო­ცა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბის, წარ­მა­ტე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს წინსვლის წელი ყო­ფი­ლი­ყოს. ამის­თვის ყვე­ლა სა­კუ­თარ მარ­ცვალს ვდებთ. ყვე­ლამ ჩვე­ნი საქ­მე უნდა ვა­კე­თოთ, რომ წინ წა­ვი­დეთ. "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" კი მა­ყუ­რე­ბელს ბევრ სა­ინ­ტე­რე­სოს ჰპირ­დე­ბა, მით უმე­ტეს, მა­ყუ­რე­ბე­ლი თვი­თონ არის ამ პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე, მას უდი­დე­სი როლი აქვს, დიახ, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლე­ნა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი წვლი­ლი უნდა შე­ი­ტა­ნონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

„არაფერზე უკან არ ვიხევთ და მკაცრები ვართ“ - სტეფანე "საქართველოს ვარსკვლავში" მაგარ ტიპს ეძებს

„არაფერზე უკან არ ვიხევთ და მკაცრები ვართ“ - სტეფანე "საქართველოს ვარსკვლავში" მაგარ ტიპს ეძებს

სტეფანეს კარიერა წარმატებული მომღერლობის და პროდიუსერობის გარდა, მეგაპროექტების ჟიურის წევრობასაც მოიცავს, თანაც ისე, რომ ამ კუთხით უკვე ექსპერტის სტატუსიც აქვს. ახლა მეცხრე კონკურსის ჟიურის წევრი იქნება და ამბობს, რომ ძალიან მკაცრიც, რადგან, "საქართველოს ვარსკვლავმა", რომელიც დღეს "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" იწყება, "ევროვიზიისთვის" კონკურსანტი უნდა შეარჩიოს.

საინტერესო ისაა, რომ სტეფანე მღებრიშვილი თავად ამ კონკურსიდან 2009 წელს დისკვალიფიცირებულია, თუმცა ახლა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ "ევროვიზიაზე" ღირსეული კონკურსანტი წავიდეს.

- როგორც მუსიკალურ პროექტებში კარგად გამოწვრთნილი მუსიკოსი, რას გვეტყვი, "საქართველოს ვარსკვლავი" სხვა დანარჩენისგან რითი იქნება განსხვავებული?

- სიახლე უკვე არ არის, რომ ამ კონკურსის გამარჯვებული "ევროვიზიაზე" მიემგზავრება და ეს არის ამ პროექტის ერთგვარი ხიბლიც, რამაც "საქართველოს ვარსკვლავში" უპრეცედენტო ნიჭიერების ზეიმი გამოიწვია. 300-მილიონიანი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა ყველას მოუნდა. პროექტში ვინც მოვიდა, ფიქრობს, რომ უნდა გაიმარჯვოს. საოცარი მონაწილეები არიან, მათ შორის, კარგად ნაცნობი სახეებიც, რამაც ეს კონკურსი ცოტა განსხვავებული გახადა.

მეორე ისაა, რომ ჩემი კოლეგები, ჟიურის წევრები - ზაზა შენგელია, ნათია თოდუა, თიკო ბერძენიშვილი უდიდესი პასუხისმგებლობით შეუდგნენ საქმეს. ნათიასგან თითქოს არ მოველოდი ამ ტიპის სიმკაცრეს. ზაზა სერიოზული ადამიანია, რომელსაც თავისი დამოკიდებულება აქვს "ევროვიზიის" კონკურსთან, თიკო უშუალოდ მონაწილეა ამ ყველაფრის, - ევროპის მაუწყებელთა კავშირის სრულუფლებიანი წარმომადგენელია. ნათიასაც მჭიდრო ურთიერთობები ქვს გერმანიის მხრიდან ამ კონკურსთან. ასე რომ, ოთხივეს სერიოზული მიზანი იყო და არის "ევროვიზიაზე" "მაგარი ტიპი" წავიდეს.

ჟიური არ არის რბილი, რაც ქმნის თავისებურად შოუს. თვითონაც მიკვირდა, რომ არაფერზე უკან არ ვიხევდით და ქასთინგზე ასეთი მკაცრები ვიყავით.

_ შენ ოფიციალურად დისკვალიფიცირებული ხარ "ევროვიზიიდან". მართლა უცნაურია, რომ ასეთი ადამიანი, მონაწილეს სწორედ ამ კონკურსისთვის არჩევ...

_ კი, ოფიციალურად დისკვალიფიცირებული ვარ და ამის გამო, 2018 წელს ლონდონიდან მოწვევა მომივიდა Channel 5-დან, ძალიან რეიტინგულ არხზე ინტერვიუ მქონდა, სადაც "ევროვიზიასთან" დაკავშირებით ბევრი ვილაპარაკეთ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს უკვე ამხელა ისტორია გვაქვს, ამდენი წელია, იქ დავდივართ, მე ჩემი დამოკიდებულება ავუხსენი.

_ როგორც ჩანს, სწორედ შენ აღმოჩნდი მათთვის საინტერესო...

_ კი, მხოლოდ მე მიმიწვიეს. დიდი, სერიოზული ფილმი გააკეთეს, - საინტერესო გარჩევა მოაწყვეს, ჩემი აზრი მართლაც რომ აინტერსებდათ. ვფიქრობ, რომ ეს არის პროფესიონალურად გაკეთებული ძალიან სერიოზული კონკურსი, სადაც არანაირი წინასწარი გათვლა არ არსებობს. ერთი დიდი ფორმულაა, თუ რას უნდა შეიცავდეს ეს ყველაფერი. საქართველოს არასოდეს აქვს საშუალება, კონკურსში ისევე ჩაერთოს, როგორც მდიდარი ქვეყნები, რომლებიც მილიონებს ხარჯავენ და ამისთვის იბრძვიან. ვიმეორებ, ჩვენ ამის რესურსი არ გვაქვს, თუმცა ყოველთვის ორიგინალური გამოსვლის მომხრე ვარ, რაც ძალიან იშვიათად გამოგვდის. ერთადერთი ნათელი პროექტი ჰქონდა Young Georgian Lolitas-ს. ამის დასტური ის იყო, რომ ბრიტანეთმა 12 ქულა დაგვიწერა და დავმშვიდდი.

მოკლედ, ახლა ამ კონკურსზეც ვეძებ ძალიან მაგარ უცხო პროექტს, რომლითაც ვიამაყებ!

_ დისკვალიფიკაციას რომ მივუბრუნდეთ და ეს პერიოდი ჩვენს მკითხველს გავახსენოთ, რამდენად სამართლიანი იყო მაშინ "ევროვიზიის" საორგანიზაციო კომიტეტი Stephane & 3g-ს მიმართ?

_ ეს იყო 2009 წელი, როდესაც "ევროვიზია" მოსკოვში ტარდებოდა, სადაც მე და "3 გოგო" უნდა წავსულიყავით სიმღერით We Don't Wanna Put In, სადაც შინაარსობრივად, გრამატიკულად ტექსტში არანაირი შეცდომა არ იყო. "ჩვენ არ გვინდა უარყოფითი ემოციების ჩადება", - ეს იყო აზრი, თუმცა ერთი მოსმენით თითქოს "ჩვენ არ გვინდა პუტინი" - ეს ჟღერდა. სიმღერა ყველას ძალიან მოსწონდა.

არსებობს დოკუმენტური ფილმი, თუ როგორ გვიღებენ ევროპის სხვადასხვა ქალაქში, მოწინავე და რეიტინგული არხებისთვის, გადაცემები წერდნენ ინტერვიუებს, მაგრამ ჩვენ მოგვცეს დისკვალიფიკაცია, რის გამოც, ადამიანები ევროკავშირიდან შოკში იყვნენ. ეს ყველაფერი არაფრის გამო მოხდა. სიმღერაში იმ ფრაზის გადათამაშება უბრალოდ მარკეტინგული ხრიკი იყო, რომელმაც ძალიან მაგრად იმუშავა და ასე შევედით ამ კონკურსის ისტორიაში.

_რომ წასულიყავით რა საფრთხეები არსებობდა და თქვენი დისკვალიფიკაციით "ევროვიზიამ"რისგან დაიზღვია თავი?

_ იყო დიდი შიში, რომ ვიღაც ჩვენი ჯგუფიდან შეიძლებოდა, მოეკლათ. სერიოზული სკანდალი იყო. ფაქტობრივად, "ევროვიზიამ" დაარღვია წესი, ჩვენ არაფერი დაგვირღვევია, მხოლოდ იმას ვამტკიცებდით, რომ შინაარსობრივად დარღვევა არ გვქონდა. თუმცა ამ ყველაფრისგან მოგებული დავრჩი, რადგანაც ჩემს კარიერაში დარჩა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ვახსენე; მე ვიყავი ყველაზე საოცარ არხებზე, საოცარ გადაცემებში. ერთხელ ლონდონში მეტროდან ამოვდიოდი და ხელში მომაჩეჩეს ყოველდღიური რეიტინგული, უფასო გაზეთი, რომელიც ჩვენზე წერდა. ჩვენზე წერდა, მსოფლიოში ცნობილი ყველა გამოცემა... ეს დიდი წარმატება იყო. ვიმეორებ, არაფერი დამიკარგავს, იმ ყველაფრით ბედნიერი ვიყავი, რაც სხვათა შორის დღემდე არ ნელდება.

_ "საქართველოს ვარსკვლავში" რა ელის მაყურებელს?

_ უპირველესად, მინდა ყველას ახალი წელი მივულოცო. საოცარი ბედნიერების, წარმატების საქართველოს წინსვლის წელი ყოფილიყოს. ამისთვის ყველა საკუთარ მარცვალს ვდებთ. ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ, რომ წინ წავიდეთ. "საქართველოს ვარსკვლავი" კი მაყურებელს ბევრ საინტერესოს ჰპირდება, მით უმეტეს, მაყურებელი თვითონ არის ამ პროექტის მონაწილე, მას უდიდესი როლი აქვს, დიახ, გამარჯვებული გამოვლენაში სერიოზული წვლილი უნდა შეიტანონ.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"