Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეიძლება თუ არა "ტამიფლუს" მიღება გრიპის პრევენციისთვის - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი საზოგადოებას აფრთხილებს
შეიძლება თუ არა "ტამიფლუს" მიღება გრიპის პრევენციისთვის - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი საზოგადოებას აფრთხილებს

ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტის „ტა­მიფ­ლუ“ მი­ღე­ბა პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით არ შე­იძ­ლე­ბა, ამის შე­სა­ხებ „ფე­ის­ბუქ­ზე“ პე­დი­ატ­რი ინგა მა­მუ­ჩიშ­ვი­ლი წერს.

„დღეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვირუ­სე­ბი­დან ყვე­ლა H1N1,ანუ ღო­რის გრი­პი არ არის (ბევ­რს მე­კი­თხე­ბი­ან და­პა­ნი­კე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი). ამ პე­რი­ოდ­ში, აგ­რეთ­ვე, ვხვდე­ბით ადე­ნო­ვირუ­სებს, რი­ნო­ვირუ­სებს, ნო­რო­ვირუ­სებს, რეს­პი­რა­ტო­რულ-სინ­ცი­ტი­ა­ლურს და ა.შ

რაც შე­ე­ხე­ბა ან­ტი­ვირუ­სულ პრე­პა­რატს, ოსელ­ტა­მი­ვირს (ტა­მიფ­ლუს), ასე ხე­ლა­ღე­ბით, ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე, პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ (ბევ­რი მი­რე­კავს და მე­კი­თხე­ბა, ხომ არ მი­ვი­ღოთ პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნი­თო). თუ დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბუ­ლია H1N1,რო­მე­ლიც გრი­პის A სე­რო­ტი­პის ერ­თერთ ქვე­ტიპს წარ­მო­ად­გენს,ან უბ­რა­ლოდ ვირუს­ზე ეჭ­ვის მი­ტა­ნის­თა­ნა­ვე პირ­ვე­ლი­ვე სა­ა­თებ­ში, პირ­ვე­ლი­ვე დღეს ტა­მიფ­ლუს მი­ღე­ბა, სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი დო­ზი­რე­ბით, რო­მელ­საც ექი­მი შე­გირ­ჩევთ, ნამ­დვი­ლად გა­მო­ი­ღებს სა­სურ­ველ შე­დეგს!

უბ­რა­ლოდ გთხოვთ,რომ თვით­ნე­ბუ­რად ეს პრე­პა­რა­ტი არ გა­მო­ი­ყე­ნოთ! დო­ზი­რე­ბა შე­ირ­ჩე­ვა მკაც­რად! H1N1 თა­ვი­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბით ჩვე­უ­ლებ­რივ სე­ზო­ნურ გრიპს ჰგავს, თუმ­ცა ახა­სი­ა­თებს სწრა­ფი გარ­თუ­ლე­ბა(პნევ­მო­ნი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა), უჩ­ვე­უ­ლო ძი­ლი­ა­ნო­ბა მკვეთ­რი ზო­გა­დი სი­სუს­ტის გამო,ხში­რად სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა,ღე­ბი­ნე­ბა,თუ ასე­თი სიმპტო­მე­ბი გა­მო­გივ­ლინ­დათ დრო­უ­ლად მი­მარ­თეთ ექიმს! გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­მო­ვი­ჩი­ნოთ ბავ­შვე­ბის,მო­ხუ­ცე­ბის და ფო­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რე­ბის მი­მართ! სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ ეპი­დე­მია არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა,“ - წერს პე­დი­ატ­რი.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის ქვე­ყა­ნა­ში გრი­პის ვირუ­სის 144-მდე შემ­თხვე­ვაა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც 8 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

გრი­პის ვირუ­სის 144-მდე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან, 140 H1N1 ვირუ­სია, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი - H3 ვირუ­სი. ასე­ვე ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად გვაქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რომ ქუ­თა­ის­ში B ტი­პის ვირუ­სი გა­მოჩ­ნდა.

„გა­სუ­ლი ორ­შა­ბა­თის მაჩ­ვე­ნებ­ლით, გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 100 000 მო­სახ­ლე­ზე 277-ია, რაც ზო­მი­ე­რი მა­ტე­ბის ფარ­გლებ­შია. ჯერ პიკ­თან შორს ვართ. ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ზღვა­რი 100 000 მო­სახ­ლე­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 500-მდეა, თუმ­ცა სა­გან­გა­შოა თუ 400-ს მი­აღ­წევს,“ - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

ავტორი:

შეიძლება თუ არა "ტამიფლუს" მიღება გრიპის პრევენციისთვის - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი საზოგადოებას აფრთხილებს

შეიძლება თუ არა "ტამიფლუს" მიღება გრიპის პრევენციისთვის - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი საზოგადოებას აფრთხილებს

ანტივირუსული პრეპარატის „ტამიფლუ“ მიღება პრევენციის მიზნით არ შეიძლება, ამის შესახებ „ფეისბუქზე“ პედიატრი ინგა მამუჩიშვილი წერს.

„დღეს გავრცელებული ვირუსებიდან ყველა H1N1,ანუ ღორის გრიპი არ არის (ბევრს მეკითხებიან დაპანიკებული ადამიანები). ამ პერიოდში, აგრეთვე, ვხვდებით ადენოვირუსებს, რინოვირუსებს, ნოროვირუსებს, რესპირატორულ-სინციტიალურს და ა.შ

რაც შეეხება ანტივირუსულ პრეპარატს, ოსელტამივირს (ტამიფლუს), ასე ხელაღებით, ექიმის დანიშნულების გარეშე, პრევენციის მიზნით ნუ გამოიყენებთ (ბევრი მირეკავს და მეკითხება, ხომ არ მივიღოთ პრევენციის მიზნითო). თუ დიაგნოსტირებულია H1N1,რომელიც გრიპის A სეროტიპის ერთერთ ქვეტიპს წარმოადგენს,ან უბრალოდ ვირუსზე ეჭვის მიტანისთანავე პირველივე საათებში, პირველივე დღეს ტამიფლუს მიღება, სწორად შერჩეული დოზირებით, რომელსაც ექიმი შეგირჩევთ, ნამდვილად გამოიღებს სასურველ შედეგს!

უბრალოდ გთხოვთ,რომ თვითნებურად ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ! დოზირება შეირჩევა მკაცრად! H1N1 თავისი გამოვლინებით ჩვეულებრივ სეზონურ გრიპს ჰგავს, თუმცა ახასიათებს სწრაფი გართულება(პნევმონიის ჩამოყალიბება), უჩვეულო ძილიანობა მკვეთრი ზოგადი სისუსტის გამო,ხშირად სუნთქვის გაძნელება,ღებინება,თუ ასეთი სიმპტომები გამოგივლინდათ დროულად მიმართეთ ექიმს! განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ ბავშვების,მოხუცების და ფონური დაავადებების მქონე პირების მიმართ! საქართველოში ჯერ ეპიდემია არ დაფიქსირებულა,“ - წერს პედიატრი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში გრიპის ვირუსის 144-მდე შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, საიდანაც 8 ადამიანი გარდაიცვალა.

გრიპის ვირუსის 144-მდე დადასტურებული შემთხვევიდან, 140 H1N1 ვირუსია, ხოლო დანარჩენი - H3 ვირუსი. ასევე ლაბორატორიულად გვაქვს დადასტურებული, რომ ქუთაისში B ტიპის ვირუსი გამოჩნდა.

„გასული ორშაბათის მაჩვენებლით, გრიპის შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 277-ია, რაც ზომიერი მატების ფარგლებშია. ჯერ პიკთან შორს ვართ. ჩვენი ქვეყნისთვის ეპიდემიოლოგიური ზღვარი 100 000 მოსახლეზე დაახლოებით 500-მდეა, თუმცა საგანგაშოა თუ 400-ს მიაღწევს,“ - აღნიშნა გამყრელიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი