პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მივხვდეთ, რომ გრიპი რთულდება - ექიმ თამარ მამაცაშვილის საგულისხმო რჩევები ღორის გრიპის შესახებ
როგორ მივხვდეთ, რომ გრიპი რთულდება - ექიმ თამარ მამაცაშვილის საგულისხმო რჩევები ღორის გრიპის შესახებ

ღო­რის გრი­პით გა­მოწ­ვე­უ­ლი პა­ნი­კა მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ზეც არ ცხრე­ბა. გრი­პის გარ­თუ­ლე­ბი­სა და ლე­ტა­ლუ­რად დას­რუ­ლე­ბის უკვე რამ­დე­ნი­მე შემ­თხვევა აღი­ნიშ­ნა.

mkurnali.ge-ს მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, ექი­მი თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი ღო­რის გრი­პის გარ­თუ­ლე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ზე სა­უბ­რობს:

- მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს გრი­პის პნევ­მო­ნი­ით გარ­თუ­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, ამი­ტომ მო­დით კი­დევ ერთხელ გა­დავ­ხე­დოთ გარ­თუ­ლე­ბუ­ლი გრი­პის კლი­ნი­კას და მკურ­ნა­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბებს. ად­რინ­დელ პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში უკვე გი­ამ­ბეთ ღო­რის გრი­პის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ა­სა და კლი­ნი­კურ ნიშ­ნებ­ზე. თუმ­ცა ამ­ჯე­რად მოკ­ლედ ჩა­მოვ­თვა­ლოთ გა­ურ­თუ­ლე­ბე­ლი ღო­რის გრი­პის სიმპტო­მე­ბი:

  • ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა 38-39 გრა­დუ­სამ­დე;
  • გუ­ლის­რე­ვა, პირ­ღე­ბი­ნე­ბა (რო­მე­ლიც არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას­თან) მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის ფონ­ზე, დი­ა­რეა (აღე­ნიშ­ნე­ბა პა­ცი­ენ­ტთა 45%-ს);
  • თვით­შეგ­რძნე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა, ძი­ლი­ა­ნო­ბა, სი­სუს­ტე, მო­დუ­ნე­ბა;
  • კუნ­თე­ბი­სა და სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი;
  • რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი სიმპტო­მე­ბი გა­მო­ხა­ტუ­ლია ხვე­ლით, ყელ­ში ფხაჭ­ნის შეგ­რძნე­ბით, ჰა­ე­რის უკ­მა­რი­სო­ბის შეგ­რძნე­ბით;

H1N1 გრი­პის მძი­მე ფორ­მის ნიშ­ნე­ბი

ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიმპტო­მი, რო­მე­ლიც მძი­მე ფორ­მის H1N1 გრი­პის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს, არის მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლი, რო­მელ­საც გარ­კვე­უ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი ახა­სი­ა­თებს. ეს გახ­ლავთ:

  • ტკი­ვი­ლი ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია შუბ­ლის არე­ში, წარ­ბე­ბის რკა­ლე­ბის ზე­მოთ;
  • ტკივ­ლი ძლი­ერ­დე­ბა ამ არე­ში კუნ­თე­ბის მოძ­რა­ო­ბი­სას (თვა­ლე­ბის ხამ­ხა­მი­სას, მი­მი­კის შეც­ვლი­სას);
  • ზოგ­ჯერ აღი­ნიშ­ნე­ბა სი­ნათ­ლის ში­შიც;
  • აღი­ნიშ­ნე­ბა თვა­ლის კაკ­ლე­ბის ტკი­ვი­ლი თვა­ლე­ბის მოძ­რა­ო­ბი­სას.

მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე ღო­რის გრიპს თან ახ­ლავს გა­მო­ხა­ტუ­ლი სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა: პა­ცი­ენტს არ ჰყოფ­ნის ჰა­ე­რი, აჩ­ქა­რე­ბუ­ლი აქვს სუნ­თქვა, აქვს შეგ­რძნე­ბა, რომ ფილ­ტვე­ბი ჰა­ე­რით ბო­ლომ­დე არ ივ­სე­ბა (უჭირს ღრმად ჩა­სუნ­თქვა).

H1N1 გრი­პის გარ­თუ­ლე­ბე­ბი

ღო­რის გრი­პის გარ­თუ­ლე­ბე­ბი და­ა­ვა­დე­ბის ლე­ტა­ლუ­რი და­სას­რუ­ლის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზია. H1N1 გრი­პის ყვე­ლა­ზე სა­ში­ში გარ­თუ­ლე­ბაა პირ­ვე­ლა­დი (ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი) პნევ­მო­ნია. ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა ღო­რის გრი­პის ფონ­ზე შე­იძ­ლე­ბა უშუ­ა­ლოდ H1N1 ვირუ­სით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი ანუ იყოს ვირუ­სუ­ლი პნევ­მო­ნია. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი იყოს ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ი­თაც, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დი და­ა­ვა­დე­ბის ფონ­ზე გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა ხოლ­მე. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ვირუ­სულ-ბაქ­ტე­რი­უ­ლი ანუ შე­რე­უ­ლი ხა­სი­ა­თი.

პირ­ვე­ლა­დი (ვირუ­სუ­ლი) პნევ­მო­ნია ღო­რის გრი­პის დროს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ში­შია. იგი და­ა­ვა­დე­ბის და­წყე­ბი­დან 2-3 დღე­ში ვი­თარ­დე­ბა და ხა­სი­ათ­დე­ბა სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბით, სუნ­თქვის გახ­ში­რე­ბით 2-3 ჯერ ნორ­მას­თან შე­და­რე­ბით (შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნორ­მა­ში ახალ­შო­ბი­ლის სუნ­თქვის სიხ­ში­რე წუთ­ში 44-ია, 6 წლის ბავ­შვი­სა - 26, 15-25 წლის ახალ­გაზ­რდი­სა კი - 18-20), სუნ­თქვა ხდე­ბა ზე­და­პი­რუ­ლი, მას­ში ჩარ­თუ­ლია დი­აფ­რაგ­მის კუნ­თე­ბი, მუც­ლის პრე­სი, აღი­ნიშ­ნე­ბა ჟანგბა­დის უკ­მა­რი­სო­ბის ნიშ­ნე­ბიც (ცი­ა­ნო­ზი, ცხვირ-ტუ­ჩის სამ­კუ­თხე­დის სი­ლურ­ჯე, ასე­ვე ცი­ა­ნო­ზუ­რი ხდე­ბა ხე­ლი­სა და ფე­ხის თი­თე­ბი), ქო­ში­ნი, მშრა­ლი ხვე­ლა მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით გამჭვირ­ვა­ლე ნახ­ვე­ლით...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

როგორ მივხვდეთ, რომ გრიპი რთულდება - ექიმ თამარ მამაცაშვილის საგულისხმო რჩევები ღორის გრიპის შესახებ

როგორ მივხვდეთ, რომ გრიპი რთულდება - ექიმ თამარ მამაცაშვილის საგულისხმო რჩევები ღორის გრიპის შესახებ

ღორის გრიპით გამოწვეული პანიკა მიმდინარე სეზონზეც არ ცხრება. გრიპის გართულებისა და ლეტალურად დასრულების უკვე რამდენიმე შემთხვევა აღინიშნა.

mkurnali.ge-ს მთავარი რედაქტორი, ექიმი თამარ მამაცაშვილი ღორის გრიპის გართულებულ შემთხვევებზე საუბრობს:

- მიმდინარე სეზონზე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს გრიპის პნევმონიით გართულებული შემთხვევები, ამიტომ მოდით კიდევ ერთხელ გადავხედოთ გართულებული გრიპის კლინიკას და მკურნალობის საშუალებებს. ადრინდელ პუბლიკაციაში უკვე გიამბეთ ღორის გრიპის ეპიდემიოლოგიასა და კლინიკურ ნიშნებზე. თუმცა ამჯერად მოკლედ ჩამოვთვალოთ გაურთულებელი ღორის გრიპის სიმპტომები:

  • ტემპერატურის მატება 38-39 გრადუსამდე;
  • გულისრევა, პირღებინება (რომელიც არ არის დაკავშირებული საკვების მიღებასთან) მაღალი ტემპერატურის ფონზე, დიარეა (აღენიშნება პაციენტთა 45%-ს);
  • თვითშეგრძნების გაუარესება, ძილიანობა, სისუსტე, მოდუნება;
  • კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
  • რესპირატორული სიმპტომები გამოხატულია ხველით, ყელში ფხაჭნის შეგრძნებით, ჰაერის უკმარისობის შეგრძნებით;

H1N1 გრიპის მძიმე ფორმის ნიშნები

ყველაზე გავრცელებული სიმპტომი, რომელიც მძიმე ფორმის H1N1 გრიპის განვითარებაზე მიგვანიშნებს, არის მკვეთრად გამოხატული თავის ტკივილი, რომელსაც გარკვეული თავისებურებები ახასიათებს. ეს გახლავთ:

  • ტკივილი ლოკალიზებულია შუბლის არეში, წარბების რკალების ზემოთ;
  • ტკივლი ძლიერდება ამ არეში კუნთების მოძრაობისას (თვალების ხამხამისას, მიმიკის შეცვლისას);
  • ზოგჯერ აღინიშნება სინათლის შიშიც;
  • აღინიშნება თვალის კაკლების ტკივილი თვალების მოძრაობისას.

მძიმედ მიმდინარე ღორის გრიპს თან ახლავს გამოხატული სუნთქვის უკმარისობა: პაციენტს არ ჰყოფნის ჰაერი, აჩქარებული აქვს სუნთქვა, აქვს შეგრძნება, რომ ფილტვები ჰაერით ბოლომდე არ ივსება (უჭირს ღრმად ჩასუნთქვა).

H1N1 გრიპის გართულებები

ღორის გრიპის გართულებები დაავადების ლეტალური დასასრულის ძირითადი მიზეზია. H1N1 გრიპის ყველაზე საშიში გართულებაა პირველადი (ვირუსით გამოწვეული) პნევმონია. ფილტვების ანთება ღორის გრიპის ფონზე შეიძლება უშუალოდ H1N1 ვირუსით იყოს გამოწვეული ანუ იყოს ვირუსული პნევმონია. თუმცა შეიძლება პროვოცირებული იყოს ბაქტერიული ინფექციითაც, რომელიც ძირითადი დაავადების ფონზე გააქტიურდება ხოლმე. ასევე შეიძლება ჰქონდეს ვირუსულ-ბაქტერიული ანუ შერეული ხასიათი.

პირველადი (ვირუსული) პნევმონია ღორის გრიპის დროს განსაკუთრებულად საშიშია. იგი დაავადების დაწყებიდან 2-3 დღეში ვითარდება და ხასიათდება სუნთქვის უკმარისობით, სუნთქვის გახშირებით 2-3 ჯერ ნორმასთან შედარებით (შეგახსენებთ, რომ ნორმაში ახალშობილის სუნთქვის სიხშირე წუთში 44-ია, 6 წლის ბავშვისა - 26, 15-25 წლის ახალგაზრდისა კი - 18-20), სუნთქვა ხდება ზედაპირული, მასში ჩართულია დიაფრაგმის კუნთები, მუცლის პრესი, აღინიშნება ჟანგბადის უკმარისობის ნიშნებიც (ციანოზი, ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის სილურჯე, ასევე ციანოზური ხდება ხელისა და ფეხის თითები), ქოშინი, მშრალი ხველა მცირე რაოდენობით გამჭვირვალე ნახველით...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ