სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

29

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 11:10-ზე, მთვარე სასწორში გადავა 09:46-ზე – ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. ხელსაყრელია კომუნიკაცია, მოლაპარაკებები და შეხვედრები. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"... ასე არაერთი ადამიანი დამიკარგავს " - ვინ არის გამომძიებელი ჩცდ-დან და როგორია მისი რეალური ცხოვრება
"... ასე არაერთი ადამიანი დამიკარგავს " - ვინ არის გამომძიებელი ჩცდ-დან და როგორია მისი რეალური ცხოვრება

სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ბოლო ეპი­ზოდ­მა ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი შოკ­ში ჩა­აგ­დო. აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­მომ­ძი­ე­ბელ "აკა­კი შუ­კა­კი­ძის" ოჯა­ხი - მე­უღ­ლე და ქა­ლიშ­ვი­ლი, მხო­ლოდ მისი წარ­მო­სახ­ვის ნა­ყო­ფია და სი­ნამ­დვი­ლე­ში, გა­მომ­ძი­ე­ბელ გმირს ცოლ-შვი­ლი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ე­ღუ­პა.

ნა­ხეთ ვი­დეო: სი­მარ­თლე "ჩცდ"-ის გა­მომ­ძი­ე­ბელ აკა­კის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც მა­ყუ­რე­ბე­ლი შოკ­ში ჩა­აგ­დო (შე­ი­ცავს სპო­ი­ლერს)

სე­რი­ლა­ში გა­მომ­ძი­ებ­ლის როლს ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბი ირაკ­ლი ჩხიკ­ვა­ძე ას­რუ­ლებს. რო­გო­რია მისი რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა და რა აკავ­ში­რებს სა­კუ­თარ გმირ­თან ჩხიკ­ვა­ძეს, გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ ჟურ­ნალ "გზას" მის­ცა:

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...1986 წლის 17 თე­ბერ­ვა­ლი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...მსა­ხი­ო­ბი. სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე არც მი­ფიქ­რია. ერთი პე­რი­ო­დი ფეხ­ბურთზე დავ­დი­ო­დი. მსა­ხი­ო­ბო­ბა თე­ატ­რის სიყ­ვა­რულ­მა გა­და­მა­წყვე­ტი­ნა. იმ პე­რი­ოდ­ში, სი­ნათ­ლე არ იყო, ფილ­მე­ბი რომ მე­ნა­ხა; კონ­ცერ­ტი არ ტარ­დე­ბო­და, გა­სარ­თო­ბად რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვი და თე­ატ­რი იყო ერ­თა­დერ­თი ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ახ­ლოს იდგა ადა­მი­ა­ნებ­თან.

- პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გამო სი­ნა­ნუ­ლი...

- ...არას­დროს მქო­ნია. სა­ნამ არ­ჩე­ვანს გა­ვა­კე­თებ­დი, სა­კუ­თარ თავს და­ვუს­ვი კი­თხვე­ბი, უფრო კარ­გად რომ გავ­რკვე­უ­ლი­ყა­ვი, რა მინ­დო­და.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ....კე­თი­ლი, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი და შრო­მის­მოყ­ვა­რე­აო; მას შემ­დეგ, რაც წო­ნა­ში 23 კილო და­ვი­კე­ლი, ამ­ბო­ბენ, - დიდი ნე­ბის­ყო­ფა აქ­ვსო.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის და­სის წევ­რი ვარ და ჩემს პრო­ფე­სი­ას ვემ­სა­ხუ­რე­ბი. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ერთ თე­ატრთან მი­თა­ნამ­შრომ­ლია. მე­სა­მე კურ­სზე ვი­ყა­ვი, თე­ატ­რა­ლურ სარ­დაფ­ში "თეთრ ბა­ი­რა­ღებ­ში" გა­მომ­ძი­ებ­ლის როლი რომ ვი­თა­მა­შე. ძა­ლი­ან ვღე­ლავ­დი, ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან სხე­უ­ლი და­მი­ბუჟ­და.

- სცე­ნა­ზე გას­ვლის წინ ყო­ველ­თვის...

- ...ვემ­ზა­დე­ბი, ვფიქ­რობ ჩემს ხაზ­ზე, რა მაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი.

- სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი"...

- თა­მა­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. მა­ყუ­რე­ბე­ლი ჩემი პერ­სო­ნა­ჟის მი­მართ და­დე­ბი­თა­დაა გან­წყო­ბი­ლი. ზო­გი­ერ­თი კრი­ტი­კუ­ლი თვა­ლით მი­ყუ­რებს, რაც ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა. ქუ­ჩა­ში მი­ღი­მი­ან, მე­სალ­მე­ბი­ან, რაც სა­სი­ა­მოვ­ნოა. და­დე­ბი­თი გან­წყო­ბა დიდი ენერ­გი­ით მავ­სებს, ისე­ვე, რო­გორც აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი სპექ­ტაკ­ლის შემ­დეგ. ეს მდგო­მა­რე­ო­ბა მსა­ხი­ო­ბის­თვის ცოტა სა­ში­შიც არის. მა­ყუ­რე­ბელ­მა შე­საძ­ლოა, პრო­ფე­სი­უ­ლი ხარ­ვე­ზი ვერ შე­ნიშ­ნოს, შენ კი როცა იცი, რა შე­გე­შა­ლა, შე­ქე­ბა არ უნდა მი­ი­ღო, რო­გორც დამ­სა­ხუ­რე­ბა.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს.

- ...ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ, ზედ­მე­ტად არ ჩა­ვე­რიო სხვის საქ­მე­ში, არ მივ­ცე შე­ნიშ­ვნე­ბი, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ჩუ­მად ვარ, მე შე­იძ­ლე­ბა მე­გო­ბარს მი­ვა­ნიშ­ნო, ან მა­გა­ლი­თი მივ­ცე.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ ხა­სი­ათ­ში არ მომ­წონს...

- ...ხან­და­ხან მოშ­ვე­ბის პე­რი­ო­დი მაქვს, რაც სი­ზარ­მა­ცის ბრა­ლია. პე­რი­ო­დუ­ლად ამ შე­მო­ტე­ვებს სულ ვებ­რძვი. გა­ცი­ლე­ბით მეტი მაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი, ვიდ­რე დღემ­დე გა­მი­კე­თე­ბია. კი­დევ, არ მომ­წონს, რომ სი­ტუ­ა­ცი­ებს ძა­ლი­ან მალე და მარ­ტი­ვად ვე­გუ­ე­ბი. შემ­წყნა­რე­ბე­ლიც ვარ. ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ეს კარ­გი თვი­სე­ბაა, ადა­მი­ა­ნე­ბი შემ­წყნა­რებ­ლე­ბი უნდა ვი­ყოთ, მაგ­რამ ზედ­მე­ტი არც ეს ვარ­გა.

- ჩემი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა...

- ...იყო, რო­დე­საც გა­დავ­წყვი­ტე ამერ­ჩია პრო­ფე­სია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს. წარ­მა­ტე­ბაა, როცა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში გე­უბ­ნე­ბი­ან, შენ ჩვე­ნი და­სის წევ­რი ხარო.

- ყო­ველ­თვის მაქვს სურ­ვი­ლი...

- ...მეტი ვი­მუ­შაო სა­კუ­თარ თავ­ზე და მეტი გა­ვა­კე­თო ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში.

- არ მჩვე­ვია...

- ...უზ­რდე­ლო­ბა, მავ­ნე­ბე­ლი არ ვარ.

- მე­ში­ნია...

- ...ტყუ­ი­ლი­სა და მა­ტყუ­ა­რე­ბის. ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­ში­ნია, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თარ თავს ატყუ­ე­ბენ. ვა­ღი­ა­რებ, ამა­ში ჩემი თა­ვიც არა­ერ­თხელ და­მი­ჭე­რია. თით­ქოს სა­კუ­თარ თავს ვუ­მა­ლავ იმ ცუდ თვი­სე­ბას, რო­მე­ლიც მაქვს. უფრო მე­ტად უნდა გა­იც­ნო შენი თავი, რომ უფრო დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წიო.

- სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე ვის­წავ­ლე...

- ...არა­ერ­თი რამ. კონ­კრე­ტულ ქმე­დე­ბებ­ზე მტკი­ცედ მაქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, - ამას აღარ ვი­ზამ-მეთ­ქი, თუმ­ცა ადა­მი­ა­ნი ვარ და არ ვიცი, მო­მა­ვალ­ში რა მოხ­დე­ბა. "არა­სო­დეს თქვა არა­სო­დეს"! წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი გა­და­ფას­და და თა­ვის ად­გილ­ზე დად­გა, ამან სიმ­შვი­დე მო­მი­ტა­ნა.

- ვიბ­ნე­ვი, როცა...

- მო­უ­ლოდ­ნე­ლად ადა­მი­ა­ნი ისეთ რა­მეს ჩა­ი­დენს, რა­საც მის­გან არ ველი.

- წო­ნას­წო­რო­ბი­დან ჩემი გა­მოყ­ვა­ნა...

- ...შე­უძ­ლია, როცა ადა­მი­ანს ვი­ჭერ ტყუ­ილ­ში, უმა­დუ­რო­ბა­ში, უზ­რდე­ლო­ბა­ში. ის პი­როვ­ნე­ბა ჩემ­თვის თან­და­თან ფერ­მკრთალ­დე­ბა და ქრე­ბა. ასე არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი და­მი­კარ­გავს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავტორი:

"... ასე არაერთი ადამიანი დამიკარგავს " - ვინ არის გამომძიებელი ჩცდ-დან და როგორია მისი რეალური ცხოვრება

"... ასე არაერთი ადამიანი დამიკარგავს " - ვინ არის გამომძიებელი ჩცდ-დან და როგორია მისი რეალური ცხოვრება

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო ეპიზოდმა ქართველი მაყურებელი შოკში ჩააგდო. აღმოჩნდა, რომ გამომძიებელ "აკაკი შუკაკიძის" ოჯახი - მეუღლე და ქალიშვილი, მხოლოდ მისი წარმოსახვის ნაყოფია და სინამდვილეში, გამომძიებელ გმირს ცოლ-შვილი ავტოკატასტროფაში დაეღუპა.

ნახეთ ვიდეო: სიმართლე "ჩცდ"-ის გამომძიებელ აკაკის შესახებ, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო (შეიცავს სპოილერს)

სერილაში გამომძიებლის როლს ახალგაზრდა მსახიობი ირაკლი ჩხიკვაძე ასრულებს. როგორია მისი რეალური ცხოვრება და რა აკავშირებს საკუთარ გმირთან ჩხიკვაძეს, გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც ცოტა ხნის წინ ჟურნალ "გზას" მისცა:

- დაბადების თარიღი...

- ...1986 წლის 17 თებერვალი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია. ერთი პერიოდი ფეხბურთზე დავდიოდი. მსახიობობა თეატრის სიყვარულმა გადამაწყვეტინა. იმ პერიოდში, სინათლე არ იყო, ფილმები რომ მენახა; კონცერტი არ ტარდებოდა, გასართობად რომ წავსულიყავი და თეატრი იყო ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ყველაზე ახლოს იდგა ადამიანებთან.

- პროფესიული არჩევანის გამო სინანული...

- ...არასდროს მქონია. სანამ არჩევანს გავაკეთებდი, საკუთარ თავს დავუსვი კითხვები, უფრო კარგად რომ გავრკვეულიყავი, რა მინდოდა.

- ჩემზე ამბობენ...

- ....კეთილი, მიზანდასახული და შრომისმოყვარეაო; მას შემდეგ, რაც წონაში 23 კილო დავიკელი, ამბობენ, - დიდი ნებისყოფა აქვსო.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მარჯანიშვილის თეატრის დასის წევრი ვარ და ჩემს პროფესიას ვემსახურები. წლების განმავლობაში, არაერთ თეატრთან მითანამშრომლია. მესამე კურსზე ვიყავი, თეატრალურ სარდაფში "თეთრ ბაირაღებში" გამომძიებლის როლი რომ ვითამაშე. ძალიან ვღელავდი, ნერვიულობისგან სხეული დამიბუჟდა.

- სცენაზე გასვლის წინ ყოველთვის...

- ...ვემზადები, ვფიქრობ ჩემს ხაზზე, რა მაქვს გასაკეთებელი.

- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"...

- თამაში ძალიან საინტერესოა. მაყურებელი ჩემი პერსონაჟის მიმართ დადებითადაა განწყობილი. ზოგიერთი კრიტიკული თვალით მიყურებს, რაც ძალიან სასარგებლოა. ქუჩაში მიღიმიან, მესალმებიან, რაც სასიამოვნოა. დადებითი განწყობა დიდი ენერგიით მავსებს, ისევე, როგორც აპლოდისმენტები სპექტაკლის შემდეგ. ეს მდგომარეობა მსახიობისთვის ცოტა საშიშიც არის. მაყურებელმა შესაძლოა, პროფესიული ხარვეზი ვერ შენიშნოს, შენ კი როცა იცი, რა შეგეშალა, შექება არ უნდა მიიღო, როგორც დამსახურება.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს.

- ...ყველანაირად ვცდილობ, ზედმეტად არ ჩავერიო სხვის საქმეში, არ მივცე შენიშვნები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩუმად ვარ, მე შეიძლება მეგობარს მივანიშნო, ან მაგალითი მივცე.

- თვისება, რომელიც საკუთარ ხასიათში არ მომწონს...

- ...ხანდახან მოშვების პერიოდი მაქვს, რაც სიზარმაცის ბრალია. პერიოდულად ამ შემოტევებს სულ ვებრძვი. გაცილებით მეტი მაქვს გასაკეთებელი, ვიდრე დღემდე გამიკეთებია. კიდევ, არ მომწონს, რომ სიტუაციებს ძალიან მალე და მარტივად ვეგუები. შემწყნარებელიც ვარ. ვაცნობიერებ, რომ ეს კარგი თვისებაა, ადამიანები შემწყნარებლები უნდა ვიყოთ, მაგრამ ზედმეტი არც ეს ვარგა.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო, როდესაც გადავწყვიტე ამერჩია პროფესია, რომელიც ძალიან მიყვარს. წარმატებაა, როცა მარჯანიშვილის თეატრში გეუბნებიან, შენ ჩვენი დასის წევრი ხარო.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...მეტი ვიმუშაო საკუთარ თავზე და მეტი გავაკეთო ჩემს პროფესიაში.

- არ მჩვევია...

- ...უზრდელობა, მავნებელი არ ვარ.

- მეშინია...

- ...ტყუილისა და მატყუარების. ყველაზე მეტად მეშინია, როცა ადამიანები საკუთარ თავს ატყუებენ. ვაღიარებ, ამაში ჩემი თავიც არაერთხელ დამიჭერია. თითქოს საკუთარ თავს ვუმალავ იმ ცუდ თვისებას, რომელიც მაქვს. უფრო მეტად უნდა გაიცნო შენი თავი, რომ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიო.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...არაერთი რამ. კონკრეტულ ქმედებებზე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, - ამას აღარ ვიზამ-მეთქი, თუმცა ადამიანი ვარ და არ ვიცი, მომავალში რა მოხდება. "არასოდეს თქვა არასოდეს"! წლების განმავლობაში შეხედულებები, ფასეულობები გადაფასდა და თავის ადგილზე დადგა, ამან სიმშვიდე მომიტანა.

- ვიბნევი, როცა...

- მოულოდნელად ადამიანი ისეთ რამეს ჩაიდენს, რასაც მისგან არ ველი.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა...

- ...შეუძლია, როცა ადამიანს ვიჭერ ტყუილში, უმადურობაში, უზრდელობაში. ის პიროვნება ჩემთვის თანდათან ფერმკრთალდება და ქრება. ასე არაერთი ადამიანი დამიკარგავს...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ