ავტორი:

მიხეილ გიორგაძის ფოტო სტამბოლის კლინიკიდან - როგორ გრძნობს თავს ავარიის შემდეგ მინისტრის მოადგილე

მიხეილ გიორგაძის ფოტო სტამბოლის კლინიკიდან - როგორ გრძნობს თავს ავარიის შემდეგ მინისტრის მოადგილე

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. გიორგაძე ნოემბერში უმძიმეს ავარიაში მოყვა, რომლის დროსაც თავის მძიმე ტრავმა მიიღო და სტამბოლის კლინიკაში გადაიყვანეს.

გიორგაძე 9 დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა, თუმცა ახლა მისი მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდა. თურქმა ექიმებმა მინისტრის მოადგილე უკვე ფეხზე დააყენეს.

მიხეილ გიორგაძის მეგობარი, "ისთერნ პრომოუშენის" დამფუძნებელი კახა კანდელაკი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ავრცელებს ფოტოს, რომელზეც პაციენტი ექიმებთან ერთად არის გადაღებული.

გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად AMBEBI.GE კანდელაკს დაუკავშირდა:

"მიშა უკვე კარგად არის! 4 დღის წინ გამოწერეს კლინიკიდან და რეაბილიტაციას გადის. საბედნიეროდ ოპერაცია არ დასჭირდა, ნეკნები არ იყო აცდენილი, ფილტვის მუშაობაც აღდგა, თავშიც წესრიგშია ყველაფერი.

ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს, სპორტმა გადაარჩინა და ყველაფერი ჩვეულ რიტმში დაბრუნდა. რეაბილიტაციას გადის, უწევს პერიოდულად კლინიკაში მისვლა. სავარაუდოდ, მომავალ კვირას ჩამოვა საქართველოში" - გვითხრა კახა კანდელაკმა.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს