2019 წლის 1-ლი იანვრიდან ეროვნული ბანკის (სებ) დებულება ამოქმედდა, რომელიც ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის პირობებს არეგულირებს.
კერძოდ, დებულების თანახმად, 1-ლი იანვრიდან სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისთვის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა ამოქმედდა. შესაბამისად, თითოეულს მოუწევს შეაფასოს მსესხებლის გადახდისუნარიანობა და ფიზიკურ პირზე იმაზე მეტი სესხი არ გასცეს, რისი გადახდის რეალური შესაძლებლობაც არ აქვს. ამასთან, დებულების თანახმად, მსესხებელს სესხის აღების პროცესში, თუ საკმარისი შემოსავალი არ ექნება, შეუძლია თანამსესხებელი ჰყავდეს, თუმცა, ის მხოლოდ მისი საოჯახო მეურნეობის წევრი უნდა იყოს.
„თუ გაგაჩნიათ საკმარისი შემოსავალი, თანამსესხებელი არ გჭირდებათ. თუმცა, თუ თქვენი შემოსავალი არასაკმარისია, მაშინ შეგიძლიათ თანამსესხებელად გამოიყენოთ საოჯახო მეურნეობის წევრი, რომელსაც აქვს შემოსავალი. ამ შემთხვევაში, სესხის მომსახურების კოეფიციენტში ამ თანამსესხებლის შემოსავალიც გაითვალისწინება,“-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იხილეთ ვრცლად