გასული წლის განმავლობაში მეგან მარკლი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ძალიან ხშირად ხვდებოდა. როგორც „დეილი მეილი“ წერს, სასექსის ჰერცოგინიას სამოსისთვის 2018 წელს თითქმის ნახევარი მილიონი ფუნტი დაიხარჯა, ქეით მიდლტონისთვის კი „სულ რაღაც“ 68 ათასი ფუნტი. კემბრიჯის ჰერცოგინია გასულ წელს დედა გახდა, ამიტომ მეგანთან შედარებით ნაკლებ ღონისძიებას დაესწრო.
უფრო კონკრეტულად კი, სამეფო მოდის ექსპერტების მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მეგანმა 2018 წელს ტანსაცმლისა და აქსესუარებისთვის 406,915.43 ფუნტი (დაახლოებით, 516 ათასი აშშ დოლარი) დახარჯა, რაც ბევრად მეტია, ვიდრე ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სხვა წევრებისა და ევროპის სხვა სამეფოების ოჯახების ხარჯები. ამასთან, აღნიშნულ ხარჯებში არ არის დაანგარიშებული მარკლის საქორწინო კაბის ფასი.
მკვლევარებმა გამოითვალეს სამოსის ღირებულება, რომელიც გასულ წელს ბრიტანეთის, დანიის, შვედეთის, ესპანეთის, ნორვეგიისა და ჰოლანდიის სამეფო ოჯახების წევრებს ეცვათ.
1. მეგან მარკლი, სასექსის ჰერცოგინია £406,915.43
2. დანიის პრინცესა მერი £88,999.57
3. სოფი, უესექსის გრაფინია £73,570.41
4. ქეითი, კემბრიჯის ჰერცოგინია £68,334.23
5. მეტე-მარიტი, ნორვეგიის პრინცესა £52,307.18
6. მონაკოს პრინცესა შარლენი £52,199.00
7. ჰოლანდიის დედოფალი მაქსიმა £48,338.20
8. იორკის პრინცესა ბეატრისი £47,859.10
9. დანიის პრინცესა მარი £43,650.54
10. შვედეთის პრინცესა ვიქტორია £37,365.96
11. ესპანეთის დედოფალი ლეტიცია £36,075.78
12. იორკის პრინცესა იუჯინი £31,860.80
13. შვედეთის პრინცესა სოფია £26,452.73
14. შვედეთის პრინცესა მადელინი £22,806.53