სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგონებს აფხაზეთში არასასურველ შვილად თვლიან - იატაკქვეშა აბორტები და დემოგრაფიული კატასტროფა რეგიონში
გოგონებს აფხაზეთში არასასურველ შვილად თვლიან - იატაკქვეშა აბორტები და დემოგრაფიული კატასტროფა რეგიონში

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ად­გი­ლობ­რი­ვი აფხა­ზე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად მცირ­დე­ბა. მი­ზე­ზი ისევ და ისევ სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნია. მას შემ­დეგ, რაც რე­გი­ონ­ში სე­ლექ­ცი­უ­რი აბორ­ტე­ბი აკ­რძა­ლეს, არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის, მენ­ტა­ლო­ბი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის უკი­დუ­რე­სად მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, ია­ტაკ­ქვე­შა აბორ­ტებ­მა იმა­ტა...

აფხა­ზეთ­ში იკ­ლებს ქორ­წი­ნე­ბე­ბის რი­ცხვიც. ekhokavkaza.com-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ხუ­მის “მმა­ჩის” ბი­უ­როს ე.წ. უფ­რო­სი ინ­სპექ­ტო­რის ნაალ შე­და­ნი­ას თქმით, რო­მე­ლიც ამ უწყე­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 25 წე­ლია მუ­შა­ობს, 2016 წელს 255 ქორ­წი­ნე­ბა და­რე­გის­ტრირ­და, 2018-ში კი მათი რო­დე­ნო­ბა 222-მდე შემ­ცირ­და. ეს იმ ფონ­ზე, რო­დე­საც, გან­ქორ­წი­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად იზ­რდე­ბა.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, 2016 წელს 577 ახალ­შო­ბი­ლი და­რე­გის­ტრირ­და, მათ­გან 280 გო­გო­ნა იყო; გა­სულ 2018 წელს კი - 462 ჩვი­ლი­დან, 250 მამ­რო­ბი­თი სქე­სის. ეს ტენ­დენ­ცია - რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლით მეტი ბი­ჭის და­ბა­დე­ბა აფხა­ზეთ­ში ბოლო ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­სამ­ჩნე­ვი გახ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვი “მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის” თქმით, “შე­საძ­ლოა, ეს ბუ­ნე­ბის სა­ჩუ­ქა­რი იყოს, რად­გან ამით ქვე­ყა­ნა და­ნა­კარგს ინა­ზღა­უ­რებს". თუმ­ცა, სი­ნამ­დვი­ლე­ში სი­ტუ­ა­ცია სხვაგ­ვა­რად არის და გო­გო­ნე­ბის 15%-ს ხე­ლოვ­ნუ­რად "აქ­რო­ბენ".

"რო­გორ და­ვი­ჯე­რო, რომ აფხა­ზე­თი ინ­დო­ე­თი­სა და სხვა აზი­უ­რი ქვეყ­ნე­ბის გზით მი­დის, რაც ბი­ჭე­ბის პრი­ვი­ლე­გი­ას გუ­ლის­ხმობს? იმ ქვეყ­ნებ­ში ქა­ლებს შე­უძ­ლი­ათ აბორ­ტის გა­კე­თე­ბა, რო­დე­საც იგე­ბენ, რომ გო­გო­ნას ელო­დე­ბი­ან... ინ­დო­ეთ­ში ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სქეს­თა თა­ნა­ფარ­დო­ბა ირ­ღვე­ვა და იგი­ვე ხდე­ბა აფხა­ზეთ­შიც. უახ­ლე­სი მო­ნა­ცე­მე­ბით, ახა­ლი წლის დღე­ებ­ში აფხა­ზეთ­ში სულ 6 ბიჭი და 2 გო­გო­ნა და­ი­ბა­და" - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი და დას­ძენს, რომ ბოლო წლებ­ში, ახალ­შო­ბი­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას ერთ-ერთი სე­რი­ა­ლის გმი­რის სა­ხელს არ­ქმე­ვენ, რაც პა­ტა­რა აფხა­ზეთ­ში საკ­მა­ოდ კუ­რი­ო­ზუ­ლია...

ია­ტაკ­ქვე­შა აბორ­ტის თე­მას მწვა­ვე გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ად­გი­ლობ­რი­ვებ­ში, მით უფრო, რომ 2016 წლი­დან აფხა­ზეთ­ში სე­ლექ­ცი­უ­რი აბორ­ტი აიკ­რძა­ლა. აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ ე.წ. ექიმ­ბა­შებ­მა და სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ­მა მე­დი­კო­სებ­მა ამ აკ­რძალ­ვის შემ­დეგ საკ­მა­ოდ მსუ­ყე შე­მო­სა­ვა­ლი გა­ი­ჩი­ნეს.

“ათას­ჯერ მა­ინც მივ­წე­რე პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და მი­ლი­ცი­ას, იმ რამ­დე­ნი­მე ქა­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი, მი­სა­მარ­თი და ვი­თომ სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი, სა­დაც ეს სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა... ჩვენ ჩა­ვა­ტა­რეთ ექ­სპე­რი­მენ­ტი და დავ­რწმუნ­დით, რომ ოდეს­ღაც სამ­შო­ბი­ა­როს ექთა­ნი მზად იყო 6 თვის ფეხ­მძი­მე ქა­ლის­თვის მუ­ცე­ლი გა­ეჭ­რა და ნა­ყო­ფი მო­ეკ­ლა... ეს ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლებ­ში მივ­წე­რეთ, ისე­ვე, რო­გორც სი­ტუ­ა­ცია, რაც იქ ვნა­ხეთ - ან­ტი­სა­ნი­ტა­რია, არას­ტე­რი­ლუ­რი, ღრმა საბ­ჭო­თა დრო­ინ­დე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ია­რა­ღე­ბი, მაგ­რამ რე­აქ­ცია ნული... იმ ქა­ლის სარ­დაფ­ში მა­ინც არა­სა­სურ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბის შე­წყვე­ტის მსურ­ველ­თა რი­გია," - წერს ნა­თე­ლა ჩი­რი­კბა.

“ხომ არ შე­გახ­სე­ნოთ, რის­თვის და­უწ­ვეს სახ­ლი რამ­დე­ნი­მე წლის წინ ერთ ექიმ­ბაშს, რო­მელ­საც 5 თვის ფეხ­მძი­მე შე­მო­აკ­ვდა?! მა­ნამ­დე რამ­დე­ნი ასე­თი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ გაგ­ვი­გია, ახ­ლაც იგი­ვე ხდე­ბა - ან­თე­ბა, არას­რულ­ყო­ფი­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, სის­ხლის მო­წამ­ვლა... რო­დე­საც სქე­სის გა­სა­გე­ბად მი­ვე­დი, ექიმ­მა პირ­და­პირ მკი­თხა: გო­გო­ნაა და იტო­ვებ­თო? აბა რას ვი­ზამთ-მეთ­ქი! კარ­გად და­ფიქ­რდით და მე­უღ­ლე­საც და­ე­ლა­პა­რა­კეთ, მე­სა­მეს კი არა მე­ო­რე გო­გო­ნას არა­ვინ აჩენს აფხა­ზეთ­ში... შემ­დეგ ნა­ყო­ფი გა­იზ­რდე­ბა და ჩემი საწ­ვა­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბაო..." - წერს ალექ­სან­დრა გვი­ლია, თუმ­ცა, დას­ძენს, რომ შემ­დეგ "ექი­მის" რჩე­ვის სა­ფუძ­ვე­ლიც გა­არ­კვია - “ბოლო წლებ­ში მე­ო­რე და მე­სა­მე გო­გო­ნებს, აფხა­ზეთ­ში არა­სა­სურ­ველ შვი­ლად თვლი­ან...”

“ახა­ლია ვინ­მეს­თვის, რომ გო­გო­ნე­ბი არ უნ­დათ? ბიჭი გვა­რის გამ­გრძე­ლებ­ლად ით­ვლე­ბა და გოგო - თა­ვის ტკი­ვი­ლად... არ იცო­დით ეს ამ­ბა­ვი? სხვა რე­ა­ლო­ბა­ში ცხოვ­რობთ? რამ­დენ ოჯახს აქვს დღეს ორზე მეტი შვი­ლის რჩე­ნის თავი? ცო­ტას! მა­ღალ­ჩინ­სო­ნებს და არც ისი­ნი იკ­ლა­ვენ თავს ერის გამ­რავ­ლე­ბით... " - წერს თა­მი­ლა წვიჟ­ბა.

“ჩვენ­მა მი­ნის­ტრმა გვა­ხა­რა, 500 ოჯა­ხი სი­რი­ე­ლი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ათა­სი იგეგ­მე­ბაო. ისი­ნი ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბით, 10 და მეტ შვილს აჩე­ნენ. ჩვე­ნი და რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფოც ეხ­მა­რე­ბა და ცოტა ხან­ში, ასე ბედ­ნი­ე­რად ვი­ცხოვ­რებთ ერ­თად... და­ი­მახ­სოვ­რეთ, რომ ამ ჰუ­მი­ნი­ტა­რუ­ლი მი­სი­ის უკან ჩვე­ნი გა­მოხ­შირ­ვის პროგ­რა­მა იმა­ლე­ბა, არა­ვი­თა­რი სა­ქარ­თვე­ლოს­თან სა­ზღვრის გა­მაგ­რე­ბის გზა", - მი­აჩ­ნია ზაირ ცი­ცირ­ბას.

“სე­ლექ­ცი­უ­რი აბორ­ტის კვალ­დაკ­ვალ, 16-17 წლის გო­გო­ნე­ბი იკე­თე­ბენ აბორ­ტებს, მშობ­ლე­ბის მა­ლუ­ლად. ვი­ღა­ცას უმარ­თლებს და “გა­მოძ­ვრე­ბა”. ვი­ღაც - ვერა. გა­ურ­კვე­ვე­ლი დი­აგ­ნო­ზით მიჰ­ყავთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში. ეს არის ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბა და ტრა­გე­დია. 90-იანი წლე­ბის ომზე ვდარ­დობთ და ომზე მეტი ადა­მი­ა­ნი შე­ი­წი­რა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვამ თუ ნარ­კო­ტიკ­მა, რომ არა­ფე­რი ვთქვათ, არ­და­ბა­დე­ბულ ბავ­შვებ­ზე", - წერს მანო “გაგ­რინ­სკი.”

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

გოგონებს აფხაზეთში არასასურველ შვილად თვლიან - იატაკქვეშა აბორტები და დემოგრაფიული კატასტროფა რეგიონში

გოგონებს აფხაზეთში არასასურველ შვილად თვლიან - იატაკქვეშა აბორტები და დემოგრაფიული კატასტროფა რეგიონში

აფხაზური მედიის ცნობით, ადგილობრივი აფხაზების რაოდენობა კატასტროფულად მცირდება. მიზეზი ისევ და ისევ სოციალური ფონია. მას შემდეგ, რაც რეგიონში სელექციური აბორტები აკრძალეს, არსებული რეალობის, მენტალობისა და მოსახლეობის უკიდურესად მძიმე ეკონომიკური პრობლემების გამო, იატაკქვეშა აბორტებმა იმატა...

აფხაზეთში იკლებს ქორწინებების რიცხვიც. ekhokavkaza.com-ის ინფორმაციით, სოხუმის “მმაჩის” ბიუროს ე.წ. უფროსი ინსპექტორის ნაალ შედანიას თქმით, რომელიც ამ უწყებაში დაახლოებით 25 წელია მუშაობს, 2016 წელს 255 ქორწინება დარეგისტრირდა, 2018-ში კი მათი როდენობა 222-მდე შემცირდა. ეს იმ ფონზე, როდესაც, განქორწინების რაოდენობა კატასტროფულად იზრდება.

გამოცემის ცნობით, 2016 წელს 577 ახალშობილი დარეგისტრირდა, მათგან 280 გოგონა იყო; გასულ 2018 წელს კი - 462 ჩვილიდან, 250 მამრობითი სქესის. ეს ტენდენცია - რამდენიმე ათეულით მეტი ბიჭის დაბადება აფხაზეთში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შესამჩნევი გახდა.

ადგილობრივი “მაღალჩინოსნების” თქმით, “შესაძლოა, ეს ბუნების საჩუქარი იყოს, რადგან ამით ქვეყანა დანაკარგს ინაზღაურებს". თუმცა, სინამდვილეში სიტუაცია სხვაგვარად არის და გოგონების 15%-ს ხელოვნურად "აქრობენ".

"როგორ დავიჯერო, რომ აფხაზეთი ინდოეთისა და სხვა აზიური ქვეყნების გზით მიდის, რაც ბიჭების პრივილეგიას გულისხმობს? იმ ქვეყნებში ქალებს შეუძლიათ აბორტის გაკეთება, როდესაც იგებენ, რომ გოგონას ელოდებიან... ინდოეთში ბოლო წლების განმავლობაში სქესთა თანაფარდობა ირღვევა და იგივე ხდება აფხაზეთშიც. უახლესი მონაცემებით, ახალი წლის დღეებში აფხაზეთში სულ 6 ბიჭი და 2 გოგონა დაიბადა" - წერს ჟურნალისტი და დასძენს, რომ ბოლო წლებში, ახალშობილების უმეტესობას ერთ-ერთი სერიალის გმირის სახელს არქმევენ, რაც პატარა აფხაზეთში საკმაოდ კურიოზულია...

იატაკქვეშა აბორტის თემას მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ადგილობრივებში, მით უფრო, რომ 2016 წლიდან აფხაზეთში სელექციური აბორტი აიკრძალა. აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ე.წ. ექიმბაშებმა და სამსახურის გარეშე დარჩენილმა მედიკოსებმა ამ აკრძალვის შემდეგ საკმაოდ მსუყე შემოსავალი გაიჩინეს.

“ათასჯერ მაინც მივწერე პროკურატურასა და მილიციას, იმ რამდენიმე ქალის სახელი და გვარი, მისამართი და ვითომ სამედიცინო ცენტრი, სადაც ეს საშინელება ხდება... ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი და დავრწმუნდით, რომ ოდესღაც სამშობიაროს ექთანი მზად იყო 6 თვის ფეხმძიმე ქალისთვის მუცელი გაეჭრა და ნაყოფი მოეკლა... ეს ყველაფერი დეტალებში მივწერეთ, ისევე, როგორც სიტუაცია, რაც იქ ვნახეთ - ანტისანიტარია, არასტერილური, ღრმა საბჭოთა დროინდელი სამედიცინო იარაღები, მაგრამ რეაქცია ნული... იმ ქალის სარდაფში მაინც არასასურველი ორსულობის შეწყვეტის მსურველთა რიგია," - წერს ნათელა ჩირიკბა.

“ხომ არ შეგახსენოთ, რისთვის დაუწვეს სახლი რამდენიმე წლის წინ ერთ ექიმბაშს, რომელსაც 5 თვის ფეხმძიმე შემოაკვდა?! მანამდე რამდენი ასეთი შემთხვევის შესახებ გაგვიგია, ახლაც იგივე ხდება - ანთება, არასრულყოფილი მკურნალობა, სისხლის მოწამვლა... როდესაც სქესის გასაგებად მივედი, ექიმმა პირდაპირ მკითხა: გოგონაა და იტოვებთო? აბა რას ვიზამთ-მეთქი! კარგად დაფიქრდით და მეუღლესაც დაელაპარაკეთ, მესამეს კი არა მეორე გოგონას არავინ აჩენს აფხაზეთში... შემდეგ ნაყოფი გაიზრდება და ჩემი საწვალებელი იქნებაო..." - წერს ალექსანდრა გვილია, თუმცა, დასძენს, რომ შემდეგ "ექიმის" რჩევის საფუძველიც გაარკვია - “ბოლო წლებში მეორე და მესამე გოგონებს, აფხაზეთში არასასურველ შვილად თვლიან...”

“ახალია ვინმესთვის, რომ გოგონები არ უნდათ? ბიჭი გვარის გამგრძელებლად ითვლება და გოგო - თავის ტკივილად... არ იცოდით ეს ამბავი? სხვა რეალობაში ცხოვრობთ? რამდენ ოჯახს აქვს დღეს ორზე მეტი შვილის რჩენის თავი? ცოტას! მაღალჩინსონებს და არც ისინი იკლავენ თავს ერის გამრავლებით... " - წერს თამილა წვიჟბა.

“ჩვენმა მინისტრმა გვახარა, 500 ოჯახი სირიელი ჩამოვიყვანეთ და კიდევ რამდენიმე ათასი იგეგმებაო. ისინი ჩვენგან განსხვავებით, 10 და მეტ შვილს აჩენენ. ჩვენი და რუსეთის სახელმწიფოც ეხმარება და ცოტა ხანში, ასე ბედნიერად ვიცხოვრებთ ერთად... დაიმახსოვრეთ, რომ ამ ჰუმინიტარული მისიის უკან ჩვენი გამოხშირვის პროგრამა იმალება, არავითარი საქართველოსთან საზღვრის გამაგრების გზა", - მიაჩნია ზაირ ციცირბას.

“სელექციური აბორტის კვალდაკვალ, 16-17 წლის გოგონები იკეთებენ აბორტებს, მშობლების მალულად. ვიღაცას უმართლებს და “გამოძვრება”. ვიღაც - ვერა. გაურკვეველი დიაგნოზით მიჰყავთ საავადმყოფოებში. ეს არის ჩვენი რეალობა და ტრაგედია. 90-იანი წლების ომზე ვდარდობთ და ომზე მეტი ადამიანი შეიწირა ავტოსაგზაო შემთხვევამ თუ ნარკოტიკმა, რომ არაფერი ვთქვათ, არდაბადებულ ბავშვებზე", - წერს მანო “გაგრინსკი.”

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი