Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგონა, რომელიც 2018 წელს ერთი ფრაზით გახდა პოპულარული - როგორ არის "როგორ ხართ?!"
გოგონა, რომელიც 2018 წელს ერთი ფრაზით გახდა პოპულარული - როგორ არის "როგორ ხართ?!"

ეს არის გო­გო­ნა, რო­მე­ლიც 2018 წელს, თა­ვი­სი ცნო­ბი­ლი ვი­დე­ო­თი - "რო­გორ ხართ?" ზუს­ტად 5 წუთ­ში გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი... ეს იყო ვი­დეო, რო­მე­ლიც ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და და მთე­ლი ინ­ტერ­ნე­ტი მო­იც­ვა. შემ­დეგ კი ყვე­ლამ აი­ტა­ცა მისი ფრა­ზა - "რო­გორ ხა­ართ?"

იმის­თვის, რომ მსა­ხი­ო­ბი მარი არ­ღუ­თაშ­ვი­ლი უფრო ახ­ლოს გა­გაც­ნოთ, ან მო­გიყ­ვეთ რა მო­უ­ტა­ნა ამ პო­პუ­ლა­რო­ბამ და რა სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი აქვს - მას­თან ინ­ტერ­ვიუ ჩავ­წე­რეთ.

ნა­ხეთ ვი­დეო: რა შე­იც­ვა­ლა ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში მას შემ­დეგ, რაც ფრა­ზით - "რო­გორ ხართ?!" გა­ი­ცა­ნით

- მარი, გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი გა­სულ წელს და იმ ამ­ბავს, რაც შენს ცხოვ­რე­ბა­ში 2018 წელს მოხ­და...

- თით­ქოს ვერც ვა­ფა­სებ, ის აჟი­ო­ტა­ჟი, რაც იყო და რაც გა­მო­ვი­ა­რე. არა­და, არა­ერ­თხელ ვთქვი, რომ სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. მაგ­რამ მგო­ნი, ამ ყვე­ლა­ფერ­მა უკვე გა­და­ი­ა­რა, ვფიქ­რობ­დი, უფრო ადრე გა­და­ივ­ლი­და, მაგ­რამ აჟი­ო­ტა­ჟი დიდ­ხანს გაგ­რძელ­და, ვიდ­რე ვე­ლო­დი.

- ვი­დე­ოს რომ იღებ­დი მა­შინ მსგავს რა­მეს თუ წარ­მო­იდ­გენ­დი?

- არა, რას ამ­ბობთ?.. ამ ყვე­ლა­ფერ­მა მო­მი­ტა­ნა ის, რომ ჩემი მი­სა­მარ­თით ბევ­რი პო­ზი­ტი­ვი წა­მო­ვი­და და დღემ­დე მო­დის. სა­ინ­ტე­რე­სო, საყ­ვა­რე­ლი, კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ვი­ცა­ნი, რომ­ლე­ბიც უბ­რა­ლოდ ჩემი პერ­სო­ნით და­ინ­ტე­რეს­დნენ, შედ­გა გარ­კვე­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც. ამ ყვე­ლა­ფერს და­დე­ბი­თი მხა­რე ჰქონ­და. უარ­ყო­ფი­თიც იყო, მაგ­რამ არც მა­შინ მი­მიქ­ცე­ვია ამის­თვის ყუ­რა­დღე­ბა და არც ახლა.

- და რა იყო უარ­ყო­ფი­თი და უსი­ა­მოვ­ნო?

- არ მიყ­ვარს ფა­მი­ლა­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მაგ­რამ ამ ვი­დე­ოს შემ­დეგ ამას ხში­რად წა­ვა­წყდი. მა­გა­ლი­თად, უეც­რად მო­დის ვი­ღაც და მე­უბ­ნე­ბა: "უი, შენ ის არ ხარ"? ამას რა უშავს, გა­მო­ხატ­ვის ფორ­მე­ბია ზოგ­ჯერ უხე­ში, უც­ნა­უ­რი: შო­რი­დან რომ გა­მო­იქ­ცე­ვა, და­გე­ჯა­ხე­ბა და ამ ფრა­ზას ასე გე­უბ­ნე­ბა. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ ცოტა უხერ­ხუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი შე­იქ­მნა, რა­საც იუ­მო­რით ვუდ­გე­ბი. ყო­ფი­ლა ასე­თიც, თე­ატ­რში პრე­მი­ე­რა­ზე მა­ყუ­რებ­ლის ამ­პლუ­ა­ში, დარ­ბაზ­ში ვმჯდარ­ვარ და პირ­და­პირ დარ­ბაზ­ში, სპექ­ტაკ­ლის მსვლე­ლო­ბი­სას და­უყ­ვი­რი­ათ...

- რა იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი შენ­თვის?

- დე­დას გე­ფი­ცე­ბით, თუ ვი­ცო­დე... კი­დევ ვერ ვარ­ქმევ სა­ხელს, კი­დევ ვერ გა­და­ვა­ხა­რის­ხე და და­ვა­ლა­გე, რა მოხ­და...

- გარ­და იმი­სა, რომ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ი­ცა­ნი, კი­დევ რა მო­გი­ტა­ნა პო­პუ­ლა­რო­ბამ?

- არა­ფე­რი, თუმ­ცა ვი­ღა­ცებს მო­ლო­დი­ნი ჰქონ­დათ, - უი, შენ ამას გა­მო­ი­ყე­ნებ და საქ­მე­ში წარ­მა­ტე­ბა გექ­ნე­ბაო. მე ამის მო­ლო­დი­ნი არ მქო­ნია, რად­გა­ნაც ასე ჰა­ერ­ზე არა­ფე­რი ხდე­ბა, ეს ამ­ბა­ვი მარ­თლა ჰა­ერ­ზე მო­ვი­და. მი­მაჩ­ნია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ზედ­მე­ტიც კი იყო, რი­თაც ცოტა დავ­კომ­პლექსდი.

- რა­ტომ? შენ ხომ მსა­ხი­ო­ბი ხარ?

- კი, მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბის ამ­პლუ­ით ხომ არ გა­მიც­ნეს?! ამ რა­ღა­ცით, რა­საც, რო­გორც გი­თხა­რით, სა­ხელს ვერც ვარ­ქმევ. შემ­დეგ იყო შო­უ­ე­ბი­დან შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი და იმა­ვე თე­მა­ზე ნომ­რე­ბის, სკეტ­ჩე­ბის გა­და­ღე­ბა უნ­დო­დათ, რაც ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო. თან, ოდეს­მე ხომ უნდა დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო ის ყვე­ლა­ფე­რი. ყვე­ლას ისევ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შოუს გა­კე­თე­ბა უნ­დო­და. ამი­ტომ, გულ­წრფე­ლად ვურ­ჩევ­დი, რომ ეს არ იქ­ნე­ბო­და მათ­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი და ია­ფ­ფა­სი­ა­ნი შოუ გა­მო­ვი­დო­და, რა­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მინ­დო­და.

მარი ამ­ბობს, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა ბავ­შვო­ბი­დან, ბა­ღის ასა­კი­დან უნ­დო­და და 14 წლი­დან გო­რის ერის­თა­ვის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის სტუ­დი­ა­ში მი­ვი­და, სა­დაც მა­სობ­რივ სცე­ნებ­ში თა­მა­შობ­და. შემ­დეგ იყო თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რე­ჟი­სორ სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის ჯგუ­ფი. მერე ბა­ტონ სან­დროს­თან თე­ატ­რშიც დარ­ჩა და ახლა "რუს­თა­ვე­ლის 19"-ისა და გო­რის ერის­თა­ვის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია.

"გო­რის თე­ატ­რი პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი თე­ატ­რია, რო­მე­ლიც გი­ორ­გი ერის­თავ­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა - დიდი ის­ტო­რი­ის მქო­ნე კულ­ტუ­რუ­ლი სივ­რცეა. ამ თე­ატ­რში 2002 წლი­დან ვარ, უკვე 16 წელი გა­ვი­და. წელი ისე არ გა­ივ­ლის, 9 პრე­მი­ე­რა არ გა­ი­მარ­თოს. სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლია ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რი და­ვით ჩხარ­ტიშ­ვი­ლი. თე­ატრს საკ­მა­ოდ კარ­გი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს, ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ გო­რის თე­ატრს არ იც­ნო­ბენ, სპექ­ტაკ­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად დე­და­ქა­ლა­ქის თე­ატ­რებს სტუმ­რო­ბენ - გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლია. სა­ერ­თოდ პრო­ფე­სი­უ­ლი შე­ხე­ბა არ აქვთ ჩვენს საქ­მეს­თან, მაგ­რამ სპექ­ტაკ­ლის მშვე­ნი­ერ გარ­ჩე­ვას და­დე­ბენ" - გვე­უბ­ნე­ბა მარი არ­ღუ­თაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ნა­ი­რი ჟან­რის სპექ­ტაკლში უთა­მა­შია, თუმ­ცა სი­ა­მოვ­ნე­ბით ითა­მა­შებ­და მი­უ­ზიკლში, ამა­ზე ოც­ნე­ბობს.

მსა­ხი­ო­ბი დას­ძენს, რომ მისი სურ­ვი­ლია, მი­აღ­წი­ოს თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ამის­თვის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ის­წრაფ­ვის, თუმ­ცა ჯერ არ იცის, რო­დის გა­მო­უ­ვა ეს. ხოლო ადა­მი­ა­ნებს, ვინც ის ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, შემ­თხვე­ვით გა­იც­ნო, ახა­ლი წლის დღე­ებ­ში სი­კე­თეს უსურ­ვებს: "სი­კე­თის კე­თე­ბის სურ­ვი­ლი მინ­და, ყვე­ლა ადა­მი­ანს ჰქონ­დეს. ვინც მუდ­მი­ვად სი­კე­თეს ემ­სა­ხუ­რე­ბა, მიხ­ვდე­ბა, რამ­ხე­ლა და­დე­ბი­თი ემო­ცი­ით ივ­სე­ბა. ასე­ვე ყვე­ლას ვუ­სურ­ვებ ჯან­მრთე­ლო­ბას, რად­გა­ნაც ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ეს ხში­რად დე­ფი­ცი­ტია და ამ კუ­თხით არც ისე კარ­გი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს... ბევ­რი პო­ზი­ტი­ვი, სი­ხა­რუ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი და კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბი მინ­და, ვუ­სურ­ვო ყვე­ლას"

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

გოგონა, რომელიც 2018 წელს ერთი ფრაზით გახდა პოპულარული - როგორ არის "როგორ ხართ?!"

გოგონა, რომელიც 2018 წელს ერთი ფრაზით გახდა პოპულარული - როგორ არის "როგორ ხართ?!"

ეს არის გოგონა, რომელიც 2018 წელს, თავისი ცნობილი ვიდეოთი - "როგორ ხართ?" ზუსტად 5 წუთში გახდა პოპულარული... ეს იყო ვიდეო, რომელიც ვირუსულად გავრცელდა და მთელი ინტერნეტი მოიცვა. შემდეგ კი ყველამ აიტაცა მისი ფრაზა - "როგორ ხაართ?"

იმისთვის, რომ მსახიობი მარი არღუთაშვილი უფრო ახლოს გაგაცნოთ, ან მოგიყვეთ რა მოუტანა ამ პოპულარობამ და რა სამომავლო გეგმები აქვს - მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

ნახეთ ვიდეო: რა შეიცვალა ახალგაზრდა მსახიობის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც ფრაზით - "როგორ ხართ?!" გაიცანით

- მარი, გადავავლოთ თვალი გასულ წელს და იმ ამბავს, რაც შენს ცხოვრებაში 2018 წელს მოხდა...

- თითქოს ვერც ვაფასებ, ის აჟიოტაჟი, რაც იყო და რაც გამოვიარე. არადა, არაერთხელ ვთქვი, რომ სრულიად შემთხვევით მოხვდა ვიდეო სოციალურ ქსელში. მაგრამ მგონი, ამ ყველაფერმა უკვე გადაიარა, ვფიქრობდი, უფრო ადრე გადაივლიდა, მაგრამ აჟიოტაჟი დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე ველოდი.

- ვიდეოს რომ იღებდი მაშინ მსგავს რამეს თუ წარმოიდგენდი?

- არა, რას ამბობთ?.. ამ ყველაფერმა მომიტანა ის, რომ ჩემი მისამართით ბევრი პოზიტივი წამოვიდა და დღემდე მოდის. საინტერესო, საყვარელი, კარგი ადამიანები გავიცანი, რომლებიც უბრალოდ ჩემი პერსონით დაინტერესდნენ, შედგა გარკვეული ურთიერთობებიც. ამ ყველაფერს დადებითი მხარე ჰქონდა. უარყოფითიც იყო, მაგრამ არც მაშინ მიმიქცევია ამისთვის ყურადღება და არც ახლა.

- და რა იყო უარყოფითი და უსიამოვნო?

- არ მიყვარს ფამილარული დამოკიდებულება, მაგრამ ამ ვიდეოს შემდეგ ამას ხშირად წავაწყდი. მაგალითად, უეცრად მოდის ვიღაც და მეუბნება: "უი, შენ ის არ ხარ"? ამას რა უშავს, გამოხატვის ფორმებია ზოგჯერ უხეში, უცნაური: შორიდან რომ გამოიქცევა, დაგეჯახება და ამ ფრაზას ასე გეუბნება. ამიტომ ვამბობ, რომ ცოტა უხერხული სიტუაციები შეიქმნა, რასაც იუმორით ვუდგები. ყოფილა ასეთიც, თეატრში პრემიერაზე მაყურებლის ამპლუაში, დარბაზში ვმჯდარვარ და პირდაპირ დარბაზში, სპექტაკლის მსვლელობისას დაუყვირიათ...

- რა იყო ეს ყველაფერი შენთვის?

- დედას გეფიცებით, თუ ვიცოდე... კიდევ ვერ ვარქმევ სახელს, კიდევ ვერ გადავახარისხე და დავალაგე, რა მოხდა...

- გარდა იმისა, რომ საინტერესო ადამიანები გაიცანი, კიდევ რა მოგიტანა პოპულარობამ?

- არაფერი, თუმცა ვიღაცებს მოლოდინი ჰქონდათ, - უი, შენ ამას გამოიყენებ და საქმეში წარმატება გექნებაო. მე ამის მოლოდინი არ მქონია, რადგანაც ასე ჰაერზე არაფერი ხდება, ეს ამბავი მართლა ჰაერზე მოვიდა. მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ზედმეტიც კი იყო, რითაც ცოტა დავკომპლექსდი.

- რატომ? შენ ხომ მსახიობი ხარ?

- კი, მაგრამ მსახიობის ამპლუით ხომ არ გამიცნეს?! ამ რაღაცით, რასაც, როგორც გითხარით, სახელს ვერც ვარქმევ. შემდეგ იყო შოუებიდან შემოთავაზებები და იმავე თემაზე ნომრების, სკეტჩების გადაღება უნდოდათ, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. თან, ოდესმე ხომ უნდა დამთავრებულიყო ის ყველაფერი. ყველას ისევ ამ მიმართულებით შოუს გაკეთება უნდოდა. ამიტომ, გულწრფელად ვურჩევდი, რომ ეს არ იქნებოდა მათთვის მომგებიანი და იაფფასიანი შოუ გამოვიდოდა, რაშიც მონაწილეობა არ მინდოდა.

მარი ამბობს, რომ მსახიობობა ბავშვობიდან, ბაღის ასაკიდან უნდოდა და 14 წლიდან გორის ერისთავის სახელობის თეატრის სტუდიაში მივიდა, სადაც მასობრივ სცენებში თამაშობდა. შემდეგ იყო თეატრალური უნივერსიტეტი, რეჟისორ სანდრო მრევლიშვილის ჯგუფი. მერე ბატონ სანდროსთან თეატრშიც დარჩა და ახლა "რუსთაველის 19"-ისა და გორის ერისთავის სახელობის თეატრის მსახიობია.

"გორის თეატრი პირველი პროფესიული თეატრია, რომელიც გიორგი ერისთავმა ჩამოაყალიბა - დიდი ისტორიის მქონე კულტურული სივრცეა. ამ თეატრში 2002 წლიდან ვარ, უკვე 16 წელი გავიდა. წელი ისე არ გაივლის, 9 პრემიერა არ გაიმართოს. სამხატვრო ხელმძღვანელია ახალგაზრდა რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი. თეატრს საკმაოდ კარგი მაყურებელი ჰყავს, ისეთები, რომლებიც მხოლოდ გორის თეატრს არ იცნობენ, სპექტაკლების სანახავად დედაქალაქის თეატრებს სტუმრობენ - გემოვნებიანი მაყურებელია. საერთოდ პროფესიული შეხება არ აქვთ ჩვენს საქმესთან, მაგრამ სპექტაკლის მშვენიერ გარჩევას დადებენ" - გვეუბნება მარი არღუთაშვილი, რომელსაც ყველანაირი ჟანრის სპექტაკლში უთამაშია, თუმცა სიამოვნებით ითამაშებდა მიუზიკლში, ამაზე ოცნებობს.

მსახიობი დასძენს, რომ მისი სურვილია, მიაღწიოს თავისუფლებას და ამისთვის მთელი ცხოვრება ისწრაფვის, თუმცა ჯერ არ იცის, როდის გამოუვა ეს. ხოლო ადამიანებს, ვინც ის ერთ მშვენიერ დღეს, შემთხვევით გაიცნო, ახალი წლის დღეებში სიკეთეს უსურვებს: "სიკეთის კეთების სურვილი მინდა, ყველა ადამიანს ჰქონდეს. ვინც მუდმივად სიკეთეს ემსახურება, მიხვდება, რამხელა დადებითი ემოციით ივსება. ასევე ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, რადგანაც ჩვენს ცხოვრებაში ეს ხშირად დეფიციტია და ამ კუთხით არც ისე კარგი მდგომარეობა გვაქვს... ბევრი პოზიტივი, სიხარული, სიყვარული და კეთილი სურვილები მინდა, ვუსურვო ყველას"

როგორ გამოიყურება კერძო სახლი ბათუმში, რომელიც 10 მლნ ლარამდე ღირს - ნახეთ ფოტოები

5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით

ბადრი ვადაჭკორიას ულამაზესი ფოტოები დენდროლოგიური პარკიდან, რომელიც 15 ივლისიდან იხსნება