საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი პენსიონერი, რომელმაც შვილი ტაფით მოკლა და სხეული დაანაწევრა, სასამართლომ გაათავისუფლა
რუსი პენსიონერი, რომელმაც შვილი ტაფით მოკლა და სხეული დაანაწევრა, სასამართლომ გაათავისუფლა

63 წლის რუს­მა ქალ­მა „ტი­რან“ შვილს თავ­ში ტაფა ჩა­არ­ტყა, შემ­დეგ კი მისი სხე­უ­ლი და­ა­ნა­წევ­რა, ინ­ფორ­მა­ცი­ას „დე­ი­ლი მე­ი­ლი“ ავ­რცე­ლებს.

ლი­უდ­მი­ლა რ. მკვლე­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს, თუმ­ცა ცი­ხი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო მხედ­ვე­ლო­ბა­ში გა­რე­მო­ე­ბა, რომ მა­მა­კა­ცი დე­დას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცემ­და და მისი ცხოვ­რე­ბა „ჯო­ჯო­ხე­თად აქ­ცია“.

ლი­უდ­მი­ლას თქმით, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ­მა 42 წლის შვილ­მა ის გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა კი­დეც. ქალი ამ­ბობს, რომ პო­ლი­ცი­ას დახ­მა­რე­ბის­თვის არა­ერ­თხელ მი­მარ­თა, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მხო­ლოდ მა­მა­კაც­თან გა­სა­უბ­რე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლ­ნენ.

ლი­უდ­მი­ლა ხა­ბა­როვ­სკში და­ი­ჭი­რეს, მე­ზობ­ლებ­მა პო­ლი­ცი­ა­ში უსი­ა­მოვ­ნო სუ­ნის გამო და­რე­კეს, რო­მე­ლიც მისი სახ­ლი­დან გა­მო­დი­ო­და. ქალი მა­შინ და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც „სა­ეჭ­ვო“ ნაგ­ვის პარ­კებს ტაქ­სი­ში ალა­გებ­და. მან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს უთხრა, რომ პარ­კებ­ში გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ხორ­ცი იყო, თუმ­ცა შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ამ მა­მა­კა­ცის სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა. ლი­უდ­მი­ლამ მკვლე­ლო­ბა აღი­ა­რა.

ქალ­მა გა­მომ­ძი­ებ­ლებს უამ­ბო, რო­გორ იქცა მისი ცხოვ­რე­ბა ჯო­ჯო­ხე­თად მას შემ­დეგ, რაც შვი­ლი ცოლს და­შორ­და და სა­ცხოვ­რებ­ლად მას­თან გა­და­ვი­და.

ერთხე­ლაც, რო­დე­საც მა­მა­კაც­მა დედა და­უნ­დობ­ლად სცე­მა, ლი­უდ­მი­ლამ ტაფა აიღო და შვილს თავ­ში ჩა­არ­ტყა. მან დე­ტა­ლუ­რად უამ­ბო სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს, რო­გორ და­ა­ნა­წევ­რა შვი­ლის სხე­უ­ლი.

ლი­უდ­მი­ლას პა­ტიმ­რო­ბა არ ემუქ­რე­ბა, თუმ­ცა 23 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბა ეკ­რძა­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რუსი პენსიონერი, რომელმაც შვილი ტაფით მოკლა და სხეული დაანაწევრა, სასამართლომ გაათავისუფლა

რუსი პენსიონერი, რომელმაც შვილი ტაფით მოკლა და სხეული დაანაწევრა, სასამართლომ გაათავისუფლა

63 წლის რუსმა ქალმა „ტირან“ შვილს თავში ტაფა ჩაარტყა, შემდეგ კი მისი სხეული დაანაწევრა, ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს.

ლიუდმილა რ. მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, თუმცა ციხიდან გაათავისუფლეს. სასამართლომ მიიღო მხედველობაში გარემოება, რომ მამაკაცი დედას წლების განმავლობაში ცემდა და მისი ცხოვრება „ჯოჯოხეთად აქცია“.

ლიუდმილას თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა 42 წლის შვილმა ის გააუპატიურა კიდეც. ქალი ამბობს, რომ პოლიციას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა, თუმცა სამართალდამცველები მხოლოდ მამაკაცთან გასაუბრებით შემოიფარგლნენ.

ლიუდმილა ხაბაროვსკში დაიჭირეს, მეზობლებმა პოლიციაში უსიამოვნო სუნის გამო დარეკეს, რომელიც მისი სახლიდან გამოდიოდა. ქალი მაშინ დააკავეს, როდესაც „საეჭვო“ ნაგვის პარკებს ტაქსიში ალაგებდა. მან სამართალდამცველებს უთხრა, რომ პარკებში გაფუჭებული ხორცი იყო, თუმცა შემოწმების შემდეგ პოლიციამ მამაკაცის სხეულის ნაწილები აღმოაჩინა. ლიუდმილამ მკვლელობა აღიარა.

ქალმა გამომძიებლებს უამბო, როგორ იქცა მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად მას შემდეგ, რაც შვილი ცოლს დაშორდა და საცხოვრებლად მასთან გადავიდა.

ერთხელაც, როდესაც მამაკაცმა დედა დაუნდობლად სცემა, ლიუდმილამ ტაფა აიღო და შვილს თავში ჩაარტყა. მან დეტალურად უამბო სამართალდამცველებს, როგორ დაანაწევრა შვილის სხეული.

ლიუდმილას პატიმრობა არ ემუქრება, თუმცა 23 თვის განმავლობაში ქალაქის დატოვება ეკრძალება.

რომელი ზოდიაქოს ნიშანი რაშია მაგარი

"ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში "დისნეის" კვირეული დაიწყო

სასქესო ორგანოების ქავილი - რისი ბრალია და როგორ მოვიქცეთ