მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ეიპიემ ტერმინალსი“ წარადგენს ფოთის პორტის გაფართოების პროექტს
“ეიპიემ ტერმინალსი“ წარადგენს ფოთის პორტის გაფართოების პროექტს

ფოთი, სა­ქარ­თვე­ლო - „ეი­პი­ემ ტერ­მი­ნალს ფოთ­მა“ და „ფო­თის ახა­ლი ტერ­მი­ნა­ლე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­მა“ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს პირ­ვე­ლი ეტა­პის სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის ნე­ბარ­თვის მი­სა­ღე­ბად, ფო­თის პორ­ტის გა­ფარ­თო­ე­ბის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი გეგ­მა წა­რუდ­გი­ნა.

პრო­ექ­ტის დი­ზა­ი­ნი მო­ი­ცავს ახა­ლი ტალ­ღამ­ჭრე­ლის და სხვა­დას­ხვა ტი­პის (მშრა­ლი, ნა­ყა­რი, კონ­ტე­ი­ნე­რი­ზე­ბუ­ლი და გე­ნე­რა­ლუ­რი) ტვირ­თე­ბის­თვის 700 მეტ­რი სიგ­რძის ნავ­მი­სად­გო­მის კედ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის, გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ოპე­რი­რე­ბის გეგ­მას. ნავ­მი­სად­გო­მი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად აღი­ჭურ­ვე­ბა ისე­თი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კი­თა და მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბით, რო­გო­რი­ცაა გემი -ნა­პი­რის (STS) ტი­პის ამ­წე­ე­ბი.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, ტვირ­თის მფლო­ბე­ლებ­თან, წი­ლობ­რივ პარტნი­ო­რებ­თან და ფი­ნან­სურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან მა­ღა­ლი დო­ნის და სიღ­რმი­სე­უ­ლი გან­ხილ­ვე­ბის შემ­დე­გად ჩვენ ვას­კვნით, რომ ფოთი კვლა­ვაც გა­ნაგ­რძობს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას, რო­გორც ძი­რი­თა­დი მი­სას­ვლე­ლი გზა კავ­კა­სი­ი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ბაზ­რე­ბამ­დე. გვჯე­რა, რომ გვაქვს სა­თა­ნა­დო უნა­რე­ბი, შე­საძ­ლებ­ლო­ბა და პრო­ფე­სო­ნა­ლიზ­მი, რათა ხელი შე­ვუ­წყოთ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კურ წინსვლას ფო­თის სა­ზღვაო ნავ­სად­გუ­რის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის გზით“, - გა­ნა­ცხა­და ეი­პი­ემ ტერ­მი­ნალს ფო­თის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, კლა­უს ლა­ურ­სენ­მა.

პრო­ექ­ტის გეგ­მა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 14.5 მეტ­რის სიღ­რმის და 700 მეტ­რი სიგ­რძის ნავ­მი­სად­გო­მის კედ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა, გა­მო­ყო­ფი­ლია 25 ჰექ­ტა­რი ღია და და­ხუ­რუ­ლი სა­სა­წყო­ბე მე­ორ­ნე­ო­ბე­ბის­თვის და ნა­ყა­რი ტვირ­თე­ბის - ხორ­ბლის, მად­ნის და სხვა­დას­ხვა მი­ნე­რა­ლე­ბის ოპე­რი­რე­ბის­თვის.

„ახალ ნა­ყა­რი ტვირ­თის სატ­ვირ­თო პორ­ტში შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა გა­დატ­ვირ­თვა 60.000 ტო­ნამ­დე სა­ქონ­ლის პარ­ტი­ე­ბის / გე­მე­ბის, რაც ქმნის ახალ და­ბალ-და­ნა­ხა­ჯე­ბი­ან შე­საძ­ლებ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის, სომ­ხე­თის და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის სხვა ქვეყ­ნე­ბის ტვირ­თე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის.“

„ეი­პი­ემ ტერ­მი­ნალ­სის“ სა­კუთ­რე­ბა­ში მყოფ და მარ­თულ ფო­თის სა­ზღვაო ნავ­სად­გურს უკვე დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი აქვს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია ბა­ზარ­ზე და არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­გორც ფოთ­ში, ასე­ვე მის შე­მო­გა­რენ­ში, შემ­დგო­მი მზარ­დი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მყარ პლატ­ფორ­მას ქმნის. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვით უკვე თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ფოთი შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას, რო­გორც ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ლო­გის­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩვე­ნი ამ­ჟა­მინ­დე­ლი და მო­მა­ვა­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის“ - და­ურ­თო კლა­უს ლა­ურ­სენ­მა.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში შე­იქ­მნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 250 მუდ­მი­ვი სა­მუ­შაო ად­გი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის და 900-მდე და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ახალ პორტთან და­კავ­ში­რე­ბულ სა­წარ­მო­ებ­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში. გარ­და ამი­სა, მშე­ნებ­ლო­ბის ეტაპ­ზე და­მა­ტე­ბით შე­იქ­მნე­ბა დრო­ე­ბი­თი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი.

ფო­თის ახა­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა ხელს შე­უ­წყობს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც სატ­რან­ზი­ტო დე­რე­ფან­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რაც თა­ვის მხრივ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აი­სა­ხე­ბა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

ბმუ­ლი ფო­ტოს სა­ნა­ხა­ვად: ფო­თის ნავ­სად­გუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა

ზო­გა­დი ინ­ფორ­მა­ცია “ეი­პი­ემ ტერ­მი­ნალ­სის“ და „ეი­პი­ემ ტერ­მი­ნალს ფო­თის“ შე­სა­ხებ

“ეი­პი­ემ ტერ­მი­ნალ­სი“, “ეი.პი. მო­ლერ – მა­ერსკის“ ჯგუ­ფის წევ­რი გლო­ბა­ლუ­რი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია 74 მოქ­მე­დი პორ­ტე­ბის და ტერ­მი­ნა­ლე­ბის ქსე­ლით და 117 სახ­მე­ლე­თო მომ­სა­ხუ­რე­ბის ოპე­რა­ცი­ე­ბით, რო­მელ­საც 58 ქვე­ყა­ნა­ში ახორ­ცი­ე­ლებს.

2011 წლის აპ­რილ­ში, „ეი­პი­ემ ტერ­მი­ნალსმა“ შე­ის­ყი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ნავ­სად­გუ­რი - „ფო­თის სა­ზღვაო ნავ­სად­გუ­რი“, რო­მელ­საც მრა­ვალ­მიზ­ნობ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს. ნავ­სად­გურ­ში სულ 15 ნავ­მი­სად­გო­მია, სა­დაც ხდე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რი სატ­ვირ­თო მომ­სა­ხუ­რე­ბის, მათ შო­რის რო-რო სერ­ვი­სის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ნავ­მი­სად­გო­მე­ბის მთლი­ა­ნი სიგ­რძე შე­ად­გენს 2,900 მეტრს, სა­დაც 20-ზე მეტი სა­პორ­ტო ამ­წეა გან­ლა­გე­ბუ­ლი. სა­თა­ვე­ში მოს­ვლის დღი­დან, „ეი­პი­ემ ტერ­მი­ნალსმა“ უზ­რუნ­ველ­ყო 80 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარ­ზე მეტი ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი სა­პორ­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, სა­ბა­ჟო ცენ­ტრის, სარ­კი­ნიგ­ზო და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის და სერ­ვი­სის გა­ნახ­ლე­ბის მიზ­ნით.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე, ფო­თის ნავ­სად­გურ­მა, რო­მე­ლიც ფლობს სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­სად­გუ­რე­ბის გავ­ლით კონ­ტე­ი­ნე­რე­ბის გა­და­ზიდ­ვის 85%-ს, შეძ­ლო ნავ­სად­გურ­ში არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა/ტექ­ნი­კის გა­ნახ­ლე­ბა, რათა ის ყო­ფი­ლი­ყო ყვე­ლა­ზე პრო­დუქ­ტი­უ­ლი და უსაფრ­თხო ნავ­სად­გუ­რი ქვე­ყა­ნა­ში და შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა მისი არ­სე­ბუ­ლი პო­ზი­ცია, რო­გორც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კა­რიბ­ჭე ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­სა და კავ­კა­სი­ა­ში.

R

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

“ეიპიემ ტერმინალსი“ წარადგენს ფოთის პორტის გაფართოების პროექტს

“ეიპიემ ტერმინალსი“ წარადგენს ფოთის პორტის გაფართოების პროექტს

ფოთი, საქართველო - „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ და „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმმა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოებისთვის ნებართვის მისაღებად, ფოთის პორტის გაფართოების კონცეპტუალური გეგმა წარუდგინა.

პროექტის დიზაინი მოიცავს ახალი ტალღამჭრელის და სხვადასხვა ტიპის (მშრალი, ნაყარი, კონტეინერიზებული და გენერალური) ტვირთებისთვის 700 მეტრი სიგრძის ნავმისადგომის კედლის მშენებლობის, განვითარებისა და ოპერირების გეგმას. ნავმისადგომი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება ისეთი თანამედროვე ტექნიკითა და მოწყობილობებით, როგორიცაა გემი -ნაპირის (STS) ტიპის ამწეები.

ხელისუფლებასთან, ტვირთის მფლობელებთან, წილობრივ პარტნიორებთან და ფინანსურ დაწესებულებებთან მაღალი დონის და სიღრმისეული განხილვების შემდეგად ჩვენ ვასკვნით, რომ ფოთი კვლავაც განაგრძობს ფუნქციონირებას, როგორც ძირითადი მისასვლელი გზა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებამდე. გვჯერა, რომ გვაქვს სათანადო უნარები, შესაძლებლობა და პროფესონალიზმი, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას ფოთის საზღვაო ნავსადგურის მდგრადი განვითარების გზით“, - განაცხადა ეიპიემ ტერმინალს ფოთის გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ლაურსენმა.

პროექტის გეგმაში გათვალისწინებულია 14.5 მეტრის სიღრმის და 700 მეტრი სიგრძის ნავმისადგომის კედლის მშენებლობა, გამოყოფილია 25 ჰექტარი ღია და დახურული სასაწყობე მეორნეობებისთვის და ნაყარი ტვირთების - ხორბლის, მადნის და სხვადასხვა მინერალების ოპერირებისთვის.

„ახალ ნაყარი ტვირთის სატვირთო პორტში შესაძლებელი იქნება გადატვირთვა 60.000 ტონამდე საქონლის პარტიების / გემების, რაც ქმნის ახალ დაბალ-დანახაჯებიან შესაძლებლობას საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების ტვირთების მფლობელებისთვის.“

„ეიპიემ ტერმინალსის“ საკუთრებაში მყოფ და მართულ ფოთის საზღვაო ნავსადგურს უკვე დამკვიდრებული აქვს საკუთარი პოზიცია ბაზარზე და არსებული ინფრასტრუქტურის საფუძველზე, როგორც ფოთში, ასევე მის შემოგარენში, შემდგომი მზარდი განვითარებისთვის მყარ პლატფორმას ქმნის. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფოთი შეინარჩუნებს საკუთარ პოზიციას, როგორც ყველაზე ეფექტური და რაციონალური ლოგისტიკური გადაწყვეტილება ჩვენი ამჟამინდელი და მომავალი მომხმარებლებისთვის“ - დაურთო კლაუს ლაურსენმა.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება დაახლოებით 250 მუდმივი სამუშაო ადგილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და 900-მდე დასაქმების შესაძლებლობა ახალ პორტთან დაკავშირებულ საწარმოებსა და მომსახურების სფეროში. გარდა ამისა, მშენებლობის ეტაპზე დამატებით შეიქმნება დროებითი სამუშაო ადგილები.

ფოთის ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს საქართველოში, როგორც სატრანზიტო დერეფანში საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

ბმული ფოტოს სანახავად: ფოთის ნავსადგურის განვითარების გეგმა

ზოგადი ინფორმაცია “ეიპიემ ტერმინალსის“ და „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ შესახებ

“ეიპიემ ტერმინალსი“, “ეი.პი. მოლერ – მაერსკის“ ჯგუფის წევრი გლობალური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში წარმოდგენილია 74 მოქმედი პორტების და ტერმინალების ქსელით და 117 სახმელეთო მომსახურების ოპერაციებით, რომელსაც 58 ქვეყანაში ახორციელებს.

2011 წლის აპრილში, „ეიპიემ ტერმინალსმა“ შეისყიდა საქართველოში ყველაზე დიდი ნავსადგური - „ფოთის საზღვაო ნავსადგური“, რომელსაც მრავალმიზნობრივი დანიშნულება აქვს. ნავსადგურში სულ 15 ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის რო-რო სერვისის განხორციელება. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე შეადგენს 2,900 მეტრს, სადაც 20-ზე მეტი საპორტო ამწეა განლაგებული. სათავეში მოსვლის დღიდან, „ეიპიემ ტერმინალსმა“ უზრუნველყო 80 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურის, საბაჟო ცენტრის, სარკინიგზო და საავტომობილო გზების და სერვისის განახლების მიზნით.

აღნიშნული პერიოდის მანძილზე, ფოთის ნავსადგურმა, რომელიც ფლობს საქართველოს ნავსადგურების გავლით კონტეინერების გადაზიდვის 85%-ს, შეძლო ნავსადგურში არსებული ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობა/ტექნიკის განახლება, რათა ის ყოფილიყო ყველაზე პროდუქტიული და უსაფრთხო ნავსადგური ქვეყანაში და შეენარჩუნებინა მისი არსებული პოზიცია, როგორც მნიშვნელოვანი კარიბჭე ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის