ავტორი:

გედევან ფოფხაძე - "ჯერ თალაკვაძემ, შემდეგ მდინარაძემ დამირეკა თხოვნით... კომენტარი არ გააკეთოო"

გედევან ფოფხაძე - "ჯერ თალაკვაძემ, შემდეგ მდინარაძემ დამირეკა თხოვნით... კომენტარი არ გააკეთოო"

"იუსტიციის საბჭოში ამ საკითხის განხილვის დღეს დილიდან დამირეკა ჯერ აჩიკო თალაკვაძემ, შემდეგ მამუკა მდინარაძემ ერთი თხოვნით: "გედი დღეს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს იუსტიციის საბჭომ, გუნდის თხოვნაა, რომ შენ რამე კომენტარი არ გააკეთო", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა სიის წარდგენის შემდეგ, პარტიის ოფისში შეხვედრა გაიმართა, სადაც ეკა ბესელიამ წარდგენილი სიის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა.

როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის დარწმუნებას ცდილობდა იმაში, რომ მოსამართლეთა წარდგენილი სიისთვის მხარდაჭერაში არანაირი პრობლემა არ არის.

"რეალური ისტორია არის ასეთი: იუსტიციის საბჭოში ამ საკითხის განხილვის დღეს დილიდან დამირეკა ჯერ აჩიკო თალაკვაძემ, შემდეგ მამუკა მდინარაძემ ერთი თხოვნით: "გედი, დღეს რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს იუსტიციის საბჭომ, გუნდის თხოვნაა, რომ შენ რამე კომენტარი არ გააკეთო". ეს თხოვნა მარტო ჩემ მიმართ არ იყო. იყო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ითვლებიან, რომ ცოტა დამოუკიდებელ შეფასებებს იძლევიან. ცოტა დავიძაბე - ეტყობა რაღაც ცუდი ხდება-მეთქი. ამის შემდეგ, მე ჩემი მხრიდან განვახორციელე ზარები ჩემს თანამოაზრეებთან პარტიაშიც და იუსტიციის საბჭოშიც. გავარკვიე რეალურად რა ხდებოდა. გასაგები გახდა, რომ ბნელ ოთახში რაღაც ბნელი სია მზადდებოდა და ერთმანეთში შევთანხმდით, რომ ჩვენთვის ეს არის მიუღებელი. ამის შემდეგ ჩვენ ვიკრიბებით პარტიის ოფისში პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას და პარტიის თავმჯდომარე კითხულობს: არის თუ არა რეალური, რომ პარასკევს ეს სია გავიდეს კომიტეტზე და მერე სხდომაზე. ეკა ბესელიამ კატეგორიულად თქვა, რომ ასეთ ტემპში ასეთი გადაწყვეტილების მიღება არის შეუძლებელი. ირაკლი კობახიძე კი ბიძინა ივანიშვილს არწმუნებდა, რომ არც დროის და არც პროცედურების პრობლემა არ არის", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

VIDEO: გედევან ფოფხაძე დაპირისპირების დეტალებზე ალაპარაკდა: "დამირეკეს თალაკვაძემ და მდინარაძემ და მთხოვეს, კომენტარი არ გამეკეთებინა"

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები