პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კრწანისი-პურის" დირექტორი - "ყაზტრანსგაზი" პურის მრეწველებისთვის გაზის საფასურს არ ზრდის
"კრწანისი-პურის" დირექტორი - "ყაზტრანსგაზი" პურის მრეწველებისთვის გაზის საფასურს არ ზრდის

"ყა­ზტრანსგაზ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად მაც­ნო­ბა, რომ გა­ზის სა­ფა­სუ­რი პუ­რის მრეწ­ვე­ლო­ბის­თვის არ იზ­რდე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ სს „კრწა­ნი­სი-პუ­რის“ დი­რექ­ტორ­მა სპარ­ტაკ გო­გი­ნა­ვამ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, "ყა­ზტრანსგაზ­მა" ამის შე­სა­ხებ ცოტა ხნის წინ აც­ნო­ბა.

გა­ზის სა­ფა­სურ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლის­მა" ინ­ფორ­მა­ცია ცოტა ხნის წინ გა­ავ­რცე­ლა: "ბოლო წლებ­ში ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კურ­სის ცვლი­ლე­ბამ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი წარ­მოქ­მნა შპს "ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის" ნორ­მა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის შეს­ყიდ­ვის პრო­ცეს­ში, ვი­ნა­ი­დან კომ­პა­ნია ბუ­ნებ­რივ გაზს აშშ დო­ლარ­ში ყი­დუ­ლობს, ხოლო მომ­ხმა­რებ­ლებ­თან ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის მი­წო­დე­ბი­სას ან­გა­რიშს­წო­რე­ბას ლარ­ში ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ფა­სით ახ­დენს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღე­ის­თვის მოქ­მე­დი არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტა­რი­ფი არ იძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, შპს "ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლის­მა" და­ფა­როს რო­გორც მიმ­დი­ნა­რე ხარ­ჯე­ბი, ისე გა­სუ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კურსთა შო­რის სხვა­ო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ზა­რა­ლი. იმის­თვის, რომ არ შე­ფერ­ხდეს გა­ზის შეს­ყიდ­ვი­სა და დე­და­ქა­ლა­ქის უწყვე­ტი გაზ­მო­მა­რა­გე­ბის პრო­ცე­სი და თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბამ მაქ­სი­მა­ლუ­რად უსაფრ­თხო გაზ­მო­მა­რა­გე­ბით ისარ­გებ­ლოს, კომ­პა­ნია „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სი" იძუ­ლე­ბუ­ლია, არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ტა­რი­ფი და­ა­კო­რექ­ტი­როს. კომ­პა­ნია „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 2019 წლის 4 თე­ბერ­ვლი­დან თბი­ლის­ში, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის იმ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც გაზს არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მიზ­ნით მო­იხ­მა­რენ, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ფასი ერთ კუ­ბურ მეტრზე, დღგ-ს ჩათ­ვლით, 86 თეთ­რი იქ­ნე­ბა.აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა მხო­ლოდ არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რე­ბელს. მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის გა­ზის სა­ფა­სუ­რი 46,139 თეთ­რი დარ­ჩე­ბა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"კრწანისი-პურის" დირექტორი - "ყაზტრანსგაზი" პურის მრეწველებისთვის გაზის საფასურს არ ზრდის

"კრწანისი-პურის" დირექტორი - "ყაზტრანსგაზი" პურის მრეწველებისთვის გაზის საფასურს არ ზრდის

"ყაზტრანსგაზმა ოფიციალურად მაცნობა, რომ გაზის საფასური პურის მრეწველობისთვის არ იზრდება“, - ამის შესახებ სს „კრწანისი-პურის“ დირექტორმა სპარტაკ გოგინავამ განაცხადა. მისი თქმით, "ყაზტრანსგაზმა" ამის შესახებ ცოტა ხნის წინ აცნობა.

გაზის საფასურთან დაკავშირებით "ყაზტრანსგაზ-თბილისმა" ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გაავრცელა: "ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ სერიოზული პრობლემები წარმოქმნა შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ნორმალური საქმიანობისა და ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივ გაზს აშშ დოლარში ყიდულობს, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ლარში ფიქსირებული ფასით ახდენს. აქედან გამომდინარე, დღეისთვის მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი არ იძლევა შესაძლებლობას, შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისმა" დაფაროს როგორც მიმდინარე ხარჯები, ისე გასული წლების განმავლობაში კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ზარალი. იმისთვის, რომ არ შეფერხდეს გაზის შესყიდვისა და დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების პროცესი და თბილისის მოსახლეობამ მაქსიმალურად უსაფრთხო გაზმომარაგებით ისარგებლოს, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი" იძულებულია, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფი დააკორექტიროს. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 2019 წლის 4 თებერვლიდან თბილისში, ბუნებრივი აირის იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც გაზს არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარენ, ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე, დღგ-ს ჩათვლით, 86 თეთრი იქნება.აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. მოსახლეობისთვის გაზის საფასური 46,139 თეთრი დარჩება“, - ნათქვამია განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ