პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროვიზია" ჩემთვის ავტორიტეტული კონკურსი არ არის" - ზაზა შენგელია "საქართველოს ვარსკვლავსა" და კონკურსის ცნობილ მონაწილეებზე
"ევროვიზია" ჩემთვის ავტორიტეტული კონკურსი არ არის" - ზაზა შენგელია "საქართველოს ვარსკვლავსა" და კონკურსის ცნობილ მონაწილეებზე

რო­გორც უკვე ცნო­ბი­ლია, მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სი "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" 5 იან­ვარს "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ეთე­რით და­ი­წყე­ბა, რომ­ლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლიც "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სზე უნდა გა­ემ­გზავ­როს.

AMBEBI.GE პრო­ექ­ტის ჟი­უ­რის ერთ-ერთ წევ­რს, ზაზა შენ­გე­ლი­ას ესა­უბ­რა. ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ხმის ჩამ­წე­რი სტუ­დია "ბრა­ვო რე­კორდსის" პრე­ზი­დენ­ტია და თა­ვის დრო­ზე არა­ერ­თი მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სის ჟი­უ­რის წევ­რი ყო­ფი­ლა.

ზაზა შენ­გე­ლია:

- "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა" ძა­ლი­ან გო­ნივ­რუ­ლი და კარ­გი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა, რომ ეს პრო­ექ­ტი შე­ი­ძი­ნა და "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურსთან კო­რე­ლა­ცია მო­ახ­დი­ნა. ყო­ველ­თვის მით­ქმა-მოთ­ქმის სა­გა­ნი იყო, რომ ზოგ­ჯერ ამ კონ­კურ­სზე ის მო­ნა­წი­ლე მი­დი­ო­და, რომ­ლის გამ­გზავ­რე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ იყო. ახლა როცა უკვე ასე­თი გამჭვირ­ვა­ლე კონ­კურ­სი გვაქვს, მო­ნა­წი­ლე ძა­ლი­ან დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად გა­ივ­ლის მა­ყუ­რებ­ლის "სა­ცერს", მო­სინ­ჯავს თავს და დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას მი­ი­ღებს. ამის შემ­დეგ კი უკვე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და ყვე­ლა­ნა­ი­რად დიდი აუ­დი­ტო­რი­ის­თვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან კარ­გი ფაქ­ტია, რომ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურსს და­უ­კავ­შირ­და.

- რაც შე­ე­ხე­ბა კას­ტინ­გებს, კმა­ყო­ფი­ლი ხართ წლე­ვან­დე­ლი ნა­კა­დით?

- ჩვენ­ში მუ­სი­კა­ლურ­მა პრო­ექ­ტებ­მა, რო­მე­ლიც წლო­ბით სხვა­დას­ხვა არხზე გა­დი­ო­და, ეტყო­ბა, კონ­კურ­სან­ტე­ბის გე­მოვ­ნე­ბა­ზე პო­ზი­ტი­უ­რი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. 10 წლის წი­ნაც ვი­ჯე­ქი ანა­ლო­გი­უ­რი კონ­კურ­სე­ბის ჟი­უ­რი­ში, 5 წლის წი­ნაც და შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ კონ­კურ­სან­ტე­ბის სა­ერ­თო მომ­ზა­დე­ბის დონე შე­უ­და­რებ­ლად გა­ი­ზარ­და. უკე­თე­სი რე­პერ­ტუ­ა­რით მო­დი­ან, რაც მთა­ვა­რია, მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი. კარ­გია, რომ რე­გი­ო­ნე­ბიც მო­ვი­ცა­ვით და შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სა­ო­ცა­რი მომ­ღერ­ლე­ბი გვყავ­და. მა­გა­ლი­თად, სამ­ტრე­დი­ი­დან, გო­რი­დან, ბა­თუ­მი­დან, სა­მეგ­რე­ლო­დან, რაც კარ­გია. ასე რომ, ფა­ვო­რი­ტე­ბი გვყავს, მათი გვა­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბას მო­ვე­რი­დე­ბი, ვინც უკვე კარ­გად გა­მო­ამ­ჟღავ­ნა თავი. 10 იან­ვარს მომ­დევ­ნო ტური გვექ­ნე­ბა, სა­დაც ამ კონ­კურ­სან­ტე­ბი­დან 20 უნდა გა­მო­ვარ­ჩი­ოთ.

- ახალ­ბე­და მომ­ღერ­ლებს შო­რის ცნო­ბი­ლე­ბიც არი­ან. ჟი­უ­რის მათ მი­მართ ერ­თნა­ი­რი მო­თხოვ­ნა ექ­ნე­ბა?

- იცით, რომ სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხალ­ხის ხმე­ბის შე­დე­გად მი­ი­ღე­ბა. რე­ა­ლუ­რად მა­ყუ­რებ­ლის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი "ესე­მე­სე­ბის" რა­ო­დე­ნო­ბაა გა­დამ­წყვე­ტი. თვი­თონ "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სზეც ხომ ეს პრინ­ცი­პი მოქ­მე­დებს. ამი­ტომ, შე­და­რე­ბით უფრო გა­მოც­დი­ლე­ბი თუ გა­მო­უც­დე­ლე­ბი თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში დგე­ბი­ან, რაც სწო­რად მი­მაჩ­ნია. ეს ერ­თის მხრივ, სრუ­ლად კონ­კუ­რენ­ტულ, სა­მარ­თლი­ან გა­რე­მოს ქმნის და მე­ო­რეს მხრივ, ხელს უწყობს იმას, რომ გა­მოც­დი­ლი და ახალ­ბე­დაც ამ "სა­ცერ-გა­მოც­დას" გა­დის. ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე კი უზარ­მა­ზარ გა­მოც­დი­ლე­ბას იღე­ბენ.

- კონ­კურ­სან­ტებს შო­რის ოთო ნემ­სა­ძეა... ის თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბით ახალ­ბე­დას ხომ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში და­ჯაბ­ნის?

- ოთოც ხომ ოდეს­ღაც დამ­წყე­ბი იყო, უბ­რა­ლოდ, ახლა აქ ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა მო­ვი­და, რომ­ლე­ბიც სა­ინ­ტე­რე­სო­ე­ბი არი­ან. ისი­ნი თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში ჩა­ა­ყე­ნო, ნიშ­ნავს იმას, რომ ყვე­ლა თა­ნა­ბარ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მო­ექ­ცე­ვა. თუკი ახალ­გაზ­რდა თავს გა­მო­ი­ჩენს და ალ­ღოს აუ­ღებს კონ­კურსს, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ბა­რი­ერს დაძ­ლევს, მა­ყუ­რე­ბელს მო­ე­წო­ნე­ბა, მას უპი­რა­ტე­სო­ბა ექ­ნე­ბა.

- "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სზე ქარ­თვე­ლე­ბი მა­ინ­ცდა­მა­ინც კარგ პო­ზი­ცი­ებს ვერ ვი­კა­ვებთ... რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით უნდა შე­ირ­ჩეს წელს კონ­კურ­სან­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" წარ­მა­ტე­ბას მო­უ­ტანს?

- ვერ და­გე­თან­ხმე­ბით იმა­ში, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოს­ვლე­ბი არ გვქონ­და... პი­რა­დად ჩემ­თვის, მუ­სი­კა­ლურ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ადა­მი­ა­ნის­თვის, ეს კონ­კურ­სი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი არ არის. არა­ფე­რი ღი­რე­ბუ­ლი მას არ შე­უ­მა­ტე­ბია მსოფ­ლიო მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­დუსტრი­ის­თვის, თუ "აბ­ბას" 1974 წლის გა­მარ­ჯვე­ბას არ ჩავ­თვლით და სე­ლინ დი­ონს, რო­მე­ლიც ამ კონ­კურ­სზე, და­ო­ჯა­ხე­ბამ­დე, შვე­ი­ცა­რი­ის სა­ხე­ლით გა­მო­დი­ო­და და მისი ერთ-ერთი სა­ფე­ხუ­რი ეს კონ­კურ­სი იყო. ასე რომ, მთე­ლი ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე, სხვას ვე­რა­ვის ვიხ­სე­ნებ. ეს იმის ბრა­ლია, რომ პრო­ექ­ტი პო­ლი­ტი­კუ­რია, ბლო­კურ-პო­ლი­ტი­კურ-სა­მე­ზობ­ლო პრინ­ცი­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს. სკან­დი­ნა­ვი­ის ქვეყ­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს აძ­ლე­ვენ ხმას, ბალ­კა­ნე­თის ქვეყ­ნე­ბი - ერ­თმა­ნეთს, გერ­მა­ნია თურ­ქეთს, რად­გა­ნაც 6 მი­ლი­ო­ნი თურ­ქი ცხოვ­რობს იქ და ა.შ. ...

ამ დროს, ცნო­ბი­ლი ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შო­უ­ბიზ­ნესს ამოძ­რა­ვე­ბენ, მათ შო­რის, ინ­გლი­სი, ტრა­დი­ცი­უ­ლად, მისი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ბოლო ად­გი­ლებ­ზე გა­დი­ან. ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა დგას. ეს იმ არა­ზუს­ტი და არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი ხმის მი­ცე­მის სის­ტე­მის ბრა­ლია, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს. ჩემი აზ­რით, იქ­ნებ ღირ­დეს, ჟი­უ­რი და­უბ­რუნ­დეს ამ კონ­კურსს და ის ცნო­ბილ­მა, გა­მოც­დილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა შე­ა­ფა­სონ. ამით "ევ­რო­ვი­ზი­ის" ხა­რის­ხი აი­წევს... სწო­რედ ამ "ესე­მე­სე­ბის" გამო ბევ­რი ქვე­ყა­ნა, მათ რი­ცხვში, იტა­ლია, ავ­სტრია ამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარს ამ­ბობ­და.

თუმ­ცა მე­ო­რე მხრივ, ეს ევ­რო­პის მა­უ­წყე­ბელ­თა კავ­ში­რის ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი პრო­ექ­ტია, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დიდი ამ­ბა­ვია. 48 ქვე­ყა­ნას შო­რის სა­ქარ­თვე­ლო ხში­რად X-XII ად­გილ­ზე გა­დის, რაც ჩემი აზ­რით, დიდი მიღ­წე­ვაა. ამი­ტომ, ნუ ვე­პო­ტი­ნე­ბით იმას, რაც ამ არ­სე­ბულ "ინ­ვა­ლიდ" ხმის მი­ცე­მის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბობს, რაც ყო­ველ­გვარ ლო­გი­კას მოკ­ლე­ბუ­ლია. ვერ გა­ი­გებ, რა სიმ­ღე­რამ შე­იძ­ლე­ბა მო­ი­გოს.

- წელს რა არის ჩვენ­თვის მთა­ვა­რი, რი­თაც შე­იძ­ლე­ბა მი­ზან­თან ახ­ლოს მი­ვი­დეთ?

- მთა­ვა­რია, ჯერ კონ­კურ­სან­ტი გა­მო­ვავ­ლი­ნოთ. რო­გორც ვიცი, მე­ო­რე ეტაპ­ზე, "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" მზად არის, "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" გა­სა­ტა­ნი სიმ­ღე­რის კონ­კურ­სიც გა­მო­ა­ცხა­დოს, რაც ასე­ვე ძა­ლი­ან კარ­გია.

- მა­ყუ­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ამ კონ­კურ­სში ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გა­დამ­წყვე­ტი რგო­ლია, რას ვპირ­დე­ბით მას?

- იმას, რომ ვიქ­ნე­ბით ძა­ლი­ან ობი­ექ­ტუ­რე­ბი, ძა­ლი­ან მკაც­რე­ბი და ამას მა­ყუ­რე­ბე­ლი 5 იან­ვრი­დან თა­ვად იხი­ლავს, რო­დე­საც პრო­ექ­ტი ეთერ­ში გავა. თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლის მი­მართ საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნა გვაქვს, რად­გა­ნაც საქ­მე სწო­რედ ისეთ კონ­კურსს ეხე­ბა, რა­ზეც ვი­სა­უბ­რეთ. ამი­ტომ ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მი­ხა­რია, რომ კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რი შე­ირ­ჩა. კარ­გი კო­ლე­გე­ბი მყავს და ნე­ბის­მი­ე­რის ყოფ­ნას ჟი­უ­რი­ში მი­ვე­სალ­მე­ბი, სა­ერ­თო ჯამ­ში კი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ქვე­ყა­ნას და კონ­კურ­სანტს წა­ად­გე­ბა.

აქვე უნდა ვთქვა, რომ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობს ისე­თი გა­მოც­დი­ლი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გუნ­დი, რო­გო­რიც გი­ორ­გი ხა­ბუ­რძა­ნი­ა­სა და დემ­ნა ჯა­ფა­რი­ძის დუ­ე­ტი და ჯგუ­ფია. ასე რომ, წინ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი" გვე­ლის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"ევროვიზია" ჩემთვის ავტორიტეტული კონკურსი არ არის" - ზაზა შენგელია "საქართველოს ვარსკვლავსა" და კონკურსის ცნობილ მონაწილეებზე

"ევროვიზია" ჩემთვის ავტორიტეტული კონკურსი არ არის" - ზაზა შენგელია "საქართველოს ვარსკვლავსა" და კონკურსის ცნობილ მონაწილეებზე

როგორც უკვე ცნობილია, მუსიკალური კონკურსი "საქართველოს ვარსკვლავი" 5 იანვარს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერით დაიწყება, რომლის გამარჯვებულიც "ევროვიზიის" კონკურსზე უნდა გაემგზავროს.

AMBEBI.GE პროექტის ჟიურის ერთ-ერთ წევრს, ზაზა შენგელიას ესაუბრა. ადამიანს, რომელიც ხმის ჩამწერი სტუდია "ბრავო რეკორდსის" პრეზიდენტია და თავის დროზე არაერთი მუსიკალური კონკურსის ჟიურის წევრი ყოფილა.

ზაზა შენგელია:

- "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ძალიან გონივრული და კარგი ნაბიჯი გადადგა, რომ ეს პროექტი შეიძინა და "ევროვიზიის" კონკურსთან კორელაცია მოახდინა. ყოველთვის მითქმა-მოთქმის საგანი იყო, რომ ზოგჯერ ამ კონკურსზე ის მონაწილე მიდიოდა, რომლის გამგზავრება მიზანშეწონილი არ იყო. ახლა როცა უკვე ასეთი გამჭვირვალე კონკურსი გვაქვს, მონაწილე ძალიან დემოკრატიულად გაივლის მაყურებლის "საცერს", მოსინჯავს თავს და დიდ გამოცდილებას მიიღებს. ამის შემდეგ კი უკვე ფსიქოლოგიურად და ყველანაირად დიდი აუდიტორიისთვის მომზადებული იქნება. მოკლედ, ძალიან კარგი ფაქტია, რომ "საქართველოს ვარსკვლავი" "ევროვიზიის" კონკურსს დაუკავშირდა.

- რაც შეეხება კასტინგებს, კმაყოფილი ხართ წლევანდელი ნაკადით?

- ჩვენში მუსიკალურმა პროექტებმა, რომელიც წლობით სხვადასხვა არხზე გადიოდა, ეტყობა, კონკურსანტების გემოვნებაზე პოზიტიური ზეგავლენა მოახდინა. 10 წლის წინაც ვიჯექი ანალოგიური კონკურსების ჟიურიში, 5 წლის წინაც და შემიძლია ვთქვა, რომ კონკურსანტების საერთო მომზადების დონე შეუდარებლად გაიზარდა. უკეთესი რეპერტუარით მოდიან, რაც მთავარია, მომზადებულები. კარგია, რომ რეგიონებიც მოვიცავით და შემიძლია ვთქვა, რომ საოცარი მომღერლები გვყავდა. მაგალითად, სამტრედიიდან, გორიდან, ბათუმიდან, სამეგრელოდან, რაც კარგია. ასე რომ, ფავორიტები გვყავს, მათი გვარების დასახელებას მოვერიდები, ვინც უკვე კარგად გამოამჟღავნა თავი. 10 იანვარს მომდევნო ტური გვექნება, სადაც ამ კონკურსანტებიდან 20 უნდა გამოვარჩიოთ.

- ახალბედა მომღერლებს შორის ცნობილებიც არიან. ჟიურის მათ მიმართ ერთნაირი მოთხოვნა ექნება?

- იცით, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილება ხალხის ხმების შედეგად მიიღება. რეალურად მაყურებლის მიერ გამოგზავნილი "ესემესების" რაოდენობაა გადამწყვეტი. თვითონ "ევროვიზიის" კონკურსზეც ხომ ეს პრინციპი მოქმედებს. ამიტომ, შედარებით უფრო გამოცდილები თუ გამოუცდელები თანაბარ პირობებში დგებიან, რაც სწორად მიმაჩნია. ეს ერთის მხრივ, სრულად კონკურენტულ, სამართლიან გარემოს ქმნის და მეორეს მხრივ, ხელს უწყობს იმას, რომ გამოცდილი და ახალბედაც ამ "საცერ-გამოცდას" გადის. ამ ყველაფრის ფონზე კი უზარმაზარ გამოცდილებას იღებენ.

- კონკურსანტებს შორის ოთო ნემსაძეა... ის თავისი გამოცდილებით ახალბედას ხომ ნებისმიერ შემთხვევაში დაჯაბნის?

- ოთოც ხომ ოდესღაც დამწყები იყო, უბრალოდ, ახლა აქ ახალგაზრდა თაობა მოვიდა, რომლებიც საინტერესოები არიან. ისინი თანაბარ პირობებში ჩააყენო, ნიშნავს იმას, რომ ყველა თანაბარ სიტუაციაში მოექცევა. თუკი ახალგაზრდა თავს გამოიჩენს და ალღოს აუღებს კონკურსს, ფსიქოლოგიურად ბარიერს დაძლევს, მაყურებელს მოეწონება, მას უპირატესობა ექნება.

- "ევროვიზიის" კონკურსზე ქართველები მაინცდამაინც კარგ პოზიციებს ვერ ვიკავებთ... რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს წელს კონკურსანტი, რომელიც საქართველოს "ევროვიზიაზე" წარმატებას მოუტანს?

- ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ წარმატებული გამოსვლები არ გვქონდა... პირადად ჩემთვის, მუსიკალურ სფეროში მოღვაწე ადამიანისთვის, ეს კონკურსი ავტორიტეტული არ არის. არაფერი ღირებული მას არ შეუმატებია მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრიისთვის, თუ "აბბას" 1974 წლის გამარჯვებას არ ჩავთვლით და სელინ დიონს, რომელიც ამ კონკურსზე, დაოჯახებამდე, შვეიცარიის სახელით გამოდიოდა და მისი ერთ-ერთი საფეხური ეს კონკურსი იყო. ასე რომ, მთელი ამ წლების მანძილზე, სხვას ვერავის ვიხსენებ. ეს იმის ბრალია, რომ პროექტი პოლიტიკურია, ბლოკურ-პოლიტიკურ-სამეზობლო პრინციპით მიმდინარეობს. სკანდინავიის ქვეყნები ერთმანეთს აძლევენ ხმას, ბალკანეთის ქვეყნები - ერთმანეთს, გერმანია თურქეთს, რადგანაც 6 მილიონი თურქი ცხოვრობს იქ და ა.შ. ...

ამ დროს, ცნობილი ქვეყნები, რომლებიც შოუბიზნესს ამოძრავებენ, მათ შორის, ინგლისი, ტრადიციულად, მისი მონაწილეები ბოლო ადგილებზე გადიან. ყველაფერი თავდაყირა დგას. ეს იმ არაზუსტი და არაობიექტური ხმის მიცემის სისტემის ბრალია, რომელიც არსებობს. ჩემი აზრით, იქნებ ღირდეს, ჟიური დაუბრუნდეს ამ კონკურსს და ის ცნობილმა, გამოცდილმა ადამიანებმა შეაფასონ. ამით "ევროვიზიის" ხარისხი აიწევს... სწორედ ამ "ესემესების" გამო ბევრი ქვეყანა, მათ რიცხვში, იტალია, ავსტრია ამ კონკურსში მონაწილეობაზე უარს ამბობდა.

თუმცა მეორე მხრივ, ეს ევროპის მაუწყებელთა კავშირის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია, რომელშიც მონაწილეობა დიდი ამბავია. 48 ქვეყანას შორის საქართველო ხშირად X-XII ადგილზე გადის, რაც ჩემი აზრით, დიდი მიღწევაა. ამიტომ, ნუ ვეპოტინებით იმას, რაც ამ არსებულ "ინვალიდ" ხმის მიცემის სისტემაში არსებობს, რაც ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. ვერ გაიგებ, რა სიმღერამ შეიძლება მოიგოს.

- წელს რა არის ჩვენთვის მთავარი, რითაც შეიძლება მიზანთან ახლოს მივიდეთ?

- მთავარია, ჯერ კონკურსანტი გამოვავლინოთ. როგორც ვიცი, მეორე ეტაპზე, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" მზად არის, "ევროვიზიაზე" გასატანი სიმღერის კონკურსიც გამოაცხადოს, რაც ასევე ძალიან კარგია.

- მაყურებელი, რომელიც ამ კონკურსში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი რგოლია, რას ვპირდებით მას?

- იმას, რომ ვიქნებით ძალიან ობიექტურები, ძალიან მკაცრები და ამას მაყურებელი 5 იანვრიდან თავად იხილავს, როდესაც პროექტი ეთერში გავა. თითოეული მონაწილის მიმართ საკმაოდ მაღალი მოთხოვნა გვაქვს, რადგანაც საქმე სწორედ ისეთ კონკურსს ეხება, რაზეც ვისაუბრეთ. ამიტომ ჩვენი შეფასებები მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ კომპეტენტური ჟიური შეირჩა. კარგი კოლეგები მყავს და ნებისმიერის ყოფნას ჟიურიში მივესალმები, საერთო ჯამში კი, ეს ყველაფერი ქვეყანას და კონკურსანტს წაადგება.

აქვე უნდა ვთქვა, რომ პროექტზე მუშაობს ისეთი გამოცდილი და პროფესიონალი გუნდი, როგორიც გიორგი ხაბურძანიასა და დემნა ჯაფარიძის დუეტი და ჯგუფია. ასე რომ, წინ საინტერესო პროექტი "საქართველოს ვარსკვლავი" გველის!

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ