საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტრაგედიას ნუ შევქმნით" - როგორ აფასებენ "ოცნების" დეპუტატები გედევან ფოფხაძის კომიტეტიდან გარიცხვას
"ტრაგედიას ნუ შევქმნით" - როგორ აფასებენ "ოცნების" დეპუტატები გედევან ფოფხაძის კომიტეტიდან გარიცხვას

ფრაქ­ცია "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის შე­მად­გენ­ლო­ბი­დან გე­დე­ვან ფო­ფხა­ძის გაწ­ვე­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თა­ვად გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ გა­ნუ­ცხა­და. შე­სა­ბა­მი­სად, მისი თქმით, ის კო­მი­ტეტ­ში ვე­რა­ნა­ირ თა­ნამ­დე­ბო­ბას ვე­ღარ და­ი­კა­ვებს.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბე­ბი უკვე გა­კეთ­და "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში". რო­გორც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ სო­ფიო კი­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, გაწ­ვე­ვა პრო­ცე­დუ­რუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბით მის არ­ჩე­ვას უკავ­შირ­დე­ბა და "აქე­დან ტრა­გე­დია არ უნდა შე­იქ­მნას".

"დღეს, რო­გორც ფრაქ­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ გან­მარ­ტა, იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტი­დან გე­დე­ვან ფო­ფხა­ძის გაწ­ვე­ვა მოხ­და იმი­ტომ, რომ მისი არ­ჩე­ვა მოხ­და პრო­ცე­დუ­რუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბით. ასე­ვე, პო­ლი­ტი­კუ­რა­დაც შე­უ­თან­ხმე­ბე­ლი იყო ეს სა­კი­თხი. მო­დით, აქე­დან ნუ შევ­ქმნით ტრა­გე­დი­ას. ეს იყო ერთ-ერთი მიმ­დი­ნა­რე სა­კი­თხი, რო­მე­ლიც მოხ­და დარ­ღვე­ვით და ამ დარ­ღვე­ვას სჭირ­დე­ბო­და შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხი. მეტი აქ არა­ფე­რი არ მომ­ხდა­რა. დღეს­დღე­ო­ბით, იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლია", - გა­ნა­ცხა­და სო­ფიო კი­ლა­ძემ.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სამ­წუ­ხა­რო უწო­და უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა.

"ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა მი­ღე­ბუ­ლი. არ ვფიქ­რობ, რომ ეს იყო პრო­ცე­დუ­რე­ბის დარ­ღვე­ვა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის წყალ­გამ­ყო­ფი იმი­სა, რომ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც უნ­დათ, რომ მუ­რუ­სი­ძე, ჩინ­ჩა­ლა­ძე, ადე­იშ­ვილ-სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯა­ლა­თე­ბი იხი­ლონ მო­სა­მარ­თლე­ე­ბად და იმ ადა­მი­ა­ნებს შო­რის, ვი­საც არ უნ­დათ, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იქ იხი­ლონ. ასე დგას სა­კი­თხი. ახლა ჩვენ რაც არ უნდა ვი­ტყუ­ოთ თავი და რაც არ უნდა ვი­ძა­ხოთ, რომ ეს რა­ღაც პრო­ცე­დუ­რე­ბის დარ­ღვე­ვით მოხ­და - არ მოხ­და, ასე დგას სა­კი­თხი. სამ­წუ­ხა­როდ, თქვენც იმ პო­ზი­ცი­ა­ზე დგა­ხართ, რო­მელ­მაც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეთ და ვფიქ­რობ, თქვენც გინ­დათ, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გახ­დნენ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი. გედი ფო­ფხა­ძის გა­მოწ­ვე­ვა არა პრო­ცე­დუ­რე­ბის დარ­ღვე­ვის გამო მოხ­და, არა­მედ იმი­ტომ, რომ მას და ჩვენ, იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც არ გვინ­და ვი­ხი­ლოთ სა­ა­კაშ­ვილ-ადე­იშ­ვი­ლის მო­სა­მარ­თლე­ე­ბი უვა­დოდ უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში, ყვე­ლა­ფე­რი ამის გამო არის აქ დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა.

ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რის მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გე­დე­ვან ფო­ფხა­ძის იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტი­დან გაწ­ვე­ვა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ო­ბის კან­დი­და­ტებ­თან არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არ არის. მისი თქმით, დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბა იმას, რომ გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე­ი­უ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ აირ­ჩა პრო­ცე­დუ­რუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბით და გუნდთან შე­უ­თან­ხმებ­ლად. მან­ვე მის თა­ნა­გუნ­დელ ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილს მო­უ­წო­და, ამ თე­მებს ერ­თმა­ნეთს ნუ უკავ­ში­რებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში ნუ შეჰ­ყავს.

"ვე­რა­ვინ უარ­ყოფს იმას და არ არ­სე­ბობს გუნდში ერთი წევ­რიც კი, რო­მე­ლიც იტყვის, რომ დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი გუნ­დის სხვა წევ­რებ­თან. არც ერთ წევრთან, ვინც მხა­რი და­უ­ჭი­რა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, შე­თან­ხმე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა. მე­ა­სე ხა­რის­ხო­ვა­ნი ხდე­ბა, რა მო­ტი­ვე­ბი ამოძ­რა­ვებ­დათ ამ ადა­მი­ა­ნებს. ამ მო­ტი­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ პრე­ცე­დენ­ტე­ბის დაშ­ვე­ბა - გუნდთან შე­უ­თან­ხმებ­ლად ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა და თან პრო­ცე­დუ­რე­ბის დარ­ღვე­ვით არ შე­იძ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ტრაგედიას ნუ შევქმნით" - როგორ აფასებენ "ოცნების" დეპუტატები გედევან ფოფხაძის კომიტეტიდან გარიცხვას

"ტრაგედიას ნუ შევქმნით" - როგორ აფასებენ "ოცნების" დეპუტატები გედევან ფოფხაძის კომიტეტიდან გარიცხვას

ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" იურიდიული კომიტეტის შემადგენლობიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად გედევან ფოფხაძემ განუცხადა. შესაბამისად, მისი თქმით, ის კომიტეტში ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დაიკავებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები უკვე გაკეთდა "ქართულ ოცნებაში". როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გაწვევა პროცედურული დარღვევებით მის არჩევას უკავშირდება და "აქედან ტრაგედია არ უნდა შეიქმნას".

"დღეს, როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ განმარტა, იურიდიული კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევა მოხდა იმიტომ, რომ მისი არჩევა მოხდა პროცედურული დარღვევებით. ასევე, პოლიტიკურადაც შეუთანხმებელი იყო ეს საკითხი. მოდით, აქედან ნუ შევქმნით ტრაგედიას. ეს იყო ერთ-ერთი მიმდინარე საკითხი, რომელიც მოხდა დარღვევით და ამ დარღვევას სჭირდებოდა შესაბამისი პასუხი. მეტი აქ არაფერი არ მომხდარა. დღესდღეობით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი დავით მათიკაშვილია", - განაცხადა სოფიო კილაძემ.

გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა უმრავლესობის დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილებაა მიღებული. არ ვფიქრობ, რომ ეს იყო პროცედურების დარღვევა. ეს გადაწყვეტილება არის წყალგამყოფი იმისა, რომ იმ ადამიანებს, ვისაც უნდათ, რომ მურუსიძე, ჩინჩალაძე, ადეიშვილ-სააკაშვილის ჯალათები იხილონ მოსამართლეებად და იმ ადამიანებს შორის, ვისაც არ უნდათ, რომ ეს ადამიანები იქ იხილონ. ასე დგას საკითხი. ახლა ჩვენ რაც არ უნდა ვიტყუოთ თავი და რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ეს რაღაც პროცედურების დარღვევით მოხდა - არ მოხდა, ასე დგას საკითხი. სამწუხაროდ, თქვენც იმ პოზიციაზე დგახართ, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ და ვფიქრობ, თქვენც გინდათ, რომ ეს ადამიანები გახდნენ მოსამართლეები. გედი ფოფხაძის გამოწვევა არა პროცედურების დარღვევის გამო მოხდა, არამედ იმიტომ, რომ მას და ჩვენ, იმ ადამიანებს, ვისაც არ გვინდა ვიხილოთ სააკაშვილ-ადეიშვილის მოსამართლეები უვადოდ უზენაეს სასამართლოში, ყველაფერი ამის გამო არის აქ დატრიალებული", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გედევან ფოფხაძის იურიდიული კომიტეტიდან გაწვევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან არანაირ კავშირში არ არის. მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ გედევან ფოფხაძეიურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩა პროცედურული დარღვევებით და გუნდთან შეუთანხმებლად. მანვე მის თანაგუნდელ ლევან გოგიჩაიშვილს მოუწოდა, ამ თემებს ერთმანეთს ნუ უკავშირებს და საზოგადოება შეცდომაში ნუ შეჰყავს.

"ვერავინ უარყოფს იმას და არ არსებობს გუნდში ერთი წევრიც კი, რომელიც იტყვის, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება იყო შეთანხმებული გუნდის სხვა წევრებთან. არც ერთ წევრთან, ვინც მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, შეთანხმებული არ ყოფილა. მეასე ხარისხოვანი ხდება, რა მოტივები ამოძრავებდათ ამ ადამიანებს. ამ მოტივებთან დაკავშირებითაც შემიძლია გითხრათ, რომ პრეცედენტების დაშვება - გუნდთან შეუთანხმებლად ასეთი გადაწყვეტილების მიღება და თან პროცედურების დარღვევით არ შეიძლება", - განაცხადა მდინარაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები