პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 86 თეთრი გახდა
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 86 თეთრი გახდა

არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის სა­ფა­სუ­რის გაზ­რდის შე­სა­ხებ კომ­პა­ნია „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სი“ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„გაც­ნო­ბებთ, რომ ბოლო წლებ­ში ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის კურ­სის ცვლი­ლე­ბამ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი წარ­მოქ­მნა შპს „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ ნორ­მა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის შეს­ყიდ­ვის პრო­ცეს­ში, ვი­ნა­ი­დან კომ­პა­ნია ბუ­ნებ­რივ გაზს ყი­დუ­ლობს აშშ დო­ლარ­ში, ხოლო მომ­ხმა­რებ­ლებ­თან ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის მი­წო­დე­ბი­სას ან­გა­რიშს­წო­რე­ბას ახ­დენს ლარ­ში ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ფა­სით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღე­ის­თვის მოქ­მე­დი არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტა­რი­ფი არ იძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბას შპს „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლის­მა“ და­ფა­როს რო­გორც მიმ­დი­ნა­რე ხარ­ჯე­ბი, ისე გა­სუ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კურსთა შო­რის სხვა­ო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ზა­რა­ლი.

იმის­თვის, რომ არ შე­ფერ­ხდეს გა­ზის შეს­ყიდ­ვი­სა და დე­და­ქა­ლა­ქის უწყვე­ტი გაზ­მო­მა­რა­გე­ბის პრო­ცე­სი და თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბამ მაქ­სი­მა­ლუ­რად უსაფრ­თხო გაზ­მო­მა­რა­გე­ბით ისარ­გებ­ლოს, კომ­პა­ნია „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სი“ იძუ­ლე­ბუ­ლია, არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ტა­რი­ფის კო­რექ­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს.

კომ­პა­ნია „ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სის“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 2019 წლის 4 თე­ბერ­ვლი­დან თბი­ლის­ში, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის იმ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც გაზს არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მიზ­ნით მო­იხ­მა­რენ, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის ფასი ერთ კუ­ბურ მეტრზე, დღგ-ს ჩათ­ვლით, 86 თეთ­რი იქ­ნე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა მხო­ლოდ არა­სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­ხმა­რე­ბელს. მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის გა­ზის სა­ფა­სუ­რი დარ­ჩე­ბა 46,139 თეთ­რი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია კომ­პა­ნი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 86 თეთრი გახდა

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 86 თეთრი გახდა

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასურის გაზრდის შესახებ კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გაცნობებთ, რომ ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ სერიოზული პრობლემები წარმოქმნა შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ნორმალური საქმიანობისა და ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივ გაზს ყიდულობს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით. აქედან გამომდინარე, დღეისთვის მოქმედი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი არ იძლევა შესაძლებლობას შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ დაფაროს როგორც მიმდინარე ხარჯები, ისე გასული წლების განმავლობაში კურსთა შორის სხვაობით გამოწვეული ზარალი.

იმისთვის, რომ არ შეფერხდეს გაზის შესყიდვისა და დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების პროცესი და თბილისის მოსახლეობამ მაქსიმალურად უსაფრთხო გაზმომარაგებით ისარგებლოს, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ იძულებულია, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ტარიფის კორექტირება მოახდინოს.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 2019 წლის 4 თებერვლიდან თბილისში, ბუნებრივი აირის იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც გაზს არასაყოფაცხოვრებო მიზნით მოიხმარენ, ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე, დღგ-ს ჩათვლით, 86 თეთრი იქნება.

აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს. მოსახლეობისთვის გაზის საფასური დარჩება 46,139 თეთრი“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ