საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა 2018 წელს 4 ბინა და ერთი მიწის ნაკვეთი იყიდა. საერთო ჯამში, დეპუტატმა შარშან უძრავი ქონების შეძენაში 210 000 დოლარი დახარჯა.
დავით მათიკაშვილის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან თბილისში 3 ბინა შეიძინა, ერთში 20 685 დოლარი გადაიხადა, მეორეში - 25 023 დოლარი, მესამეში კი 24 292 დოლარი. ამასთან, დეპუტატის სახელზე ფიქსირდება მიწის ნაკვეთი თბილისში, რომელშიც მან მეწილეებთან ერთად 90 000 დოლარი გადაიხადა. დავით მათიკაშვილს აღნიშნული ქონების მხოლოდ 33,3% ეკუთვნის. მათიკაშვილის ოჯახმა უძრავი ქონება იყიდა დაბა ბაკურიანშიც, 57,9 კვ/მ ფართის ბინაში 50 000 დოლარი გადაიხადა.
დავით მათიკაშვილის სახელზეა რეგისტრირებული Toyota Camry, რომელიც დეპუტატმა 2016 წელს 8 000 დოლარად იყიდა. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, არც დავით მათიკაშვილის და არც მისი მეუღლის სახელზე არცერთი უძრავი ქონება რეგისტრირებული არ იყო წაიკითხეთ ვრცლად