პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეზო თაბუკაშვილის უკანასკნელი წერილი მედეა ჯაფარიძისადმი და გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე დაწერილი ლექსი - ლეგენდარული წყვილის ცხოვრების უცნობი ისტორიები
რეზო თაბუკაშვილის უკანასკნელი წერილი მედეა ჯაფარიძისადმი და გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე დაწერილი ლექსი - ლეგენდარული წყვილის ცხოვრების უცნობი ისტორიები

მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე და რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი - ეს ის წყვი­ლია, რო­მელ­ზეც ძა­ლი­ან ბევრ ის­ტო­რი­ას ყვე­ბი­ან თბი­ლის­ში. ისი­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ არამ­ხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი სი­ლა­მა­ზით, არა­მედ მათი საქ­მი­ა­ნო­ბით, იმ წვლი­ლით, რო­მე­ლიც ორი­ვემ შე­ი­ტა­ნა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი - მეც­ნი­ერ-მკვლე­ვა­რი, რო­მელ­მაც არა­ერ­თი ღვაწლ­მო­სი­ლი ქარ­თვე­ლის შე­სა­ხებ შე­აგ­რო­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცნო­ბე­ბი. მან მო­ი­ძია და აღ­ნუს­ხა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გაბ­ნე­უ­ლი ქარ­თუ­ლი რე­ლიკ­ვი­ე­ბი და გა­და­ი­ღო არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი სა­ქარ­თვე­ლოს წარ­სუ­ლის შე­სა­ხებ.

მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე - ქარ­თუ­ლი სი­ლა­მა­ზის სიმ­ბო­ლო, რო­მელ­მაც ერ­თგვა­რად გა­აგ­რძე­ლა პირ­ვე­ლი კი­ნო­ვარ­სკვლა­ვის ნატო ვაჩ­ნა­ძის გზა და ეკ­რან­ზე ქარ­თვე­ლი ქა­ლის სრულ­ყო­ფას შე­უ­წყო ხელი. მარ­ტო მის მიერ ნა­თა­ნა­შე­ბი ქეთო რად ღირს ვახ­ტანგ ტაბ­ლი­აშ­ვი­ლის ფილმში "ქეთო და კოტე", რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა წერ­და: "ქეთო და კოტე არის სა­ა­მუ­რი, ცო­ცხა­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ფილ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ზე, მის მომ­ხიბ­ლავ ხალ­ხზე.. ჰო­ლი­ვუდს იშ­ვი­ა­თად თუ შე­უქ­მნია ამ მშვე­ნი­ე­რე­ბის მსგავ­სი რამ"...

რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი და მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე ერ­თმა­ნეთს ახალ­გაზ­რდა პო­ე­ტე­ბის სა­ღა­მო­ზე შეხ­ვდნენ, სა­დაც რო­გორც ჰყვე­ბი­ან მე­დე­ას რე­ზოს "მო­ნა­დი­რის" მზე­რა შე­უმ­ჩნე­ვია და ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა და­უ­ტო­ვე­ბია. მა­მა­კაც­მა ქა­ლის ყუ­რა­დღე­ბა მხო­ლოდ მა­შინ და­იმ­სა­ხუ­რა, როცა სახ­ლის­კენ მი­მა­ვალ მე­დე­ას ლექ­სე­ბი წა­უ­კი­თხა. რო­გორც ცნო­ბი­ლია რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი პა­ტა­რა­ო­ბი­დან წერ­და ლექ­სებს და ზე­პი­რად იცო­და კლა­სი­კუ­რი პო­ე­ზი­ის ბევ­რი მარ­გა­ლი­ტი. 1947 წელს მან მოს­კო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტი და­ამ­თავ­რა და გა­ა­ნა­წი­ლეს ინ­გლის­ში, თუმ­ცა წარ­მა­ტე­ბულ კა­რი­ე­რა­ზე უარი თქვა, რად­გან არ უნ­დო­და მე­დე­ას­გან შორს ყო­ფი­ლი­ყო.

სწო­რედ მე­დეა ჯა­ფა­რი­ძის გაც­ნო­ბის შემ­დეგ და­ი­წყო რეზო თა­ბუ­კაშ­ვილ­მა შექ­სპი­რის სო­ნე­ტე­ბის თარ­გმნა ქარ­თულ ენა­ზე. ეს პრო­ცე­სი 30 წელ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და, რად­გან პირ­ვე­ლი 80 სო­ნე­ტი, რო­მე­ლიც ერთ-ერთ რა­დი­ო­ში მი­ი­ტა­ნა ჩა­სა­წე­რად, და­უ­კარ­გეს. სა­ბო­ლო­ოდ თარ­გმა­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე რე­ზოს მე­დე­ას­თვის უთ­ქვამს - "თუ შექ­სპირს, რო­გორც ლი­რი­კოსს სა­ქარ­თვე­ლო­ში თავი არ მო­ეჭ­რა, შენი დამ­სა­ხუ­რე­ბაა რად­გან ეს სო­ნე­ტე­ბი შენ გე­ძღვნე­ბა, შენი ინ­სპი­რი­რე­ბი­თაა და­წე­რი­ლიო". რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლის მიერ ნა­თარ­გმნი ეს სო­ნე­ტე­ბი, შექ­სპი­რის სო­ნე­ტე­ბის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო თარ­გმა­ნა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი.

სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ებს ვხვდე­ბით, მათი რძლის, დრა­მა­ტურგ ლაშა თა­ბუ­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლის - მე­დეა თა­ბუ­კაშ­ვი­ლის წიგნ­ში "რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი". წიგნ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იხ­სე­ნე­ბენ ამ­ბებს რე­ზო­სა და მე­დე­ას შე­სა­ხებ.

აი, რას იხ­სე­ნებ­და წყვილს თე­ატრმ­ცოდ­ნე ნა­თე­ლა ურუ­შა­ძე:

"რო­გო­რი ლა­მა­ზიც იყო რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი, ისე­თი­ვე ლა­მა­ზი ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რი ჰყავ­და. დოს­ტო­ევ­სკის უთ­ქვამს: "სი­ლა­მა­ზე გა­და­არ­ჩენს სამ­ყა­როს.." რე­ზოს და მე­დი­კოს­ნა­ირ ადა­მი­ან­ზეა ეს ნათ­ქვა­მი. ერთ სახ­ლში მოგ­ვცეს ბინა. ჯერ რა­დი­ა­ტო­რე­ბი არ მო­ე­წო­ნათ კედ­ლებ­ზე და ჩა­მოხ­სნეს. მთე­ლი ზამ­თა­რი ყვე­ლას გათ­ბო­ბა ჰქონ­და და მხო­ლოდ ისი­ნი იყი­ნე­ბოდ­ნენ სი­ცი­ვე­ში.

სა­ერ­თოდ, სა­დარ­ბა­ზოს კარი ბევ­რს ამ­ბობს თა­ვის პატ­რონ­ზე. აი, რო­გო­რი კარი ჰქონ­დათ მათ: ჯერ გა­სა­ღებს ტი­ლოს ქვეშ ინა­ხავ­დნენ, მერე გა­სა­ღე­ბი და­კარ­გეს, აი­ღეს და კარ­ზე პა­ტა­რა სარ­კმე­ლი ამოჭ­რეს, რო­მელ­შიც ხელს ჰყოფ­დნენ და გა­რე­დან შიგ­ნით კე­ტავ­დნენ. პო­ლი­ტი­კურ თუ შე­მოქ­მე­დე­ბით კა­მათს ლო­გინ­ში მარ­თავ­დნენ. კარს ღიას ტო­ვებ­დნენ, რომ ვინ­მეს მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში გა­სა­ღე­ბად არ შე­წუ­ხე­ბუ­ლიყ­ვნენ. ერთხელ შე­ვე­დი და მე­დი­კომ რომ და­მი­ნა­ხა არც აცია, არც აცხე­ლა, პირ­და­პირ მი­თხრა: ნა­თე­ლა ძვირ­ფა­სო, გა­ი­ხა­დე და და­წე­ქი. იმის მა­გივ­რად რომ ეთ­ქვა მე ჩა­ვიც­ვამ და ავ­დგე­ბიო. ჩათ­ვა­ლა რომ დაღ­ლი­ლი ვიქ­ნე­ბო­დი და დას­ვე­ნე­ბა მჭირ­დე­ბო­და" - იხ­სე­ნებ­და თე­ატრმ­ცოდ­ნე.

კი­ნომ­სა­ხი­ო­ბი ელე­ნე ას­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი წყვი­ლის სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა­ზე ასეთ ამ­ბავს იხ­სე­ნებს:

"მე­დეა და რეზო ყო­ველ­თვის სხვას ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ლი­ძა­ვა­ში, სახ­ლის ეზო­ში ყო­ველ­თვის სუფ­რა ჰქონ­დათ გაშ­ლი­ლი. ერთხელ რუსი ცოლ-ქმა­რი შე­ვი­და, მი­უს­ხდნენ მა­გი­დას, მი­ირ­თვეს მწვა­დე­ბი და წას­ვლი­სას ჰკი­თხეს - რამ­დე­ნი გა­და­ვი­ხა­დო­თო... რა გა­დახ­და­ზე იყო ლა­პა­რა­კი, რე­ზოს გა­უკ­ვირ­და. გა­ოგ­ნე­ბუ­ლებ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს, იქ არ მოვ­ხვდი­თო და წა­ვიდ­ნენ..." - იხ­სე­ნებ­და ას­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი.

სი­ცო­ცხლის ბოლო პე­რი­ოდ­ში, მძი­მე დი­აგ­ნო­ზის დას­მის შემ­დეგ, რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი ე.წ "ლე­ჩკომ­ბი­ნა­ტის" სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­და. მის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე, მე­დე­აც იმა­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ოღონდ რე­ზოს­გან მო­შო­რე­ბით, სხვა პა­ლა­ტა­ში. გვერ­დი­თა პა­ლა­ტი­დან მე­დე­ამ რე­ზოს წე­რი­ლი მის­წე­რა: "რე­ზი­კო, მომ­წე­რე რამე, თორე ვი­ტი­რებ და გა­ვიქ­ცე­ვი სახ­ლში"; რე­ზომ კი უპა­სუ­ხა: "ჩემო პა­კი­პუკ (ასე მი­მარ­თავ­და მო­ფე­რე­ბით), რამ ან ვინ შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვა­შო­როს ჩვენ?! გკოც­ნი ჩემო ერ­თა­დერ­თო, ლა­მა­ზო, ჩემო უსაყ­ვარ­ლე­სო..."

ეს იყო რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ბოლო წე­რი­ლი მე­დეა ჯა­ფა­რი­ძი­სად­მი. რეზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი 1990 წლის 3 აგ­ვის­ტოს გარ­და­იც­ვა­ლა. ამის შემ­დეგ იპო­ვეს მის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ორი დღით ადრე და­წე­რი­ლი ლექ­სი, სა­ხელ­წო­დე­ბით "შვი­ლიშ­ვი­ლებს", სა­დაც სა­ოც­რად გულ­ში­ჩამ­წვდომ სტრი­ქო­ნებს ვკი­თხუ­ლობთ:

"მშვი­დო­ბას ვე­ტყვი მალე ქარ­თულ ზე­ცის სა­ფი­რონს

და მცი­რე ტალ­ღად შე­ვერ­თვე­ბი ზღვას უნა­პი­როს!

ქარს იმ­ქვეყ­ნი­ურს და­ვახ­ვედ­რებ მალე წინ აფ­რას,

დი­დე­ბუ­ლია, გარ­დვიქ­ცე­ვი უცებ წი­ნაპ­რად!

და თუმ­ცა ჩემი გამ­გზავ­რე­ბა ჰგავ­და წა­მე­ბას,

სიკ­ვდი­ლი მა­ინც არ და­არ­ქვათ გარ­დაც­ვა­ლე­ბას!

მე წა­ვალ, რად­გან დრო აღარ მაქვს უკვე არ­ჩევ­ნის,

მე წა­ვალ, მაგ­რამ სა­მუ­და­მოდ თქვენ­თან დავ­რჩე­ბი,

მეც გი­წი­ნამ­ძღვრებთ, ცხოვ­რე­ბის გზას როცა გაყ­ვე­ბით,

მე და­გი­ნა­ხავთ, მაგ­რამ ვე­ღარ და­გე­ნახ­ვე­ბით!

მე არა­სო­დეს არ ვიქ­ნე­ბი თქვენ­თან მო­და­ვე,

სამ­შობ­ლო თქვე­ნი თუ არას­დროს არ იცო­ტა­ვეთ,

მაგ­რამ გახ­სოვ­დეთ, მე იმ დღი­დან თქვენ­თან არა ვარ -

თუ სარ­ბი­ე­ლად სა­ქარ­თვე­ლო გე­პა­ტა­რა­ვათ!

და­მარ­ცხე­ბუ­ლიც არა­სო­დეს ჩან­დეთ საბ­რა­ლოდ,

ვინ­მეს სიგ­ლა­ხე კაც­თა მოდ­გმას არ და­აბ­რა­ლოთ,

ტკბი­ლი გექ­ნე­ბათ სიყ­მაწ­ვი­ლე, მერე სი­ბე­რე,

სხვი­სი მიღ­წე­ვით სი­ხა­რუ­ლი თუ გა­ი­ბევ­რეთ!"

... მე­დეა ჯა­ფა­რი­ძე რე­ზოს გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში გარ­და­იც­ვა­ლა, 1994 წლის 31 მარტს. ორი­ვე მათ­გა­ნი დაკ­რძა­ლუ­ლია დი­დუ­ბის მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში.

მო­ამ­ზა­და ზაურ მი­რი­ა­ნაშ­ვილ­მა, ფო­ტო­ე­ბი: ციფ­რუ­ლი ფო­ტო­მა­ტი­ა­ნე, და­მა­ნა მდივ­ნიშ­ვი­ლის კო­ლექ­ცია

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სენაკელი
0

ქალბატონ მედეას სანახავად. ორჯერ ვუყურე'მარჯანიშვილის თეატრში/ძველი ვალსი/-საოცარი სილამაზის პატრონი'საოცრად უხდებოდა ბაჯაღლოსფერი კაბა-ეჰ'მიდიან თაობები გარდაცვალებამდე დავაფასოთ ისინი

ruska
0

არამიწიერი სილამაზის მედეა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რეზო თაბუკაშვილის უკანასკნელი წერილი მედეა ჯაფარიძისადმი და გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე დაწერილი ლექსი - ლეგენდარული წყვილის ცხოვრების უცნობი ისტორიები

რეზო თაბუკაშვილის უკანასკნელი წერილი მედეა ჯაფარიძისადმი და გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე დაწერილი ლექსი - ლეგენდარული წყვილის ცხოვრების უცნობი ისტორიები

მედეა ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი - ეს ის წყვილია, რომელზეც ძალიან ბევრ ისტორიას ყვებიან თბილისში. ისინი გამორჩეულები იყვნენ არამხოლოდ ფიზიკური სილამაზით, არამედ მათი საქმიანობით, იმ წვლილით, რომელიც ორივემ შეიტანა ქართული კულტურის განვითარებაში.

რეზო თაბუკაშვილი - მეცნიერ-მკვლევარი, რომელმაც არაერთი ღვაწლმოსილი ქართველის შესახებ შეაგროვა მნიშვნელოვანი ცნობები. მან მოიძია და აღნუსხა სხვადასხვა ქვეყანაში გაბნეული ქართული რელიკვიები და გადაიღო არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტური ფილმი საქართველოს წარსულის შესახებ.

მედეა ჯაფარიძე - ქართული სილამაზის სიმბოლო, რომელმაც ერთგვარად გააგრძელა პირველი კინოვარსკვლავის ნატო ვაჩნაძის გზა და ეკრანზე ქართველი ქალის სრულყოფას შეუწყო ხელი. მარტო მის მიერ ნათანაშები ქეთო რად ღირს ვახტანგ ტაბლიაშვილის ფილმში "ქეთო და კოტე", რომლის შესახებაც ამერიკული გამოცემა წერდა: "ქეთო და კოტე არის საამური, ცოცხალი მუსიკალური ფილმი საქართველოზე, მის მომხიბლავ ხალხზე.. ჰოლივუდს იშვიათად თუ შეუქმნია ამ მშვენიერების მსგავსი რამ"...

რეზო თაბუკაშვილი და მედეა ჯაფარიძე ერთმანეთს ახალგაზრდა პოეტების საღამოზე შეხვდნენ, სადაც როგორც ჰყვებიან მედეას რეზოს "მონადირის" მზერა შეუმჩნევია და ყურადღების მიღმა დაუტოვებია. მამაკაცმა ქალის ყურადღება მხოლოდ მაშინ დაიმსახურა, როცა სახლისკენ მიმავალ მედეას ლექსები წაუკითხა. როგორც ცნობილია რეზო თაბუკაშვილი პატარაობიდან წერდა ლექსებს და ზეპირად იცოდა კლასიკური პოეზიის ბევრი მარგალიტი. 1947 წელს მან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი დაამთავრა და გაანაწილეს ინგლისში, თუმცა წარმატებულ კარიერაზე უარი თქვა, რადგან არ უნდოდა მედეასგან შორს ყოფილიყო.

სწორედ მედეა ჯაფარიძის გაცნობის შემდეგ დაიწყო რეზო თაბუკაშვილმა შექსპირის სონეტების თარგმნა ქართულ ენაზე. ეს პროცესი 30 წელზე მეტხანს გაგრძელდა, რადგან პირველი 80 სონეტი, რომელიც ერთ-ერთ რადიოში მიიტანა ჩასაწერად, დაუკარგეს. საბოლოოდ თარგმანის პრეზენტაციაზე რეზოს მედეასთვის უთქვამს - "თუ შექსპირს, როგორც ლირიკოსს საქართველოში თავი არ მოეჭრა, შენი დამსახურებაა რადგან ეს სონეტები შენ გეძღვნება, შენი ინსპირირებითაა დაწერილიო". რეზო თაბუკაშვილის მიერ ნათარგმნი ეს სონეტები, შექსპირის სონეტების ერთ-ერთ საუკეთესო თარგმანადაა მიჩნეული.

საინტერესო ისტორიებს ვხვდებით, მათი რძლის, დრამატურგ ლაშა თაბუკაშვილის მეუღლის - მედეა თაბუკაშვილის წიგნში "რეზო თაბუკაშვილი". წიგნში საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები იხსენებენ ამბებს რეზოსა და მედეას შესახებ.

აი, რას იხსენებდა წყვილს თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე:

"როგორი ლამაზიც იყო რეზო თაბუკაშვილი, ისეთივე ლამაზი ცხოვრების თანამგზავრი ჰყავდა. დოსტოევსკის უთქვამს: "სილამაზე გადაარჩენს სამყაროს.." რეზოს და მედიკოსნაირ ადამიანზეა ეს ნათქვამი. ერთ სახლში მოგვცეს ბინა. ჯერ რადიატორები არ მოეწონათ კედლებზე და ჩამოხსნეს. მთელი ზამთარი ყველას გათბობა ჰქონდა და მხოლოდ ისინი იყინებოდნენ სიცივეში.

საერთოდ, სადარბაზოს კარი ბევრს ამბობს თავის პატრონზე. აი, როგორი კარი ჰქონდათ მათ: ჯერ გასაღებს ტილოს ქვეშ ინახავდნენ, მერე გასაღები დაკარგეს, აიღეს და კარზე პატარა სარკმელი ამოჭრეს, რომელშიც ხელს ჰყოფდნენ და გარედან შიგნით კეტავდნენ. პოლიტიკურ თუ შემოქმედებით კამათს ლოგინში მართავდნენ. კარს ღიას ტოვებდნენ, რომ ვინმეს მოსვლის შემთხვევაში გასაღებად არ შეწუხებულიყვნენ. ერთხელ შევედი და მედიკომ რომ დამინახა არც აცია, არც აცხელა, პირდაპირ მითხრა: ნათელა ძვირფასო, გაიხადე და დაწექი. იმის მაგივრად რომ ეთქვა მე ჩავიცვამ და ავდგებიო. ჩათვალა რომ დაღლილი ვიქნებოდი და დასვენება მჭირდებოდა" - იხსენებდა თეატრმცოდნე.

კინომსახიობი ელენე ასლამაზიშვილი წყვილის სტუმართმოყვარეობაზე ასეთ ამბავს იხსენებს:

"მედეა და რეზო ყოველთვის სხვას ეხმარებოდნენ. ლიძავაში, სახლის ეზოში ყოველთვის სუფრა ჰქონდათ გაშლილი. ერთხელ რუსი ცოლ-ქმარი შევიდა, მიუსხდნენ მაგიდას, მიირთვეს მწვადები და წასვლისას ჰკითხეს - რამდენი გადავიხადოთო... რა გადახდაზე იყო ლაპარაკი, რეზოს გაუკვირდა. გაოგნებულებმა მადლობა გადაუხადეს, იქ არ მოვხვდითო და წავიდნენ..." - იხსენებდა ასლამაზიშვილი.

სიცოცხლის ბოლო პერიოდში, მძიმე დიაგნოზის დასმის შემდეგ, რეზო თაბუკაშვილი ე.წ "ლეჩკომბინატის" საავადმყოფოში მკურნალობდა. მის გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მედეაც იმავე საავადმყოფოში იმყოფებოდა, ოღონდ რეზოსგან მოშორებით, სხვა პალატაში. გვერდითა პალატიდან მედეამ რეზოს წერილი მისწერა: "რეზიკო, მომწერე რამე, თორე ვიტირებ და გავიქცევი სახლში"; რეზომ კი უპასუხა: "ჩემო პაკიპუკ (ასე მიმართავდა მოფერებით), რამ ან ვინ შეიძლება დაგვაშოროს ჩვენ?! გკოცნი ჩემო ერთადერთო, ლამაზო, ჩემო უსაყვარლესო..."

ეს იყო რეზო თაბუკაშვილის ბოლო წერილი მედეა ჯაფარიძისადმი. რეზო თაბუკაშვილი 1990 წლის 3 აგვისტოს გარდაიცვალა. ამის შემდეგ იპოვეს მის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე დაწერილი ლექსი, სახელწოდებით "შვილიშვილებს", სადაც საოცრად გულშიჩამწვდომ სტრიქონებს ვკითხულობთ:

"მშვიდობას ვეტყვი მალე ქართულ ზეცის საფირონს

და მცირე ტალღად შევერთვები ზღვას უნაპიროს!

ქარს იმქვეყნიურს დავახვედრებ მალე წინ აფრას,

დიდებულია, გარდვიქცევი უცებ წინაპრად!

და თუმცა ჩემი გამგზავრება ჰგავდა წამებას,

სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას!

მე წავალ, რადგან დრო აღარ მაქვს უკვე არჩევნის,

მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები,

მეც გიწინამძღვრებთ, ცხოვრების გზას როცა გაყვებით,

მე დაგინახავთ, მაგრამ ვეღარ დაგენახვებით!

მე არასოდეს არ ვიქნები თქვენთან მოდავე,

სამშობლო თქვენი თუ არასდროს არ იცოტავეთ,

მაგრამ გახსოვდეთ, მე იმ დღიდან თქვენთან არა ვარ -

თუ სარბიელად საქართველო გეპატარავათ!

დამარცხებულიც არასოდეს ჩანდეთ საბრალოდ,

ვინმეს სიგლახე კაცთა მოდგმას არ დააბრალოთ,

ტკბილი გექნებათ სიყმაწვილე, მერე სიბერე,

სხვისი მიღწევით სიხარული თუ გაიბევრეთ!"

... მედეა ჯაფარიძე რეზოს გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა, 1994 წლის 31 მარტს. ორივე მათგანი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მოამზადა ზაურ მირიანაშვილმა, ფოტოები: ციფრული ფოტომატიანე, დამანა მდივნიშვილის კოლექცია