პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გარიცხეს - "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ცნობილია
გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გარიცხეს - "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ცნობილია

ფრაქ­ცია „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის შე­მად­გენ­ლო­ბი­დან გე­დე­ვან ფო­ფხა­ძის გაწ­ვე­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თა­ვად გე­დე­ვან ფო­ფხა­ძემ გა­ნუ­ცხა­და. შე­სა­ბა­მი­სად, მისი თქმით, ის კო­მი­ტეტ­ში ვე­რა­ნა­ირ თა­ნამ­დე­ბო­ბას ვე­ღარ და­ი­კა­ვებს.

„ფრაქ­ცი­ამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, გა­მო­მიწ­ვი­ოს იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტი­დან. შე­სა­ბა­მი­სად, მე აღარ ვიქ­ნე­ბი იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის წევ­რი ფრაქ­ცი­ის სა­ხე­ლით და ვერც ვე­რა­ნა­ირ თა­ნამ­დე­ბო­ბას ვე­ღარ და­ვი­კა­ვებ კო­მი­ტეტ­ში. ეს არის ფრაქ­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის გაპ­რო­ტეს­ტე­ბა­საც ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებ. სა­კი­თხი არის არა იმის თა­ო­ბა­ზე, თუ ვინ იქ­ნე­ბა თავ­მჯდო­მა­რე ან მო­ად­გი­ლე, არა­მედ ის, თუ რო­გორ ჩა­ა­ტა­რებს პარ­ლა­მენ­ტი უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცესს. ეს არის პრინ­ცი­პუ­ლი, თო­რემ გედი ფო­ფხა­ძე სულ რომ არ იყოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ამით პარ­ლა­მენ­ტი არ და­ზა­რალ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ფო­ფხა­ძემ და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით უარ­ყო­ფი­თია.

მი­სი­ვე თქმით, ის თა­ვის პო­ზი­ცი­ას აუ­ცი­ლებ­ლად და­ა­ფიქ­სი­რებს ყვე­ლა სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით.

გე­დე­ვან ფო­ფხა­ძე იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ ეკა ბე­სე­ლი­ას წარ­დგე­ნით, გა­სულ კვი­რას აირ­ჩი­ეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გარიცხეს - "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ცნობილია

გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტიდან გარიცხეს - "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ცნობილია

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ იურიდიული კომიტეტის შემადგენლობიდან გედევან ფოფხაძის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად გედევან ფოფხაძემ განუცხადა. შესაბამისად, მისი თქმით, ის კომიტეტში ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დაიკავებს.

„ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, გამომიწვიოს იურიდიული კომიტეტიდან. შესაბამისად, მე აღარ ვიქნები იურიდიული კომიტეტის წევრი ფრაქციის სახელით და ვერც ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დავიკავებ კომიტეტში. ეს არის ფრაქციის გადაწყვეტილება, რომლის გაპროტესტებასაც ნამდვილად არ ვაპირებ. საკითხი არის არა იმის თაობაზე, თუ ვინ იქნება თავმჯდომარე ან მოადგილე, არამედ ის, თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს. ეს არის პრინციპული, თორემ გედი ფოფხაძე სულ რომ არ იყოს პარლამენტის წევრი, ამით პარლამენტი არ დაზარალდება“, - განაცხადა ფოფხაძემ და აღნიშნა, რომ მისი დამოკიდებულება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უარყოფითია.

მისივე თქმით, ის თავის პოზიციას აუცილებლად დააფიქსირებს ყველა საკითხთან დაკავშირებით.

გედევან ფოფხაძე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას წარდგენით, გასულ კვირას აირჩიეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები