მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

14

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 22:16-ზე, მთვარე კუროში იქნება 17:21-დან – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისთვის, ქალაქგარეთ გასეირნებისა და მივლინებისთვის. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიცავით ყელი და ყურები. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. კარგია რემონტის დაწყება. დღეს დაუთოებული თეთრეული და ტანსაცმელი დიდხანს დარჩება სწორი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გრიპით საქართველოში 6 ადამიანი გარდაიცვალა : "95% შემთხვევებში H1N1 ცირკულირებს"
გრიპით საქართველოში 6 ადამიანი გარდაიცვალა : "95% შემთხვევებში H1N1 ცირკულირებს"

ამ დრო­ის­თვის ქვე­ყა­ნა­ში გრი­პის ვირუ­სის 144-მდე შემ­თხვე­ვაა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც 6 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, - ამის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

გრი­პის ვირუ­სის 144-მდე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვი­დან, 140 H1N1 ვირუ­სია, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი - H3 ვირუ­სი.

„ასე­ვე ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად გვაქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, რომ ქუ­თა­ის­ში B ტი­პის ვირუ­სი გა­მოჩ­ნდა. ბოლო 3-4 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის ზო­მი­ე­რი ზრდის დი­ნა­მი­კაა. გა­სუ­ლი ორ­შა­ბა­თის მაჩ­ვე­ნებ­ლით, გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 100 000 მო­სახ­ლე­ზე 277-ია, რაც ზო­მი­ე­რი მა­ტე­ბის ფარ­გლებ­შია. ჯერ პიკ­თან შორს ვართ. ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ზღვა­რი 100 000 მო­სახ­ლე­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 500-მდეა, თუმ­ცა სა­გან­გა­შოა თუ 400-ს მი­აღ­წევს”, - აღ­ნიშ­ნა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით, მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ზე გარ­თუ­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ზრდის დი­ნა­მი­კა შე­ი­ნიშ­ნე­ბა. “არის გარ­თუ­ლე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის ტენ­დენ­ცია, რო­დე­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია და შე­სა­ბა­მი­სი ინ­ტენ­სი­უ­რი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბაა სა­ჭი­რო. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით მო­მა­ტე­ბუ­ლია, თუმ­ცა თით­ქმის იგი­ვეა, რაც შარ­შან­წინ იყო. “მას შემ­დეგ, რაც ქვე­ყა­ნა­ში გრი­პის ვირუ­სი გა­მოჩ­ნდა, 95% შემ­თხვე­ვებ­ში H1N1 ცირ­კუ­ლი­რებს. ამი­ტომ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­სად­მი მო­წო­დე­ბა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი არის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით აცრა”,- აღ­ნიშ­ნა მან.

ამას­თან, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­და, ვირუ­სის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ოჯა­ხის ექიმს მი­მარ­თონ და ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბი და­იც­ვან.

nika
0

საცდელ ვირთხებად რომ აქციეთ მოსახლეობა, როდის იყო სსრკ-ში ყოველწლიურად ეპიდემია-ეპიდემიაზე? ? ? მიხუინას რომ გაახსნევიეს საზღვრები და პირდაპირ ჯუნგლებიდან გამოქცეულები ტურტლიანები რომ ჩამოდიან და დასეირნობენ აქ? თქვენ რატომ არ კეტავთ? თუ ამერიკის ელჩის მითითებას უცდით? რატომ თავის ტერიტორიაზე არ აქვს აშშ-ს ბიოლოგიური ლაბიორატორია აქ რომ წამოგვიჭიმეს? სწორედ ბიოლოგიური ლაბორატორიიდანაა გავრცელებული ჩინეთში ეგ ვირუსი რომელიც უხანში იმ საზიზღარი ცხოველების ბაზრობასთან რომ მდებრეობს. თითონ ჩინელი მეცნიერები ადასტურებენ ამას. რა გარანტია გაქვთ აქ არ მოხდება ანალოგიური უბედურება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რამდენი ადამიანი იღებს 100 ლარზე ნაკლებ და 100 ათას ლარზე მეტ თვიურ ხელფასს
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

გრიპით საქართველოში 6 ადამიანი გარდაიცვალა : "95% შემთხვევებში H1N1 ცირკულირებს"

გრიპით საქართველოში 6 ადამიანი გარდაიცვალა : "95% შემთხვევებში H1N1 ცირკულირებს"

ამ დროისთვის ქვეყანაში გრიპის ვირუსის 144-მდე შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, საიდანაც 6 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

გრიპის ვირუსის 144-მდე დადასტურებული შემთხვევიდან, 140 H1N1 ვირუსია, ხოლო დანარჩენი - H3 ვირუსი.

„ასევე ლაბორატორიულად გვაქვს დადასტურებული, რომ ქუთაისში B ტიპის ვირუსი გამოჩნდა. ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში ქვეყანაში გრიპის შემთხვევების ზომიერი ზრდის დინამიკაა. გასული ორშაბათის მაჩვენებლით, გრიპის შემთხვევების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 277-ია, რაც ზომიერი მატების ფარგლებშია. ჯერ პიკთან შორს ვართ. ჩვენი ქვეყნისთვის ეპიდემიოლოგიური ზღვარი 100 000 მოსახლეზე დაახლოებით 500-მდეა, თუმცა საგანგაშოა თუ 400-ს მიაღწევს”, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე სეზონზე გართულებული შემთხვევების ზრდის დინამიკა შეინიშნება. “არის გართულებული შემთხვევების ტენდენცია, როდესაც აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია და შესაბამისი ინტენსიური ანტივირუსული მკურნალობაა საჭირო. ასეთი შემთხვევების მონაცემები შარშანდელთან შედარებით მომატებულია, თუმცა თითქმის იგივეა, რაც შარშანწინ იყო. “მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გრიპის ვირუსი გამოჩნდა, 95% შემთხვევებში H1N1 ცირკულირებს. ამიტომ ჩვენი მოსახლეობისადმი მოწოდება და რეკომენდაციები არის პროფილაქტიკის მიზნით აცრა”,- აღნიშნა მან.

ამასთან, ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში ოჯახის ექიმს მიმართონ და ჰიგიენის ნორმები დაიცვან.

გამარჯობა, თქვენ 30 მილიონი ლარი მოიგეთ!

ამირან გამყრელიძე ქართველებს სთხოვს, შეხვედრისას ერთმანეთი არ გადაკოცნონ

"კორონავირუსის გავრცელება ბავშვებში ნაკლებად სავარაუდოა" - რა რეკომენდაციებს აძლევს ბავშვთა ინფექციურის ექიმი მშობლებს