პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მეცნიერის გამოგონება, რომელიც უსაფრთხოების ზომების სტანდარტებს შეცვლის
ქართველი მეცნიერის გამოგონება, რომელიც უსაფრთხოების ზომების სტანდარტებს შეცვლის

ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რის - ბა­ჩა­ნა ლომ­სა­ძის გა­მო­გო­ნე­ბის შე­დე­გად შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და, მომ­წამ­ვლე­ლი და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის დე­ტექ­ტი­რე­ბა მოხ­დეს არა უშუ­ა­ლოდ ეპი­ცენ­ტრში, არა­მედ წყა­როს­გან ძა­ლი­ან მო­შო­რე­ბით, რაც უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. კი­დეც ერთი დიდი მიღ­წე­ვა კი ისაა, რომ დე­ტექ­ტი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია არა წუ­თებ­ში, რო­გორც დღემ­დე იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, არა­მედ ნა­ხე­ვარ წამ­ზე ნაკ­ლებ დრო­ში.

„თავს ბედ­ნი­ე­რად ვთვლი, რომ ჩემი ეს უდი­დე­სი მიღ­წე­ვა, ასე­ვე პირ­ვე­ლი ავ­ტო­რო­ბით და დიდი გავ­ლე­ნის მქო­ნე ჟურ­ნალ Nature Photonics-ში შრო­მის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით იქნა აღი­ა­რე­ბუ­ლი,“ - გან­მარ­ტავს ბაჩა ლომ­სა­ძე. აშშ-ში მოღ­ვა­წე 33 წლის მეც­ნი­ე­რი სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს მკი­თხველს უამ­ბობს:

- მოგ­ვი­ყე­ვით ლა­ზე­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­დის და რო­გორ და­ი­წყო მათი გან­ვი­თა­რე­ბა?

- ლა­ზე­რე­ბის გა­ნი­თა­რე­ბა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი უდი­დე­სი გა­მო­გო­ნე­ბაა და თით­ქმის აღარ რჩე­ბა სფე­რო, სა­დაც მათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი არ აქვთ. მა­გა­ლი­თად, მე­დი­ცი­ნა­ში მხედ­ვე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის, ქვე­ბის დაშ­ლის, კა­ნის და­მუ­შა­ვე­ბის და ა.შ. სამ­ხედ­რო რა­კე­ტე­ბის და სა­მიზ­ნე ობი­ექ­ტე­ბის ნა­ვი­გა­ცია, ფაბ­რი­კა-ქარ­ხნებ­ში მე­ტალ­თა ჭრა, შე­დუ­ღე­ბა, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა გა­ცხე­ლე­ბა და ა.შ.

თუმ­ცა, ტექ­ნო­ლო­გი­ის სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მეც­ნი­ე­რე­ბა კი­დევ უფრო მეტ მო­თხოვ­ნებს უყე­ნებს მათ, რაც აი­სა­ხა კი­დეც - მა­გა­ლი­თად, ატო­მე­ბი­სა და მო­ლე­კუ­ლე­ბის გა­ცი­ვე­ბა კვან­ტუ­რი კომ­პი­უ­ტე­რე­ბის შექ­მნის მიზ­ნით (მი­ლი­ონ­ჯერ უფრო სწრა­ფი კომ­პი­უ­ტე­რი ვიდ­რე დღე­ვან­დე­ლი); სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბა უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ, უკონ­ტაქ­ტოდ (ბი­ო­მეტ­რუ­ლი ინ­დენ­ტი­ფი­კა­ცი­ის მე­თო­დე­ბი), ან ადა­მი­ან­თა ამო­ნა­სუნ­თქ ჰა­ერ­ში (ძი­რი­თა­დი, წყლის ორ­თქლის გარ­და) ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის წყალ­ბა­დის ზეჟან­გის და ნახ­ში­რორ­ჟან­გის და­ფიქ­სი­რე­ბა - და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­უ­ლი დად­გე­ნი­სა და პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა დღეს­დღე­ო­ბით ლა­ზე­რუ­ლი სპექტროს­კო­პი­ი­თაა ცნო­ბი­ლი.

თუმ­ცა, თა­ნა­მედ­რო­ვე ლა­ზე­რუ­ლი სპექტროს­კო­პი­ის მო­მა­ვა­ლი სიხ­ში­რუ­ლი სა­ვარ­ცხლის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, თი­თო­ე­ულ ნივ­თი­ე­რე­ბას აქვს მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სპექტრე­ბი, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა ადა­მი­ანს გვაქვს ჩვე­ნი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი და სიხ­ში­რუ­ლი სა­ვარ­ცხე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ამ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა მათი „თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბის“ სკა­ნი­რე­ბით. აღ­ნიშ­ნულ­მა გა­ხა­და შე­საძ­ლე­ბე­ლი უც­ნო­ბი ნა­რე­ვი­სა­გან შედ­გე­ნი­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მა­ღა­ლი სი­ზუს­ტით და კი­დევ უამ­რა­ვი სხვა რამ.

- რაში მდგო­მა­რე­ობს თქვე­ნი გა­მო­გო­ნე­ბა და რით არის ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

- მას შემ­დეგ, რაც შე­იქ­მნა სიხ­ში­რუ­ლი სა­ვარ­ცხე­ლი და მან ლა­ზე­რულ სპექტროს­კო­პი­ა­ში გა­მო­ავ­ლი­ნა თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მა­შინ­ვე და­ის­ვა სა­კი­თხი იმის შე­სა­ხებ, რომ ორ­მაგ სიხ­ში­რულ სა­ვარ­ცხელს შე­ეძ­ლო გა­ე­კე­თე­ბი­ნა კი­დევ უფრო მეტი. სიხ­ში­რუ­ლი სა­ვარ­ცხლე­ბის შექ­მნი­დან რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ შე­იქ­მნა ორ­მა­გი სა­ვარ­ცხლის სპექტროს­კო­პია. ეს მე­თო­დი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ჩა­ტარ­დეს ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვე­ბი არა მარ­ტო მა­ღა­ლი გარ­ჩე­ვის უნა­რით, არა­მედ სწრა­ფად.

ასე­თი მიდ­გო­მით მო­ხერ­ხდა მრა­ვა­ლი ფი­ზი­კუ­რი ამო­ცა­ნის წარ­მა­ტე­ბით გა­და­წყვე­ტა და მან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის შეს­წავ­ლის საქ­მე­შიც. თუმ­ცა, მას აღ­მო­აჩ­ნდა რიგი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი: კერ­ძოდ, ამ მე­თო­დით შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო ნა­რევ­ში არ­სე­ბუ­ლი რთუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ინ­დენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა დიდი სა­ი­მე­დო­ო­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა სხვა­დას­ხვა საკ­ვლე­ვი ნივ­თი­ე­რე­ბის სპექტრე­ბი ერ­თმა­ნეთ­ზეა გა­და­ფა­რუ­ლი.

ამ სირ­თუ­ლე­ე­ბის ფონ­ზე და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა ნო­ვა­ტუ­რულ მიდ­გო­მა­ზე, რაც და­ფუძ­ნე­ბუ­ლი იყო ორ­მა­გი სიხ­ში­რუ­ლი სა­ვარ­ცხლის სპექტროს­კოპ­ზე. ჩემს მიერ ასე­თი ახა­ლი მე­თო­დის შექ­მნის იდე­ამ, კვლე­ვის ამ სფე­რო­ში გა­მო­იწ­ვია რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ნახ­ტო­მი. ეს მე­თო­დი, ნივ­თი­ე­რე­ბის სხვა­დას­ხვა ფი­ზი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის შეს­წავ­ლა­ზე დაყ­რდნო­ბით, სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ერ­თმა­ნეთ­ზე ზედ­დე­ბუ­ლი სპექტრე­ბის გან­ცალ­კე­ვე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სად იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მა­ღა­ლი სი­ზუს­ტით და სა­ი­მე­დო­ო­ბით. ეს ფაქ­ტი სა­მეც­ნი­ე­რო სი­ახ­ლე­ე­ბის სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მებ­ში გა­შუქ­და. თვით შრო­მის აღი­ა­რე­ბა კი მოხ­და რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჩემი პირ­ვე­ლი ავ­ტო­რო­ბით - ძა­ლი­ან პრეს­ტი­ჟულ და გავ­ლე­ნი­ან ჟურ­ნალ SCIENCE-ში შრო­მის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით.

- სამ­მა­გი სიხ­ში­რუ­ლი სა­ვარ­ცხლის გან­ვი­თა­რე­ბა რო­გორ მოხ­და?

- ჯერ კი­დევ ამ კვლე­ვა­თა წარ­მარ­თვის დროს და­ის­ვა სა­კი­თხი - რა­ტომ უნდა გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვით ორზე და ხომ არ შეს­ძენ­და უპი­რა­ტე­სო­ბას სამ­მა­გი სიხ­ში­რუ­ლი სა­ვარ­ცხე­ლი ჩემ მიერ გა­მო­გო­ნე­ბულ მე­თოდს? რო­გორც ჩემი გათ­ვლე­ბი აჩ­ვე­ნებ­და, სამ­მა­გი სიხ­ში­რუ­ლი სა­ვარ­ცხლით შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და ნივ­თი­ე­რე­ბა­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა არა მარ­ტო მა­ღა­ლი სი­ზუს­ტით, სა­ი­მე­დო­ო­ბით, უმოკ­ლეს დრო­ში, არა­მედ კომ­პაქ­ტუ­რი აპა­რა­ტუ­რით და რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მან­ძი­ლის შე­უ­ზღუ­და­ვად ანუ დის­ტან­ცი­უ­რად.

Science-ში სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში მო­ვა­ხერ­ხე ამ ახა­ლი, სამ­მა­გი-სიხ­ში­რუ­ლი სა­ვარ­ცხლის მე­თო­დის შექ­მნა და დე­მონ­სტრი­რე­ბა. ამ მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით ამი­ე­რი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა მომ­წავ­ლე­ლი და ასა­ფეთ­ქებ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის დე­ტექ­ტი­რე­ბა მოხ­დეს არა უშუ­ა­ლოდ ეპი­ცენ­ტრში, არა­მედ წყა­როს­გან ძა­ლი­ან მო­შო­რე­ბით, რაც უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. კი­დეც ერთი დიდი მიღ­წე­ვა კი ისაა, რომ დე­ტექ­ტი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია არა წუ­თებ­ში, რო­გორც ამ დრომ­დე იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, არა­მედ სულ რა­ღაც ნა­ხე­ვარ წამ­ზე ნაკ­ლებ დრო­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი უაღ­რე­სად დიდი მიღ­წე­ვაა. ეს შრო­მაც მე­ტად გავ­ლე­ნი­ან­მა Nature Photonics-მა გა­ა­შუ­ქა და მინ­და სი­ა­მა­ყით აღ­ვნიშ­ნო, რომ შექ­მნი­ლის აქ­ტუ­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წარ­მო­მად­გე­ლო­ბი­თი კონ­კურ­სის სა­ფუძ­ველ­ზე და რე­დაქ­ტო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ჩემს მიერ შექ­მნი­ლი ეს პრო­დუქ­ტი ასა­ხუ­ლია პრეს­ტი­ჟუ­ლი ჟურ­ნა­ლის გა­რე­კან­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ქართველი მეცნიერის გამოგონება, რომელიც უსაფრთხოების ზომების სტანდარტებს შეცვლის

ქართველი მეცნიერის გამოგონება, რომელიც უსაფრთხოების ზომების სტანდარტებს შეცვლის

ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის - ბაჩანა ლომსაძის გამოგონების შედეგად შესაძლებელი გახდა, მომწამვლელი და ასაფეთქებელი ნივთიერების დეტექტირება მოხდეს არა უშუალოდ ეპიცენტრში, არამედ წყაროსგან ძალიან მოშორებით, რაც უსაფრთხოების მიზნით ძალზედ მნიშვნელოვანია. კიდეც ერთი დიდი მიღწევა კი ისაა, რომ დეტექტირება შესაძლებელია არა წუთებში, როგორც დღემდე იყო შესაძლებელი, არამედ ნახევარ წამზე ნაკლებ დროში.

„თავს ბედნიერად ვთვლი, რომ ჩემი ეს უდიდესი მიღწევა, ასევე პირველი ავტორობით და დიდი გავლენის მქონე ჟურნალ Nature Photonics-ში შრომის გამოქვეყნებით იქნა აღიარებული,“ - განმარტავს ბაჩა ლომსაძე. აშშ-ში მოღვაწე 33 წლის მეცნიერი საკუთარი წარმატების შესახებ AMBEBI.GE-ს მკითხველს უამბობს:

- მოგვიყევით ლაზერების შესახებ, როდის და როგორ დაიწყო მათი განვითარება?

- ლაზერების განითარება გასული საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გამოგონებაა და თითქმის აღარ რჩება სფერო, სადაც მათ მნიშვნელოვანი როლი არ აქვთ. მაგალითად, მედიცინაში მხედველობის გაუმჯობესების, ქვების დაშლის, კანის დამუშავების და ა.შ. სამხედრო რაკეტების და სამიზნე ობიექტების ნავიგაცია, ფაბრიკა-ქარხნებში მეტალთა ჭრა, შედუღება, ნივთიერებათა გაცხელება და ა.შ.

თუმცა, ტექნოლოგიის სწრაფი განვითარებიდან გამომდინარე, მეცნიერება კიდევ უფრო მეტ მოთხოვნებს უყენებს მათ, რაც აისახა კიდეც - მაგალითად, ატომებისა და მოლეკულების გაცივება კვანტური კომპიუტერების შექმნის მიზნით (მილიონჯერ უფრო სწრაფი კომპიუტერი ვიდრე დღევანდელი); სამედიცინო პროცედურის ჩატარება უმტკივნეულოდ, უკონტაქტოდ (ბიომეტრული ინდენტიფიკაციის მეთოდები), ან ადამიანთა ამონასუნთქ ჰაერში (ძირითადი, წყლის ორთქლის გარდა) ძალიან მცირე რაოდენობის წყალბადის ზეჟანგის და ნახშირორჟანგის დაფიქსირება - დაავადების ადრეული დადგენისა და პრევენციის მიზნით. ეს მიმართულება დღესდღეობით ლაზერული სპექტროსკოპიითაა ცნობილი.

თუმცა, თანამედროვე ლაზერული სპექტროსკოპიის მომავალი სიხშირული სავარცხლის გარეშე წარმოუდგენელია. მარტივად რომ ვთქვათ, თითოეულ ნივთიერებას აქვს მისთვის დამახასიათებელი სპექტრები, ისევე როგორც ყველა ადამიანს გვაქვს ჩვენი მახასიათებელი თითის ანაბეჭდები და სიხშირული სავარცხელი საშუალებას იძლევა ამ ნივთიერებების იდენტიფიცირებისა მათი „თითის ანაბეჭდების“ სკანირებით. აღნიშნულმა გახადა შესაძლებელი უცნობი ნარევისაგან შედგენილი ნივთიერებების იდენტიფიცირება მაღალი სიზუსტით და კიდევ უამრავი სხვა რამ.

- რაში მდგომარეობს თქვენი გამოგონება და რით არის ის მნიშვნელოვანი?

- მას შემდეგ, რაც შეიქმნა სიხშირული სავარცხელი და მან ლაზერულ სპექტროსკოპიაში გამოავლინა თავისი უნიკალური შესაძლებლობები, მაშინვე დაისვა საკითხი იმის შესახებ, რომ ორმაგ სიხშირულ სავარცხელს შეეძლო გაეკეთებინა კიდევ უფრო მეტი. სიხშირული სავარცხლების შექმნიდან რამდენიმე წლის შემდეგ შეიქმნა ორმაგი სავარცხლის სპექტროსკოპია. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა ჩატარდეს ზემოთ აღნიშნული კვლევები არა მარტო მაღალი გარჩევის უნარით, არამედ სწრაფად.

ასეთი მიდგომით მოხერხდა მრავალი ფიზიკური ამოცანის წარმატებით გადაწყვეტა და მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გარემოს დაბინძურების შესწავლის საქმეშიც. თუმცა, მას აღმოაჩნდა რიგი ნაკლოვანებები: კერძოდ, ამ მეთოდით შეუძლებელი იყო ნარევში არსებული რთული ნივთიერებების ინდენტიფიცირება დიდი საიმედოობით, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვადასხვა საკვლევი ნივთიერების სპექტრები ერთმანეთზეა გადაფარული.

ამ სირთულეების ფონზე დავიწყე მუშაობა ნოვატურულ მიდგომაზე, რაც დაფუძნებული იყო ორმაგი სიხშირული სავარცხლის სპექტროსკოპზე. ჩემს მიერ ასეთი ახალი მეთოდის შექმნის იდეამ, კვლევის ამ სფეროში გამოიწვია რევოლუციური ნახტომი. ეს მეთოდი, ნივთიერების სხვადასხვა ფიზიკური პროცესების შესწავლაზე დაყრდნობით, საშუალებას იძლევა ზემოთ აღნიშნული ერთმანეთზე ზედდებული სპექტრების განცალკევებისა და შესაბამისად იდენტიფიცირებისა უპრეცედენტოდ მაღალი სიზუსტით და საიმედოობით. ეს ფაქტი სამეცნიერო სიახლეების სხვადასხვა გამოცემებში გაშუქდა. თვით შრომის აღიარება კი მოხდა რამდენიმე თვის წინ ჩემი პირველი ავტორობით - ძალიან პრესტიჟულ და გავლენიან ჟურნალ SCIENCE-ში შრომის გამოქვეყნებით.

- სამმაგი სიხშირული სავარცხლის განვითარება როგორ მოხდა?

- ჯერ კიდევ ამ კვლევათა წარმართვის დროს დაისვა საკითხი - რატომ უნდა გავჩერებულიყავით ორზე და ხომ არ შესძენდა უპირატესობას სამმაგი სიხშირული სავარცხელი ჩემ მიერ გამოგონებულ მეთოდს? როგორც ჩემი გათვლები აჩვენებდა, სამმაგი სიხშირული სავარცხლით შესაძლებელი იქნებოდა ნივთიერებათა იდენტიფიცირება არა მარტო მაღალი სიზუსტით, საიმედოობით, უმოკლეს დროში, არამედ კომპაქტური აპარატურით და რაც მნიშვნელოვანია მანძილის შეუზღუდავად ანუ დისტანციურად.

Science-ში სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვეში მოვახერხე ამ ახალი, სამმაგი-სიხშირული სავარცხლის მეთოდის შექმნა და დემონსტრირება. ამ მეთოდის გამოყენებით ამიერიდან შესაძლებელი ხდება მომწავლელი და ასაფეთქებლი ნივთიერების დეტექტირება მოხდეს არა უშუალოდ ეპიცენტრში, არამედ წყაროსგან ძალიან მოშორებით, რაც უსაფრთხოების მიზნით ძალზედ მნიშვნელოვანია. კიდეც ერთი დიდი მიღწევა კი ისაა, რომ დეტექტირება შესაძლებელია არა წუთებში, როგორც ამ დრომდე იყო შესაძლებელი, არამედ სულ რაღაც ნახევარ წამზე ნაკლებ დროში. ეს ყველაფერი კი უაღრესად დიდი მიღწევაა. ეს შრომაც მეტად გავლენიანმა Nature Photonics-მა გააშუქა და მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ შექმნილის აქტუალობიდან გამომდინარე, წარმომადგელობითი კონკურსის საფუძველზე და რედაქტორის გადაწყვეტილებით, ჩემს მიერ შექმნილი ეს პროდუქტი ასახულია პრესტიჟული ჟურნალის გარეკანზე.

"გამოცდიან "ლომკას" და მისი გადალახვა უჭირთ" - რატომ მოიმატა მწეველი ქალების რიცხვმა საქართველოში და როგორ უნდა დაანებოთ თავი თამბაქოს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტბებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მესტიაში დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს