პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ვისოლი“ სოციალურ საწარმო „ანინას“ განავითარებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების დასაქმებაზე იზრუნებს
“ვისოლი“ სოციალურ საწარმო „ანინას“ განავითარებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების დასაქმებაზე იზრუნებს

“ვი­სო­ლი“ ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ა­ხალ­წლო კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სა­ჩუქ­რე­ბის ბი­უ­ჯეტს სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო „ანი­ნას“ გან­ვი­თა­რე­ბას მო­ახ­მარს და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბის და­საქ­მე­ბა­ზე იზ­რუ­ნებს. ამას გარ­და, „ანი­ნას“ წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსელ „სმარ­ტშიც“ ექ­ნე­ბა და და­მა­ტე­ბით, „ვი­სო­ლის“ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ სა­წარ­მოს სა­ჭი­რო კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­უ­წე­ვენ ბიზ­ნე­სის სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის.

„ანი­ნამ“ სა­ა­ხალ­წლოდ სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით შე­კე­რა „სან­ტას ქუ­დე­ბი“, რო­მელ­თა რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხე­ბი და­ეხ­მა­რე­ბათ რე­ა­ლო­ბად აქ­ცი­ონ სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მოს პრო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც მათი შვი­ლე­ბის ხვა­ლინ­დე­ლი დღეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. „ვი­სოლ­მა“ „ანი­ნას“ შე­კე­რი­ლი „სან­ტას ქუ­დე­ბიც“ შე­ი­ძი­ნა და 30 დე­კემ­ბერს აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ივ­ნის მე-9 კი­ლო­მეტრზე მდე­ბა­რე ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გურ­ზე მი­სულ მომ­ხმა­რებ­ლებს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა. „ვი­სო­ლი“ მო­უ­წო­დებს სხვა კომ­პა­ნი­ებ­საც გახ­დნენ #მზის­შვი­ლე­ბის მე­გო­ბა­რი და „სან­ტას ქუ­დე­ბის“ შე­ძე­ნით და­ეხ­მა­რონ სო­ცი­ა­ლურ სა­წარ­მოს. „ვი­სოლ ჯგუ­ფის“ წევ­რმა კომ­პა­ნი­ებ­მა, ამე­რი­კუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბის ქსელ­მა „ვენ­დიმ“ და „დან­კინ­მა“ „სან­ტას ქუ­დე­ბი“ უკვე შე­ი­ძი­ნეს.

სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო ცენ­ტრმა „მზის შვი­ლებ­მა“ სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო „ანი­ნას“ და­არ­სე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მქო­ნე 3-დან 16-წლამ­დე, 39 ბე­ნე­ფი­ცი­ა­რის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის შე­საქ­მნე­ლად გა­და­წყვი­ტეს, რად­გან შვი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო, ბავ­შვე­ბის არ­ცერთ დე­დას არა აქვს სამ­სა­ხუ­რი და შე­მო­სა­ვა­ლი.

„ანი­ნა“ არის სამ­კერ­ვა­ლო, სა­დაც შე­ი­კე­რე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი მოხ­მა­რე­ბის ტან­საც­მე­ლი, ტი­პი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ბავ­შვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თვის. სა­წარ­მო­ში და­საქმდე­ბი­ან „მზის შვი­ლე­ბის“ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის მშობ­ლე­ბი და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­უჩ­ნდე­ბა შე­მო­სავ­ლის წყა­რო. სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მოს მიერ შე­კე­რილ ტან­საც­მელ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის აღმნიშ­ვნე­ლი პიქ­ტოგ­რა­მე­ბი, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

“ვისოლი“ სოციალურ საწარმო „ანინას“ განავითარებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების დასაქმებაზე იზრუნებს

“ვისოლი“ სოციალურ საწარმო „ანინას“ განავითარებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების დასაქმებაზე იზრუნებს

“ვისოლი“ ტრადიციული საახალწლო კორპორაციული საჩუქრების ბიუჯეტს სოციალური საწარმო „ანინას“ განვითარებას მოახმარს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების დასაქმებაზე იზრუნებს. ამას გარდა, „ანინას“ წარმოებული პროდუქტების რეალიზაციის შესაძლებლობა სუპერმარკეტების ქსელ „სმარტშიც“ ექნება და დამატებით, „ვისოლის“ პროფესიონალი კადრები სოციალურ საწარმოს საჭირო კონსულტაციებს გაუწევენ ბიზნესის სწორი განვითარებისათვის.

„ანინამ“ საახალწლოდ საკუთარი სახსრებით შეკერა „სანტას ქუდები“, რომელთა რეალიზაციიდან შემოსული თანხები დაეხმარებათ რეალობად აქციონ სოციალური საწარმოს პროექტი, რომელზეც მათი შვილების ხვალინდელი დღეა დამოკიდებული. „ვისოლმა“ „ანინას“ შეკერილი „სანტას ქუდებიც“ შეიძინა და 30 დეკემბერს აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრზე მდებარე ავტოგასამართ სადგურზე მისულ მომხმარებლებს საჩუქრად გადასცა. „ვისოლი“ მოუწოდებს სხვა კომპანიებსაც გახდნენ #მზისშვილების მეგობარი და „სანტას ქუდების“ შეძენით დაეხმარონ სოციალურ საწარმოს. „ვისოლ ჯგუფის“ წევრმა კომპანიებმა, ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინმა“ „სანტას ქუდები“ უკვე შეიძინეს.

სარეაბილიტაციო ცენტრმა „მზის შვილებმა“ სოციალური საწარმო „ანინას“ დაარსება შეზღუდული შესაძლებლობები მქონე 3-დან 16-წლამდე, 39 ბენეფიციარისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პირობების შესაქმნელად გადაწყვიტეს, რადგან შვილებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ბავშვების არცერთ დედას არა აქვს სამსახური და შემოსავალი.

„ანინა“ არის სამკერვალო, სადაც შეიკერება ყოველდღიური მოხმარების ტანსაცმელი, ტიპიური განვითარების ბავშვებისა და მოზარდებისთვის. საწარმოში დასაქმდებიან „მზის შვილების“ ბენეფიციარების მშობლები და ორგანიზაციას გაუჩნდება შემოსავლის წყარო. სოციალური საწარმოს მიერ შეკერილ ტანსაცმელზე განთავსებული იქნება სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობების აღმნიშვნელი პიქტოგრამები, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი